Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქრისტეს საწყისი პრინციპები
ქრისტეს საწყისი პრინციპები
ქრისტეს საწყისი პრინციპები
Ebook331 pages2 hours

ქრისტეს საწყისი პრინციპები

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ჩვენთვის, ვისაც ღმერთის სწამს, მოციქულთა რწმენას და მათ მრწამსს მნიშვნელოვანი სულიერი გაკვეთილები მოაქვს. მათი რწმენა ჩვენს გულებში ძვირფას საგანძურად იქცევა, ვინაიდან მათ სწამდათ სახარება, რომელიც შეიცავს ღვთის სიმართლეს. ამიტომ ჩვენ ყველას სასწრაფოდ გვჭირდება ასეთი რწმენის მიღება.
ვისაც იესოსი სწამს, უნდა იცოდეს ღმერთის სამართლიანობა და სჯეროდეს მისი, და მან ასევე უნდა გაავრცელოს იგი მთელ მსოფლიოში, რადგან მხოლოდ მაშინ შეძლებენ ყველანი ამ სიმართლის შეცნობას და მის დაჯერებას. ღვთის სიტყვის მეშვეობით ყველა ცოდვილმა უნდა გაიგოს მისი სიმართლე. და მათ ის უნდა ირწმუნონ, ვინაიდან ასე შეძლებენ ისინი ღმერთის სამართლიანობის რწმენით მიღებას.
რწმენის გარეშე, რომელიც ადამიანს ღვთის სიტყვიდან მისი სამართლიანობის მიღწევის საშუალებას ანიჭებს, ვერავინ მიიღებს უფალს თავის მხსნელად. ჩვენ ახლა უნდა დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ რწმენას, რომელმაც იცის და სწამს ღმერთის სამართლიანობა, ვინაიდან მხოლოდ მათ, ვისაც ღვთის ამ სამართლიანობის სწამთ, შეუძლია გახდნენ მისი სამეფო სამღვდლოება. სამეფო სამღვდლოებაში აქ იგულისხმება ისინი, ვინც ღვთის სამართლიანობის რწმენით ცოდვების მიტევება მიიღეს. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ჭეშმარიტი მორწმუნეები რომლებიც ფლობენ ამ ჭეშმარიტ რწმენას, მხოლოდ იმით რომ ვირწმუნოთ ღმერთის სამართლიანობა და ვიქცეთ მის მართალ ხალხად. ყველა ჩვენთაგანისთვის ფრიად შესაძლებელია მოციქულთა მსგავსი რწმენის ქონა.

Languageქართული ენა
PublisherPaul C. Jong
Release dateMar 11, 2023
ISBN9788928232482
ქრისტეს საწყისი პრინციპები

Related to ქრისტეს საწყისი პრინციპები

Related ebooks

Reviews for ქრისტეს საწყისი პრინციპები

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქრისტეს საწყისი პრინციპები - Paul C. Jong

    Frontflap_geo11.gif1st_page.gifgeo_under.gif

    მოციქულთა მრწამსი

    ქრისტეს საწყისი პრინციპები

    კოპირაიტი © 2023 ჰეპსიბახის საგამომცემო სახლის მიერ.

    ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის ან საავტორო უფლებათა მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ამ პუბლიკაციის რომელიმე ნაწილის საინფორმაციო საშუალებათა სისტემებში შენახვა, ელექტრო, ფოტოკოპიის, ხმის ჩამწერი და მექანიკური საშუალებებით გავრცელება ან გადაცემა. ადგილები წმინდა წერილიდან მოყვანილია საქართველოს ბიბლიური საზოგადოების სბს-2015 ახალი გადამუშავებული გამოცემიდან და სბს-სტოქგოლმი 2001წლის ბიბლიდან.

    ISBN 978-89-282-3248-2

    ყდის გაფორმება: მინ-სუ კიმი.

    ილუსტრაციები: იონგ-ე კიმი.

