Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?
ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?
ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?
Ebook669 pages5 hours

ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

მათე მოციქული გვეუბნება რომ იესოს სიტყვა ამქვეყნად ყველასთვის იყო ნათქვამი, ვინაიდან ის იესოს მეფეთა მეფედ ხედავდა. ახლა, მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს, რომლებიც ახლახან იშვნენ ჩვენს მიერ გავრცელებულ წყლისა და სულის სახარების რწმენით, ნამდვილად სურთ სიცოცხლის პურით გამოკვება. მაგრამ მათთვის ძნელია ჭეშმარიტ სახარებაში ჩვენთან მოზიარეობა, რადგან ჩვენგან შორს არიან. ამიტომ იესო ქრისტეს, მეფეთა მეფის ამ ხალხის სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამ წიგნში ქადაგებები მომზადდა როგორც სიცოცხლის ახალი პური მათი სულიერი ზრდისთვის გამოსაკვებად. ავტორი აცხადებს რომ ისინი, ვინც მიიღო ცოდვების მიტევება იესო ქრისტეს, მეფეთა მეფის სიტყვის რწმენით, უნდა იკვებებოდნენ მისი წმინდა სიტყვით თავიანთი რწმენის დასაცავად და სულიერი ცხოვრების მხარდასაჭერად. ეს წიგნი სიცოცხლის ნამდვილ სულიერ პურს მოგაწვდით ყველას, ვინც რწმენით ზეციერი მეფის სამეფო ერი გახდით. მისი ეკლესიის და მსახურთა მეშვეობით ღმერთი გააგრძელებს თქვენთვის ამ სიცოცხლის პურის მოწოდებას. ღვთის კურთხევა იყოს ყველა თქვენგანზე, ვინც ხელახლა იშვით წყლისა და სულისგან, ვისაც გსურთ იქონიოთ ჭეშმარიტი სულიერი თანაზიარება იესო ქრისტეში.

Languageქართული ენა
PublisherPaul C. Jong
Release dateSep 13, 2023
ISBN9788965325734
ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?

Related to ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?

Related ebooks

Reviews for ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქადაგებები მათეს სახარებაზე (II) - რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად? - Paul C. Jong

    paul_Geo13_coverFrontflap_Geo131st_page

    ქადაგებები მათეს სახარებაზე (II)

    რა ვირწმუნეთ ჩვენ ცოდვების მიტევების მისაღებად?

    Smashwords Edition

    კოპირაიტი 2023 ჰეპსიბახის საგამომცემო სახლის მიერ.

    ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის ან საავტორო უფლებათა მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ამ პუბლიკაციის რომელიმე ნაწილის საინფორმაციო საშუალებათა სისტემებში შენახვა, ელექტრო, ფოტოკოპიის, ხმის ჩამწერი და მექანიკური საშუალებებით გავრცელება ან გადაცემა. ადგილები წმინდა წერილიდან მოყვანილია საქართველოს ბიბლიური საზოგადოების სბს-2015 ახალი გადამუშავებული გამოცემიდან და სბს-სტოქგოლმი 2001წლის ბიბლიდან..

    ISBN 978-89-6532-573-4

    ყდის გაფორმება: მინ-სუ კიმი.

    ილუსტრაციები: იონგ-ე კიმი.

    დაბეჭდილია კორეაში

    0copyrightGeorgian_under

       შინაარსი   

    წინასიტყვაობა

    თავი 9

    • ირწმუნეთ იესო ქრისტე რომელიც ღმერთად მოგვევლინა (მათე 9:1-13)

    • იესო, რომელიც ჩვენ, სულიერად დავრდომილების Სახსნელად მოვიდა (მათე 9:1-13)

    • რელიგიურ რწმენასა და წყლისა და სულის სახარების რწმენის შორის განსხვავება (მათე 9:1-17)

    • ღმერთის მუშაკნი (მათე 9:35-38)

    თავი 10

    • ყველა სნეულების განკურნების ძალა წყლისა და სულის სახარებაში მოიპოვება (მათე 10:1-16)

    • მოდით ვიცხოვროთ როგორც ღმერთის მუშაკებმა (მათე 10:1-8)

    თავი 11

    • იოანე ნათლისმცემლის მსახურება არ იყო ამაო (მათე 11:1-14)

    თავი 12

    • იესომ თქვა რომ მას წყალობა სურს და არა მსხვერპლი (მათე 12:1-8)

    • გსურთ აღმოაჩინოთ თუ რას ნიშნავს წმინდა სულის გმობა? (მათე 12:9-37)

    • მიუტევებელი ცოდვა და ხელახლა შობის პასუხიმგებლობა (მათე 12:31-32)

    • სად სურს ეშმაკს დამკვიდრება? (მათე 12:43-50)

    თავი 13

    • იგავი ოთხი სახის ნიადაგზე (მათე 13:1-9)

    • თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა (მათე 13:10-23)

    • ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში (მათე 13:24-30)

    • წყლისა და სულის სახარების ძალა (მათე 13:31-43)

    • ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს (მათე 13:44-46)

    • ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. (მათე 13:47-52)

    • მარიამი ნამდვილად არაა ღვთაება (მათე 13:53-58)

    02preface

    წინასიტყვაობა

    უამრავი ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში აღწევს ცოდვების მიტევებას. შედეგად, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ  მათ და უწინამძღვრებენ მათ უფალთან სიარულში. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეკლესიაში ისინი ვინც მიიღო ყველა მათი ცოდვის მიტევება. დიდი იმედი მაქვს რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მრავალი ლიდერი აღდგება. ვისურვებდი რომ ყველა ჩემი თანამშრომელი გამეგზავნა, რათა გასულიყვნენ წუთისოფელში როგორც ღვთის მაცნეები, როგორც მისიონერები. თუმცა, თუ ისინი ერებში გავლენ, ვინ შეძლებს აქ სიმართლის სახარებისთვის მხარდაჭერას ღვთის საქმისთვის, როგორც სალამფრის ორნამენტული კვირტები? ამიტომ, იმედი მაქვს რომ ღვთის მუშაკები ყველა ქვეყნის თითოეულ ერში აღდგება.

    ეს პუბლიკაცია არის გამოსყიდულთა მომავალი ლიდერებისთვის ჩემი სულიერი ზრდის სერიის მეორე ტომი. ვემსახურები რა უფალს, მჯერა რომ ღვთის ხალხი აღდგება. მომავალი ლიდერების მოლოდინში მე ჩავწერე ეს ქადაგებები ფირზე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. ქადაგებები, რომლებიც რედაქტირებულია და თარგმნილი ხვალინდელი ლიდერების მომზადების მიზნით, თქვენს გულებს სულის აღმზრდელ უწყებას მოუტანს.

