Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი
წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი
წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი
Ebook550 pages4 hours

წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

როგორ აღმოვაჩინოთ საკრებულოს კარავში დაფარული ჭეშმარიტება? მხოლოდ წყლისა და სულის სახარების, წმინდა სავანის ნამდვილი სუბსტანციის შეცნობით, შეგვიძლია ჩვენ სწორად გავიგოთ და ვიცოდეთ ამ კითხვაზე პასუხი.
სინამდვილეში ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფი და თეთრი გრეხილი ბისონი, რომელიც კარვის ეზოს კარიბჭეშია გამოყენებული, გვიჩვენებს ახალი აღთქმის იესო ქრისტეს საქმეებს, რომლებმაც კაცობრიობა იხსნა. ამგვარად, ძველი აღთქმის წმინდა სავანის და ახალი აღთქმის სიტყვა, თეთრი გრეხილი ბისონის ქსოვილის მსგავსად, მჭიდროდ და უდავოდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო ქრისტიანობაში ჭეშმარიტების ყველა მაძიებლისგან. ამ ქვევნად როცა მოვიდა, იესო ქრისტე მოინათლა იოანე ნათლისცემლისგან და ჯვარზე თავისი სისხლი დაღვარა. წყლისა და სულის სახარების გაგებისა და რწმენის გარეშე ვერც ერთი ჩვენგანი ვერასოდეს გაიგებს საკრებულოს კარავში გამოცხადებულ ჭეშმარიტებას. ახლა დროა რომ შევისწავლოთ წმინდა სავანის ეს ჭეშმარიტება და ვირწმუნოთ იგი. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და ვიწამოთ ჭეშმარიტება, რომელიც გამოიხატება კარვის ეზოს კარიბჭის ცისფერ, მეწამულ და ძოწისფერ ძაფში და თეთრ გრეხილ ბისონში.

Languageქართული ენა
PublisherPaul C. Jong
Release dateJan 17, 2024
ISBN9788928216901
წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი

Related to წმინდა სავანე (III)

Related ebooks

Reviews for წმინდა სავანე (III)

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    წმინდა სავანე (III) - Paul C. Jong

    paul_Geo35_coverFrontflap_Geo351st_page

    წმინდა სავანე (III)

    წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი

    Smashwords Edition

    Copyright 2022 by Hephzibah Publishing House

    ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის ან საავტორო უფლებათა მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ამ პუბლიკაციის რომელიმე ნაწილის საინფორმაციო საშუალებათა სისტემებში შენახვა, ელექტრო, ფოტოკოპიის, ხმის ჩამწერი და მექანიკური საშუალებებით გავრცელება ან გადაცემა. ადგილები წმინდა წერილიდან მოყვანილია საქართველოს ბიბლიური საზოგადოების სბს-2015 ახალი გადამუშავებული გამოცემიდან, სბს-2013, სბს-სტოქგოლმი 2001-დან და საპატრიარქოს 1989 წლის ბიბლიდან.

    ISBN 978-89-282-1690-1

    ყდის გაფორმება: მინ-სუ კიმი.

    ილუსტრაციები: იონგ-ე კიმი.

    დაბეჭდილია კორეაში

    Hephzibah Publishing House

    A Ministry of THE NEW LIFE MISSION

    Seoul, Korea

       შინაარსი   

    წინასიტყვაობა

    1. წმინდა სავანეში გაცხადებული ცოდვილთა ხსნა (გამოსვლა 27:9-21)

    2. წმინდა სავანის ეზოს სვეტები (გამოსვლა 27:9-19)

    3. აკაციის ხისგან დამზადებული და სპილენძით მოჭედილი სრულადდასაწველის სამსხვერპლო (გამოსვლა 38:1-7)

    4. სურნელოვანი საკმევლის სამსხვერპლო არის ადგილი სადაც ღმერთი თავის წყალობას იძლევა (გამოსვლა 30:1-10)

    5. სავანეში გამოყენებული ვერცხლის კვარცხლბეკების სულიერი მნიშვნელობა (გამოსვლა 26:15-30)

    6. მოწმობის კიდობნის სარქველი (გამოსვლა 25:10-22)

    7. წყლისა და სულის სახარების ორნამენტული კვირტები (გამოსვლა 25:31-40)

    8. მღვდელმთავრის სამოსელში დამალული სულიერი მნიშვნელობები (გამოსვლა 28:1-43)

    9. სიწმინდე უფალს (გამოსვლა 28:36-43)

    10. განკითხვის სამკერდული (გამოსვლა 28:15-30)

    11. ცოდვის შესაწირავი მღვდელმთავრის განსაწმენდად (გამოსვლა 29:1-14)

    12. მღვდელმთავარი რომელსაც გამოსყიდვის დღეს გამოსყიდვის მსხვერპლი ნოჰქონდა (ლევიანნი 16:1-34)

    13. მღვდელმთავრის სამოსელში გამოყენებული მასალები (გამოსვლა 28:1-14)

    0Preface

    წინასიტყვაობა

    რამდენიმე წლის წინ მე გამოვაქვეყნე სავანის შესახებ ჩემი ქადაგებების წიგნების ორტომეული, სახელად წმინდა სავანე: იესო ქრისტეს დეტალური პორტრეტი. ეს წიგნი, წმინდა სავანე (III): წყლისა და სულის სახარების მომასწავებელი, ასევე არის საკრებულოს კარვის შესახებ ჩემს ქადაგებათა კრებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს წიგნი წმინდა სავანის შესახებ წიგნთა სერიის გაგრძელებაა.

