Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გამდიდრების მეცნიერული გზა
გამდიდრების მეცნიერული გზა
გამდიდრების მეცნიერული გზა
Ebook191 pages2 hours

გამდიდრების მეცნიერული გზა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

უოლეს დ. უოთლზმა „გამდიდრების მეცნიერული გზა“ 1900-იანი წლების დასაწყისში დაწერა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და წიგნი დღესაც აქტუალურია, რადგან ადამიანები კვლავაც ერთგულებენ მის მოძღვრებას. უოთლზი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ადამიანს სჭირდება გამდიდრებისთვის. ის იმასაც კი ამბობს, რომ ადამიანებმა არ უნდა წაიკითხონ სხვა წიგნები და უბრალოდ ფოკუსირება მოახდინონ „ენერგიის მუშაობაზე“, რომელსაც ეს წიგნი მოითხოვს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 24, 2022
გამდიდრების მეცნიერული გზა

Related to გამდიდრების მეცნიერული გზა

Related ebooks

Reviews for გამდიდრების მეცნიერული გზა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გამდიდრების მეცნიერული გზა - უოლეს ვოთლზი

    უოლეს ვოთლზი – გამდიდრების მეცნიერული გზა

    Walles Wattles – The Science of Getting Rich

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით:

    The Science of Getting Rich by W. D. Wattles

    Elizabeth Towne, Holyoke, Mass. 1910

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: iBooks

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    თავი I. სიმდიდრის უფლება

    თავი II. გამდიდრების მეცნიერული გზა არსებობს

    თავი III. არის თუ არა შესაძლებლობა მონოპოლიზირებული?

    თავი IV. გამდიდრების მეცნიერული გზის პირველი პრინციპი

    თავი V. მზარდი სიცოცხლე

    თავი VI. როგორ მოდის სიმდიდრე თქვენთან

    თავი VII. მადლიერება

    თავი VIII. კონკრეტული წესით აზროვნება

    თავი IX. ნების გამოყენების შესახებ

    თავი X. ნების შემდგომი გამოყენება

    თავი XI. მოქმედება კონკრეტული წესით

    თავი XII. ეფექტური მოქმედება

    თავი XIII. მართებული ბიზნესის პოვნა

    თავი XIV. ზრდის შთაბეჭდილება

    თავი XV. განვითარებადი ადამიანი

    თავი XVI. სიფრთხილე და დასკვნითი დებულებები

    თავი XVII. გამდიდრების მეცნიერული გზის რეზიუმე

    წინასიტყვაობა

    ეს პრაგმატული წიგნია, არა ფილოსოფიური; პრაქტიკული სახელმძღვანელოა და არა ტრაქტატი თეორიების შესახებ. ის განკუთვნილია ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელთა ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნილება ფულია; რომლებსაც ჯერ სიმდიდრე სურთ და მხოლოდ შემდეგ – ფილოსოფოსობა. ის მათთვისაა, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გამოუძებნია დრო და საშუალება მეტაფიზიკის ღრმად შესასწავლად, მაგრამ ვისაც შედეგის მიღწევა სურს და მზად არის, მეცნიერების დასკვნები საკუთარ ქმედებათა საფუძვლად აქციოს იმ პროცესების წვდომის გარეშე, რომელთა მეშვეობით იქნა მიღებული ეს დასკვნები.

    ველით, რომ ფუნდამენტურ განცხადებებს მკითხველი სარწმუნოდ მიიჩნევს, მსგავსად იმისა, როგორც ელექტრული მოქმედების კანონებს მიიჩნევდა, თუ მათ მარკონი ან ედისონი გამოაქვეყნებდა, ხოლო მიიჩნევს რა სარწმუნოდ, მათ ჭეშმარიტებას დაამტკიცებს, თუ ამ კანონების შესაბამისად ყოყმანისა და შიშის გარეშე იმოქმედებს. ყოველი მამაკაცი და ქალი, რომელიც ასე მოიქცევა, აუცილებლად გამდიდრდება, რადგან აქ  გამოყენებული მეცნიერება ზუსტია, შესაბამისად კი, წარუმატებლობა შეუძლებელია. თუმცა მათთვის, ვისაც ფილოსოფიური თეორიების გამოკვლევა და რწმენისთვის ლოგიკური საფუძვლის უზრუნველყოფა სურს, აქ რამდენიმე ავტორიტეტს დავასახელებ.

    სამყაროს მონისტური თეორია – თეორია, რომ ერთი არის ყველა და ყველა არის ერთი; რომ ერთი სუბსტანცია ვლინდება, როგორც მატერიალური სამყაროს თითქოს მრავალი ელემენტი – ჰინდუისტური წარმომავლობისაა და თანდათანობით იკვლევდა გზას დასავლეთის სამყაროში ორასი წლის განმავლობაში. ის არის მთელი აღმოსავლური ფილოსოფიის ისევე, როგორც დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, შოპენჰაუერის, ჰეგელისა და ემერსონის ნააზრევის საფუძველი.