    მე მჯერა რომ ეს ქადაგებები მართლაც ყველა ადამიანისთვის სულიერ საკვებად იქცევა. ვინაიდან ყველა ჩვენგანისთვის შეუძლებელია მორწმუნეებთან და სხვა ერების ღვთის მუშაკებთან პირისპირ ურთიერთობა, ვიმედოვნებ რომ ამ წიგნის გაზიარებით შევძლებ სულიერი ურთიერთობის დამყარებას მათთან, ვინც უკვე ირწმუნა წყლისა და სულის სახარება. ჩვენ ყველანი მადლობელნი ვართ რომ ღმერთმა გვაქცია თავის მუშაკებად სიცოცხლის საზრდოთი ჩვენი გამოკვებით.

    ჩვენ ჯერჯერობით გამოქვეყნებული გვაქვს 10-ზე მეტი წიგნი ინგლისურ ენაზე. და ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ბევრნი მათ შორის ვინც ეს წიგნები წაიკითხა, მადლიერია წყლისა და სულის სახარების რწმენით ცოდვის მიტევებისთვის. ახლა კი, მათი სულიერი ზრდისთვის გამიზნული ქადაგებით, კიდევ ერთხელ დავუმოწმებ მათ რომ წყლისა და სულის სახარება არის ერთადერთი ჭეშმარიტება რომელიც სიცოცხლეს იძლევა. დარწმუნებული ვარ, ისინი მიხვდებიან რომ ყველა წმინდა წერილი სავსეა წყლისა და სულის სახარების ჭეშმარიტებით. და საბოლოოდ, მსოფლიოს ყველა ადამიანი სრულყოფილად გაიგებს, რომ წყლისა და სულის სახარება ერთადერთი ჭეშმარიტებაა. როგორც კი გააცნობიერებენ ჭეშმარიტებას და მოიშორებენ თავიანთ ემოციებზე დამყარებულ რწმენას, მათი გული აივსება წყლისა და სულის სახარებით, და ეს არის მარადიული გამოსყიდვის ერთადერთი გზა. მაშინ ყველა ისინი იცხოვრებენ როგორც ქრისტეს მოწაფეები; გახდებიან მისი იარაღები, რომლებიც იხსნიან დაკარგულ სულებს და შეასრულებენ მის საქმეს ერებში დაკარგული ცხვრებისთვის, მათი რწმენის წყლისა და სულის სახარების ძალაზე დაფუძნებით.

    ისევე როგორც ყველა მცენარე ყვავის და შემდეგ ნაყოფს გამოსცემს, მე მჯერა რომ ჭეშმარიტი სახარებების ძალა არა მხოლოდ აკურთხებს მათ ვისაც ის სწამს, არამედ ასევე საშუალებას აძლევს რომ გაწიონ თავისი ცხოვრება როგორც ღვთის მუშაკებმა. ამის კეთებით, ისინი სხეულითაც და სულითაც დალოცვილნი იქნებიან. ახლა ღვთის მუშაკები ყველა ერში დათესავენ წყლისა და სულის სახარების თესლს და იხსნიან უამრავ ადამიანს მათი ცოდვებისგან. წყლისა და სულის სახარების ქადაგებით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებულ სვლას. ამ ჭეშმარიტი სახარების რწმენით ჩვენ ღვთის კიდევ უფრო მეტ ნაყოფს მოვიტანთ. ჩვენ ვცხოვრობთ მოსავლის მკის დროში და ხსნის ნაყოფის აღმატებული მოსავალი გველოდება. ახლა კი, ჩვენ დავუჯერებთ უფლის სიტყვებს, ვიქნებით მისი მადლიერნი და განვადიდებთ მას.

    თუ ღმერთი ინებებს, ჩვენ ამასაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. და მე მჯერა რომ ის დალოცავს თითოეულ ჩვენგანს. ღმერთმა მისცეს უხვი სულიერი და ფიზიკური კურთხევა - წმიდა სასუფევლის რწმენის და მიწის სიმსუქნის კურთხევა - ყველას, ვისაც სწამს წყლისა და სულის სახარება.

    პოლ კ. იონგი

    Chapter0909

    ირწმუნეთ იესო ქრისტე რომელიც ღმერთად მოგვევლინა

    < მათე 9:1-13 >

    ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა. და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო. იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში! ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს. იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: გამომყევი. ისიც წამოდგა და გაჰყვა. მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან. ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად? იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.

    ვიმედოვნებ რომ წმინდა წერილის დღევანდელი ადგილის მეშვეობით შევძლებ ყველასთვის ღვთის კურთხევების გაზიარებას. ზემოთ მოყვანილი მონაკვეთი აღწერს იესოს მიერ დავრდომილის განკურნებას. როდესაც ის იესოსთან მიიყვანეს, მან უთხრა: გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. ამ დროს იესოს ნათქვამის გაგონებაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა გაიფიქრა: ეს კაცი ღმერთს გმობს! ის მედიდურია! იცოდა რა ამ მწიგნობრების აზრები, იესომ უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს. უეჭველია, იესომ კარგად იცოდა მწიგნობართა გულები. ამიტომაც უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?

    მაშ, რა არის ბოროტი აზრი? ეს არის უფლის ძალისადმი ურწმუნობა. არ იცოდე ვინ არის უფალი და არ გჯეროდეს მისი - ცხადი ბოროტებაა. იესომ მოგვიტევა ყველა ცოდვა, გარდა სულიწმიდის გმობის ცოდვისა, რაც ერთადერთი ცოდვაა, რომლის მიტევება შეუძლებელია. ეს ცოდვა არის იესოსადმი ურწმუნობა, ისევე როგორც მის მიერ აღსრულებული წყლისა და სულის სახარების ურწმუნობა. ამიტომ მათთვის ვინც ამგვარ ცოდვას იდენს, შეუძლებელია უცოდველად გახდომა. ყველაზე დიდ ცოდვაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ურწმუნობის ცოდვა. ასეთი ცოდვა მილიონჯერ აღემატება იმ ცოდვებს, რომლებსაც ჩვენი საქციელით ვიდენთ. მისდამი ურწმუნობა ყველაზე ბოროტი და უდიდესი ცოდვაა.

