Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

Predestined (Georgian Edition): მოწოდებული
Predestined (Georgian Edition): მოწოდებული
Predestined (Georgian Edition): მოწოდებული
Ebook369 pages2 hours

Predestined (Georgian Edition): მოწოდებული

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„როგორ ვიპოვო თავი ღმერთში? ვინ ვარ მე?" - ამ კითხვებმა ღმერთში მოგზაურობისკენ მიბიძგა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ღვთიურ სინათლეზე დანახვა და მის შემეცნებაში მუდმივი ზრდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ბედავს უფალს სრულად მიენდოს. მიზეზი

Languageქართული ენა
Release dateFeb 1, 2022
ISBN9781087922997
Predestined (Georgian Edition): მოწოდებული
Author

Andrey Shapoval

Андрей Шаповал - пастор-евангелист, миссионер, всемирно известный спикер и основатель служения Пламя Огня (Flame of Fire Ministry). После своего покаяния он полностью посвятил себя познанию Бога, и вскоре у него произошла сверхъестественная встреча с Иисусом. Андрей страстно влюблен в Бога и служит людям с отцовским сердцем. Вместе с командой служения он по всему миру проводит огромные крусейды, школы, конференции, проповедуя Евангелие Царства в силе и славе Божьей. Через его служение огромное колличество людей приходят ко Христу и переживают огонь Святого Духа; Бог освобождает, исцеляет и восстанавливает жизни людей. Андрей со своей супругой Наташей растят четырех детей и проживают в Сакраменто, Калифорния. www.ffministry.com

Related to Predestined (Georgian Edition)

Related ebooks

Related categories

Reviews for Predestined (Georgian Edition)

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    Predestined (Georgian Edition) - Andrey Shapoval

    მოწოდებული

    უდიდესისთვის დაბადებული

    ანდრეი შაპოვალი

    საავტორო უფლებები © 2020 ანდრეი შაპოვალი

    პროექტის მენეჯერი: ლიუბოვ კასიანოვა

    მთარგმნელი ანნა ძაგანია

    რედაქტორი ქეთი გახოკია

    ყდის დიზაინერი: ალექსეი კაზნაჩეევი, ვლადისლავ

    ყველა უფლება დაცულია. დაუშვებელია წიგნის ან წიგნის ნაწილების გამოყენება ან/და გავრცელება საავტორო უფლებების მფლობელთან წინასწარი, წერილობითი შეთანხმების გარეშე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ რეცენზენტებისთვის, რომლებსაც ჟურნალისთვის, ვებსაიტისთვის, გაზეთისთვის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებისთვის, სატელევიზიო ან რადიო პროგრამებისთვის წიგნის მცირე ნაწყვეტების ციტირება სურთ.

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ძვირფასო მეგობარო,

    ეს წიგნი შენს ხელში შემთხვევით არ მოხვედრილა. ვიდრე პირველი წინადადების კითხვას დაიწყებდი, შენთვის ვილოცე და სულიწმინდას შენი აზროვნების შეცვლა ვთხოვე, რათა მან ცხოვრების ჭეშმარიტი დანიშნულება განგიცხადოს. დაე, თვით იესო ქრისტემ გაგინათოს გზა, რადგან ისაა ჭეშმარიტი სინათლე, ზეციდან ჩამოსული ნათელი ყველასთვის, ვინც მას ირწმუნებს. მწამს, რომ ამ წიგნის კითხვის დროს, ღმერთის სული იმოქმედებს შენზე და შენი ცხოვრებაც გარდაიქმნება. ეს ძალზე ახლოა! ვლოცულობ, რათა სულიწმინდა იქცეს შენთვის ყველაზე ახლო პიროვნებად და გულის თვალები აგიხილოს, რათა საკუთარი თავი ღვთის სინათლეზე დაინახო და გააცნობიერო, რა დიდებული მემკვიდრეობის მფლობელი ხარ უფალ იესო ქრისტეში! ჩვენ ხომ ღმერთის ძენი და ასულნი ვართ, მამის ნების შესასრულებლად მოვლენილნი დედამიწაზე.

