Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?
ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?
ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?
Ebook530 pages4 hours

ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

მათე მოციქული გვეუბნება რომ იესოს სიტყვა ამქვეყნად ყველასთვის იყო ნათქვამი, ვინაიდან ის იესოს მეფეთა მეფედ ხედავდა. ახლა, მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს, რომლებიც ახლახან იშვნენ ჩვენს მიერ გავრცელებულ წყლისა და სულის სახარების რწმენით, ნამდვილად სურთ სიცოცხლის პურით გამოკვება. მაგრამ მათთვის ძნელია ჭეშმარიტ სახარებაში ჩვენთან მოზიარეობა, რადგან ჩვენგან შორს არიან. ამიტომ იესო ქრისტეს, მეფეთა მეფის ამ ხალხის სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამ წიგნში ქადაგებები მომზადდა როგორც სიცოცხლის ახალი პური მათი სულიერი ზრდისთვის გამოსაკვებად. ავტორი აცხადებს რომ ისინი, ვინც მიიღო ცოდვების მიტევება იესო ქრისტეს, მეფეთა მეფის სიტყვის რწმენით, უნდა იკვებებოდნენ მისი წმინდა სიტყვით თავიანთი რწმენის დასაცავად და სულიერი ცხოვრების მხარდასაჭერად. ეს წიგნი სიცოცხლის ნამდვილ სულიერ პურს მოგაწვდით ყველას, ვინც რწმენით ზეციერი მეფის სამეფო ერი გახდით. მისი ეკლესიის და მსახურთა მეშვეობით ღმერთი გააგრძელებს თქვენთვის ამ სიცოცხლის პურის მოწოდებას. ღვთის კურთხევა იყოს ყველა თქვენგანზე, ვინც ხელახლა იშვით წყლისა და სულისგან, ვისაც გსურთ იქონიოთ ჭეშმარიტი სულიერი თანაზიარება იესო ქრისტეში.

Languageქართული ენა
PublisherPaul C. Jong
Release dateSep 13, 2023
ISBN9788965325727
ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?

Related to ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?

Related ebooks

Reviews for ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქადაგებები მათეს სახარებაზე (I) - როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა? - Paul C. Jong

    paul_Geo12_coverFrontflap_Geo121st_page

    ქადაგებები მათეს სახარებაზე (I)

    როდის შეუძლია ქრისტიანს უფალთან ახლო მოზიარეობის ქონა?

    Smashwords Edition

    კოპირაიტი 2023 ჰეპსიბახის საგამომცემო სახლის მიერ.

    ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის ან საავტორო უფლებათა მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ამ პუბლიკაციის რომელიმე ნაწილის საინფორმაციო საშუალებათა სისტემებში შენახვა, ელექტრო, ფოტოკოპიის, ხმის ჩამწერი და მექანიკური საშუალებებით გავრცელება ან გადაცემა. ადგილები წმინდა წერილიდან მოყვანილია საქართველოს ბიბლიური საზოგადოების სბს-2015 ახალი გადამუშავებული გამოცემიდან და სბს-სტოქგოლმი 2001წლის ბიბლიდან..

    ISBN 978-89-6532-572-7

    ყდის გაფორმება: მინ-სუ კიმი.

    ილუსტრაციები: იონგ-ე კიმი.

    დაბეჭდილია კორეაში

       შინაარსი   

    წინასიტყვაობა

    თავი 1

    · იესო ქრისტეს წარმომავლობა (მათე 1:1-6)

    · მადლობა მივაგოთ ჩვენს უფალ იესოს, რომელიც ჩვენს სახსნელად მოვიდა (მათე 1:18-25)

    · იესო, რომელიც სულიწმიდის მიერ იყო ჩასახული (მათე 1:18-25)

    თავი 2

    · სად შეგვიძლია ნამდვილად ჩვენი უფლის შეხვედრა? (მათე 2:1-12)

    თავი 3

    · გაავრცელეთ ჭეშმარიტი სახარება და იესოს მართალი საქმე (მათე 3:1-17)

    · იესო, რომელიც ჩვენი ცოდვების წარსახოცად მოვიდა (მათე 3:13-17)

    თავი 4

    · ღვთის შიში და ღვთისადმი მსახურება - კურთხევაა (მათე 4:1-11)

    თავი 5

    · ქადაგება მთაზე (მათე 5:1-16)

    თავი 6

    · უფლის სწავლება ლოცვის შესახებ (1) (მათე 6:1-15)

    · უფლის სწავლება ლოცვის შესახებ (2) (მათე 6:5-15)

    · უფალს მიუძღვენით თქვენი გული (მათე 6:21-23)

    · ნუ იდარდებთ თქვენ ცხოვრებაზე, მხოლოდ მიენდეთ ღმერთს (მათე 6:25-34)

    · ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი (მათე 6:34)

    თავი 7

    · სახარების ძალის რწმენით ჩვენ ვიწრო კარიბჭით უნდა შევიდეთ (მათე 7:13-14)

    · რას ვიზავთ, ბოლო დღეს უფლის მიერ რომ ვიყოთ მიტოვებული? (მათე 7:21-23)

    · რწმენა რომელიც მამა ღმერთის ნებას ასრულებს (მათე 7:20-27)

    · ჩვენ სამოთხეში შესვლა შეგვიძლია მხოლოდ როცა ვიცით მამის ნება და გვწამს მისი (მათე 7:21-27)

    · უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს რომლებიც მხოლოდ ფულს მისდევენ (მათე 7:13-27)

    თავი 8

    · სულიერი კეთროვნების განკურნება (მათე 8:1-4)

    · მხოლოდ სიტყვა თქვი (მათე 8:5-10)

    · უპირველესად უფალს მიჰყევით (მათე 8:18-22)

    0Preface

    წინასიტყვაობა

    ამ მსოფლიოს მრავალ ერთა შორის ბევრი ადამიანი ღებულობს ცოდვის მიტევებას. ამის გამო, ჩვენ გვჭირდება ადამიანები რომლებიც წაუძღვებიან მათ და უხელმძღვანელებენ მათ უფალ იესო ქრისტესთან ერთად სიარულში. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეკლესიაში ისინი, ვინც ყველა ცოდვის მიტევება მიიღო. დიდი იმედი მაქვს რომ ამისათვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბევრი ლიდერი აღდგება. ვისურვებდი რომ ყველა ჩემი თანამშრომელი გამეგზავნა ამ სამყაროში ღვთის მაცნეებად და მისიონერებად. მაგრამ თუ ისინი ერებში გაიგზავნებიან, ვინ შეძლებს აქ სიმართლის სახარების ღვთის საქმისთვის მხარდაჭერას, როგორც სასანთლის ორნამენტულმა კვირტებმა? ამიტომ, იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ღვთის მუშაკები ყოველი ქვეყნის თითოეულ ერში აღდგება.

    ეს პუბლიკაცია ჩემი სულიერი ზრდის სერიის პირველი წიგნია გამოსყიდულთა მომავალი ლიდერებისთვის. სანამ უფალს ვემსახურები, მჯერა რომ ღვთის ხალხი აღდგება. მომავალი ლიდერების მოლოდინში მე ეს ქადაგებები ფირზე მოვამზადე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. ქადაგებები, რომლებიც რედაქტირებულია და თარგმნილი მომავალი ლიდერების მომზადების მიზნით, თქვენს გულს სულის მასაზრდოებელ გზავნილებს მიაწოდებს.

    მე მჯერა რომ ეს ქადაგებები ყველა ადამიანისთვის ნამდვილ სულიერ საკვებად იქცევა. იმის გამო რომ ყველა ჩვენგანისთვის შეუძლებელია ყველა მორწმუნესთან და სხვა ერებში ღვთის მუშაკებთან პირისპირ ურთიერთობა, იმედი მაქვს რომ ამ წიგნის გაზიარებით სულიერ ურთიერთობას დავამყარებ მათთან, ვინც უკვე ირწმუნა წყლისა და სულის სახარება. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ღმერთმა ჩვენ სიცოცხლის პურით გამოგკვება და თავის მუშაკებად გვაქცია.

    ჩვენ ჯერჯერობით ინგლისურად 10 წიგნი გვაქვს გამოქვეყნებული. და ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ რომ ბევრი მათგანი, ვინც ჩვენი წიგნები წაიკითხა, მადლიერია წყლისა და სულის სახარების რწმენით ცოდვათა მიტევების მიღებისთვის. ახლა კი, მათი სულიერი ზრდისთვის გამიზნული ქადაგებებით, მე კიდევ ერთხელ დავამოწმებ რომ წყლისა და სულის სახარება არის ერთადერთი სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტება. მე ასევე დარწმუნებული ვარ რომ ისინი მიხვდებიან, რომ მთელი წმინდა წერილი სავსეა წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტებით. და საბოლოოდ, მსოფლიოს ყველა ადამიანი მიაღწევს იმის ღრმა გაგებას, რომ წყლისა და სულის სახარება ერთადერთი ჭეშმარიტებაა. როგორც კი ისინი გააცნობიერებენ ჭეშმარიტებას და უკუაგდებენ თავიანთ ემოციებზე ორიენტირებულ რწმენას, მათი გულები აივსება წყლისა და სულის სახარებით, რომელიც არის მარადიული გამოსყიდვის ერთადერთი გზა. მაშასადამე, მთელი მსოფლიოს ადამიანები იცხოვრებენ, როგორც ქრისტეს მოწაფეები. ჩვენ ამგვარად გავხდებით იარაღი, რომელიც გადაარჩენს დაკარგულ სულებს და ამით შევასრულებთ ყველა ერში დაკარგული ცხვრებისთვის უფლის საქმეს წყლისა და სულის სახარების ძალის რწმენით.

    ისევე როგორც ყოველი მცენარე ყვავის და შემდეგ ნაყოფი გამოაქვს, მე მჯერა რომ ჭეშმარიტი სახარების ძალა არა მხოლოდ აკურთხებს მათ ვინც იგი ირწმუნა, არამედ საშუალებას მისცემს გაატარონ თავიანთი ცხოვრება როგორც ღვთის მუშაკებმა. ისინი ფიზიკურადაც და სულიერადაც იქნებიან კურთხეულნი. ახლა ღვთის მუშაკები ყველა ერში დათესავენ წყლისა და სულის სახარების თესლს და იხსნიან უამრავ ადამიანს მათი ცოდვებისგან. წყლისა და სულის სახარების ქადაგებით ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებას. როგორც წყლისა და სულის ამ ჭეშმარიტი სახარების მორწმუნეები, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაყოფს მოვიტანთ ღვთის სასუფევლისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ დიადი მოსავლის პერიოდში და მოვკრებთ ხსნის ნაყოფის კიდევ უფრო დიდ მოსავალს. ახლა კი ჩვენ დაუჯერებთ ღმერთის სიტყვებს, ვიქნებით მისი მადლიერნი და განვადიდებთ მას.