    როდესაც კაცებმა იესოს დავრდომილი მიუყვანეს, იესომ მაშინვე უთხრა მას: გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. იმ დროს იესოს გვერდით მწიგნობრები იდგნენ. მწიგნობრები იყვნენ საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანები. დღევანდელი ენით, ისინი საჯარო მოხელეების ტოლფასი იყვნენ. ასე რომ, ეს მწიგნობრები იყვნენ იმ დროს ისრაელის სახელმწიფოს საჯარო მოხელეები. დავრდიმილისთვის იესოს სიტყვების გაგონებაზე, მათ გაიფიქრეს: ის ამპარტავანია! ასეთი მედიდური პიროვნება არასოდეს მინახავს! როგორ ბედავს იგი ამის თქმას: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები-ო? არ მესმის, როგორ შეუძლია ამ იესოს ასეთი სიტყვების თქმა! ის მკრეხელობს! მათ ჩათვალეს რომ იესომ წარმოთქვა სიტყვები, რომელთა თქმის უფლება არავის ჰქონდა. მას შემდეგ რაც იესომ თქვა: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები, ამ მწიგნობრებს, რომლებსაც არ სწამდათ იესოს ღვთაებრიობის, სხვაგვარად ფიქრი არ შეეძლოთ.

    იესო არის მთელი კაცობრიობის ღმერთი

    ამ ეპოქაში და დროში, როცა ვუყურებთ ტელევიზორს, ხშირად ვხედავთ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც აქტიურად გამოდიან ეთერში და იძახიან: მე გპატიობ შენს ცოდვებს. ვინაიდან ეს უბრალო ადამიანები ისე ლაპარაკობენ თითქოს ღმერთი იყვნენ, ჩვენ მათი მხოლოდ უკიდურესად ამპარტავან პიროვნებად მიჩნევა შეგვიძლია.

    დღევანდელ წმინდა წერილში მოყვანილი მწიგნობრებიც ასე ფიქრობდნენ, იესოს კი მედიდურობას აბრალებდნენ. თუმცა მათ ეს სიტყვები ხმამაღლა არ უთქვამთ, იესომ მაინც იცოდა მათი აზრები და უთხრა რომ ისინი გულში ბოროტს ფიქრობდნენ. მან გაკიცხა მათი ბოროტი აზროვნება და თქვა: ეს ვთქვი, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს. და მას ნამდვილად სურდა რომ ყველა მიმხვდარიყო რომ იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა როგორც კაცის ძე, ნამდვილად ჰქონდა ცოდვების მიტევების ძალაუფლება.

    ჩვენ რაიმეს გმობად ვრაცხავთ, როცა ადამიანმა, თავისი ამპარტავნობის და ქედმაღლობის გამო არ იცის თავისი სათანადო ადგილი და ღმერთზე მაღლა დგომას ცდილობს. მწიგნობრებს მიაჩნდათ რომ იესოს ნათქვამი ამპარტავანი მკრეხელობა იყო, რადგან არ სჯეროდათ რომ ის ნამდვილად იყო ღმერთი და ღვთის ძე. მაგრამ ეს იყო მხოლოდ მათი ბოროტების გამომჟღავნება, რადგან იესო ჭეშმარიტად იყო ღმერთი. იესო არის ყოვლის უფალი, ის რომელმაც შექმნა კაცობრიობა და სამყარო, და ის არის ყველა ზეციურ ძალთა უფალი, ისევე როგორც ყველაფრის, რასაც მთელი სამყარო მოიცავს.

    სწორედ ესაა ჩვენთვის სინამდვილეში იესო, მაგრამ მწიგნობრებმა ვერ გააცნობიერეს მისი არსი. იესომ გამოაშკარავა მათი ბოროტი აზრები, რადგან იცოდა თუ რას ფიქრობდნენ ისინი მასზე. ამიტომ, მან უთხრა: მე ვთქვი რაც ვთქვი, რათა გცოდნოდათ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს. მე რომ მეთქვა: შვილო, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში, და დავრდომილი რომ ამდგარიყო, აეღო საწოლი და სახლში დაბრუნებულიყო, ამას ალბათ მიხვდებოდით. მაგრამ ეს ასე არ არის.

    ჩვენმა უფალმა ეს ორი განსხვავებული გამოთქმის დაპირისპირებით ახსნა და ჰკითხა მწიგნობრებს: რა არის უფრო ადვილი, თქვა: მოგეტევა შენი ცოდვები თუ თქვა: ადექი და გაიარე?. როგორ ფიქრობთ, რომელი მიაჩნდათ მწიგნობარებს უფრო ადვილად? მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა, იესოს რომ ეთქვა: შვილო, განიკურნე შენი დამბლისგან, აიღე შენი საწოლი და გაიარე, ვიდრე: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. მაგრამ ვინაიდან იესო იყო ღმერთის ძე, აბსოლუტური არსება, რომლის ძალაც ამას ბევრად აღემატებოდა, მან თქვა: მოგეტევება შენი ცოდვები, რათა ხალხს გაეგო რომ უფალს გააჩნია კაცობრიობის ცოდვის მიტევების ძალა. ეს იყო იმის საჩვენებლად რომ იესოს ჰქონდა ცოდვათა მიტევების უფლებამოსილება.

    როდესაც ვაცხადებთ რომ გვწამს ამ იესოსი, ჩვენ გვწამს, რომ ის არის შემოქმედი რომელმაც შექმნა სამყარო, და მხსნელი რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვისგან გადაგვარჩინა. ამასთანავე, არის მომენტი, როდესაც ჩვენ მამა ღმერთთან შედარებით ვადაბლებთ მის პოზიციას, რადგან იესო მისი ძეა. ამისდა მიუხედავად, იესო თავად არის თავისი არსით ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო არის თავად ღმერთი, რომელსაც აქვს კაცობრიობის ცოდვების მიტევების ძალაუფლება და ის ასევე არის ჩვენი მხსნელი. იესო ქრისტე მოვიდა ამ სოფლად და რეალურად ამოშალა ყველა ჩვენი ცოდვა თავისი ნათლობით და ჯვარზე დაღვრილი სისხლით.

    როგორ გესმით იესოს პიროვნება და როგორ გწამთ მისი თქვენს გულებში? შემთხვევით მწიგნობრების მსგავსად ხომ არ გწამთ მისი? როდესაც პეტრემ ირწმუნა იესო და თავისი რწმენა აღიარა, მან თქვა: შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე. როგორ ხედავთ იესოს და თქვენი აზრით, ვინ არის ის? მართლა გწამთ, რომ იესო ქრისტე თავად არის ჭეშმარიტი ღმერთი? იესო ქრისტესთვის არსებობს მამა ღმერთი, მაგრამ ჩემთვის და თქვენთვის იესო ქრისტე იგივე ღმერთია.

    სწორად აცნობიერებთ იესოს?

    როდესაც იესო ქვეყანას მოევლინა, მას ფაქტობრივად სდევნიდნენ და ამცირებდნენ, როგორც უმნიშვნელო პიროვნებას. ბიბლია ამბობს: იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი (იოანე 1:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რომელიცაა ყველა ჩვენგანის შემოქმედი და უფალი, მოვიდა ამ სამყაროში, მაგრამ სამყარომ ვერ იცნო უფალი და ვერ მიიღო იგი როგორც ასეთი. ზუსტად ვინ იყვნენ ისინი ვინც იგი არ მიიღო? ყველანი ამ სამყაროში.