    მიეცი დროს საშუალება, რომ სულ ერთი წამით შეჩერდეს, რათა ღმერთმა იმ დროში დაგაბრუნოს, როცა მისი სული შენს სიცოცხლეს ჰქმნიდა. ვიდრე დედის საშოში ჩაისახებოდი და ჩამოყალიბდებოდი, შენ ღმერთის განზრახვასა და მის გონებაში არსებობდი! (ფსალ: 138:16) ვიდრე შენი ფილტვები პირველად ჩაისუნთქავდნენ ჰაერს და ტირილით აუწყებდი ქვეყანას შენს მოვლინებას, მანამ ღმერთის ჩანაფიქრში, ხილული სამყაროს შექმნამდე არსებობდი. მან წინასწარ დაწერა შენი ცხოვრების თითოეული დღე, ვიდრე მათ ხილულად აქცევდა. გახსოვდეს, უფალი არაფერს იწყებს და აკეთებს ხილულ სფეროში მანამ, ვიდრე მას უხილავში არ დაასრულებს. შენი დაბადება დედამიწაზე უკვე მოწმობს იმას, რომ შენი ბედი ღვთისგან უხილავში უკვე განსაზღვრულია.

    ღმერთს ყველა ადამიანისთვის წინასწარ დადგენილი დრო აქვს გამოყოფილი დედამიწაზე. მისი სურვილია, რომ იმ ადამიანად იქცე, რომელიც საკუთარ თაობაში ღმერთის სურვილებსა და განზრახვებს აღასრულებს. მოდით ვნახოთ, რა წერია იოანე ნათლისმცემელზე: ის არის ღვთისაგან მოვლენილი, რათა ყველამ ირწმუნოს მისი მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა წინასწარ დაადგინა, რომ იოანე განსაზღვრულ დროს დაამოწმებდა ქრისტეზე და ადამიანებს მონანიებამდე მიიყვანდა. იოანემ აღასრულა საკუთარი მისია დედამიწაზე. ახლა კი ჩვენი დროა. ღმერთმა ყოველ ჩვენგანს მისცა განსაზღვრული დრო, რათა ვეძებოთ იგი და მას ვემსახუროთ. ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა მისი ნაბოძებია. ჩვენ მხოლოდ მისით ვცხოვრობთ, მისით ვმოძრაობთ და მისით ვარსებობთ.

    იმ წუთიდან, როცა ამ წიგნის დასაწერად შთაგონება მივიღე, შენთვის ლოცვა დავიწყე, რათა იქცე მორწმუნედ, შენს მოწოდებაში შეხვიდე, აღასრულო მამის ნება და ღვთის სასუფეველი დედამიწაზე შენი მეშვეობით გავრცელდეს. გწამდეს, რომ რაც ამ წიგნში წერია, უბრალო ინფორმაცია არ არის, არამედ სულიწმინდის გამოცხადებაა, რომელმაც რადიკალურად იმოქმედა ჩემს გონებაზე და ჩემი პირადი ცხოვრება შეცვალა. ამ წიგნის თავები ეტაპობრივად გაგატარებს ჩემი აღმავლობის გზას, რომელიც უფალმა წინასწარ გამიმზადა. იხილავ იმ სულიერ გამოცდილებას, რომელიც მან განმაცდევინა. მჯერა, რომ სულიწმინდა ამ წიგნის მეშვეობით, თავისი ცეცხლით აანთებს შენს გულს და უფრო დიდებული წყურვილით აგავსებს. შენ ხომ სწორედ დიდებულისთვის ხარ დაბადებული!