    სავანეში გამოყენებული ყველა ნივთი გვიჩვენებს ჩვენ, ქრისტიანებს, იმას თუ რა უნდა ვიცოდეთ და რისი გვწამდეს; სავანეში გამოყენებული ყველა მასალა წარმოადგენს ხსნის შრომას, რომელიც უფალმა ჩვენთვის განახორციელა. მაგალითად, თითოეული სვეტის ქვეშ არსებული სპილენძის კვარცხლბეკი გულისხმობს რომ ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ გასამართლებას ვექვემდებარებით, ხოლო მისი ვერცხლის კვარცხლბეკები გვიჩვენებენ რომ ჩვენ უკიდურესად გვჭირდება ღვთის მადლი.

    ჩვენ მრავალ სულს მოვემსახურეთ  წყლისა და სულის სახარების რწმენით, რაც არის ღვთის მადლი. ჩვენ არასოდეს შეგვიძლია საკმარისი მადლობა მივაგოთ ღმერთს იმ ფაქტისთვის რომ ამ სახარების ძალა ამდენად სრულყოფილია. მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის ის გამოცხადებები, რომლებიც წმინდა სავანეში ვლინდება. მე მტკიცედ მჯერა რომ ეს წიგნი შეიცავს ცოდნას, რომელიც აუცილებელია ქრისტიანებისთვის.

    სამწუხაროდ, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა ეცადა სავანეში გაცხადებული ჭეშმარიტების ინტერპრეტაციას წყლისა და სულის სახარებასთან მიმართებაში. მე არ გამოვაქვეყნებდი ამ წიგნს, საკმარისი რაოდენობის ავტორი რომ ყოფილიყო, ვინც სწორად აჩვენებდა ამ გამოცხადებას. მე მიხარია რომ შემიძლია თქვენთვის წყლისა და სულის სახარების მეშვეობით წმინდა სავანეში არსებული ამ გამოცხადებების ჩვენება. მსურს რომ კითხვა დაგისვათ: ცხოვრობთ თუ არა ბედნიერი ცხოვრებით წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც იესო ქრისტემ მოგცათ? იცით თუ არა ხსნის ჭეშმარიტება, რომელიც ამ სახარებაში ვლინდება?

    მე დიდად დალოცვილი ვარ წყლისა და სულის სახარების მიერ. ვიმედოვნებ, რომ თქვენც მიხვდებით ხსნის ჭეშმარიტებას, რომელიც წმინდა სავანეში ვლინდება და შედეგად გამარჯვებული ცხოვრებით იცხოვრებთ. იმედი მაქვს, თქვენც იგივე რწმენა გექნებათ და ღვთის კურთხევებს მიიღებთ. ამ წიგნის მეშვეობით მინდა გაგიზიაროთ სიტყვა, რომელიც ღვთისგან მარადიული კურთხევების მიღების საშუალებას მოგანიჭებთ. გირჩევთ რომ ისწავლოთ და ირწმუნოთ წყლისა და სულის სახარება, რომელიც წმინდა სავანის სისტემაში ვლინდება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაკურთხი წყლისა და სულის სახარების რწმენით, რომელიც სავანეშია ნაწინასწარმეტყველებული. უფრო მეტიც, ჩვენ, წყლისა და სულის სახარების მორწმუნეებს, შეგვიძლია გავხდეთ სხვებისთვის ღვთის მადლის მიმწოდებლები. ამიტომ, ჩვენ ერთგულად უნდა შევასრულოთ ეს დალოცვილი როლი და გავხდეთ გზა ღმერთის კურთხევებისკენ. ეს წიგნი არის ჩემი ურყევი სურვილის შედეგი გამეზიარებინა თქვენთვის ღვთის კურთხევები და მარადიული სიცოცხლის სიტყვები.

    ავტორისგან

    Sermon01.gif

    წმინდა სავანეში გაცხადებული ცოდვილთა ხსნა

    < გამოსვლა 27:9-21 >

    სამხრეთის მხარეს სავანის ეზო მოაწყვე, ასი წყრთის სიგრძის გრეხილი ბისონის ფარდები ჰქონდეს ეზოს ერთ მხარეზე. სვეტები მისი - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით: სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა. ჩრდილოეთის მხარის გასწვრივაც ასი წყრთის სიგრძის ფარდა იყოს; სვეტები - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა. ეზოს სიგანეზე დასავლეთით ორმოცდაათი წყრთის სიგრძის ფარდა ჰქონდეს; თავისი ათი სვეტითა და ათი კვარცხლბეკით. ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ - ფარდა ორმოცდაათი წყრთა იყოს; თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხარისთვის თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. მეორე მხარისთვისაც - თხუთმეტი წყრთა ფარდა სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. ჩამოსაფარებელი ეზოს შესასვლელისათვის - ოცი წყრთა, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილებისა და მოქარგული, გრეხილი ბისონისგან; ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი. ეზოს ყოველი სვეტი ვერცხლის კაუჭებით იყოს შეერთებული ირგვლივ; მათი სამაგრები ვერცხლის იყოს და მათი კვარცხლბეკები - სპილენძისა. ეზოს სიგრძე ასი წყრთაა, ხოლო სიგანე - ორმოცდაათი. სიმაღლე ხუთი წყრთაა; ფარდები გრეხილი ბისონისა, თავისი სპილენძის კვარცხლბეკებით. სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ და ყველა მისი პალო და ეზოს პალო - სპილენძის უნდა იყოს. და უბრძანე ისრაელის შვილებს, მოგიტანონ წმიდა ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. საკრებულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ანთებული ჰქონდეთ იგი აჰარონს და მის ძეებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო წესი ისრაელის ძეთათვის თაობიდან თაობამდე.

    სავანის ოთხკუთხა ეზოს გალავანი სიგრძით 100 წყრთა იყო. ბიბლიაში წყრთა მითითებულია როგორც მანძილი იდაყვიდან თითის წვერამდე, დღევანდელი საზომით დაახლოებით 45 სმ. როგორც ასეთი, სავანის ეზოს გალავნის 100 წყრთის სიგრძე ნიშნავს იმას რომ ის იყო დაახლოებით 45 მ, ხოლო სიგანის 50 წყრთა - დაახლოებით 22,5 მ. ასე რომ, ეს იყო იმ შენობის ზომა, რომელშიც ძველი აღთქმის დროს ღმერთი ისრაელის ხალხთან ცხოვრობდა.