    ხომ არ დაგვავიწყდა ეს ჭეშმარიტება, თუმცა ყველა ჩვენი ცოდვისგან ვიქენით დახსნილი მისი წყლისა და სულის სახარების რწმენით? შემთხვევით ხომ არ დაივიწყეთ თუ ვინ არის იესო და ხომ არ უგულებელყოფთ მის პატივსა და ღირსებას, ზურგს უკან ხომ არ აყენებთ მას? იესო ქრისტეზე მაღლა დგას მამა, მაგრამ ჩვენთვის მამა ღმერთი, იესო ქრისტეს მამა, არის ღმერთი, ისევე როგორც იესო ქრისტეა იგივე ღმერთი და აბსოლუტი. რატომ? იმიტომ რომ ის არის ჩვენი უფალი და იმიტომ რომ ის რეალურად მოვიდა ამ დედამიწაზე და გვიხსნა ყველა ცოდვისგან წყლისა და სულის სახარებით. მას არა მხოლოდ ჩვენი ცოდვების მიტევების უფლებამოსილება აქვს, არამედ ისაა ჩვენი უფალი და შემოქმედი, რომელმაც რეალურად ყველანი შეგვქმნა. ის არის ყველა ჩვენგანის უფალი, ღმერთი და მხსნელი.

    შემთხვევით იესოს ქედმაღლურად ხომ არ დაჰყურებთ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხომ არ ვფიქრობთ იესოზე როგორც მამა ღმერთზე უფრო მცერეზე რადგან ის ღვთის ძეა, იმისდა მიუხედავად, რომ იესო თავად ღმერთია? ადამიანური თვალსაზრისით, ბევრს აქვს მიდრეკილება, იფიქროს იესო ქრისტეზე როგორც მამაზე დაბლა მდგომზე. მაგრამ იესო ასევე არის ჩვენთვის ჭეშმარიტი ღმერთი (1 იოანე 5:20). მისი მამისთვის იესო ქრისტე მართლაც ძეა, მაგრამ ჩვენთვის ის ღმერთია. ამის რწმენა ძალზე მნიშვნელოვანია.

    იესო არის თავად ღმერთი, რომლის უგულებელყოფა არანაირად არ შეიძლება, ყოვლისშემძლე და ყოვლისმპყრობელი, რომელსაც ოდნავადაც არ უნდა ვამდაბლებდეთ. იესოს ღვთაებრიობის ურწმუნობა გმობის ცოდვის ჩადენის ტოლფასია. ღმერთი, რომელიც არა მხოლოდ მაცხოვარი გახდა, რომელმაც ყველა ჩვენი ცოდვისაგან გადაგვარჩინა, არამედ ასევე არის ჩვენი ჭეშმარიტი უფალი, სხვა არავინაა თუ არა იესო ქრისტე.

    თუ ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომელიც სწორად სცნობს და სწამს იესოსი, ჩვენ გარდაუვლად იმ მწიგნობრების მსგავსად, ბოროტი აზრები დაგვებადება და ბოლოს მის ძაგებასაც დავიწყებთ. რამდენად უმართლოა ჩვენთვის იესოს გმობაში დადანაშაულება? რამდენად დიდი ბოროტებაა მისი არ გჯეროდეს? მისი ურწმუნობა ყველაზე დიდი ცოდვაა. სწორედ იმიტომ რომ ადამიანებს მისი არ სწამთ, ისინი ჯოჯოხეთში მიდიან.

    თქვენ და მე უნდა გვწამდეს იესო ქრისტესი, როგორც ჩვენი მხსნელისა და ღვთის ძის. ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ რომ ჩვენი იესო მამა ღმერთზე უფრო დაბალია. ჩვენ უნდა გვწამდეს იესოსი, როგორც თავად ღმერთის, რომელსაც არა აქვს უკმარისობა. ჩვენთვის იესო ქრისტე ღმერთია. ის არის ღმერთი რომელიც მამის თანასწორია.

    როდესაც იესო ქრისტე ქვეყანას მოევლინა, მან ეს საკუთარი თავის უაღრესად დამდაბლებით შეასრულა. სწორედ კაცობრიობის ცოდვისაგან გადასარჩენად მოვიდა იესო ქრისტე ამ სოფლად ადამიანის ხორცში განკაცებული. მაგრამ, მისი პოზიციის მიუხედავად, რამდენად მცირე პატივისცემა მიაგეს მას და რამდენად იყო ის დამცირებული? რამხელა ტანჯვა გადაიტანა მან, მისი უზომოდ დაგმობის დროს?

    განა ჩვენ, ხელახლა შობილებს, არ გვიტაცებს შინაგანი გულისწყრომა, როცა ხელახლა არ შობილები თავს იწონებენ, უგულებელგვყოფენ და გვამცირებენ ჩვენ? ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს გულებში გვჯერა რომ ვართ ღვთის ხალხი და ის რომ ნამდვილად ვეკუთვნით იესოს და ვიმეფებთ მასთან ერთად. ვინაიდან ჩვენ ვართ ღვთის ხალხი, ჩვენ ძირეულად განვსხვავდებით ამქვეყნიური ადამიანებისგან, რომლებსაც არ სწამთ იესო ქრისტე. ჩვენ ვართ ახალი ქმნილება, ისინი კი ძველი ქმნილებები არიან და დაიღუპებიან, მაშინ როცა ჩვენ გავიხარებთ მარადიული ცხოვრებით და ვიმეფებთ იესოსთან ერთად. სწორედ ამიტომ, როდესაც ისინი, ვინც არ იშვა ზეცით, ჩვენ არაფრად გვაგდებენ ან დაგვცინიან, ჩვენი ღირსების გრძნობა ილახება და გულმწყრალობა გვერევა.

    მაშ, როცა ჩვენ თვითონ ვართ ასე, რა უნდა ეგრძნო იესოს, თავად ღმერთს? ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, რა შეურაცხყოფა უნდა გადაეტანა მას, როცა მისი საკუთარი, უბრალო ქმნილებები არაფრად აგდებდნენ მას, შემოქმედ ღმერთს.

    როცა ოთხმა კაცმა იესოს წინაშე დავრდომილი მიიყვანა, მან უთხრა მას: შვილო, მოგეტევა ცოდვები. ადექი და გაიარე. ეს იყო ის, რისი თქმაც იესოს სავსებით შეეძლო. იესომ ეს სიტყვები დავრდომილს უთხრა, რადგან იმას ჭეშმარიტად სწამდა რომ იესო იყო ღვთის ძე და აბსოლუტი. ამ დავრდომილს ნამდვილად სწამდა გულით, რომ იესო იყო მისი მხსნელი და თავად ღმერთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას სწამდა რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად ადამიანის ხორცში განკაცებული და იხსნა იგი.