    თუ ღმერთი ინებებს ჩვენ ამასაც და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ. და მე მჯერა რომ ის თითოეულ ჩვენგანს აკურთხებს. დაე ღმერთმა მიანიჭოს უხვი სულიერი და ფიზიკური კურთხევა - ზეციური წმიდა რწმენის კურთხევა და მიწის სიმსუქნე - ყველას, ვისაც წყლისა და სულის სახარება სწამს.

    პოლ კ. იონგი

    Chapter0101

    იესო ქრისტეს წარმომავლობა

    < მათე 1:1-6 >

    "წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.

    აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;

    იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი;

    ხეცრონმა შვა რამი; რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი;

    ნახშონმა შვა სალმონი; სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა

    ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. იესემ შვა დავით მეფე; დავით

    მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან".

    თუ გვსურს რომ გავხდეთ იესო ქრისტეს წარმომავლობის ნაწილი, ჩვენ უნდა გვწამდეს მისი ხსნის. სხვა სიტყვებით, მისი ხსნის რწმენა არის ერთადერთი გზა მისი წარმომავლობის ნაწილად გასახდომად.

    მამა ღმერთს არ გამოუგზავნია ანგელოზები ჩვენს გადასარჩენად, არამედ მან გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე. ეს იყო იესო ქრისტე, რომელიც ჩვენმა მამა ღმერთმა ჩვენი ცოდვებისგან გადასარჩენად მოავლინა. მან დაგვიდო აღთქმა რომ ყველას, ვისაც სწამს იესო, რომელიც არის ღვთის ძე და ჩვენი მხსნელი, მიეტევება ყველა მათი ცოდვა, ერთხელ და სამუდამოდ. ასეთ კონტექსტში მათეს 1:1-ში ნათქვამია: წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აქ იესო ქრისტეს წარმოშობა მიუთითებს სულიერ სამყაროზე რომელშიც ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღვთის შვილები იესო ქრისტეს შეცნობითა და რწმენით, რაც სიბნელის ძალისგან გვანთავისუფლებს.

    ეს მონაკვეთი აღწერს თუ რა მოეთხოვება ცოდვილს მისი ცოდვებისგან თავის დასახსნელად და ღვთის შვილად გასახდომად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის შვილი რომ გახდე, უნდა იქონიო იგივე რწმენა რაც აბრაამს ჰქონდა. როგორი რწმენაა საჭირო ღვთის სასუფეველში შესასვლელად? ჩვენ უნდა გვჯეროდეს ღვთის სიტყვის ზუსტად ისევე, როგორც აბრაამს. რატომ მოიწონა ღმერთმა აბრაამის რწმენა? მას სრულიად სწამდა ღვთის სიტყვის და იმედოვნებდა იმას, რაც შეუძლებელი იყო ადამიანური ლოგიკით. მას სჯეროდა ღვთის აღთქმის, მისი სიტყვის თანახმად, რაც ადამიანური წარმოსახვის მიღმა იყო. ეს იყო მისი რწმენის სრული მოცულობა. მიუხედავად იმისა რომ აბრაამის ცოლი მშობიარობის ასაკს იყო გადაცილებული და ბავშვის ყოლა არ შეეძლო, აბრაამმა ირწმუნა ღვთის აღთქმა რომ მისი შთამომავლობა ცის ვარსკვლავებივით მრავალი იქნებოდა. ამიტომ ღმერთმა ეს მას სამართლიანობად ჩაუთვალა და მოიწონა იგი. ასე გახდა აბრაამი მართალთა რწმენის მამა.

    მე და თქვენ დღეს ვუყურებთ აბრაამს, როგორც ყველა მორწმუნის მამას, ვინაიდან მას ზედმიწევნით სწამდა ღმერთის ნათქვამის. ანალოგიურად, ჩვენც, იესოს სამეფოში მოსახვედრად, უნდა ვიქონიოთ ისეთივე რწმენა როგორიც აბრაამს ჰქონდა. ეს არის ერთადერთი გზა ცოდვილისთვის ცოდვის მისატევებლად და მართლებად გასახდომად. ჩვენ შევდივართ ღვთის სასუფეველში და ვღებულობთ მის ხსნას, მხოლოდ იესოს, როგორც ჩვენი უფლის და მხსნელის მიღებით.

    როგორ უნდა ვიწამოთ იესო ქრისტე როგორც ჩვენი მხსნელი, იმისთვის რომ მისი წარმომავლობის ნაწილი გავხდეთ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ გვწამს მის მიერ ცოდვილთა გადარჩენის? ამის მისაღწევად ჩვენ უნდა ვირწმუნოთ წყლისა და სულის სახარება, ისე როგორც ის მოცემულია.

