Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თეიმურაზ I და მისი პოემა
თეიმურაზ I და მისი პოემა
თეიმურაზ I და მისი პოემა
Ebook190 pages1 hour

თეიმურაზ I და მისი პოემა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ზურაბ ავალიშვილი, წინამდებარე ნაშრომში ქეთევან დედოფლის წამების ფაქტებს იკვლევს თეიმურაზის პოემის მიმართებაში ისტორიულ კონტექტსტთან. დამატების სახით ნაშომს ერთვის სამი ქართული ისტორიული დოკუმენტის განხილვა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
თეიმურაზ I და მისი პოემა

Read more from ზურაბ ავალიშვილი

Related to თეიმურაზ I და მისი პოემა

Related ebooks

Reviews for თეიმურაზ I და მისი პოემა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თეიმურაზ I და მისი პოემა - ზურაბ ავალიშვილი

    ზურაბ ავალიშვილი - თეიმურაზ I და მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა"

    iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: IBooks

    სარჩევი

    შესავალი

    თეიმურაზ პირველი და მისი პოემა  „წამება ქეთევან დედოფლისა"

    თავი პირველი. პოემისათვის

    თავი მეორე. შირაზის ტყვეობა

    თავი მესამე. ნაშთის ძებნაში

    თავი მეოთხე. შირაზის ნადიმი

    თავი მეხუთე. დავით უნდილაძე

    თავი მეექვსე. ეპილოგი

    სამი ისტორიული საბუთი

    I (კრებულის № 40)

    II (ორი პირია: № 54 და № 79. ვბეჭდავთ 54)

    III (კრებულში № 55)

    შენიშვნა

    შესავალი

    „თეიმურაზ I და მისი პოემა: „წამება ქეთევან დედოფლისა პირველად დაიბეჭდა აქაურ „კავკასიაში 1937 წ. (№ № 3, 4, 5); „სამი ისტორიული საბუთი – აქაურსავე „საქართველოს გუშაგში" 1936 წ. (№ 16). ამ ახალ გამოცემაში ზოგი რამ დამატებულია. სულ ახალია ეს წინასიტყვაობა.

    თეიმურაზის მნიშვნელოვანი პოემით ქართულმა ლიტერატურამ ხომ თავისი ვალი მოიხადა წამებულ დედოფლის წინაშე. ხოლო ევროპის სიტყვა-კაზმულ მწერლობამაც ქეთევანის სადიდებლად მე-17 საუკუნეში ღირსეული ძეგლი შეჰქმნა. ვგულისხმობ გამოჩენილი ლირიკოსის და დრამატურგის, გერმანელი ანდრია გრიფიუსის ტრაღედიას „კათარინა ფონ გეორგიენ, ე. ი. „ეკატერინე ქართველი. ესაა წინასიტყვაობის საგანი.

    თავის ნაწარმოების ქალ-გმირს ავტორმა ეკატერინე დაარქვა და არა ქეთევან, არა ის სახელი, რომლითაც იგი საქართველოშია ცნობილი და რომელიც მან ასახელა. ეს შემთხვევით მოხდა: ასე ეწერა იქ, საიდანაც გრიფიუსმა წამებული დედოფლის ისტორია ამოიკითხა (ამაზე იხ. ქვემოდ).

    გერმანელი მგოსნის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქეთევანის 1624 წ. წამების ამბავი მას ალბად უკვე 1647-1648 წლებში უნდა სცოდნოდა და მაშინვე მის დამუშავებისთვისაც მოუკიდნია ხელი. ამ თავის მომავალ ტრაღედიას („ეკატერინე ქართველი იგი 1650 წ. ერთი სხვა ნაწერის („ლეო არმენიუს) შესავალში იხსენიებს; ხოლო დაიბეჭდა პირველად, დაბრკოლების გამო, დაგვიანებით, 1657 წელს ბრესლაუს, სილეზიის, გრიფიუსის სა შობლოს დედაქალაქში.