    დაბეჭდილია კორეაში

    Hephzibah Publishing House

    A Ministry of THE NEW LIFE MISSION

    Seoul, Korea

    ♠ Website: https://www.nlmission.com

    https://www.bjnewlife.org

    https://www.nlmbookcafe.com

    ♠ E-mail:   newlife@bjnewlife.org

    geo_under.gif

    მოციქულთა მრწამსის ანალიზი

    მამა ღმერთისადმი რწმენის აღიარება

    მე მწამს ყოვლისშემძლე მამა ღმერთის, ცისა და მიწის შემოქმედის

    ძე ღმერთისადმი რწმენის აღიარება

    "მე მწამს იესო ქრისტესი, ღმერთის მხოლოდშობილი ძის, ჩვენი უფლის,

    რომელიც ჩაისახა სულიწმიდის მიერ,

    შობილ იქნა ღვთისმშობლისგან,

    იწამა პონტიუს პილატეს კარზე,

    ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაიმარხა;

    ის ჯოჯოხეთში ჩავიდა;

    მესამე დღეს იგი აღდგა მკვდრეთით;

    ამაღლდა ზეცად და დაბრძანებულია ყოვლისშემძლე მამა ღმერთის მარჯვნივ;

    იქიდან ის დაბრუნდება ცოცხლების და მკვდრების განსასჯელად."

    სუიწმიდისადმი რწმენის აღიარება:

    "მე მწამს სულიწმიდის,

    წმიდა კათოლიკე ეკლესიის, წმიდათა ზიარების;

    ცოდვათა მიტევების;

    სხეულის აღდგომის;

    და საუკუნო სიცოცხლის. ამინ."

    შინაარსი

    მოციქულთა მრწამსის ანალიზი

    წინასიტყვაობა

    ნაწილი 1

    I. მამა ღმერთისადმი რწმენის აღიარება

    მამა ღმერთი

    ღმერთის სახელი

    მოციქულთა მრწამსი და მისი რწმენის კურთხევები

    ვინ არიან მოციქულები?

    მოციქულთა კვალიფიკაცია და მოვალეობები

    სწამთ თუ არა ებრაელებს ღმერთის, როგორც შემოქმედების მამის?

    მე მჯერა … (იოანე 1:12-13)

    ნაწილი 2

    II. მოციქულთა სარწმუნოების აღიარება ძე ღმერთის მიმართ

    იესო ქრისტე

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 1: ვინ არის იესო ქრისტე?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 2: რას ნიშნავს ძველი აღთქმის ხელდადება და ახალი აღთქმის ნათლობა?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 3: რატომ მოკვდა ქრისტე მრავალთა ნაცვლად?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 4: ჩვენ მტკიცედ უნდა გვჯეროდეს იესოს აღდგომის

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 5: იესოს სამოთხეში ამაღლების მტკიცებულება

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 6: უფალი დაბრუნდება როგორც განკითხვის მბრძანებელი

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 7: ვის მოეწევა სამსჯავრო?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 8: რა არის რწმენა, რომელსაც ღმერთი დიადს უწოდებს?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 9: რა არის ის ძღვენი, რომელიც მოსემ მათთვის დასამოწმებლად დაადგინა?

    ქადაგება წმიდა ძის შესახებ 10: იესოს ნათლობა და ცოდვათა მიტევება

    ნაწილი 3

    III. რწმენის აღიარება სულიწმიდაში

    სამების ღმერთი

    ღმერთი სულიწმინდა

    რას აკეთებს ღმერთი სულიწმიდა

    როგორ მივიღოთ სულიწმიდის ნათლობა?

    ვინ არის სულიწმიდა?

    რა არის სულიწმიდის უმთავრესი საქმეები?

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 1: როგორ მივიღოთ სულიწმიდა?

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 2: თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 3: მოციქულთა მსახურების ჭეშმარიტი კვალიფიკაცია

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 4: როდის გარდმოდის სულიწმიდა?

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 5: სულიწმიდის მსახურებანი

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 6: და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 7: სულიწმიდა გადმოვიდა წარმართებზე

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 8: გამოცადეთ სულები, ღვთისგან არიან თუ არა

    ქადაგება სულიწმიდის შესახებ 9: სულით აღვსილი ცხოვრება

    ღვთის სიტყვისადმი რწმენას სულით სავსე ცხოვრებასთან მივყავართ

    წმინდა კათოლიკე ეკლესიისადმი რწმენა

    წმიდათა ზიარების რწმენა

    ცოდვათა მიტევებისადმი რწმენა (1 იოანე 1:9)

    სხეულის აღდგომის რწმენა

    მარადიული სიცოცხლის რწმენა

    0preface.jpg

    წინასიტყვაობა

    ჩემს კოლეგებთან ერთად წყლისა და სულის სახარების მთელ მსოფლიოში გავრცელებისას, მივხვდი იმ ფაქტს რომ ადამიანთა სულთათვის რწმენის საფუძვლების სწორად ჩამოყალიბებაში დახმარება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენდა. კერძოდ, როდესაც ვცდილობდით მიუწვდომელი კერპთმსახური ერების წყლისა და სულის სახარებით მიღწევას, ხშირად ვხვდებოდი რომ სახარება ვერ ყალიბდებოდა მათ გულებში ღვთის ჭეშმარიტი ცოდნის ნაკლებობის გამო. ეს არის პირველი მიზეზი რის გამოც დავიწყე ამ წიგნის წერა.