    ჩვენმა მამა ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე იესო ამ სამყაროში როგორც სამყაროს მხსნელი, რათა მას ქვეყნიერების ყველა ცოდვა წაეღო. ამიტომ უნდა ვაღიაროთ რომ იესომ ცოდვილთა ყველა ცოდვა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლის გზით მიიღო. და ჭეშმარიტი რწმენა არის რწმენა იმისა რომ ის ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის, სისხლი დაღვარა და მოკვდა ჯვარზე, აღდგა მკვდრეთით და სრულყოფილად იხსნა მისი მორწმუნეები. მიუგო იესომ და უთხრა მას: ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება. მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა (მათე 3:15-16).

    ეს მონაკვეთი გვიჩვენებს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ როგორ აიღო იესომ სამყაროს ცოდვები თავისი ნათლობით. ჩვენმა მამა ღმერთმა გამოგზავნა ჩვენი უფალი იესო ცოდვილებთან და ააღებინა მას ყველა ჩვენი ცოდვა, იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით, რათა ჩვენი გულები თოვლივით სპეტაკი გაეხადა და ჩვენთვის ღვთის სასუფეველში კარი გაეღო. ჩვენ შეგვიძლია მართლებად ქცევა, თუ მთელი გულით მივიღებთ მის სიტყვას და გავხდებით მისი ოჯახის წევრები. ყველას, ვისაც სწამს იესოს მიერ შესრულებული საქმის, შეუძლია ცოდვილიდან უცოდველად გადაქცევა. ღმერთის ოჯახის წევრის გახდომის გზა არის წყლისა და სულის სახარების რწმენა.

    იმისათვის რომ ცოდვილი ღვთის შვილი გახდეს, მას უნდა ჰქონდეს რწმენა რომელიც თვლის რომ იესო არის ცოდვილთა მხსნელი. წმინდა წერილში დავითის ძე ნიშნავს, რომ იესო იუდას ტომის შთამომავალია. ძველ აღთქმაში ღმერთმა დადო აღთქმა, რომ ის მეფეებს იუდას ტომიდან, იაკობის ძეებისგან მოიყვანდა (დაბადება 49:10). დავითი იყო სწორედ ის კაცი იუდას ტომიდან, რომელზეც ძველი აღთქმა ლაპარაკობდა. ხოლო იესო იშვა იუდას ტომიდან, როგორც მეფე. აბრაამის მსგავსად, ჩვენც ვხდებით სამეფო ოჯახის ნაწილი ღვთის სიტყვისადმი რწმენით. ჩვენ სულიერად ღვთის შვილები ვხდებით. და ვინც რწმენით გახდა იესო ქრისტეს წარმომავლობის ნაწილი, უკვე ღვთის შვილი გახდა. აბრაამმა შვა ისააკი, ისაკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები და ისინი განაგრძობდნენ თავის შთამომავლობას. ასევე ყველა ვისაც სწამს ღვთის სიტყვის, აგრძელებს ღვთის შვილთა გამრავლებას.

    ყველა ვინც რწმენით იესოს წამომავლობის ნაწილი გახდა, იყო ის ხალხი, ვინც ღვთის წყალობა მიიღო, და ეს არ იყვნენ ისინი ვისაც რაიმე ჰქონდათ სატრაბახო. ისინი თავმდაბლები და უძლურნი იყვნენ, მაგრამ სწამდათ ღვთის სიტყვის. ამიტომ ისინი ნამდვილ მეფესთან ერთი ოჯახი გახდნენ.

    როდესაც ჩვენ რწმენით მისი წარმომავლობის ნაწილი ვხდებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: იესო ქრისტეს გენეალოგიაში იყო ერთი მეძავი ქალი, სახელად რაჰაბი, ისევე როგორც ქალი სახელად რუთი, მოაბელთაგან, წარმართებიდან. მაშ როგორ შეიძლებოდა მეძავი გამხდარიყო იესოს გენეალოგიის ნაწილი? რაჰაბი ღმერთისადი რწმენით შევიდა ღვთის სამეფოში. ღმერთი გვეუბნება რომ ცოდვილისთვის ღვთის შვილად გახდომის ერთადერთი გზა არის მისი სიტყვის რწმენა. ეს ნიშნავს რომ ჭეშმარიტი რწმენა არ არის უბრალოდ სათნო ცხოვრებით ცხოვრება კეთილი საქმეების საფუძველზე, არამედ ღვთის სიტყვისადმი რწმენა.

    როგორ შეეძლო მეძავს ღვთის ნების მიხედვით ცხოვრება? მაგრამ ღმერთმა თავისი ხსნით მეძავის მსგავს პიროვნებასაც კი მიუტევა მისი მრავალი ცოდვა. ამრიგად, მეძავმაც შეძლო ღმერთის შვილად გახდომა ღვთის ხსნის ჭეშმარიტებისადმი რწმენის გამო. ეს ნიშნავს რომ ამქვეყნად ყველა ცოდვილს შეუძლია ღვთის შვილად გახდომა.

    ბიბლია გველაპარაკება იმ რწმენის შესახებ, რომელსაც სწამს ღმერთის და მისი სიტყვის. მათეს 1-ში ბიბლია იხსენიებს თამარის რწმენას. ვინ არის თამარი? ის იყო იუდას რძალი, რომელმაც თავის სიმამრთან იმრუშა. როდესაც ამას მორალური თვალსაზრისით ვუყურებთ, როგორ შეიძლება რომ ქალი, რომელსაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა თავის სიმამრთან, გამხდარიყო იესოს წმინდა გენეალოგიის ნაწილი? და მაინც, თამარი მოწონებულ იქნა თავისი რწმენის გამო, იმისთვის რომ ირწმუნა მისი სიმამრისთვის გადმოცემული ღვთის აღთქმის. იგი გახდა იესოს გენეალოგიის ნაწილი თავისი რწმენით, როდესაც მან მისი სიმამრის მიერ გადმოცემული სიტყვის ირწმუნა.