    სავანის გარე ეზო გალავნით იყო გარშემორტყმული

    გინახავთ ოდესმე სურათზე ან ნახატზე გამოსახული წმინდა სავანის, ანუ საკრებულოს კარვის მოდელი? ზოგადად რომ ვთქვათ, ეს კარავი დაყოფილი იყო ეზოდ და თავად წმინდა სავანედ, ღვთის სახლად. ამ ღვთის სახლის შიგნით იყო უფრო მომცრო ნაგებობა, სახელად საწმიდარი. საწმიდარი დაფარული იყო ოთხი განსხვავებული საფარით: თეთრი გრეხილი ბისონის და ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფისგან ნაქსოვი გადასაფარებლით; და ასევე ვაცის მატყლის, წითლად შეღებილი ვერძის ტყავის და მაჩვის ტყავისგან დამზადებული გადასაფარებლებით.

    წმინდა სავანის ეზოს აღმოსავლეთ მხარეს იყო მისი კარიბჭე, ნაქსოვი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფით და თეთრი გრეხილი ბისონით. ამ კარიბჭით შესვლისას ჩვენ სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და საბანელს ვიხილავდით. საბანელს რომ გავცდებოდით, დავინახავდით თვით სავანეს. სავანე დაყოფილი იყო წმინდა ადგილად და წმიდათა წმიდად, სადაც ღვთის მოწმობის კიდობანი იმყოფებოდა. სავანის ეზოს გალავანი აშენებული იყო 60 სვეტით, მათზე გადაჭიმული თეთრი სელით. თავად სავანე კი 48 ბოძით და 9 სვეტით იყო აგებული. ჩვენ ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს წმინდა სავანის გარეგნულ მახასიათებლებზე, რათა გავიგოთ თუ რას გველაპარაკება ღმერთი მისი ფორმატის საშუალებით.

    ღმერთი 48 ბოძით აშენებულ სავანეში იყო დავანებული. ისრაელის ხალხისადმი ის თავის თანდასწრებას დღისით ღრუბლის სვეტში და ღამით ცეცხლის სვეტში ავლენდა, რომლებიც სავანის თავზე ჩნდებოდა. ხოლო საწმიდარის შიგნით, სადაც თვით ღმერთი ივანებდა, ღვთის დიდება ავსებდა მთელ ადგილს.

    წმინდა ადგილის შიგნით იყო საწინაშეო პურის მაგიდა, სასანთლე და საკმევლის სამსხვერპლო, ხოლო წმიდათა წმიდის შიგნით იყო მოწმობის კიდობანი და სარქველი. ეს იყო მიუწვდომელი ადგილები ისრაელის უბრალო ხალხისთვის; სავანის სისტემის მიხედვით მხოლოდ მღვდლებს და მღვდელმთავარს შეეძლოთ იმ წმინდა ადგილას შესვლა. დაწერილია: ასეთნაირად დმოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა აღსასრულებლად. ხოლო მეორეში – მხოლოდ მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი და ხალხის უნებური ცოდვისათვის. (ებრაელთა 9:6-7). ეს გვეუბნება რომ დღევანდელ ეპოქაში, მხოლოდ მათ, ვისაც გააჩნიათ ოქროს რწმენა, რომელსაც წყლისა და სულის სახარება სწამს, შეუძლიათ ღმერთთან ერთად ცხოვრება და მისთვის მსახურება.

    რას ნიშნავს საწინაშეო პურის მაგიდაზე მოთავსებული პური? ის აღნიშნავს ღმერთის სიტყვას. რა არის საკმევლის საკურთხევლის მნიშვნელობა? ის გამოხატავს ლოცვებს. წმიდათა წმიდის შიგნით იმყოფებოდა მოწმობის კიდობანი და ხალასი ოქროსგან დამზადებული სარქველი, რომელიც კიდობანს ფარავდა. მის ზემოთ ერთმანეთის პირისპირ მყოფი ქერუბიმები თავისი გაშლილი ფრთებით ამ სარქველს ფარავდნენ და მას ზემოდან დაჰყურებდნენ. ეს იყო მოწყალების სარქველი, ადგილი, სადაც ღმერთი თავის წყალობას იძლეოდა. მოწმობის კიდობნის შიგნით ინახებოდა ორი ქვის დაფა, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოტვიფრული, აარონის აყვავებული კვერთხი და მანანით სავსე ქილა. კიდობანი დაფარული იყო ოქროს სახურავით (მოწყალების სარქვლით), მის თავზე კი ორი ქერუბიმი სარქველს ზემოდან დაჰყურებდა.

    სად ცხოვრობენ ისინი ვინც ცოდვათა პატიება მიიღო?

    ადგილი, სადაც ცხოვრობენ ისინი ვინც ცოდვის მიტევება მიიღო, საწმიდარის შიგნითაა. საწმიდარი აშენებული იყო 48 ბოძისგან, და ყოველი მათგანი ოქროთი იყო მოჭედილი. დაუფიქრდით ამას. როცა უყურებთ ოქროს კედელს, რომელიც არა მხოლოდ რამოდენიმე, არამედ 48 ოქროს ბოძისგან იყო შემდგარი, როგორი კაშკაშა უნდა ყოფილიყო მისი ბრწყინვალება? ვინაიდან საწმიდარის ინტერიერი და მთელი მისი ჭურჭელი ამგვარად სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული, ისინი თვალისმჭრელად ბრწყინავდნენ.