    მოციქულთა სარწმუნოება არის მოციქულთა რწმენის შეჯამება. მოციქულებს სწამდათ რომ სამების ღმერთი (მამა, ძე და სულიწმიდა) მთელი ქმნილების შემოქმედი იყო. მათ სჯეროდათ რომ იესო ქრისტემ, ძე ღმერთმა, იხსნა მთელი კაცობრიობა მათი ცოდვებისგან ამ სამყაროში ხორციელად მოსვლით, თავისი ნათლობითა და ჯვარცმით. მათ სწამდათ რომ ის მორწმუნეებს აღდგომას და ცათა სასუფეველში მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს .

    ასეთი რწმენის არსი ადრეული ეკლესიის და მოციქულთა მიერ კიდევ ერთხელ  ებრაელთა 6:1-2-ში დასტურდება. სხვა სიტყვებით, შეგვიძლია დაბეჯიდებით ვთქვათ რომ მოციქულებს სწამდათ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას მკვდარი საქმეებისგან მონანიების, ღვთისადმი რწმენის, ნათლობისა და ხელდადების მოძღვრების, მკვდრეთით აღდგომასა და მარადიულ განკითხვაზე, როგორც ქრისტეს ელემენტარულ პრინციპებს. აქ ჩვენს მხრიდან დაკვირვების ღირსი ისაა რომ მოციქულებმა გაავრცელეს სახარების პრინციპები, რადგან ისინი მსხვერპლშეწირვის სისტემის ხელდადებას უკავშირებდნენ ნათლობას, რომელიც იესომ მიიღო.

    ასევე, თავის ამაღლებამდე უფალმა უბრძანა მოწაფეებს: წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19). ეს იყო იმათ მოწაფეებად მოქცევა, ვისაც სწამს იესოს ნათლობის და მათი მონათვლა სამპიროვნული ღვთის სახელით.

    მაშასადამე, მოციქულთა რწმენა წყლისა და სულის სახარებაზე იყო დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დღევანდელი ქრისტიანობის რწმენა მეტად განსხვავდება მოციქულთა რწმენისგან. სინამდვილეში, ჩვენ ვერც კი ვპოულობთ იესოს ნათლობის მიმართ რწმენას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ ქრისტიანობაში. უარესიც, ღვთისმეტყველებსა და მქადაგებლებს შორის ბევრია, ვინც იესოს ღვთაებრიობასაც კი უარყოფს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დავიწყე ამ წიგნის წერა.

    მოციქულთა რწმენა ღირებული გაკვეთილია მათთვის ვისაც ღმერთის სწამს. ახლა ჩვენ გვმართებს რომ გავიგოთ ღვთის სამართლიანობა და დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ რწმენას. ჩვენ ყველანი მივეკუთვნებით ხალხს ვისაც შეუძლია წყლისა და სულის სახარების მიმართ მართალი რწმენის მიღება, იმ რწმენის რომელსაც მოციქულები ფლობდნენ.

    პოლ კ. იონგი

    PART01.gif01.jpg

    I. მამა ღმერთისადმი რწმენის აღიარება

    მწამს ღმერთი ყოვლისშემძლე მამა, ცისა და მიწის შემოქმედი

    მამა ღმერთი

    პირველი არის იმის აღიარება, რომ მათ სწამდათ ღმერთი ყოვლისშემძლე მამა, ცისა და მიწის შემოქმედი (დაბადება 1:1); მეორედ, ისინი აღიარებდნენ, რომ იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, მისცა მათ ცოდვების მიტევება; და მესამე აღიარება იყო ის რომ მათ სწამდათ რომ იესო ქრისტე სულიწმიდისგან იყო ჩასახული. ჩვენც ასევე უნდა ვაღიაროთ რომ გვწამს მამა ღმერთის, ძისა და სულიწმიდის, ვინაიდან ჩვენ უნდა გვქონდეს იგივე რწმენა, რაც მოციქულებს ჰქონდათ.

