Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფილოსოფიური აზრები
ფილოსოფიური აზრები
ფილოსოფიური აზრები
Ebook114 pages1 hour

ფილოსოფიური აზრები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 25, 2019
ფილოსოფიური აზრები

Read more from დენი დიდრო

Related to ფილოსოფიური აზრები

Related ebooks

Reviews for ფილოსოფიური აზრები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფილოსოფიური აზრები - დენი დიდრო

    დენი დიდრო - ფილოსოფიური აზრები

    Denis Diderot - Pensees philosophiques

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ს. მუსხელიშვილს და ი. დიომელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ფილოსოფიური აზრები

    ფილოსოფიური აზრების დამატება

    განმარტებები

    ფილოსოფიური აზრები

    Piscis hic non est omnium[01].

    მე ღმერთზე ვწერ; ვვარაუდობ მკითხველთა მცირე რაოდენობას და ვეძიებ მხოლოდ მცირეთა ცნობას. თუ ეს ფილოსოფიური აზრები არავის მოეწონება, ისინი ყოფილან მხოლოდ უბადრუკნი; მაგრამ მე ამ აზრებს ბილწად მივიჩნევდი, თუ ისინი ყველას მოეწონებოდა.

    I

    მუდმივ ილაშქრებენ ვნებათა წინააღმდეგ; მათ აწერენ ადამიანის ყოველ ტანჯვას და ავიწყდებათ, რომ ისინი აგრეთვე წარმოადგენენ ადამიანის ყოველი განცხრომის წყაროს. ვნება ადამიანის კონსტიტუციის ელემენტია, და ის არ შეიძლება გადაფასებულ იქნას თავისი სიკარგის თუ სიცუდის მხრივ. მაგრამ ჩემში ის იწვევს ჯავრს, რომ მის განხილვას ყოველთვის მხოლოდ სიცუდის მხრივ უდგებიან. თითქო ეშინოდეთ, რომ გონებას შეურაცხყოფა არ მიაყენონ მის მოქიშპეთა სასარგებლოდ დაცდენილი ერთი სიტყვითაც კი; ამავე დროს, მარტო ვნებებს და ისიც დიად ვნებებს ძალუძთ დიად საქმეებამდე აამაღლონ სული. ვნებათა გარეშე ბოლო ეღება ყოველივე დიადს როგორც ზნეჩვეულებაში, ისე შემოქმედებაში; ვნებათა გარეშე ხელოვნება პრიმიტიული ხდება, ხოლო სიკეთე წვრილმანდება.

    II

    ზომიერი ვნებანი ქმნიან უფერულ ადამიანებს. თუ მე მტერს თავდასხმას ვაცლიდი და დროულად არ ვეცდებოდი ჩემი სამშობლო განსაცდელიდან მეხსნა, მაშინ მე მხოლოდ-ღა ჩვეულებრივი მოქალაქე ვიქნებოდი. ასევე ჩემი მეგობრობაც უანგარო არ იქნება, თუ მეგობრის საფრთხე ჩემს საკუთარ საფრთხეს არ დამავიწყებს. თუ მე ჩემი სიცოცხლე უფრო ძვირად მიღირს, ვიდრე ჩემი სატრფო, მე მაშინ მხოლოდ-ღა ჩვეულებრივი მოტრფიალე ვარ.

    III

    დაცხრომილი ვნებანი ამცირებენ დიდ ადამიანებს. ძალდატანება ანადგურებს ბუნების ძალას და სიდიადეს. შეხედეთ ამ ხეს; მხოლოდ მის ხშირ ფოთლებს უნდა ვუმადლოდეთ გაშლილ ჩრდილს და სიგრილეს: თქვენ ის სიამოვნებას გგვრით მანამ, სანამ ზამთარი არ ჩამოხსნის მას სამოსელს.

    და მოისპობოდა ყოველგვარი კაზმულობა პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში თუ რომ ცრუმორწმუნეობა სიბერისამებრ გაანადგურებდა ტემპერამენტს.

    IV

    მაშ ეს ბედნიერება იქნებოდა, მეტყვიან მე, - თუ გვექნებოდა ძლიერი ვნებანი? დიახ, უეჭველად, თუ ყველა ვნებანი ერთმანეთთან იქნებოდნენ შეთანხმებული. დაამყარეთ მათს შორის სწორი ჰარმონია და არ გექნებათ უწესოების საშიშროება. თუ იმედი გაწონასწორებული იქნება შიშით, პატივმოყვარეობა სიცოცხლის სიყვარულით, დატკბობისადმი მიდრეკილება - ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაშინ არ იქნებიან არც გარყვნილნი, არც მხდალნი, არც გამბედავნი.

    V

    ვნებათა მოსპობის მიზნად დასახვა უკიდურესი სიგიჟეა. რა იქნებოდა ის ღვთის მლოცველი, რომელიც მთელს თავის ძალ-ღონეს მოანდომებდა ყოველგვარი სურვილის, სიყვარულისა და გრძნობის ჩაკვლას და რომელიც ნამდვილ საფრთხობელად იქცეოდა, რომ თავისი მიზნისათვის მიეღწია?

    VI

    ის, რასაც მე პატივსა ვსცემ ერთ ადამიანში, შეიძლება მძულდეს მეორეში? რასაკვირველია, არა. ჭეშმარიტება, ჩემს სურვილებზე დამოუკიდებელი, ჩემი მსჯელობის კანონიც უნდა იყოს; და ერთს ბოროტმოქმედებად მე არ ჩავუთვლიდი იმას, რაც მეორეს მიმართ ჩემს აღფრთოვანებას იწვევს როგორც სათნოება. ნუთუ დავიჯერო, რომ მარტო ზოგიერთებს მიეკუთვნება უპირატესობა შეასრულონ ნამდვილად კეთილი საქმეები, რომლებსაც ბუნება და რელიგია განურჩევლად ყველასაგან მოითხოვენ? არავითარ შემთხვევაში. საიდან უნდა აღებულიყო მათთვის ეს განსაკუთრებული პრივილეგია? თუ პაქომი[02] კარგად მოიქცა, როდესაც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1