    კარვის გარე ეზოს სრულადდასაწველის სამსხვერპლო და საბანელი სპილენძისა იყო, ხოლო ეზოს გალავანი ვერცხლით და თეთრი სელით გადახურული სვეტებისგან იყო შემდგრი. ამის საპირისპიროდ, საწმიდარის შიგნით არსებული მთელი ჭურჭელი იყო ოქროსი; სასანთლეც და საჩვენებელი პურის მაგიდაც ოქროსგან იყო ჩამოსხმული. ვინაიდან საწმიდარის ყველა ნივთი და მისი სამმხრივი კედლები ამგვარად სუფთა ოქროსგან იყო გაკეთებული, მისი შიდა სივრცე მუდამ კაშკაშად ოქროს ბზინვარებით ბრწყინავდა.

    ის რომ საწმიდარის შიდა ოთახი ასე კაშკაშად ოქროთი ბზინავდა, გვეუბნება რომ გადარჩენილი წმიდები ღმერთის ეკლესიაში რწმენის თავის ძვირფას ცხოვრებას ეწევიან. წმიდები, რომლებიც წყლისა და სულის სახარების რწმენით ამგვარად ცხვრობენ, საწმიდარში არსებულ ხალას ოქროს ემსგავსებიან. ცხოვრება, რომელსაც ასეთი წმიდები საწმიდარში ატარებენ, არის კურთხეული ცხოვრება რომელიც ეკლესიაშია დაფუძნებული, იკვებება ღვთის სიტყვით, ლოცულობს და თაყვანს სცემს ღმერთს, მიდის ღმერთის ტახტის წინაშე და ყოველდღე, მთელ საკრებულოში, მისი მადლით არის შემოსილი. ასეთია საწმიდარის შიგნით რწმენის ცხოვრება. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რომ მხოლოდ მართალს, ვინც წყლისა და სულის სახარებით ხსნა მიიღო, შეუძლია საწმიდარში რწმენის ამ ძვირფასი ცხოვრების ქონა.

    ღმერთმა ცხადად დაყო საწმიდარის შიდა და გარე სივრცე

    ისევე როგორც სახლების უმეტესობას ღობე გააჩნია, სავანის ეზოსაც ასევე 60 სვეტისგან და მათზე არსებული თეთრი სელის საკიდებისგან შემდგარი გალავანი ჰქონდა. ეზოს აღმოსავლეთით, ყველას დასანახად, 9 მ. სიგანის ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ნართისგან და თეთრი გრეხილი ბისონისგან დამზადებული ფარდის კარიბჭე იმყოფებოდა.

    წმინდა სავანის შესწავლისას ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ თუ რა არის ის მანათობელი რწმენა, რომელიც ღმერთს ჩვენგან სურს, როგორი რწმენაა გადარჩენილთა რწმენა, და, სავანისთვის გამოყენებული მასალების საშუალებით, უნდა დავინახოთ თუ როგორ გვიხსნა ღმერთმა. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რას წარმოადგენს საწმიდარის შიგნით შენახული ეს ბრწყინვალე ოქროს რწმენა, ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ საბანელს, სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და გალავანს, რომელიც კარვის გარე ეზოში იყო განთავსებული, და ყველა მასალას რომელიც მათთვის გამოიყენებოდა. ამით ჩვენ შევძლებთ იმის გარკვევას თუ რა რწმენით უნდა შევიდეთ ოქროთი მბზინავ მანათობელ საწმიდარში.

    რა იყო კარვის გარე ეზოში? იქ იყო საბანელი და სრულადდასაწველის შესაწირავის სამსხვერპლო. მას გარს აკრავდა 60 ხის სვეტი, და ამ სვეტებზე, ეზოს გალავნის სახით, თეთრი სელის საკიდები იყო გადაჭიმული. გალავნის სვეტები დამზადებული იყო აკაციის ხისგან, რომელიც, მიუხედავად გამძლეობისა, ძალიან მსუბუქი იყო. ამ ხისგან დამზადებული სვეტები იყო დაახლოებით 2,25 მ სიმაღლის, რაც შეუძლებელს ხდიდა ნორმალური სიმაღლის მქონე ადამიანებისთვის ეზოს გალავნის გარედან კარვის შიგნით ჩახედვას. კედლის ძირში გალავანზე გადასაძრომად განზრახ რაიმე ამაღლება რომ მოგეთავსათ, შეძლებდით ეზოს შიდა სივრცის დანახვას, მაგრამ ასეთი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო მის შიგნით ჩახედვა. ეს გვეუბნება რომ ჩვენი ადამიანური ძალისხმევით ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ღვთის სასუფეველში შესვლას.

    გარე ეზოს ხის სვეტების ძირში სპილენძის კვარცხლბეკები იყო მოთავსებული, ხოლო სვეტების თავები ზემოდან ვერცხლით იყო მოჭედილი. ვინაიდან სვეტები თავისით ვერ იდგებოდნენ, ერთმანეთის მიმდებარე სვეტები ვერცხლის სამაგრებს სტაბილურად ეკავა. სვეტების ყველა მიმართულებით მყარად დასაჭერად, სვეტების ვერცხლის თავებში მოთავსებული ვერცხლის კაუჭები საბელებით სპილენძის პალოებზე იყო მიმაგრებული (გამოსვლა 35:18).

    რა მასალები გამოიყენებოდა სავანის ეზოს კარიბჭისთვის?

    სავანის ეზოს კარიბჭისთვის გამოყენებული მასალები იყო ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფი და თეთრი გრეხილი ბისონი. კარიბჭის სიმაღლე იყო 2,25 მ, ხოლო სიგანე დაახლოებით 9 მ. ეს იყო ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფებით და თეთრი გრეხილი ბისონით ნაქსოვი ფარდა, რომელიც ოთხ სვეტზე იყო ჩამოკიდებული. ამგვარად, სავანის ეზოში შესვლის მსურველს ადვილად შეეძლო მისი კარიბჭის მოძებნა.