    ისრაელში წესჩვეულების მიხედვით, პირველი ვაჟიშვილის სიკვდილის შემთხვევაში, მის ცოლს მეორე ვაჟიშვილი ირთავდა. თუ უფროს ვაჟს გარდაცვალებისას შთამომავლობა არ ყავდა, სიმამრს ეკისრებოდა პირველი ვაჟის ცოლის მეორე ვაჟზე დაქორწინება. თამარი დაქორწინდა იუდას პირველ ვაჟზე. მაგრამ პირველი ვაჟი ბოროტებას სჩადიოდა უფლის წინაშე, რის გამოც უფალმა მოკლა იგი. ასე რომ, ისრაელის ჩვეულებისამებრ, იუდამ თამარი თავის მეორე ვაჟს გააყოლა. მაგრამ მეორე ვაჟმა იცოდა რომ მემკვიდრე მისი არ იქნებოდა, ამიტომ ის მიწაზე ანთხევდა, და ღმერთმა ის სიკვდილით დასაჯა. ამრიგად, სიმამრს თავისი რძალი მის მესამე ვაჟისთვის უნდა გაეყოლა. მაგრამ ვინაიდან ის მეტად ახალგაზრდა იყო, სიმამრმა უთხრა თამარს რომ ის მათ დააქორწინებდა როცა ვაჟი ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა. თამარი ამგვარად მესამე ვაჟს ელოდებოდა. ამისდა მიუხედავად, მამამთილმა მაინც არ გააყოლა იგი თავის ვაჟს. ამიტომ თამარმა ხრიკი მოიფიქრა.

    დადგა იმ წელს ცხვრის პარსვის დღე. თამარმა მოიხსნა ქვრივის სამოსელი, წელზე რიდე შემოიხვია და გაშლილ ადგილას დაჯდა. მეძავებს ისრაელში თავი და სახე საბურველით და პირბადით უნდა ჰქონოდათ დაფარული. როდესაც იუდამ დაინახა იგი როცა ცხვრების საპარსავად მიდიოდა, მან მასთან ყოფნა მოისურვა. მან თამარს გირაოდ თავისი ბეჭედი, თასმა და კვერთხი მისცა და დაწვა მასთან. იუდამ არ იცოდა, რომ ეს მისი რძალი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ თამარის ორსულობამ თავი იჩინა. ვინაიდან ის დაქვრივებული იყო, ასეთი ფაქტი მრუშობად ითვლებოდა და ისრაელში მრუში ჩაქოლვით ან ცეცხლში დაწვით უნდა დასჯილიყო. იუდამ გადაწყვიტა მისი დაწვა. მაგრამ მაშინ თამარმა თქვა: იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ეს კვერთხი და ბეჭედი ეკუთვნის, - რაც იყო იუდას მიერ მეძავისთვის მიცემული გირაო. იუდას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა ამის აღიარებისა და ამრიგად თამარს შეეძინა ვაჟები, რომლებმაც ოჯახის საგვარეულო გააგრძელეს.

    ეს გვიჩვენებს, რომ ღმერთი აკურთხებს ადამიანებს რომლებსაც სჯერათ მისი აღთქმის სიტყვის და მისით ცხოვრობენ. როგორც ასეთი, ყველა ვინც ხდება იესოს წარმომავლობის ნაწილი, ამას ღვთის სიტყვის რწმენით აკეთებს. როგორც წერია მონაკვეთში, იუდამ შვა პერეცი და ზერახი თამარისგან,- თამარმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და განაგრძო იესოს გენეალოგია იუდასთან ღმერთის აღთქმისადმი რწმენით. აქ არც ერთმა ისრაელიანმა არ გაასამართლა თამარი და არ თქვა: შენ ცოდვა ჩაიდინე. უფრო მეტიც, თამარი შეაქეს მისი რწმენის გამო და თქვეს რომ ეს კურთხევის რწმენა იყო. ანალოგიურად, ღმერთი იწონებს იმათ რწმენას, ვისაც ღვთის სიტყვის სჯერა. თამარმა შეძლო იესოს გენეალოგიის ნაწილი გამხდარიყო იმის გამო რომ მან ირწმუნა ღვთის აღთქმა. თუ ვიწამებთ ღვთის სიტყვას, ჩვენც შევძლებთ მის შვილებად გახდომას.

    ჩვენ არ ვხდებით მართლები კეთილი საქმეების კეთებით. ყველა ცოდვილს შეუძლია იქცეს მართალ ადამიანად ღვთის სამართლიანობის სახარებისადმი რწმენით და გახდეს ღმერთის ოჯახის წევრი. ბიბლია გვეუბნება რომ ჩვენი წმინდა ქცევა არ გვხდის ღვთის შვილებად. პირიქით, ჩვენ ვხდებით ღვთის შვილები ღვთის აღთქმის სიტყვისადმი რწმენით. ჩვენ ვხდებით ღმერთის ძეები და ასულები და შევდივართ იესოს სასუფეველში ჩვენი რწმენით, რომელსაც ღვთის სიტყვა სწამს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს, რომ იესოს რწმენით ჩვენ ვხდებით მართალნი და უცოდველნი.

