Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

იონი
იონი
იონი
Ebook59 pages14 minutes

იონი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"იონი" პლატონის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დიალოგია, რომელშიც სოკრატესა და პროფესიონალი რაფსოდის, იონის, საუბრის მთავარ თემას პოეზიის შესრულების ხელოვნების რაობა ანუ მისი ღვთიურობა თუ ცოდნისმიერობა წარმოადგენს. სოკრატე, იყენებს რა მაგნიტის მეტაფორას, დაასკვნის, რომ პოეზია ღმერთსა და ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებაა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 14, 2016
იონი

Read more from პლატონი

Related to იონი

Related ebooks

Reviews for იონი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    იონი - პლატონი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    იონი

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    Philos© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge

    პლატონი - იონი.

    იონი

    სოკრატე

    იონი

    სოკრატე. სალამი იონს! საიდან გვეწვიე ამჯერად? შენი მშობლიური ეფესიდან[1] ხომ არა?

    იონი. არა, სოკრატე, ეფესიდან კი არა, ეპიდავრიდან[2], ასკლეპიოსის დღესაწაულზე გახლდით.

    სოკრატე. განა ეპიდავრელები რაფსოდთა შეჯიბრს მართავენ ამ ღვთაების პატივსაცემად?

    იონი. რა თქმა უნდა; იქ არა მარტო რაფსოდები, არამედ სხვა მუსიკური ხელოვნების მიმდევრებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს.

    სოკრატე. მერედა, ჩვენც ვასპარეზობდით? ანდა როგორ იასპარეზე?

    იონი. პირველი ჯილდო ჩვენ დაგვრჩა, სოკრატე.

    სოკრატე. მომილოცავს! ვინძლო პანათენურ დღესასწაულებზედაც[3] გაიმარჯვო!

    იონი. თუ ღმერთმა ინება, გავიმარჯვებ, სოკრატე.

    სოკრატე. რომ იცოდე, იონ, როგორ შურით ვუყურებ ხოლმე თქვენს ხელოვნებას, რომელიც გავალებთ დღემუდამ მორთულ-მოკაზმულნი იყოთ და, რაც შეიძლება მშვენიერნი ჩანდეთ. გარდა ამისა, თქვენთვის აუცილებელია გამუდმებით ჩაჰკირკიტებდეთ ბევრ დიდებულ პოეტს, უპირველეს ყოვლისა კი ჰომეროსს - უკეთესს და უღვთაებრივესს პოეტთა შორის, და, ამასთან. არა მარტო მისი ლექსის მომხიბვლელობის, არამედ მისის აზრის წვდომასაც ცდილობდეთ. შესაშური ხვედრია სწორედ! რადგან შეუძლებელია, რაფსოდი იყო და არ გესმოდეს, რისი თქმა სურს პოეტს. და მართლაც, რაფსოდი პოეტის აზრს უნდა უმარტავდეს მსმენელთ[4], ხოლო ამას ვერ შეძლებს ის, ვისაც არ ესმის, რას ამბობს პოეტი. მოდი და ნუ შეგშურდება ეს!

    იონი. მართალს ბრძანებ, სოკრატე. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ძნელი იყო დავუფლებოდი რაფსოდული ხელოვნების სწორედ ამ მხარეს, თუმცა ჩემის აზრით, ყველაზე უკეთ მაინც მე განვმარტავ ჰომეროსს, ასე რომ, არც მეტროდორე ლამპსაკელს, არც სტესიმბროტე თასოსელს, არც გლავკონს[5] და არც სხვა ვინმეს არასოდეს არ გამოუთქვამს იმდენი საყურადღებო და სარწმუნო აზრი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1