    კარიბჭისთვის გამოყენებული ამ სამფეროვანი ძაფის და თეთრი ბისონის ქსოვილები ცხადყოფენ რომ ღმერთს ჩვენ მისი ძის იესოს ამ ოთხი საქმის მეშვეობით ყველა ჩვენი ცოდვისგან უნდა გადავერჩინეთ. 60-ვე ხის სვეტი და სავანის ეზოს გალავნის თეთრი სელი ასევე ნათლად ცხადყოფს, თუ რა მეთოდით უნდა გადავერჩინეთ ღმერთს თქვენ და მე ჩვენი ცოდვებისგან მისი ძის იესოს მეშვეობით.

    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სავანის ეზოს კარიბჭის მეშვეობით ღმერთი ნათლად გვიმჟღავნებს ხსნის საიდუმლოს. მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ კარიბჭისთვის გამოყენებულ მასალებს: ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფი და თეთრი გრეხილი ბისონი. ეს ოთხი ქსოვილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იესოს რწმენით გადარჩენის საქმეში. ეს მასალები მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო, ბიბლია მათ ასე დეტალურად არ აღწერდა.

    სავანის ეზოს კარიბჭისთვის გამოყენებული ყველა მასალა აბსოლუტურად აუცილებელი იყო ღვთის მიერ ჩვენი გადარჩენის საქმეში. თუმცა, ის ფაქტი, რომ კარიბჭე ნაქსოვი იყო ამ სამფეროვანი ძაფით და თეთრი გრეხილი ბისონით, უდავოდ უაღრესად მნიშვნელოვანია ღმერთისთვის ცოდვილების გადასარჩენად, რადგან ეს ოთხი ძაფი იყო ღმერთის სრულყოფილი ხსნის გამოცხადება. ასე დაადგინა ეს ღმერთმა. ამიტომ უჩვენა მან მოსეს სინას მთაზე წმინდა სავანის მოდელი და უთხრა რომ მისი ეზოს კარიბჭე ზუსტად ამ გეგმის მიხედვით გაეკეთებინა.

    რას აღნიშნავდა ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფი და თეთრი გრეხილი ბისონი?

    წმიდა ადგილის კარიბჭე დამზადებული იყო ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფით ნაქსოვი ფარდისგან და თეთრი გრეხილი ბისონისგან, და წმიდა ადგილსა და წმიდათა წმიდის შორის არსებული ფარდაც ამ ოთხი ძაფისგან იყო ნაქსოვი. არა მხოლოდ ეს, არამედ მღვდელმთავართა ეფოდიც და სამკერდულიც ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფით და თეთრი გრეხილი ბისონით იყო ნაქსოვი. მაშ რას გვეუბნება ეს სამფეროვანი ნართი და თეთრი ბისონის ქსოვილი? რას გვეუბნებიან ეს ფერები კონკრეტულად, მაშინ როცა ისინი ასე აბსოლუტურად გარდაუვალია უფლის მიერ ჩვენს გადასარჩენად? ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყურადღებით განვიხილეთ ეს საკითხი.

    უპირველეს ყოვლისა, ცისფერი ძაფი მოგვითხრობს იესო ქრისტეს ნათლობაზე. მათ, ვინც არ იცის ნათლობის მნიშვნელობა, არ იციან რომ ცისფერი ძაფი იესო ქრისტეს ნათლობას ეხება. როგორც ასეთი, ისინი ვინც ხელახლა არ შობილან, ზოგადად ამტკიცებენ რომ ცისფერი ძაფის მნიშვნელობა არის: იესო ქრისტე თავად ღმერთია და ის ამქვეყნად კაცის ხორცში მოვიდა. მეორეს მხრივ, სხვები ამტკიცებენ რომ ცისფერი ძაფი მხოლოდ ღვთის სიტყვას აღნიშნავს. თუმცა, ბიბლია გვეუბნება რომ ცისფერი ძაფი ნიშნავს იესოს ნათლობას, რომლითაც მან დედამიწაზე მოსვლის შემდეგ საკუთარ თავზე სამყაროს ცოდვები იტვირთა. წმინდა წერილი ნათლად გვიჩვენებს რომ ცისფერი ძაფი მიუთითებს წყალში ნათლობას, რომელიც იესომ იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო. წმინდა სავანის შესახებ სიტყვის წაკითხვისას მე მივხვდი: აჰა, ღმერთს სურს რომ დაგვანახოს იესოს ნათლობაში არსებული ჩვენი რწმენის მნიშვნელობა!

    შესამოსელი, რომელსაც მღვდელმთავარი შესაწირავის გაცემისას ატარებდა, ასევე ცისფერი ძაფით იყო ნაქსოვი. დოლბანდზე, რომელიც მღვდელმთავარს თავზე ეხურა, ოქროს ფირფიტა იყო ჩამოკიდებული, და ზონარი რომლითაც ფირფიტა დოლბანდზე იყო მიბმული, ასევე ცისფერი ძაფისგან იყო. ამ ოქროს ფირფიტაზე იყო ამოტვიფრული წარწერა: სიწმიდე უფლისა. ჩვენ ვხედავთ რომ მღვდელმთავრის დოლბანდზე ოქროს ფირფიტის დასამაგრებელი ეს ცისფერი ბაწარი აშკარად გამოხატავს იესოს ნათლობას, რომელიც უფალს სიწმინდეს მიაგებს.

    ამგვარად, ცისფერი ზონარის მეშვეობით, რომელიც ოქროს ფირფიტას დოლბანდზე აკრავდა, ღმერთი ჩვენს ჭეშმარიტ ხსნაზე გვესაუბრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამაგრი რომელიც გვანიჭებს სიწმინდეს, არის ცისფერი, და ეს არის იესოს ნათლობა. მიუხედავად იმისა რომ ლურჯი ფერი ზოგადად ცისფერ ცას გვაგონებს, ეს ფერი არ ეხება მხოლოდ თავად ღმერთს. ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფიდან და თეთრი გრეხილი ბისონიდან, ცისფერი ძაფი ნამდვილად იესო ქრისტეს ნათლობას მიუთითებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცისფერი ძაფი გვეუბნება რომ იესო ქრისტემ თავის ნათლობაში ამ სამყაროს ყველა ცოდვილის ცოდვები იკისრა (მათე 3:15). იესოს ამ ნათლობით ყველას ცოდვები რომ არ წაეღო, ჩვენ, მორწმუნეები, ვერ შევძლებდით უფლისთვის სიწმინდის მიგებას. რომ არა ის ნათლობა, რომელიც იესომ მიიღო, ჩვენ ვერასოდეს შევიმოსებოდით სიწმინდით ღვთის წინაშე.