    ბიბლია გვეუბნება რომ რწმენა, რომელსაც წმინდა წერილი ზუსტად მასში დაწერილის მიხედვით სწამს, არის რწმენა რომელსაც სწამს ღმერთის სამართლიანობა. იმისათვის რომ გავხდეთ მართლები იესოს მიღებით, ჩვენ უნდა გვჯეროდეს წყლისა და სულის სახარების. სიტყვა განწმენდა ხშირად გამოიყენება მსოფლიოს ყველა რელიგიაში. მაგრამ იესო გვეუბნება რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ღვთის სასუფეველში საკუთარი განწმენდის გამო შესვლა შეუძლია. მოდით განვიხილოთ წმინდა წერილი. აბრაამმა მათი უსაფრთხოებისთვის მუქარის შიშით თავისი ცოლი თავის დად წარმოადგინა. ისაკიც მსგავსად მოიქცა თავის ცოლთან მიმართებაში. აბრაამმა გაყიდა თავისი ცოლი და ისააკმაც იგივე გაიმეორა.

    თამარიც და რახაბიც ამ მონაკვეთში ასევე იყვნენ იმ პიროვნებათა ერთ-ერთი მაგალითი, რომლებსაც არ შეეძლო იესოს წარმომავლობის ნაწილი გამხდარიყვნენ, რომ არა მათი რწმენა. ტრადიციულ ქრისტიანობაში განწმენდა თანდათან წმინდა პიროვნებად ქცევას ნიშნავს. ამასთანავე, თამარს სიმამრთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, რახაბი მეძავი იყო, რუთი კი წარმართი. ადამიანური თვალსაზრისით, არცერთ ამ ქალთაგანს არ ჰქონდა საკმარისი სტატუსი იმისთვის რომ იესოს გენეალოგიის ნაწილი გამხდარიყო. თუმცა, მიზეზი იმისა რომ მათ მართლები ეწოდათ და იესოს წარმომავლობის ნაწილი გახდნენ, განპირობებული იყო ღვთის აღთქმისადმი მათი აბსოლუტური რწმენით. ეს არის რწმენა, რომელსაც ღვთის შვილებად გახდომასთან მივყავართ. ღვთის სიმართლის სიტყვით, ჩვენ შევიცანით წყლისა და სულის სახარება იმ რწმენით, რომელსაც სჯერა რომ იესო არის ჩვენი მხსნელი. ანუ ის, რომ უცოდველი ხალხი გავხდით, 0,0001% -ც კი არ არის ჩვენი დამსახურება. ჩვენ გავხდით უცოდველნი, როდესაც ვიწამეთ იესო როგორც ჩვენი მხსნელი, რომელიც არის ღვთის ძე, და ღვთის დაწერილი სიტყვა, ანუ წყლისა და სულის სახარება.

    ჩვენ გავხდით ღვთის შვილები იმით რომ მივიღეთ იესო როგორც ჩვენი უფალი და მხსნელი. ღმერთი, ჩვენი მეფე, გვეუბნება რომ ისინი ვინც სულიწმიდასთან ერთად არიან, მისი ხალხია. ის უწოდებს ჩვენს მსგავს ადამიანებს, ვისაც წყლისა და სულის სახარების რწმენა გააჩნია თავის შვილებს, ხელახლა შობილებს. ბიბლიაში ღვთის მართალი შვილები, ანუ ისინი ვინც მიიღო და სწამთ წყლისა და სულის სახარება, განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებსაც ცოდვებისგან დახსნა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

    ჩვენ მოგვეტევა ყველა ჩვენი ცოდვა, ვინაიდან ჩვენს გულში გვწამს იესო, რომელიც არის ჩვენი მხსნელი. ჩვენ ვიცით, რომ უკვე მივიღეთ ყველა ჩვენი ცოდვის მიტევება, რადგან გვჯერა რომ უფალი მოვიდა ამქვეყნად და მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში და დაღვარა თავისი სისხლი ჯვარზე სიკვდილის დროს. ამიტომ ჩვენ გავხდით ღვთის შვილები ღვთის ძის მეშვეობით და ამ ჭეშმარიტების რწმენით.

    ალილუია! ჩვენ მადლობას მივაგებთ ჩვენს ღმერთს, რომელმაც მოგვცა წყლისა და სულის სახარება, ღვთის სიმართლე.

    მადლობა მივაგოთ ჩვენს უფალ იესოს, რომელიც ჩვენს სახსნელად მოვიდა

    < მათე 1:18-25 >

    ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა; ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს, - რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.

    ჩვენ ერთმანეთს შობას ვულოცავთ. ჩანს, ამ წელს ის ჩუმი და წმინდა ღამე იქნება. ქალაქი უხმო და უმოძრაოა. ეკონომიკური ვარდნის გამო, რომლის წინაშეც ვდგავართ, ძნელია ქუჩებში საშობაო განათების ან დეკორაციების დანახვა. ეს ასახავს დღევანდელ დაქცეულ ეკონომიკას. ეს გვახსენებს თუ როგორ უნდა ვეცადოთ ჩვენი რწმენის შენარჩუნება ამ, კიდევ ერთი შობის წელს. მოდით ახალი აღთქმის მათეს სახარების მონაკვეთი განვიხილოთ.