    ვინაიდან ის ასეთი გულით მიუახლოვდა იესოს, იყო რომ ჩვენმა უფალმა, იცოდა რა მისი გულის ზრახვები, უთხრა მას: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. იმის გამო რომ დავრდომილმა აღიარა თუ ვინ იყო იესო და ირწმუნა იგი, მას რწმენით ყველა ცოდვა ეპატია.

    ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ ვინ არის ზუსტად იესო, როცა ვაღიარებთ რომ გვწამს მისი. თუ არ გაგვაჩნია იესოს პიროვნების სათანადო შემეცნება და გაგება, მთელი ჩვენი რწმენა აუცილებლად დაიმსხვრევა. როდესაც სწორად ვცნობთ ღმერთს, ჩვენი რწმენა ხდება მთლიანი. თუ იესოსადმი რწმენისას მას მართებულად არ ვიცნობთ, ჩვენი გული ვერ იდგება მტკიცე რწმენაზე, მაშინაც კი, თუ ჩვენი ცოდვებისგან წყლისა და სულის სახარების რწმენით ვიქენით დახსნილი. ვისაც არა აქვს სწორი რწმენა, არ შეუძლია წელგამართულად დგომა. მიუხედავად იმისა რომ მათ მიიღეს ცოდნა, რომელიც ცოდვის მიტევების საშუალებას აძლევს, მათ არ იციან როგორ იარონ ამ რწმენის გზაზე, ვის დაემორჩილონ ან როგორ იცხოვრონ. და საბოლოოდ, ისინი მიატოვებენ თავიანთ რწმენას.

    ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ ამ სახარების უნდა გვჯეროდეს, არამედ უნდა ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელსაც სწამს იესო და მიჰყვება მას. თუ იესო ქრისტეს რწმენით განვთავისუფლდით ჩვენი ცოდვებისგან, ჩვენ გავხდით მისი ხალხი, რომელიც უნდა დაემორჩილოს მის ნებას მისი მცნებების მიხედვით. მართებულია რომ იესომ უბოძოს ცოდვების მიტევება და მცნებები არა მხოლოდ ჩვენ, ღვთის ხალხს, არამედ ყველას ამქვეყნად.

    ასე რომ, ყველაფერი რაც იესომ თქვა, ფრიად მართებული იყო. და მაინც, რადგან ხალხმა ბოლომდე ვერ გააცნობიერა თუ ვინ იყო იესო, მათ ვერ გაიგეს მის მიერ თქმული ჭეშმარიტების სიტყვა.

    სხვა სიტყვებით, იესო ქრისტეს თავად შეუძლია ჩვენი ცოდვების მიტევება. არ არსებობს სხვა სახელი, რომლითაც ჩვენი ცოდვების მიტევება არის შესაძლებელი. ბიბლიაში წერია: სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით (მოციქულთა საქმეები 4:12). წმინდა წერილის დღევანდელ ნაწყვეტში თავად იესომ თქვა: მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი (მათე 9:13). მხოლოდ იესოს გააჩნია ასეთი უფლებამოსილება.

    სინამდვილეში, ის რაც ჩვენს თვალში სრულიად შეუძლებელი ჩანს, მისთვის საკმაოდ მარტივია. ჩვენ იესოსი მისი პოზიციის თვალთახედვიდან უნდა გვჯეროდეს. ასეთი რწმენიდან გამომდინარე, ჩვენ, როდესაც ვლოცულობთ, პირველ რიგში ღმერთს მოვუწოდებთ. ამით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის არის ღმერთი და ვუხმობთ არა მხოლოდ მამა ღმერთს, არამედ იესოს და სულიწმიდასაც. ჩვენთვის მამა ღმერთი არის ღმერთი, ისევე როგორც იესო ქრისტე და სულიწმიდაა ღმერთი. ვინაიდან სამების ღმერთი ერთი ღმერთია, როდესაც ჩვენ ვუხმობთ მის სახელს და გვწამს მისი, ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იესოზე ან სულიწმიდაზე, როგორც ღმერთზე რომელიც რაღაცნაირად მამა ღმერთზე უფრო დაბალია. პირიქით, ჩვენ უნდა ვხედავდეთ მათ როგორც ერთსა და იმავე ღმერთს.

    ვინაიდან სამების ღმერთი სინამდვილეში ერთი და იგივე ღმერთია, ჩვენ ყველას უკლებლივ ასე უნდა გვწამდეს. მამა ღმერთი, იესო და სულიწმიდა ერთმანეთისგან მხოლოდ პოზიციებით და როლებით განსხვავდებიან, მაგრამ ჩვენთვის მამა, ძე და სულიწმიდა მაინც ერთი და იგივე ღმერთია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ და როდესაც ვფიქრობთ იესოზე და მოვუწოდებთ მას, უნდა გვჯეროდეს რომ ის არის ჭეშმარიტად ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი, ღმერთი, რომელსაც აქვს კაცობრიობის ცოდვების მიტევების და მათი განკითხვის ძალაუფლება.

    ჩვენს გულებში უნდა იყოს ეს რწმენა, რომელსაც სწამს იესო ქრისტე როგორც ღმერთი, როგორც აბსოლუტი რომელიც ყველა ჩვენგანის მეფეა. როცა ასეთი რწმენა გვაქვს, ჩვენ არ ვიღუპებით და არ ვცდებით მართალი გზიდან, არამედ შეგვიძლია ვიცხოვროთ იესო ქრისტეს მთელ სიტყვასთან შესაბამისობაში. რატომ? ვინაიდან იესო არის ღმერთი, ჩვენი აბსოლუტი, ჩვენ არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რაც მან გააკეთა, როგორც უმნიშვნელო რამ, არამედ ვღებულობთ მის საქმეს, როგორც აბსოლუტურ სიტყვას, რომლისაც უნდა გვწამდეს და მივყვებოდეთ. ამიტომ ჩვენ არასდროს ვამცირებთ იმ ფაქტს, რომ იესომ ცოდვები მოგვიტევა და რომ ის ჩვენი მეფეა. ჩვენთვის ბუნებრივია მის მიერ მმართველობა და ხელმძღვანელობა და ჩვენთვის ეს თავისთავად ბედნიერების წყაროა. თქვენთვის ეს ასე არაა?