    მკითხველს, რომელსაც სურს, ფილოსოფიურ საფუძვლებს ჩაუღრმავდეს, ჰეგელისა და ემერსონის ნაშრომების წაკითხვას ვურჩევთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ის გაეცნობა „მარადიულ ამბებს, შესანიშნავ ბროშურას, გამოქვეყნებულს ჯ.ჯ ბრაუნის მიერ (300 Cathcart Road, Govanhill, Glasgow, Scotland). გარდა ამისა, შესაძლოა მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს სერია სტატიებისა ავტორის მიერ, რომლებიც Nautilus-ში (ჰოლიოკი, მასაჩუსეტსი) იბეჭდებოდა 1909 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში სათაურით „რა არის ჭეშმარიტება?

    ამ წიგნის წერისას მე ყველა სხვა მოსაზრება სტილის სისადავესა და სიმარტივეს შევწირე, რათა ტექსტი ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. სამოქმედო გეგმა ფილოსოფიის დასკვნებიდან არის გამოტანილი; ის საგულდაგულოდ შემოწმდა და პრაქტიკული ექსპერიმენტის უზენაეს ბეჭედს ატარებს; ის მუშაობს. თუ იმის ცოდნა გსურთ, თუ როგორ იქნა დასკვნები მიღებული, ზემოჩამოთვლილი ავტორების ნაშრომებს გაეცანით. ხოლო თუ მათი ფილოსოფიის ნაყოფის მოკრეფა გსურთ რეალურ პრაქტიკაში, წაიკითხეთ ეს წიგნი და ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც ის გირჩევთ.

    ავტორი

    თავი I. სიმდიდრის უფლება

    რაც არ უნდა ითქვას სიღარიბის სადიდებლად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ შეუძლებელია მართლაც სრულყოფილი და წარმატებული ცხოვრება, თუ ადამიანი მდიდარი არ არის. ვერცერთი ადამიანი მიაღწევს ტალანტის უმაღლეს განვითარებას და სულიერ სრულყოფას, თუ საკმაო რაოდენობის ფული არ აქვს, რადგან სულის გასახსნელად და ტალანტის განსავითარებლად მას მრავალი საგნის გამოყენება დასჭირდება, ხოლო ამ საგნებს ვერ მოიპოვებს, თუ მათი შესაძენი ფული არ ექნება.

    ადამიანი გონებრივად, სულიერად და სხეულებრივად ვითარდება სხვადასხვა ნივთების გამოყენებით, საზოგადოება კი იმგვარად არის ორგანიზებული, რომ ადამიანს ფული უნდა ჰქონდეს, რათა ამ ნივთებს დაეუფლოს. შესაბამისად, ადამიანის ყოველგვარი წინსვლის საფუძველი უნდა იყოს გამდიდრების მეცნიერული გზა.

    მთელი ცხოვრების მიზანი განვითარებაა. ყველაფერს, რაც ცოცხლობს, ისეთი განვითარების ხელშეუვალი უფლება აქვს, როგორის მიღწევაც მას ძალუძს.

    ადამიანის სიცოცხლის უფლება ნიშნავს მის უფლებას, თავისუფლად და შეუზღუდავად გამოიყენოს ყველა ნივთი, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს მისი სრული გონებრივი, სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის, სხვა სიტყვებით, ნიშნავს უფლებას, იყოს მდიდარი.

    ამ წიგნში მე არ ვისაუბრებ სიმდიდრის შესახებ გადატანითი მნიშვნელობით. იყო მდიდარი, არ ნიშნავს, დაკმაყოფილდე მცირედით. არცერთი ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს მცირედით, თუკი მას მეტის ფლობის და გამოყენების უნარი აქვს. ბუნების მიზანი სიცოცხლის წინსვლა და განვითარებაა. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს სიცოცხლის ძალას, ელეგანტურობას, მშვენიერებასა და მდიდრულობას. ნაკლებით კმაყოფილება ცოდვაა.

    ადამიანი, რომელიც ფლობს ყველაფერს, რათა ისე იცხოვროს, როგორც სურს, მდიდარია. და, ვერცერთ ადამიანს ექნება ყველაფერი, რაც სურს, თუ ბევრი ფული არ აქვს. ცხოვრება იმდენად განვითარდა და გართულდა, რომ ყველაზე ჩვეულებრივი მამაკაცი ან ქალიც კი დიდ სიმდიდრეს საჭიროებს, რათა ისე იცხოვროს, რომ ეს სისრულესთან იყოს ახლოს. ყოველ პიროვნებას ბუნებრივად სურს, გახდეს ისეთი, როგორად გახდომის უნარიც შესწევს. თანდაყოლილი შესაძებლობების რეალიზაციის სურვილი ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ ძალგვიძს, არ გვსურდეს, ვიყოთ ისეთები, როგორებიც შეგვიძლია, რომ ვიყოთ. ცხოვრების წარმატება ნიშნავს, გახდე ის, რაც გსურს, რომ გახდე. ხოლო გახდე ის, რაც გსურს რომ გახდე, შესაძლებელია მხოლოდ ნივთების გამოყენებით, მათი თავისუფლად გამოყენება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საკმარისად მდიდარი იქნებით მათ შესაძენად. შესაბამისად, ყველა ცოდნას შორის ყველაზე არსებითია სიმდიდრის მოპოვების მეცნიერების წვდომა.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1