    მე-17 საუკუნეში ამ ტრაღედიას გერმანიაში ხშირად ასრულებდნენ სცენაზედ. ცნობილია მისი სამი გამოცემა გრიფიუსის ნაწერთა კრებულში (1657, 1663 და 1698 წ.); ისიც, რომ ცალკე წიგნადაც უნდოდათ გამოეცათ; და ამ მიზნით შეკვეთილმა სურათებმაც (გრავიურებია სპილენძზე) მოაღწია ჩვენამდე. მათ შორის ერთი, სასათაურო, წარმოადგენს ქეთევანს – მასზედ ზეციდან უკვდავებისა (და წამების) გვირგვინი გადმოდის – და შაჰაბაზს: იგი დედოფალს მიწიერი ბედნიერების და თავისი სიყვარულის ნიშნად სპარსეთის გვირგვინს უძღვნის.

    შემდეგში ეს ნაწარმოები მივიწყებულადა სჩანს. ხელახლად გამოსცა, ავტორის სხვა სათეატრო ნაწერებთან ერთად, ჰერმან პალმმა 1882 წელს, და უკანასკნელად გერმანული თეატრის ისტორიკოსმა ვილლი ფლემინგმა 1928 წ. საერთოდ გრიფიუსის მნიშვნელობა ამ თეატრის განვითარებაში, მისი სალირიკო პოეზიაც საფუძვლიანად შესწავლილია. კერძოთ „კათარინასაც" მიაქციეს ჩვენს დროს ყურადღება და მისი ღირებულებაცა სცნეს. ითვლება ეგრეთ წოდებულ ბაროკოს სათეატრო ხელოვნების მე-17 საუკუნის გერმანიაში საუკეთესო ნიმუშად (გამოთქმის აღელვებული და ცოტა გადაჭარბებული კილო ანუ სტილი. ბაროკოს მცნება ხელოვნების ისტორიის სხვა დარგებიდან – ხუროთმოძღვრება, მხატვრობა, ქანდაკება – აწ სიტყვა-კაზმული მწერლობის კვლევაშიაც გადაუტანიათ).

    გრიფი (1616-1664) – ესაა მისი ნამდვილი გვარი; ლათინური დაბოლოვება „უს" მაშინდელი ჩვეულებით გერმანულ გრიფ-ს ანუ გრეიფ-ს მიუმატეს – თანამედროვეა გერმანიისათვის ესოდენ საზარელი ოცდაათ წლოვანი ომისა (1618-1648). მისი საშინელებანი მას ახალგაზრდობაში პირადათ ჰქონდა გამოცდილი. ბუნებითაც ნაღვლიანი, დაღონებული სულის ადამიანი იყო. ამისათვის არც საკვირველია, რომ მან ასე ღრმად და გულწრფელად იგრძნო საქართველოს სახიფათო და შეუპოვარი ბრძოლა სპარსელთა ძალადობის წინააღმდეგ, მისი სისხლიანი წყლული, მისი მონობის სიმწარე და განთავისუფლების წყურვილი. საქართველოში მომხდარ, შაჰაბაზის დროინდელ ამბავთა მგლოვიარე სურათი ხომ მთელ ტრაღედიას საფუძვლად უდევს. ხოლო ეს ამბები უშუალოდ კი არ იშლება მაყურებელთა წინაშე წარმოდგენაში, არამედ უმთავრესად მოხსენებული არიან მომქმედთა პირით. განსაკუთრებით პირველ მოქმედებაში ქართველი ელჩის და მესამეში – თვით ქეთევანის ნაამბობში.