    დღემდე, იმის საკითხი არის თუ არა იესო ღმერთი თუ ადამიანი, არის პრობლემა, რომლის შესახებ ყველაზე ხშირად დაობენ და კამათობენ თეოლოგები, და როგორც ჩანს, ამ კამათს დასასრული არა აქვს. ბევრ მათგანს არ შეუძლია სამების დოქტრინის კითხვაზე პასუხის გაცემა. შედეგად, მიუხედავად იმისა რომ იესოსადმი როგორც მათი მხსნელისადმი რწმენას აღიარებენ, ცოდვები მათ გულებში ისევ ხელუხლებელი რჩება; ისინი ამბობენ რომ იესომ გადაარჩინა, მაგრამ არ იციან ცოდვის ჭეშმარიტი მიტევება; უკიდურეს შემთხვევაში კი რელიგიური პლურალისტები ამტკიცებენ რომ სხვა რელიგიებშიც არის ხსნა.

    და ვინაიდან მათ არ ესმით იესოს ღვთაებრიობა და არ სჯერათ მისი, ისინი არ არიან დახსნილი თავიანთი ცოდვებისგან მაშინაც კი, როცა ამტკიცებენ რომ ქრისტიანობას მიჰყვებიან. და სხვა რელიგიებთან მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობის აუცილებლობით საკუთარი თავის გამართლებით, ისინი აცხადებენ რომ ხსნის მიღწევა და ცათა სასუფეველში მოხვედრა არაქრისტიანულ რელიგიების მეშვეობითაც კი შეიძლება, რის გამოც მათ ყველას დაღუპვა უწერიათ.

    რამ აიძულა ეს ეგრეთ წოდებული ღვთისმეტყველების მასწავლებლები ასეთი რამ რომ ეთქვათ? ეს მოხდა იმიტომ რომ მათთვის უცნობია თუ ვინ არის სინამდვილეში იესო, და არ სჯერათ რომ ის თავად ღმერთია. ასე რომ, თუმცა აღიარებენ რომ ის არის მხსნელი რომელსაც ცოდვების მიტევების ძალა აქვს, როცა საქმე მის ადამიანურ ბუნებას და ღვთაებრიობას ეხება, ისინი ვერ აცნობიერებენ რომ ის სინამდვილეში ღმერთია. მათი რწმენა ქვიშაზე აშენებულ სახლს წააგავს რომელიც ერთ წამში დაინგრევა.

    ცნობილი კულტის დამაარსებლის დაცემა

    იყო ერთი ქრისტიანული კულტის ცნობილი დამაარსებელი, რომელიც მთელ კორეაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გავლენიანი იყო. ამ კულტის დაარსებამდე ის პრესვიტერიანულ ეკლესიაში უხუცესად მუშაობდა. ერთ დღეს მასზე საოცარი, სასწაულებრივი ძალა გადმოვიდა. როდესაც ის იესოს სახელით ადამიანებს ხელებს ადებდა, ისინი იკურნებოდნენ თავიანთი სნეულებებისგან და დიდძალმა ხალხმა მისი თაყვანისცემა და მიყოლა დაიწო. საბოლოოდ მან მიატოვა პრესვიტერიანული ეკლესია საკუთარი დენომინაციის დასამკვიდრებლად. თეთრ სამოსესლში გამოწყობილი, ის ფართე საკრებულოს წინაშე გამოდიოდა და იყენებდა თავის ერთი შეხედვით სასწაულმოქმედ ძალას, და როცა ამას აკეთებდა, მისი მიმდევრები დახტოდნენ, ტაშს უკრავდნენ და სიხარულისგან ყვიროდნენ, რაც ერთიანად საკმაოდ შთამბეჭდავ სცენას ქმნიდა. მისი მიმდევრები ჭკუიდან იშლებოდნენ და ავსებდნენ მის საგანძურს თავიანთი ძვირფასი სამკაულებით, ოქროთი და ვერცხლით. მხოლოდ ერთი ასეთი კრების ჩატარებით, მას სამკაულებსა და ძვირფასეულობით რამოდენიმე დიდი ჩანთის ავსება შეეძლო, რის გამოც იგი უმოკლეს დროში გახდა უკიდურესად მდიდარი, იყიდა უზარმაზარი მიწის ნაკვეთები და სახლები.

    მიუხედავად იმისა რომ მან ეს თავისი დიდი სიმდიდრე იესოს სახელით ამგვარი ნიშნების და სასწაულების მოხდენით შეაგროვა, იმის გამო რომ მას არ სწამდა იესოსი როგორც თავად ღმერთის, და არც ღმერთის და ღვთის სიტყვის, თავისი სიცოცხლის ბოლოს მან იესოს ლანძღვა და გმობა დაუწყო. შემდეგ მან უბრძანა თავის ქვეშემრდომებს რომ მოეცილებინათ ყველა ჯვარი მისი ეკლესიებიდან. ბოლოს ის იესოს უარყოფამდე მივიდა და მისი რწმენა მთლიანად დაინგრა. ასეთი იყო იმის დასასრული, ვისაც არ სწამდა იესო როგორც ღმერთი.

    იესოსი, როგორც ჩვენი მხსნელისადმი რწმენის საფუძველი არის ის ფაქტი, რომ იესო არის ღმერთი. მხოლოდ როდესაც გვჯერა რომ იესო ქრისტე ღმერთია, შეგვიძლია იმის რწმენა რომ ის მოვიდა ჩვენთვის ამ ქვეყნად ადამიანის ხორცში განკაცებული, აიღო ჩვენი ცოდვები თავისი ნათლობით, მოკვდა ჯვარზე და ამით ყველანი გადაგვარჩინა. სწორედ ასეთი რწმენით შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ცოდვების მიტევების მიღება. მხოლოდ როდესაც გვწამს იესოს ღვთაებრიობის, შეგვიძლია გავაცნობიეროთ რომ იესოს მიერ თქმული მთელი სიტყვა არის ჭეშმარიტი, და მივყვეთ მას.

    თუ არ გჯერათ რომ იესო ღმერთია, თქვენი რწმენა აუცილებლად დაიმსხვრევა, რაც არ უნდა მტკიცედ გწამდეთ მისი როგორც თქვენი მხსნელის. და ბოლოს, როდესაც უფლისადმი მსახურების დროს რაიმე სულიერი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით, თქვენ ასევე აუცილებლად მიატოვებთ როგორც იესოს, ასევე მამა ღმერთს. ამიტომ, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გვჯეროდეს რომ იესო არის ჩვენი მხსნელი, ქმნილების ღმერთი და ასევე განკითხვის უფალი.