    ჩვენთვის მამა ღმერთი, ისევე როგორც ძე და სულიწმიდა, არის ერთი ღმერთი. რაც მამის, ძის და სულიწმიდის არსს შეეხება, ისინი ყველა ერთი და იგივე ღმერთია, ისევერ როგორც ჩვენი რწმენა მათ მიმართ იგივე რწმენაა. მაგალითად, რადგან მამა არის ყოვლისშემძლე ღმერთი, ძეც ასევეა ყოვლისშემძლე ღმერთი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა სამების სამი პირი თავისი არსით ერთი და იგივე ღმერთია. ამრიგად, ჩვენ გვჯერა, რომ მამის, ძის და სულიწმიდის სამი პირი ფუნდამენტურად და მთლიანად ერთია. ამგვარად, ღვთის სიტყვისადმი ჩვენი რწმენის საფუძვლის ასაშენებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მიმაგრებული ამ ჭეშმარიტების სიტყვაზე.

    ბიბლიური მტკიცებულებები

    1. ძველი აღთქმიდან

    (1) უპირველეს ყოვლისა, ძველი აღთქმა ნათლად აჩვენებს, რომ ღმერთი ერთია: ისმინე, ისრაელო: უფალი, ჩვენი ღმერთი, უფალი ერთია! (მეორე რჯული 6:4).

    (2) ამავე დროს, ძველი აღთქმა ასევე უდავოდ გვეუბნება, რომ ღმერთი არსებობს რამდენიმე პიროვნებაში: მაშინ ღმერთმა თქვა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად... (დაბადება 1:26); დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს" (დაბადება 11:7). ამ მონაკვეთებიდან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და დავიჯეროთ, რომ ღმერთი არსებობს არა ერთ, არამედ მრავალ პიროვნებაში.

    2. ახალი აღთქმიდან

    მამა, ძე და სულიწმიდა ჩვენთვის ერთი ღმერთია. მაგრამ ღმერთი არსებობს სამ დამოუკიდებელ პიროვნებად. ეს ჭეშმარიტება ცალსახად ვლინდება ახალ აღთქმაშიც.

    (1) იმაზე რომ მამა, ძე და სულიწმიდა არსებობენ როგორც ცალკეული პიროვნებები, ცხადად გვიჩვენებს იესოს ნათლობის დამოწმება, რომელმაც მისი მსახურების დასაწყისი აღნიშნა: ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.; და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე" (მათე 3:16-17).

    ეს მონაკვეთი აღწერს იესოს ნათლობას იოანე ნათლისმცემლის მიერ, სადაც სამების ღმერთი იქნა გაცხადებული. ამ მონაკვეთიდან ჩვენ ვცნობთ რომ იესო არის ღვთის ძე, რომ სულიწმიდა მოქმედებს მასთან ერთობაში და რომ მამამ გამოაცხადა იგი საყვარელ ძედ, რომელიც იგი მოიწონა. ამ მანიფესტაციებით ვლინდება სამპიროვანი ღმერთი. იესომ შეძლო ღვთის მთელი სამართლიანობის აღსრულება, ვინაიდან მან იოანესგან მიღებული ნათლობით კაცობრიობის ყველა ცოდვა იტვირთა. ამიტომაც უნდა მომკვდარიყო ის ჩვენთვის ჯვარზე და ესაა სწორედ ის ღვთის სიმართლე, რომელიც მამამ თავისი ძის მეშვეობით აღასრულა. ის რომ იესომ საკუთარ თავზე ყველა ჩვენი ცოდვა აიღო თავისი სამართლიანი ნათლობის მოქმედებით, არის ღვთის სიმართლე, და ეს ჭეშმარიტება დადასტურებულია როგორც მამის, ასევე სულიწმინდის მიერ. ამრიგად, მამა, ძე და სულიწმიდა არსებობენ როგორც ცალკეული პიროვნებები, მაგრამ ჩვენთვის ერთი და იგივე ღმერთია.

    (2) მათე 28:19 ასევე ცხადყოფს, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ღმერთია, როგორც იესომ უბრძანა თავის მოწაფეებს მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით - ეს არის სამების სამ ცალკეულ პიროვნებათა სახელები.

    მამა, ძე და სულიწმიდა არის თითოეული დამოუკიდებელი პიროვნება, მაგრამ ამავე დროს ისინი იმით არიან ერთნი, რომ წარმოადგენენ ერთსა და იმავე ღმერთს. როგორც ასეთი, როდესაც ჩვენ გვწამს ღმერთის, ჩვენ გვწამს ერთი ღმერთის, როგორც სამპიროვნული ერთიანი არსების.