    21-ე მუხლში ნათქვამია: შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან. ჩვენი უფალი ამქვეყნად ქალწულის სხეულის მეშვეობით დაიბადა და მას იესო ეწოდა. სახელი იესო ნიშნავს რომ ის არის ის, ვინც თავის ხალხს ცოდვებისგან იხსნის.

    ჩვენ, ვინც უკვე შევხვდით იესოს, სიხარულით ვხვდებით შობას. თუმცა, შობა არაფერს ნიშნავს თუ ამ დღის მნიშვნელობა არ გვესმის. თუ ჩვენ უფალში შობას არ ვხვდებით, რა მნიშვნელობის მატარებელი იქნება ეს დღესასწაული თქვენთვის? მაგრამ თუ შობას უფალში ვხვდებით, დავინახავთ რომ უფლის სიყვარული ჩვენდამი უხვადაა. შობა ნიშნავს რომ ღმერთმა, მეფეთა მეფემ, რომელმაც შექმნა სამყარო, მოავლინა თავისი ერთადერთი ძე ამ სამყაროში, რათა თავისი ხალხი მათი ცოდვებისგან გადაერჩინა. როდესაც ჩვენ მასში ვართ, შობა ყველაზე მხიარულ და მადლიერ დღედ იქცევა.

    ამიტომაც გვაქვს ჩვენ დადგენილი შობის დღე ღმერთისთვის სამადლობლად. რა თქმა უნდა, ეს არაა ბიბლიურად ზუსტი თარიღი.ზოგი ამბობს რომ ეს შობა მზის ღმერთის თაყვანისცემის დღიდან იღებს საწყისს. ამისდა მიუხედავად, შობის მნიშვნელობა არ უნდა შევამციროთ. ბევრს მიაჩნია რომ იესოს დაბადების დღის არასწორი თარიღი გვაქვს. განურჩევლად იმისა თუ რომელია ზუსტი თარიღი, ჩვენ მაინც უნდა აღვნიშნოთ შობა, რათა გვახსოვდეს თუ რატომ მოვიდა იესო ამ სამყაროში. როცა აღვნიშნავთ შობის დღეს, ღრმად უნდა დავფიქრდეთ უფალში მის სიყვარულზე და მისგან მოსულ ხსნაზე. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ქრისტეში უფლის მოსვლა და მადლობა მივაგოთ მას, იმის რწმენით რომ მან დაგვიხსნა ყველა ჩვენი ცოდვისაგან. იმისათვის რომ შევძლოთ შობის ჭეშმარიტად აღნიშვნა, ჩვენ მისი ნამდვილი მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ.

    ჩვენ საკვირაო ღვთისმსახურებებს ვატარებთ. ახლა დილის 11:12 საათია, გუშინაც იყო დილის 11:12 და ხვალეც დილის 11:12 საათი დადგება. ეს ნიშნავს რომ სამყარო გააგრძელებს თავის არსებობას მანამ, სანამ ჩვენი უფალი არ დაბრუნდება. ეს სამყარო იარსებებს მანამდე, სანამ ღმერთი არ დაასრულებს მას. ამასთანავე, თუ ჩვენ არ გვესმის უფალში შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რა კავშირი აქვს ჩვენთან ამ განსაკუთრებულ ღვთისმსახურებას? 25 დეკემბრის 11:12 არაფერს განსაკუთრებულს ნიშნავს გარდა წელიწადში გასული კიდევ ერთი საათის. ვუახლოვდებით რა წლის დასასრულს, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ უფლისადმი ჩვენი რწმენა. ამით მე ვგულისხმობ რომ უნდა გავიხსენოთ სიყვარული, რომელიც იესომ მოგვცა და ხსნა, რომელიც ჩვენ მისგან მივიღეთ. ყველაფერს ამქვეყნად, თვით სიცოცხლესაც კი და გასულ დროს, აზრი არ აქვს იესოს გარეშე.

    მეორეს მხრივ, შობას დიდი მნიშვნელობა აქვს როცა მას უფალში ავღვნიშნავთ. ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისაგან ვიქენით დახსნილი, ვინაიდან ის ჩვენს სახსნელად მოვიდა. ის რომ არ მოსულიყო ჩვენს გადასარჩენად, ჩვენ მართლაც გასანადგურებლად ვიქნებოდით განწირული, მაგრამ იესო მოინათლა და ჯვარს ეცვა ჩვენს გამო. ის ღვთისმშობლის მეშვეობით მოვიდა ამქვეყნად და თავისი ხალხი ყველა მათი ცოდვებისგან იხსნა. ამიტომ, ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, შობა ნამდვილად წმინდა დღეა.