    ყველაფერს, რაც ღმერთმა გაჩუქა - სიცოცხლეს, ნიჭსა და ყოველ ამოსუნთქვას - უდიდესი ფასი და დანიშნულება აქვს. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე თავად წარმოგიდგენია. ღმერთს სწორედ შენი გამოყენება სურს, რათა თავის საქმეების აღსრულება განაგრძოს ამ მიწაზე. მთელი გულით ვლოცულობ, რომ ვიქცეთ იმ ადამიანებად, რომლებზეც ღმერთი თამამად იტყვის, რომ ჩვენი ღმერთია! მწამს! მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია გამარჯვებით დავასრულოთ ჩვენი ცხოვრების გზა და იმ დიდებულ დღეს, როცა დიდებული ღმერთის წინაშე წარვდგებით, მოვისმინოთ სიტყვები: „კეთილო და ერთგულო მონავ.." და თუ ეს ლოცვა შენი გულის ლოცვაცაა, კეთილი იყოს შენი მობრძანება სულიწმინდის მომხიბლავ მოგზაურობაში, შენი მოწოდებისამებრ.

    პროლოგი

    ყოველ ჩასუნთქვაზე ვგრძნობდი როგორ იკუმშებოდა ატმოსფერო და რა ძლიერ აწვებოდა ჩემს ფილტვებს. სულით ლოცვა დავიწყე, რათა ყველაფერი უფლის ნება გამხდარიყო. მოულოდნელად ბიძგი ვიგრძენი და თვალის დახამხამებაში გავქრი...

    უეცრად უდიდეს, უსასრულო დაწესებულებაში აღმოვჩნდი, რომელსაც კედელი არცერთ მხარეს არ ჰქონდა: არც წინ, არც უკან და არც გვერდით. შენობა უდიდეს ქარხანას მაგონებდა. შიგნით უამრავი დანადგარი იდგა: მანქანები და კონვეიერები. ყველაფერი გუგუნებდა და მუშაობდა, თუმცა მუშათა რაოდენობა ძალიან მცირე იყო. იმდენად მცირე, რომ დაზგათა უმეტესობა ცარიელი გახლდათ. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმე ჰქონდათ, ცდილობდნენ სხვების ნაცვლადაც შეესრულებინათ სამუშაო, მაგრამ ვერ ასწრებდნენ. ხალხი კატასტროფულად ცოტა იყო. საქმე კი იმდენად დიდი, რომ არათუ ათას, არამედ მილიონობით მუშახელს საჭიროებდა.

    ამ ყოველივეს ზემოდან ვაკვირდებოდი. საქმე დუღდა, მუშები ერთი დაზგიდან მეორესთან მირბოდნენ, მეორიდან - მესამესთან და ასე გრძელდებოდა; სრულად იხარჯებოდნენ და ამავდროულად დახმარებას ითხოვდნენ. ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა მეტი სამუშაო შეესრულებინათ. მდგომარეობა ყოვლად აუტანელი იყო.

    თუ ქარხანაში საკმარისი მუშა იქნებოდა და თითოეულ დანადგართან თითო ადამიანი დადგებოდა, ირგვლივ ჰარმონია დაისადგურებდა. არც საქმე შეფერხდებოდა და ყველაფერი გაცილებით ხარისხიანად და დროულად შესრულდებოდა.

    კონვეიერები მოძრაობდნენ, დაზგები გუგუნებდნენ, საქმე კი მაინც ძალიან ბევრი იყო. ყოველი მხრიდან ისმოდა ხალხის ყვირილი: „ძალიან ბევრი საქმეა, გთხოვთ მოგვეშველეთ’’ და რაც უფრო მეტს ვხედავდი, მით მეტად თანავუგრძნობდი მათ. ვფიქრობდი: „ღმერთო სად არიან დანარჩენები? რატომაა აქ ასე მცირე მუშაკი? რატომ არავინ მოდის მათ დასახმარებლად?" რა ადვილი იქნებოდა თუ თითოეული ადამიანი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა და სამუშაოს ნაწილს შეასრულებდა. ჩემდა გასაოცრად, ჩემივე ფიქრები მესმოდა.