    ამას სამართლიანად ნაკლადა სთვლის გერმანული კრიტიკა. წარსულ ამბავთა თხრობა, უეჭველია, მოქმედების მსვლელობას ამძიმებს. და აქ ხომ გადმოცემულია ქეთევანის წამებასთან ერთად – ეს არის ნაწარმოების მთვარი თემა – მამის მკვლელი, კახელი ბატონიშვილი კონსტანტინეს უფრო ადრინდელი ისტორიაც და, ასე ვსთქვათ, დიდ მოურავიანის – გიორგი სააკაძის თავგადასავალის – დრამატიული შინაარსიც; ესე იგი, სამი დიდი საგანი, მთელი ტრილოგია, სულ ერთი ტრაღედიის ფარგლებში. მაგრამ, რაკი გრიფიუსმა თავის მთავარ საგნად დედოფლის წამება დაისახა, მისგან ამორჩეული გეგმა აუცილებელი იყო. მამის მკვლელი კონსტანტინეს ამბავი და „დიდ მოურავიანი მას შეეძლო მსოლოდ სხვის მიერ ნაამბობით და არა უშუალო მოქმედებით გადმოეცა ამ ტრაღედიაში. დრამატურგიის ძველი წესით თეატრში წარმოდგენილი მოქმედება სულ ერთ დროს და ერთს ადგილს უნდა ხდებოდეს და თვით ავტორი ხომ თავიდგან აცხადებს, რომ მისი „ტრაღედია მზის ამოსვლამდე იწყება და დღესთან ერთად თავდება ქ. შირაზს სამეფო კარზე. მთელი მოქმედება კათარინას (ე. ი. ქეთევანის) სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წარმოადგენსო.

    ამას თხზულების სათაურიც[1] აჩვენებს: ქათევან-კათარინაში განხორციელებულია დამწერის მიერ საქმით დამტკიცებული გულმოდგინეობა. დედოფალი მთავარი სახეა აქ; მაგრამ იგი ხომ წმინდანია, მის სულში არავითარი ბრძოლა არ არის; იგი განიცდის გარეშე უხეში ძალისაგან განადგურებას. ეს ძალა სპობს მას, ხოლო გართულებას მის სულში აღარ ჰქმნის. აქ გრიფიუსიც მარტვილობის უბრალო აღმწერელია, სხვა არაფერი. უფრო რთულია და დრამატიულად დამუშავებული ტრაღედიის მეორე დიდი სახე, შაჰაბაზი. მის გულში იბრძვის პოლიტიკოსის ანგარიში, სიძულვილი, შურის ძიება და ქეთევანისადმი დიდი სიყვარულიც. წამების შემდგომ უსაზღვროა მისი სინანული და გოდება.

    ტრაღედია ლექსათაა დაწერილი, უმთავრესად ე. წ. ალექსანდრინით. ხუთმოქმედებიანია და მის შინაარსსაც, ფრანგებისა არ იყოს, პიესის „არგუმენტს", თვით პოეტი გადმოგვცემს ამ გვარად (მომყავს თავისუფლათ და ცოტა შემოკლებით):

    I. მარადისობა (ალეგორიული სახე) უკუაგდებს სოფლის ამაოებას და ამცნებს, რომელი საშუალებით შეიძლება წარუვალი პატივის შოვნა. დემეტრიოს და პროკოპიოს (გურჯისტანის ელჩები), საიდუმლოდ შეთანხმებულნი დედოფლის მოახლესთან, წარუდგებიან დედოფალს (ამისათვის დარაჯებს განგებ შეზავებული ღვინით დააძინებენ). მოახსენებენ საქართველოს ახალ მდგომარეობას (დიდი მოურავის გამარჯვებას, ლტოლვილი თეიმურაზის საქართველოში დაბრუნებას) და აღუთქვამენ მალე განთავისუფლებას. მოულოდნელად მოდის შაჰაბაზი, იგი ამაოდ სცდილობს დედოფლის გულის მოგებას. ტყვე ქალები სამგლოვიარო გალობით სამშობლოს დაღუპვას დასტირიან.

    II. შაჰაბაზი სჩივის თავისი ტრფიალობის უშედეგობას. მას წარუდგება გამოსათხოვებლად რუსეთის ელჩი, რომელიც მისგან ქეთევანის განთავისუფლებას თხოულობს. შაჰაბაზი ამაზედ თანხმდება, მაგრამ ელჩის წასვლის უმალ შეინანებს თავის დაპირებას.

    ეს მოქმედება თავდება შაჰაბაზის მიერ შემდეგში დახოცილი თავადების ხოროთი.

    III. რუსეთის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1