    მიზეზი იმისა, რის გამოც დღევანდელ წმინდა წერილის მონაკვეთში ნაჩვენებმა მწიგნობრებმა რწმენის მარცხი განიცადეს მიუხედავად იმისა რომ ღმერთი სწამდათ, არის ის რომ მათ ვერ ამოიცნეს თუ ვინ იყო იესო. ამის საპირისპიროდ, ამ მონაკვეთში დავრდომილმა აღიარა იესო ღმერთად და ამისი გულით იწამა, რის გამოც იესომ უთხრა მას: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები - ამგვარად მან მიიღო თავისი ცოდვების მიტევების კურთხევა, მთლიანად განიკურნა თავისი სნეულებისგან და სახლშიც ჯანსაღი სხეულით დაბრუნდა. მწიგნობრებმა კი, მეორეს მხრივ, საყვედური მიიღეს, ვინაიდან ვერ მიხვდნენ თუ ვინ იყო იესო და არ იწამეს მისი. ისინი არა მხოლოდ გაიკიცხნენ, არამედ ცოდვების მიტევებაც ვერ მიიღეს და დარჩნენ მარადიული ცეცხლის ქვესკნელისთვის განწესებული.

    უფალი მოვიდა ჩვენნაირ უძლურთა მოსახმობად

    იესომ თქვა: მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. ამიტომ ბიბლია ასევე იესო ქრისტეს ადამიანის ძეს უწოდებს, რომელიც იშვა ამ ქვეყნად ქალწულ მარიამის სხეულიდან, როგორც კაცის ძე. ვინაიდან ღმერთი გახდა ადამიანის მიერ შობილი და რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი ჩვენს გადასარჩენად კაცის ძის სახით მოვიდა, მას ასევე ძე კაცისას უწოდებენ. იესო, ჭეშმარიტი ღმერთი, მოვიდა მთელი კაცობრიობის სახსნელად როგორც კაცის ძე, მაგრამ მაშინ როცა ერთმა ადამიანმა, დავრდომილმა, სცნო იგი, სხვებმა მისი ცნობა ვერ შეძლეს. ამ ფაქტში დევს ის გზაჯვარედინი რომელსაც ყველანი ან ხსნისაკენ, და ან დაღუპვისკენ მიჰყავს.

    ამიტომ იესოს ღვთაებრიობის რწმენა იმდენადვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც წყლისა და სულის სახარების რწმენა. იმის რწმენა რომ იესო ღმერთია, არის სარწმუნოების ძირითადი საფუძველი და სწორედ ეს რწმენა უზრუნველჰყოფს ჩვენს სულიერ ცხოვრებას ბოლო დღეებამდე.

    თეოლოგები და უამრავი ადამიანი კამათობდნენ იმაზე არის თუ არა იესო ადამიანი თუ ღმერთი, და ეს დებატები ახლაც კი არ დასრულებულა. მაგრამ რწმენის მეშვეობით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შეგვიძლია ამ საკითხის გადაჭრა. იესო არის ღმერთი. ის არის ყოვლისშემძლე ღმერთი. ისევე როგორც მამა ღმერთი არის ყოვლისშემძლე ღმერთი, ისევე როგორც სულიწმიდა, ასევე - იესო ქრისტე.

    იესო არის ჩვენი მაცხოვარი ღმერთი და ღვთის ძე

    დაბადების 1:2-ში ნათქვამია: მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ.

    ღმერთის სული აქ ნიშნავს სულიწმიდას. ის რომ ღვთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ, ნიშნავს რომ სულიწმიდა ატმოსფეროზე მოძრაობდა. შემდეგ ღმერთმა ყველაფერი რიგრიგობით თავისი სიტყვის მეშვეობით შექმნა. დაბადების 1-დან 2-მდე, სადაც აღწერილია ღმერთის მიერ ცისა და დედამიწის შექმნა, მოხსენიებულია არა მხოლოდ ღმერთი, არამედ მისი ძე და სულიწმიდაც. როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მან თქვა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ამრიგად, ამ გამოთქმიდან ჩვენს, - ნათლად ვხედავთ, რომ ღმერთი სამებაა.

    როდესაც ღმერთმა დავდაპირველად შექმნა ცა და დედამიწა, მან თქვა: იყოს ნათელი!. ეს მონაკვეთიც ასევე იესო ქრისტეზე მიუთითებს. მუხლი ღვთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ, ეხება სულიწმიდას. ასე რომ, ღმერთი მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ღმერთია.

    სამება ღმერთის სამივე პიროვნება ერთსა და იგივე ყოვლისშემძლე ღმერთს წარმოადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ გადავრჩით ამ სამების ღმერთის სამივე პიროვნების რწმენით. ჩემო ძვირფასო თანაქრისტიანებო, გჯერათ რომ იესო არის ყოვლისშემძლე ღმერთი და აბსოლუტი და რომ ის მაცხოვარია? ყველამ უნდა იწამოს ეს ჭეშმარიტება, რადგან ის ძალზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენ ისევ და ისევ უნდა დავამოწმოთ ჩვენს გულებში ეს რწმენა. ეს ჭეშმარიტება გულში უნდა შევინახოთ და გამუდმებით ვამტკიცოთ ის.

    რაც არ უნდა მხურვალედ გვწამდეს იესოსი როგორც ჩვენი მხსნელის, თუ მისი როგორც აბსოლუტური ღმერთის არ გვწამს, ჩვენს რწმენას გარდაუვალი მსხვრევა უწერია. ასეთი რწმენა, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და დაიშლება, არ არის გაბედული რწმენა, და ის ვერ გვაცნობიერებინებს ჩვენს სტატუსს, როგორც ღმერთის შვილებს და მის მუშაკებს. როგორც ასეთი, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება რაიმე ღირსების განცდა. ამ ტიპის რწმენის მქონე ადამიანები იცავენ ქრისტიანობას მხოლოდ როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ რელიგიას და იესოს უბრალოდ მათი რელიგიის ფუძემდებლად თვლიან. შედეგად, ისინი ფიქრობენ: ეტყობა, მე მსოფლიოს მრავალი რელიგიიდან უბრალოდ მხოლოდ ერთ-ერთი ვირწმუნე, რის შემდეგ იღუპებიან. ვიმედოვნებ და ვლოცულობ რომ თქვენი რწმენა არ იქცეს ასეთ უსუსურ რწმენად.

    როდესაც გავაცნობიერე სახარებისეული ჭეშმარიტება წყლისა და სულის შესახებ, მივხვდი რომ დოქტრინალური რწმენა, რამდენი ხანიც არ უნდა ისწავლო იგი, ამაოა და სხვა არაფერია თუ არა საფუარი. არსებობს სხვადასხვა სახის თეოლოგია, რომელიც არაფრით განსხვავდება ამ სამყაროს საერო ცოდნისაგან და რომელიც სანაგვეშია ჩასაყრელი. ასეთი უსარგებლო განათლება, რომელსაც არც პასუხები გააჩნია და არც სიმართლე, არამედ დღითი დღე მხოლოდ პოლემიკას და პაექრობას იწვევს, არაფერია გარდა უბრალო საფუვრისა.