    ღმერთი მამა, ძე და სულიწმიდა, როგორც ეს ქრისტიანული რწმენით არის აღიარებული, არის თვითმყოფადი ღმერთი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ღვთაებისგან. ზოგიერთ რელიგიებში სწამთ, რომ იესო არის მხოლოდ ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანი, მაგრამ ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

    ჩვენთვის ღმერთი არის მამა, ძე და სულიწმიდა. მიუხედავად იმისა რომ ეს ჭეშმარიტება ადვილად და საკმარისად არის დადასტურებული წმინდა წერილებით, ბევრია, ვინც ამას ვერ აცნობიერებს. ეს იმიტომ ხდება რომ ისინი ვინც არ იციან წყლისა და სულის სახარების შესახებ, წმინდა სამების კონცეფციას თავისი ადამიანური რაციონალიზმით და ლოგიკით უახლოვდებიან, რაც შეუძლებელს ხდის მათთვის ამის გაგებას. ვინც ხელახლა არაა შობილი, ვერ გაიგებს სამების ღმერთს. მაგრამ მათთვის, ვინც ხელახლა ვიშვით, ღმერთი მამა, ძე და სულიწმიდა არის ჩვენი ერთი ღმერთი, ვის მიმართაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს აბსოლუტურ რწმენას.

    ღმერთის სახელი

    და უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. და თქვა ასე უთხარი ისრაელის ძეთ - მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან." (გამოსვლა 3:14).

    იაჰვე. იაჰვე, სახელი რომელიც წმინდა წერილებში 5300-ზე მეტჯერ ჩნდება, ყველაზე გავრცელებული სახელია რომლითაც ღმერთმა საკუთარი თავი გამოუცხადა კაცობრიობას. ებრაელი ხალხი ღვთის სახელს წმინდად თვლიდა და ისინი დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ მისი სახელის წარმოთქმას (გამოსვლა 3:14). იაჰვეს სახელის მიმართ უდიდესი მოწიწების გამო მათ მოგვიანებით დაიწყეს სხვა სახელის, ადონაი-ის გამოყენება ღმერთთან მიმართებაში. ამ სახელის მნიშვნელობა არის ყოვლის უფალი, და აიხსნება შემდეგნაირად: 1) ერთი, რომელიც არსებობს; 2) სიცოცხლის უფალი; და 3) ის, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და სამუდამოდ იარსებებს თვითმყოფადობაში.

    ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ მამას, ძეს და სულიწმიდას. მამა ღმერთის ძის სახელია იესო ქრისტე. ეს სახელი ნიშნავს მას, ვინც იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან.

    მოციქულთა მრწამსი და მისი რწმენის კურთხევები

    ჩვენ გვწადია რომ მოციქულთა სარწმუნოება გადმოგვეცეს თავისი უნაკლო სიწმინდით. ეს არის ჩვენი სურვილი და ყოველი ქრისტიანის იმედი. მათი რწმენა საკმარისად უნდა გადმოგვცემოდა წერილობით ტექსტებში მათი სიკვდილის შემდეგ. თუმცა, მოციქულთა ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ მათ ეპისტოლებში ვლინდება და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ჩვენ მათი რწმენის გაზიარებასა და გავრცელებისთვის.

    მაშ, რა არის მოციქულთა რწმენა? მკაცრად რომ ვთქვათ, მოციქულთა მრწამსი შეიქმნა სამოციქულო ხანის გასვლის შემდეგ. სხვა სიტყვებით, ეს არის მოციქულთა რწმენის აღიარება, რომელიც ჩაიწერა მათ შემდეგ მოსული თაობის მიერ.

    მოციქულთა რწმენა არის რწმენა მამის, ძისა და სულიწმიდის საქმეების მიმართ. ნათლობა, რომელსაც ვიღებთ, როდესაც ღმერთს ჩვენს მხსნელად ვიღებთ, მოითხოვს ჩვენგან რწმენას, რომელიც აღიარებს შემდეგს: რომ იესოს ნათლობამ განწმინდა ყველა ჩვენი ცოდვა; რომ ჯვარზე იესო ქრისტეს სისხლით ყველა ჩვენი ცოდვა შესაბამისად განისაჯა; და რომ მამამ გამოაგზავნა იესო, როგორც ცოდვილთა მხსნელი. ამრიგად, როდესაც ადამიანს სწამს რომ ყველა მისი ცოდვა გმოსყიდულ იქნა იესოს ნათლობით და სისხლით, ის ღვთისგან სულიწმიდას ღებულობს.