    ღმერთო ვის ეძახიან ისინი? ვის უხმობენ დახმარებისთვის? ვის? საკუთარ კითხვაზე პასუხის საპოვნელად თავი მოვაბრუნე და უზარმაზარი დერეფანი დავინახე. დერეფანში წინ და უკან მიმოდიოდა წარმოუდგენლად მსუქანი ადამიანი. ესმოდა, რომ ყველანი შველას ითხოვდნენ, მაგრამ უპასუხოდ ტოვებდა, ყურადღებას არ აქცევდა. ვიფიქრე: ვინ არის ასეთი?

    ამ დროს ღმერთი დამელაპარაკა და ახსნა დაიწყო...

    თავი 1

    საფეხურები

    მახსოვს 2002 წლის მაისის საღამოს, სახლიდან გამოსვლისთანავე, კარის ზღურბლთან გავჩერდი და კიბეზე ჩამოვჯექი. განმარტოებისთვის ეს ჩემი ჩვეული ადგილი იყო. აქ ძალიან ხშირად ვჯდებოდი და ცხოვრებაზე ვფიქრობდი, აზრებსა და გრძნობებს თავისუფლებას ვანიჭებდი. თუმცა, ის საღამო რაღაცით განსაკუთრებული გამოდგა. ძალიან ღრმად ჩავიძირე ჩემს შინაგან სამყაროში.

    არ მტოვებდა აზრი, რომ არსებობს რაღაც, უფრო დიდი. „მაგრამ რა? რატომაა ადამიანის ცხოვრება ერთფეროვანი? ნუთუ ესაა ყველაფერი? ნუთუ ესაა ზღვარი?" ეს აზრები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ისინი ჩემს ცნობიერებაში მწყობრად, ერთმანეთის მიყოლებით მოედინებოდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ასე ღრმად შეიძლებოდა სამშვინველში ჩასვლა და აზრების შეგრძნება. მთელი სხეულით ვკანკალებდი.

    რაღაც მომენტში, ჩემი გონების ველზე გამართული სასტიკი ბრძოლა ვიგრძენი. ეს ნამდვილი სულიერი ბრძოლა იყო. სურათები ჩემს თვალწინ იცვლებოდნენ. ჩემი სამშვინველისთვის ორი ძალა იბრძოდა: ერთი მხრივ, ჩემი სული ყვიროდა, მეორე მხრივ კი, რეალობა თავისი გაურკვევლობით მანგრევდა. ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება პრობლემებსა და გამოუვალ მდგომარეობებში იბნეოდა.

    ყველას ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როცა რაღაც ინგრევა, რის შედეგადაც ადრინდელი ცხოვრება ვეღარ გექნება. შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, ჩემი არჩევანის დრო და ჩემი გეთსემანიის ბაღი, სწორედ ეს დღე იყო. კიბეზე ვიჯექი და ჩემი მომავლისთვის გამართულ სასტიკ ბრძოლას ვგრძნობდი.

    ეს ბრძოლა ორ ფრონტზე მიმდინარეობდა: ვებრძოდი ეშმაკს და ვებრძოდი ღმერთს. თავი იაკობი მეგონა. იაკობი, რომელიც კურთხევისთვის ღმერთს შეეჭიდა. (დაბად. 32:24-30)