    იცით თუ არა წმინდა სავანის კარიბჭეში ცისფერი ძაფის გამოყენების სულიერი მნიშვნელობა, იმ ფორმატის მიხედვით რომელიც ღმერთმა მოსეს უბრძანა? ეს კარიბჭე, რომლითაც შევდივართ სავანეში სადაც ღმერთი იყო დავანებული, იესო ქრისტეს სიმბოლოა. ცათა სასუფეველში ვერავინ შევა, თუ არა იესო ქრისტეს მეშვეობით. სავანის ეზოს კარიბჭე, რომელიც იესოს მიუთითებს, ნაქსოვი იყო ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფით და თეთრი გრეხილი ბისონით, ზუსტად იმიტომ რომ ღმერთს სურდა გამოეცხადებინა ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ ხსნამდე მიგვიყვანს. მეწამული ძაფი ეხება სულიწმიდას და გვეუბნება: იესო არის მეფეთა მეფე. ძოწისფერი ძაფი ეხება სისხლს, რომელიც იესომ ჯვარზე დაღვარა. ცისფერი ძაფი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეხება ნათლობას, რომელიც იესომ იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო.

    ამიტომ ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფები მოგვითხრობს იესოს ნათლობაზე, ღვთის განკაცებაზე და მის ჯვარზე სიკვდილზე. ამ სამ ძაფში გამოვლენილი იესოს საქმეები გვაძლევს რწმენას, რომელიც გვანიჭებს იეჰოვას წინაშე სიწმინდით მისვლის საშუალებას. ის რომ იესო, თვით ღმერთი, ამქვეყნად კაცის ხორცში მოვიდა, აიღო საკუთარ სხეულზე ცოდვილთა უმართლობები, მოინათლა და თავისი სისხლის დაღვრით შემნაცვლელად იტვირთა ყველა ცოდვისა და წყევლის მსჯავრი - არის ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფის სულიერი საიდუმლო.

    შესაძლოა, თქვენ აქამდე ცისფერ ძაფზე, მხოლოდ როგორც ღმერთის ან მისი სიტყვის გამოხატულებაზე ფიქრობდით. მაგრამ ახლა ნათლად უნდა გაიგოთ, რომ ცისფერი ძაფი რეალურად ეხება იესო ქრისტეს ნათლობას. ნათლობა, რომლითაც იესომ მასზე გადასული ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და იესოს საქმეებიდან მისი გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება; როგორც ასეთი, ძველი აღთქმის სავანედან ღმერთი მის მნიშვნელობაზე გველაპარაკება.

    იესოს ნათლობა იყო მეთოდი, რომლითაც მან ყველა ჩვენი ცოდვა იტვირთა

    სავანის გალავნის სვეტები აკაციის ხისგან იყო გაკეთებული. ამ სვეტების ძირში სპილენძის კვარცხლბეკები იყო მოთავსებული, ზემოდან კი სვეტები ვერცხლის თავებით იყო მოჭედილი. ეს პირველ რიგში გვეუბნება რომ ცოდვილები თავიანთი ცოდვებისთვის უნდა განიკითხონ. გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ერთხელ უკვე იქნა თავისი ცოდვებისთვის განკითხული. ისინი, ვინც ჯერ არ განკითხულა და, შესაბამისად, არაა გადარჩენილი, ვერ შეძლებენ თავისი ცოდვების გამო მარადიული სამსჯავროს თავიდან აცილებას როცა ღვთის წინაშე წარსდგებიან.

    როგორც წერია: რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23) ცოდვილები რა თქმა უნდა მიიღებენ ღვთის საშინელ განაჩენს მათი ცოდვების გამო. მაშასადამე, ღმერთმა ერთხელ უნდა გაასამართლოს ცოდვილები მათი ცოდვებისთვის, რის შემდეგ მათ ისევ უნდა იცოცხლონ, მისი მადლით შემოსილნი. ამას ჰქვია ხელახლა შობა. ცისფერი ძაფის რწმენა, ანუ ის რომ იესო ქრისტემ ყველა ჩვენი ცოდვა თავის თავზე ნათლობის გზით იკისრა, და ძოწისფერი ძაფის რწმენა იმისა რომ იესომ ყველა ცოდვილი ჯვარზე თავისი განკითხვით გადაარჩინა - სწორედ ამ რწმენით ვკვდებით ჩვენ ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, რის შემდეგ ხელახლა ვიშვებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ მხოლოდ მარადიული სამსჯავრო ელის მათ, ვინც თავიანთი ურწმუნოების გამო ვერ გაივლის რწმენით გასამართლებას.

    იესოს ნათლობა იყო საშუალება რომლითაც ქრისტემ აიღო ყველა ჩვენი ცოდვა, რათა ყველა ამ ცოდვისგან გადავერჩინეთ. იოანე ნათლისმცემლის მიერ მონათვლით იესომ ყველა ჩვენი უმართლობა იკისრა. იესო თავად ღმერთია და ჩვენს სახსნელად ის მოვიდა ამქვეყნად ადამიანის ხორცში, აიღო ცოდვილთა ყველა ურჯულოება იოანე ნათლისმცემლის, კაცობრიობის წარმომადგენლისგან მონათვლის გზით, და ჯვარზე საკუთარი სხეულის სასიკვდილოდ გაცემით და წყლისა და სისხლის დაღვრით, ცოდვილთა ნაცვლად მათი განაჩენი იტვირთა. წმინდა სავანის ეზოს კარიბჭე დაწვრილებით მოგვითხრობს იმ საქმეთა შესახებ, რომლებიც იესომ, როგორც ჩვენმა მხსნელმა აღასრულა. სავანის ეზოს კარიბჭის საშუალებით ღმერთი ნათლად გვეუბნება რომ იესო ცოდვილთა მხსნელი გახდა.