    ამიტომ შეგვიძლია შემდეგი შეკითხვა დავუსვათ მათ, ვისაც მონათვლა სურს: გწამთ თუ არა, რომ როდესაც იესო მოინათლა იოანეს მიერ, ყველა თქვენი ცოდვა მოგშორდათ და მის მხრებზე გადავიდა? თუ პასუხია: დიახ, მე მჯერა, რომ ყველა ჩემი ცოდვა და ქვეყნიერების ყველა ცოდვა იესოს მიერ იყო აღებული, ჩვენ შემდეგ კითხვას ვსვავთ: მაშ გჯერათ თუ არა რომ იოანეს მიერ ნათლობაში ყველა თქვენი ცოდვის საკუთარ თავზე აღებით იესომ ჯვარზე თავისი სისხლი დაღვარა?" ვინც ამაზე დადებითად პასუხობს, შემდეგ ინათლება მამისა, ძისა და სულიწმიდის სახელით.

    სამების ღმერთის რწმენა იწყება აღიარებით: მე მწამს ღმერთი, ყოვლისშემძლე მამა, ცისა და მიწის შემოქმედი. მოციქულებს შეეძლოთ მხოლოდ მათი მონათვლა მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, ვისაც ამის სწამდა და ამას აღიარებდა. ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა ენიჭებოდა მხოლოდ მათ, ვისაც სწამდა წყლისა და სულის სახარების. სწორედ ამიტომ აშენდა ღვთის ეკლესია თორმეტი მოწაფის რწმენის საფუძველზე.

    მოციქულთა მრწამსის წარმოშობა მომდინარეობს 313 წლის მილანის ედიქტიდან, რომელსაც ხელი მოაწერა რომის იმპერატორმა კონსტანტინემ. ქრისტიანობის შეცვლილი სტატუსის ისტორიული ფონის გათვალისწინებით, უკანონო რელიგიიდან რომის იმპერიის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გადაქცევისას, ამ რადიკალურმა ცვლილებამ ყველა რომაელში ქრისტიანობის მიმართ მნიშვნელოვანი და მზარდი ინტერესი წარმოქმნა. ის რაც იმ დროს იყო საჭირო, იყო რწმენის ერთიანი სტანდარტი ამ ახალი მორწმუნეებისთვის, რომლებსაც სურდათ გამხდარიყვნენ ღვთის ეკლესიის ნაწილი.

    მოციქულთა სარწმუნოება ამ საჭიროებიდან იღებს სათავეს და თავის არსებობას სამოციქულო ხანის შემდეგ მოსულ ადამიანებს უსადაგებს. მისი დღევანდელი ფორმა გადმოგვეცა მას შემდეგ რაც ის იქნა შედგენილი და განმეორებით გადასინჯული სხვადასხვა რელიგიური საბჭოების მიერ, რომლებიც სამოციქულო ხანას მოჰყვა. ამიტომაა რომ ახლანდელი მოციქულთა მრწამსი ხელახლა უნდა განიმარტოს ქრისტიანობის დიფერენცირებული და ჭეშმარიტი წყლისა და სულის სახარების რწმენით. ამ ქრისტიანული რწმენის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვწამდეს იმის თუ როგორ აიღო იესომ კაცობრიობის ცოდვები საკუთარ თავზე, როგორ გააქრო ეს ცოდვები და როგორ უბოძა მან ადამიანებს მარადიული სიცოცხლე.

    მაგრამ მსოფლიოში უამრავი რელიგია არსებობს და თითოეულ რელიგიას გააჩნია თავისი ღვთაებანი. განსხვავება ამ ღვთაებებსა და ქრისტიანულ ღმერთს შორის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი მხოლოდ ადამიანური კონსტრუქციებია, ეს უკანასკნელი არის თვითმყოფადი ღმერთი. ქრისტიანული ღმერთის დასაჯერებლად, პიროვნებამ უნდა მიატოვოს ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიების ყველა ეს ცრუ ღმერთი. ამის გარეშე ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ღმერთის შესახებ რწმენის ასეთ დაბნეულობას, არის შემოქმედი ღმერთის და მისი სახელის ცოდნის ნაკლებობა.

    მონღოლეთის იმპერიაში

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1