    გონებაში ელავდა და ერთმანეთს ენაცვლებოდა წარსულის, აწმყოს, ჩემი შეცდომებისა და სინანულის სურათები. არ მესმოდა, მქონდა თუ არა საერთოდ მომავალი ან იქნებოდა თუ არა პასუხები ჩემს კითხვებზე: „ვინ ვარ მე? რატომ ვარ აქ? რისთვის დავიბადე? ნუთუ სიცოცხლე მხოლოდ ესაა და სხვა არაფერი?" ოცდაორი წლის ასაკში სიცარიელესა და შინაგან სიღატაკეს ვგრძნობდი. ვცდილობდი ისეთი რაღაც მეპოვა, რაც მანუგეშებდა და ჩემს მომავალს ნათელს მოჰფენდა. მაგრამ პასუხად ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელე მხვდებოდა. ღრმად, ფსკერამდე დავეშვი. გრძნობები აუტანლად მამძიმებდა, აზრები მძვინვარე მდინარესავით ბობოქრობდა. უკვე აღარც კმაყოფილებას ვგრძნობდი და აღარც ცხოვრებით სიხარულს. არაფერს ვგრძნობდი, გარდა საკუთარი გულისცემისა.

    მთელი ჩემი შინაგანი სამყარო სასოწარკვეთილებით შეჰღაღადებდა ღმერთს: ღმერთო, რა იქნება მომავალში?

    მოულოდნელად სიჩუმე ჩამოდგა, თითქოს მძვინვარე მდინარემ ოკეანის ნაპირს მიაღწია და დედის ხმა ჩამესმა: "ანდრეი, შენ ხომ ღმერთმა ამქვეყნად განსაზღვრული მიზნით მოგავლინა.’’ ნუთუ მე მაქვს მოწოდება? - ვკითხე საკუთარ თავს. იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა და მასზე მოჭიდებულმა, ფიქრებით, ჩემი ბავშვობის წლებში გადავინაცვლე და მასში სრულიად ჩავიძირე. დედა...

    ერთხელ მან წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. სიზმარში ზურგს უკან მდგომი ადამიანი იხილა, რომელმაც უთხრა: 17 რიცხვში ხალხის რაოდენობა შენ სახლში შეიცვლება. შეგეძინება ბიჭი და მას სახელად ანდრეის დაარქმევ. გაღვიძებულმა დედამ დამშვიდება ვერ შეძლო, ერთიანად ცახცახებდა. ნანახი კი იმდენად ცხადი იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, სიზმარი იყო თუ რეალობა. ამიტომ მამა გააღვიძა და ამბავი მოუყვა. მამამ ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: „თუ ეს სიზმარი ახდება და ჩვენ ბიჭი შეგვეძინება, აუცილებლად ანდრეის დავარქმევთ". მამის სიტყვებმა დედას დარწმუნება და სიმშვიდე მოუტანა.

    წინასწარმეტყველური საწყისი

    1979 წელს ჩვენი ოჯახი უკრაინაში, ხარკოვთან ახლოს, პატარა დასახლებაში - კოროტიჩში - ცხოვრობდა. იმ დროს საავადმყოფოები ექოსკოპიის აპარატურით აღჭურვილი არ ყოფილა. ამიტომ მშობლებმა ჩემი სქესი დაბადებამდე ვერ გაიგეს. მშობიარობამდე ერთი დღით ადრე, დედას ქუჩაში ერთი მეზობელი შეხვდა. „ანია - უთხრა მან – „დამესიზმრა, რომ ვაჟი შეგეძინა. საპასუხოდ, დედას მხოლოდ გაეღიმა. უბრალო მისალმებამ მისი სიზმარი დაამოწმა. სიზმარში სამშობიაროდან დაბრუნების რიცხვიც იყო ნახსენები და დედის გამოთვლით ქვეყანას 11ში უნდა მოვვლენოდი.

    დედა მოემზადა და მამასაც სთხოვა, რომ ამ დღეს არსად წასულიყო. ისიც თავის დაქნევით დაეთანხმა და გაიღიმა. რამდენიმე საათის შემდეგ დედას შეტევითი ტკივილები დაეწყო და ჩემი მშობლები საავადმყოფოში წავიდნენ. 11 ოქტომბერს, დილის 7 საათზე, ქვეყანას მოვევლინე და პირველად ამოვისუნთქე. დედა და მამა სიხარულით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. მიხვდნენ, რომ სიზმარი ნამდვილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და არანაირი ეჭვი არ დარჩენილა. სახელად ანდრეი დამარქვეს. ასე დაიწყო ჩემმა დღეებმა ათვლა ამ მიწაზე.