    განსაკუთრებით, მას ხელახლა შობილები და ხელახლა შობის მსურველები უნდა უფრთხილდნენ. ჩვენი უფალი იესო ამბობს: გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს (მათე 16:6). რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე ერთხელ მაინც იგემებს ამგვარ საფუვრიან პურს, მისთვის ძალზე ძნელი იქნება ხელახლა შობის მიღწევა, და თუ ამგვარ საფუვრიან პურს ხელახლა შობილი შეჭამს, მას დაღუპვა უწერია. მე იმდენად მადლობელი ვარ ამ რწმენის ცხოვრებისთვის რომელსაც ვფლობ, და სადაც შევხვდი წყლისა და სულის სახარებას, რომელშიც იესო ქრისტე, ჩემი ღმერთი მიძღვება.

    ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და გვჯეროდეს, რომ იესო თავად, თქვენთვის და ჩემთვის, სრულიად ღმერთია. იესო არის აბსოლუტი. იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც გააჩნია იგივე ავტორიტეტი, ძალაუფლება, ძალა და ხელმწიფობა, როგორც მამა ღმერთს.

    ერთხელ იესომ უთხრა ფილიპეს: ვინც მე მიხილა, მამა იხილა (იოანე 14:9). აქამდე მამა ღმერთი არავის უნახავს, მაგრამ ვინც იხილა იესო, უკვე მამაც იხილა. ამის მიზეზი ისაა რომ იესო თავადაა ღმერთი. იესო ასევე ამბობს რომ მას აქვს ამ სოფლად ცოდვათა მიტევების ძალაუფლება. ჩვენ ღვთის სიტყვის რწმენა უნდა ვიქონიოთ. ჩემი გულწრფელი სურვილია რომ ყველამ, ჩემის და თქვენის ჩათვლით, ეს რწმენა ჩვენს გულებში შევინარჩუნოთ.

    მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად ყველასთვის ასეთი რწმენის ქონა მწადია, ამქვეყნად ბევრია ფაფრისეველთა მსგავსი ადამიანი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეს ფაქტი. როდესაც სახარებას ვქადაგებთ, მათთვის, ვისაც არ სჯერა რომ იესო ღმერთია, რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ წყლისა და სულის სახარების შესახებ, ყოველივე ეს ამაოა. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ასეთი ადამიანები ისმენენ სიტყვას იესოს ღვრთაებრიობის რწმენის გარეშე, მოსმენილი მათთვის უბრალო დოქტრინად იქცევა.

    თუ მე და თქვენ არ გვსურს ასეთ ადამიანებად ქცევა, გულებში ისეთი რწმენა უნდა შევინარჩუნოთ, რომელსაც სწამს რომ იესო, რომელმაც გადაგვარჩინა, თავად და არსებითად ღმერთია. ჭეშმარიტების სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ შეძლებს ამოქმედებას, როდესაც გვექნება იესოს, როგორც ქმნილების ღმერთის რწმენა, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო და ყველაფერი რაც მასშია, რწმენა მისი როგორც მხსნელის და როგორც განკითხვის ღმერთის.

    იესო ახლაც ცოცხალია და მეფობს ჩვენზე, როგორც აბსოლუტური ღმერთი. გახდა რა ჩვენი მწყემსი, ის გვიძღვება სიკეთის ბილიკებზე, და ის ასევე ყველა ხალხზე ერთიანად მეფობს - ბოროტებსა და კეთილებზე, მორწმუნეებსა და ურწმუნოებზე. ჩვენ უნდა გვჯეროდეს რომ იესო ქრისტეს გარდა სხვა არავინაა ეს ღმერთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სწორედ ეს იესო ქრისტე, რომლისაც გვწამს და რომელიც არის ჩვენი ღმერთი, მართავს ამ სამყაროს.

    თქვენი აზრით, ვინ არის იესო?

    როგორ ფიქრობთ, ვინ არის იესო ქრისტე? თვლით მას ღმერთად თუ ადამიანთა შორის ერთ-ერთ ბრძენკაცად? ფიქრობთ თუ არა იესოზე როგორც ღმერთზე და გწამთ თუ არა მისი როგორც ღმერთის?

    ჩვენ არ შეგვიძლია იესოს უბრალო ქმნილებებთან შედარება, ვინაიდან ის, მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად, არის ის ვინც შექმნა ცა და დედამიწა და ყველაფერი სამყაროს დასაბამიდან. ვინ შექმნა და მართავს ამ გალაკტიკას? ვინ დააფუძნა მთელი სამყაროს წესრიგი და მართავს მას უდიდესი სიზუსტით? ეს არის იესო ქრისტე.

    სახელი იესო ნიშნავს მხსნელს, ხოლო სახელი ქრისტე ნიშნავს ცხებულ მეფეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს რომ იესო არის თვით ღმერთი. იესო ქრისტე, ჩვენი ღმერთი, ამჟამად მართავს ამ სამყაროს და ყოველივეს მასში არსებულს. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ასევე იესო ქრისტეს სამფლობელოში იმყოფება.

    მიზეზი, რის გამოც მე ისევ და ისევ აღვნიშნავ რომ ჩვენს გულებში ეს რწმენა უნდა იყოს, არის ის რომ რწმენა ჩნდება სიტყვის მოსმენისგან, როგორც ბიბლია ამბობს: რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან. (რომაელთა 10:17). რწმენა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე, მოგცემთ მომავალი დევნის ან გასაჭირის გადალახვის ძალას. ამიტომ თქვენ უნდა გააგრძელოთ სიტყვის მოსმენა და თქვენი რწმენის განმტკიცება, და გწამდეთ რომ იესო ქრისტე არის სრულყოილი ღმერთი და რომ თქვენ ხელახლა იშვით წყლისა და სულის სახარებით.

    ამ კონკრეტული რწმენით თქვენ რეალურად შეძლებთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთის შემწეობის მიღებას. და თქვენ შეძლებთ იყოთ გაბედული და მიიღოთ თქვენს ლოცვებზე პასუხი როდესაც ღმერთის მიმართ იესოსი, როგორც აბსოლუტური ღმერთისადმი რწმენით ლოცულობთ. ასეთი ცოდნა და რწმენა არის ის რაც აძლიერებს თქვენი ლოცვის ძალას.

    ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ სინამდვილეში, მისი საფუძველიც კი მყარად არ ჩაყრილა. ეს საფუძველი დაიდო ადრეული ეკლესიის პერიოდში, მაგრამ მალევე დაინგრა. განურჩევლად იმისა თუ რამდენი ხანი არსებობს ქრისტიანობის ისტორია, იმის გამო რომ მისი საფუძველი დაიკარგა, მისი ისტორია ხელახლა უნდა გადაწერილიყო.

    დააკვირდით ამ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1