    მაშასადამე, ჩვენი უფლის შობა ახლოს გვიკავშირდება, როდესაც ვუყურებთ მას უფალში, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო და აკონტროლებს მას და ზედამხედველობს დასაწყისსა და დასასრულს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავინახოთ მისი ჭეშმარიტი სიყვარულის საქმე წყლისა და სულის სახარებაში. ეს სამყარო არსებობს როგორც ღმერთის შემოქმედება. ღმერთმა თქვა რომ გაანადგურებს ამ სამყაროს, როგორც ეს მან ერთხელ გააკეთა. ჩვენ ვხედავთ რომ დასასრული ახლოს არის. ისევე, როგორც შეგვიძლია ვიგრძნოთ და მივხვდეთ, ოჰ, ეს ღვთის საქმეა! როდესაც ვუყურებთ უფლის მიერ შექმნილ გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის სეზონების ციკლებს, ჩვენ ისიც შეგვიძლია ვიგრძნოთ რომ ის ასევე ქმნის ახალ სამყაროს, როდესაც ის ყველა ჩვენი ცოდვებისგან გვათავისუფლებს.

    მან დაგვანახა თავისი ქმნილება, რათა გვცოდნოდა რომ ეს სამყარო თავის მსვლელობას აგრძელებს, ვინაიდან ყოვლისშემძლე ფლობს ამ სამყაროს. ადამიანებს სჯერათ რაღაცის, როცა მას საკუთარი თვალით ხედავენ. როდესაც ჩვენ ღმერთში ვართ, ჩვენ ცხადად შეგვიძლია იმის გაგება თუ როგორ მოქმედებს იგი. ამასთან, როდესაც ვუყურებთ უფლის ოთხ სეზონს, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ ღვთის განგებულება. თუ ღმერთში შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ასევე შეგვიძლია მისი მკაფიოდ დანახვა. როდესაც ამას უფალში ვუყურებთ, ვხედავთ რომ უბრალო ხალხი 70 ან 80 წელი სიკვდილის დღემდე უმწეო ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენი ბედი მეტწილად გაჭირვებაში სიცოცხლე და გაჭირვებაში სიკვდილია. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი უფალი მოვიდა ამქვეყნად, მოინათლა, ჯვარს ეცვა და აღდგა მკვდრეთით, რათა ერთიანად გადავერჩინეთ ჩვენ, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო განადგურებისთვის ვიყავით განწირულნი. ქრისტეში, ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვისგან მივიღეთ ხსნა წყლისა და სულის სახარებით და განვთავისუფლდით ნგრევისა და წყევლისგან. ამიტომ, ყველაფერს ქრისტეს რწმენის თვალებით უნდა შევხედოთ.

    ზოგი ეჭვობს რომ მარიამს, როგორც ქალწულს, ნამდვილად შეეძლო შვილის გაჩენა. სინამდვილეში ზოგ ეკლესიის პასტორებსაც კი არ სჯერათ რომ იესო ღვთისმშობლის მიერ იშვა. როდესაც ისინი ქადაგებენ და თითქოს მის განკაცებას ზეიმობენ, მათ სინამდვილეში არ სჯერათ რომ იესო სასწაულებრივად იყო ჩასახული და შობილი ღვთისმშობლის მიერ. ამგვარად იჩენენ მსგავსი ადამიანები თავის სისულელეს. როდესაც ჩვენ ღვთის საქმეებს უფლის რწმენის თვალით არ ვუყურებთ, ჩვენ არ შეგვიძლია არც ერთი მათგანის დაჯერება. ეს მონაკვეთი გვეუბნება რომ იესო იშვა სულიწმიდის მიერ ჩასახვის შედეგად და მის დაბადებამდე ღმერთმა თქვა რომ ბავშვს იესო დაერქმეოდა. ყოველივე ეს ნათქვამის განსახორციელებლად შესრულდა.

    იესოს შობამდე 700 წლით ადრე ღმერთმა ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით თქვა რომ ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელს ემანუელს (ესაია 7:14). ეს იყო წინასწარმეტყველება იმის შესახებ რომ ღმერთი ამ ქვეყნად ხალხის გადასარჩენად ადამიანის სხეულში მოვიდოდა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამას უფალში, ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის ღმერთის საქმე, ადამიანთა მათი ცოდვებისგან დასახსნელად. ყოველივე ეს - იმისთვის რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ, რომ ღმერთმა შექმნა კაცობრიობა და ჩვენი ცოდვებისგან გვიხსნა.

    მაგრამ ამის დაჯერება შეუძლებელია, თუ ამას მხოლოდ ადამიანის თვალით შევხედავთ და ადამიანური ლოგიკით ვეცდებით ამის გაგებას. ამიტომაა რომ ზოგი ამბობს, რომ ღმერთს სიამოვნებს არა მხოლოდ ადამიანთა შექმნა, არამედ ადამიანთა ტანჯვაც, რომელიც კეთილისა და ბოროტის ხისგან ჭამის შედეგი იყო. ისინი ზოგჯერ ამბობენ: ღმერთს სიამოვნებს კაცობრიობის შექმნა, და ამასთანავე, მას ასევე შესაქცევად მიაჩნია იმის ყურება თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხისგან ჭამის შედეგად. მაგრამ, თანამოძმე ქრისტიანებო, ის ფაქტი რომ დედამიწა და ყველა სხვა პლანეტა თავიანთ დანიშნულ ორბიტაზე მოძრაობს, რომ არსებობს ირმის ნახტომის გალაქტიკა, რომ დედამიწას გააჩნია ადამიანის სიცოცხლისთვის იდეალური პირობები, რომ არსებობს დღე და ღამე და სიცოცხლის ყველა იდუმალი პროცესები და სასწაულები მიმდინარეობს ისეთი სიზუსტით, რომელსაც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1