    ამ ამბის საინტერესო დეტალი ისიც იყო, რომ როდესაც საავადმყოფოში, 17 ოქტომბერს, გამოწერის სიები გამოქვეყნდა, დედა სიაში არ აღმოჩნდა. იმ დროს სამშობიარო სახლში ქალებს 7 დღით ტოვებდნენ. საღამოს დედასთან ბებიაქალი მივიდა და უთხრა: „ანია, რატომ არ ალაგებ ბარგს? მთელ სიაში, 17 რიცხვში, მხოლოდ შენი სახელი წერია". ამიტომ, როგორც სიზმარში იყო ნახსენები, 17-ში დედა სახლში ჩემთან ერთად დაბრუნდა.

    ღმერთის აღთქმული სიტყვა აღსრულდა. ეს მოწმობს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ყოველი ნაბიჯი და მათ შორის, ჩემი დაბადების დროც. ერთხელ ზაქარიას ღმერთმა უთხრა, რომ მისი ნათქვამი სიტყვა განსაზღვრულ დროში აღსრულდებოდა (ლუკ:1:20) მრავალი წლის შემდეგ, სრულიად სხვა ქვეყანაში და სხვა სიტუაციაში, ღმერთის სიტყვა დადგენილ დროს შესრულდა. ამ მოგონებამ, თითქოს, უდაბნოში ყოფნისას ცივი წყლის ერთი წვეთი მომცა.

    ჩიხში

    თუმცა, რეალობამ მალევე ისევ შეარყია ჩემი გონება. სიძნელეებმა და გამოუვალმა სიტუაციებმა დამამძიმა და დამთრგუნა. ყველაფერი დავკარგე, რაც კი გამაჩნდა. უდიდესი პრობლემები მქონდა, ვალებში ჩავვარდი. ეშმაკმა ჩიხში მომაქცია, გონებას ნეგატიური აზრებით მივსებდა და მთელი ძალებით ცდილობდა ჩემს შეჩერებას, რათა ჩემი მოწოდება არ მეპოვა. ადრინდელი იმედის ნაპერწკალი ჩაქრა. ისევ დავინახე ბრძოლა ორ სამყაროს შორის და ისევ აყვირდა ჩემი სული ღამის სიჩუმეში: „უფალო! დამეხმარე რომ გავერკვე! დამეხმარე გავიგო რა ხდება ჩემს ცხოვრებაში! დამეხმარე ავმაღლდე ყველა გარემოებაზე!"

    ჩემი მონანიებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, მაგრამ ახლაც ისევე განვიცდიდი უიმედობას, როგორც ადრე და ვცდილობდი საკუთარ თავში გავრკვეულიყავი. ძველ მოგონებებს ძველი ფოტოალბომებივით ვფურცლავდი. წარსულის და აწმყოს კადრები თვალწინ მიტივტივებდა და მათგან რომელიმეს ამოშლა ან დავიწყება არ შემეძლო. ეშმაკი თავს მახვევდა ძველი ცხოვრების სურათებს, რათა კვლავ წარსულში დავებრუნებინე. მე კი ვიბრძოდი და ძველ ბუნებას უფლებას არ ვაძლევდი ისევ ეუფლა ჩემზე.

    იქ, კიბეზე, გადამწყვეტი წუთები დადგა, როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეცრად საფეხურებს შევხედე. ისინი ერთმანეთის მიყოლებით ზემოთ მიემართებოდნენ. ეს სიმბოლო იყო. ღმერთს შეეძლო პრობლემებიდან, რომელშიც ვიმყოფებოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურ-საფეხურ გამოვეყვანე. ბრძოლა არ შეწყვეტილა. „როდის წარიმართა ყველაფერი არასწორი გზით?" - ფიქრებს ისევ მივეცი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1