    თეთრი გრეხილი ბისონი მიუთითებს ძველი და ახალი აღთქმის სიტყვას, რომელიც დეტალურად არის ჩაწერილი და ემთხვევა ერთმანეთს. რამდენად ჩახლართულად უნდა მოქსოვილიყო თითოეული ძაფი, ამ წმიდა თეთრი ბისონის დასამზადებლად? ამ გრეხილი ბისონის მეშვეობით ღმერთი დეტალურად გვეუბნება თუ როგორ გვიხსნა მან ჩვენ.

    როდესაც ხალიჩებს ვაკვირდებით, ჩვენ ვხედავთ რომ ისინი სხვადასხვა ძაფების ერთმანეთთან შერწყმით არის ნაქსოვი. ამის მსგავსად, ღმერთმა ისრაელიანებს უბრძანა რომ გაეკეთებინათ სავანის ეზოს კარიბჭე თეთრ გრეხილ ბისონზე ჩაქსოვილ ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფების ქსოვით. ეს გვიჩვენებს რომ იესო, რომელიც მოვიდა ჩვენთან წყლით (ნათლობით), სისხლით (ჯვარი) და სულიწმიდით (იესოს ღვთაება), რომლებიც ღვთის ჩახლართულ სიტყვაში იმალება, არის ჩვენი ხსნის კარიბჭე. იესო ქრისტესადმი სათანადო რწმენით, რომელიც ღვთის ჩახლართულ სიტყვაში გამოვლინდა, და მისი სიყვარულით შემოსილნი, ჩვენ ახლა რწმენის მეშვეობით სრული ხსნა მოვიპოვეთ.

    იესო ქრისტეს ჩვენ დაუფიქრებლად არ გადავურჩენივართ. ამის დანახვა შეგვიძლია, როცა საკრებულოს კარავს, ანუ წმინდა სავანეს ვუყურებთ. იესომ მართლაც საგულდაგულოდ იხსნა ცოდვილები. ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ თუ რა ოსტატურად გადაგვარჩინა მან, როცა მხოლოდ გალავნის სვეტებს ვაკვირდებით. რატომ არის რომ ყველა რიცხვიდან გალავნის სვეტების რიცხვი 60-ად იყო არჩეული? ეს იმიტომ მოხდა რომ რიცხვი 6 ეხება ადამიანს, ხოლო რიცხვი 3 ღმერთს. გამოცხადების 13-ში ჩნდება 666-ის ნიშანი და ღმერთი გვეუბნება რომ ეს რიცხვი არის მხეცის რიცხვი და რომ ბრძენთ შეუძლიათ ამ რიცხვის საიდუმლოს გაგება. მაშასადამე, რიცხვი 666 ნიშნავს რომ ადამიანი ცდილობს თავის მოქმედებაში ღმერთის მიბაძვას. რა არის კაცობრიობის სურვილი? არა ის რომ სრულყოფილ ღვთაებრივ არსებას დაემსგავსონ? თუ ჩვენ მართლაც გვსურს ღვთაებრივი არსების მსგავსად ქცევა, ჩვენ ხელახლა უნდა ვიშვათ იესოს რწმენით და გავხდეთ ღვთის შვილები. 60 სვეტი დეტალურად მიუთითებს ამ მნიშვნელობას.

    ამასთანავე, რწმენის მიღების ნაცვლად, ადამიანები სჩადიან ამპარტავნულ და ბოროტ ქმედებებს და ცდილობენ რომ საკუთარი ძალისხმევით გახდნენ ამ ღვთაებრივი ბუნების თანაზიარნი. ეს არის მიზეზი რის გამოც ისინი ღმერთის ყველა სიტყვას მათი ადამიანური ვნებების და აზრების მიხედვით ურწმუნოებაში ჩავარდნით ახლებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ, რადგან მათ აქვთ არა რწმენა, არამედ მხოლოდ ვნება, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. ამ ხორციელი ვნების გამო რომელიც უბიძგებს მათ რომ თავისით მიაღწიონ საკუთარი ხორცის სრულყოფილებას, ისინი საბოლოოდ უსასრულოდ შორდებიან ღვთის სიტყვას.

    სავანეში გაცხადებული ხსნის სიტყვის ყველა კომპონენტი

    იესო ქრისტეს მიერ ცოდვილების გადასარჩენად და საწმიდარში მათ შესაყვანად, საჭირო იყო წმინდა სავანის ყველა ჭურჭელი და მასალა. საჭირო იყო სრულადდასაწველი შესაწირავის სამსხვერპლო, საჭირო იყო საბანელი, ასევე აუცილებელი იყო სვეტები, სპილენძის კვარცხლბეკები, ვერცხლის თავები, კაუჭები და ვერცხლის სამაგრები. ყოველივე ეს საწმიდარის გარეთ არსებული ჭურჭელი იყო და ყველა ისინი აუცილებელი იყო ცოდვილის მართალ ადამიანად გადასაქცევად.

    ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ცოდვილების ღვთის სასუფეველში შესასვლელად და მანდ საცხოვრებლად, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცისფერი ძაფი (იესოს ნათლობა). ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფები სავანის ეზოს კარიბჭის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ეს ძაფები ეხება იესოს სამ საქმეს, რომლებიც ღმერთის რწმენისას გვჭირდება. უპირველეს ყოვლისა, იესო მოვიდა ამ დედამიწაზე და თავისი ნათლობით აიღო ყველა ჩვენი ცოდვა; მეორე, იესო არის ღმერთი (სული); და მესამე, იესო მოკვდა ჯვარზე, რათა ეტვირთა ყველა იმ ცოდვის მსჯავრი, რომელიც მან საკუთარ თავზე იოანეს მეშვეობით მდინარე იორდანეში მიიღო. ეს არის ჭეშმარიტი რწმენის სწორი წესრიგი, რომელიც ცოდვილთა გადარჩენისა და გამართლებისთვის არის საჭირო.

    როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ჩვენ ვხვდებოთ რამდენად წვრილმანია ჩვენი უფალი. ჩვენ ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა რომ ის, რომელმაც ამ თეთრი გრეხილი ბისონის მსგავსად ასე დახვეწილად გადაგვარჩინა, სხვა არავინაა, თუ არა თავად ღმერთი. გარდა ამისა, ღმერთმა ისრაელიანებს სავანის ეზოს კარიბჭის ასაშენებლად, თეთრ ბისონში ჩაქსოვილი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფის ფარდა დაამზადებინა, რომლის სიგანე 9 მეტრს აღწევდა. ამგვარად, ღმერთმა იზრუნა რომ ყველას, ვინც თუნდაც შორიდან უყურებდა სავანეს, ადვილად შეეძლო მისი ეზოს კარიბჭის დანახვა.

    სავანის ეზოს სვეტებზე გადაჭიმული თეთრი სელის საკიდები ღვთის სიწმინდეს ცხადყოფენ. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ რომ ცოდვილებს არ შეუძლიათ სავანესთან მიახლოება და რომ მათ მის ეზოში შესვლა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ჭეშმარიტ ხსნას ღებულობენ იესოს მსახურების რწმენით, რომელიც კარიბჭის ფარდაში ჩაქსოვილ ცისფერ, მეწამულ და ძოწისფერ ძაფში გამოიხატება. ამ გზით ღმერთმა ცოდვილებს საშუალება მისცა რომ სცოდნოდათ რომ იესო ქრისტემ ყველა მათი ცოდვა ამოშალა და იხსნა ისინი წყლის, სისხლის და სულიწმიდის მეშვეობით.

    არა მხოლოდ ეს, არამედ წმინდა სავანეში არსებული ყველა მასალა და ნივთი, მისი ეზოს კარიბჭის ჩათვლით, ასევე გვაჩვენებს ღმერთის დახვეწილ სიტყვას, რომელიც მას ცოდვილების მართლებად გადასაქცევად სჭირდება. ვინაიდან ღმერთმა უთხრა ისრაელიანებს რომ სავანის ეზოს კარიბჭე ყველას დასანახად საკმარისად დიდი გაეკეთებინათ, და რადგან ეს კარიბჭე თეთრ გრეხილ ბისონზე ჩაქსოვილ ცისფერ, მეწამულ და ძოწისფერ ძაფთა რთული ქსოვით დამზადდა, ღმერთმა ყველას მისცა საშუალება რომ ნათლად გაეგოთ ის მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც ცოდვილების მართალებად გადაქცევა შეეძლო.

    წმინდა სავანის ეზოს კარიბჭე გვეუბნება რომ ღმერთმა სრულიად გვიხსნა ჩვენ, რომლებიც აკაციის ხის მსგავსნი ვიყავით, ჩვენი ცოდვებისაგან, ცისფერი ძაფის (იესოს ნათლობა), ძოწისფერი ძაფის (ჯვრის სისხლი) და მეწამული ძაფის (იესო ღმერთია) მეშვეობით. ღმერთმა დაადგინა რომ მხოლოდ მათ ვისაც ამის აშკარად სწამს, შეუძლიათ საწმიდარში, ღვთის სახლში შესვლა.

    იესო ქრისტე ამ მინიშნებით გველაპარაკება

    ღმერთი გვეუბნება რომ ჩვენ ჯერ ყველა ჩვენი ცოდვებისაგან იესოს ნათლობით უნდა განვიწმინდოთ იმსითვის რომ შევძლოთ ოქროსფერი, ბრწყინვალედ მანათობელი რწმენით ცხოვრება. ამიტომ თავად ღმერთმა აჩვენა მოსეს წმინდა სავანის ნიმუში, შემდეგ ააგო იგი მოსეს მეშვეობით და ისრაელის ხალხს ცოდვების მიტევება ამ სავანის დაფუძნების მეშვეობით მიაღებინა. მოდით დავიბრუნოთ რწმენა, რომელმაც წმინდა სავანის ეზოში და საწმიდარში მიგვიყვანა. სავანის ეზოს მეშვეობით ღმერთი აგრძელებს ჩვენთან საუბარს იმ ჭეშმარიტების რწმენაზე რომ იესომ გადაგვარჩინა წყლის, სისხლის და სულიწმიდის მეშვეობით. რწმენა ეზოს კარიბჭისადმი, რომელიც ნაქსოვი იყო ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ძაფებისგან, რწმენა მღვდელმთავრის მიერ სამსხვერპლო კრავზე ხელდადების და ამ კრავის სისხლის გაღების, და რწმენა რომლითაც მღვდელმთავარი საბანელში ხელებს და ფეხებს იბანდა - ეს ყველაფერი გვასწავლის რომ მხოლოდ წყლისა და სულის სახარებისადმი ჩვენი რწმენა არის სუფთა ოქროს მსგავსი რწმენა, რომელიც საწმიდარში შესვლის და იქ დიდებით ცხოვრების საშუალებას გვანიჭებს.

    წმინდა სავანის მეშვეობით ღმერთმა ყველა ჩვენთაგანს ხსნის მადლის და მისი კურთხევის მიღების უფლება გვიბოძა. სავანე გვაძლევს ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ კურთხევათა ცოდნის საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ და ვირწმუნოთ გადარჩენის მადლი, რომლის გამო ჩვენ ღვთის მადლის ტახტის წინ მისვლა და ერთდროულად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1