Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სიკვდილი ვენეციაში
სიკვდილი ვენეციაში
სიკვდილი ვენეციაში
Ebook225 pages2 hours

სიკვდილი ვენეციაში

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

პირველად გამოქვეყნებული 1912 წელს, "სიკვდილი ვენეციაში" - ესაა თომას მანის ნოველა საშუალო ასაკის გერმანელი მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის შესახებ, რომელსაც თოთხმეტი წლის პოლონელი ბიჭის, ტაძიოს მიმართ არაჯანსაღი ვნება წარმოეშობა. მიუხედავად იმისა, რომ გუსტავი არ ზემოქმედებს თავის გრძნობებზე ბიჭთან მიმართებით, თავს დამღუპველ შინაგან სურვილში ჩათრეულად განიცდის. ემოციური განცდების კლასიკური წარმოსახვით "სიკვდილი ვენეციაში" ბრწყინვალედ ავლენს შინაგანი ფსიქოლოგიური ტანჯვის ტრაგიკულ ინტენსივობას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
სიკვდილი ვენეციაში

Read more from თომას მანი

Related to სიკვდილი ვენეციაში

Related ebooks

Reviews for სიკვდილი ვენეციაში

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სიკვდილი ვენეციაში - თომას მანი

    თომას მანი - სიკვდილი ვენეციაში

    Thomas Mann - Der Tod in Venedig

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კარლო ჯორჯანელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    გუსტავ აშენბახი, ანუ ფონ აშენბახი, როგორც დაბადებიდან ორმოცდაათი წლის შესრულების შემდეგ ოფიციალურად უწოდებდნენ, 19. წლის გაზაფხულის ერთ საღამოს, __19. წლისა, რომელიც თვეების განმავლობაში ესოდენ მრისხანედ უჭვრეტდა ჩვენს კონტინენტს, - მიუნხენის პრინცრეგენტერშტრასეზე გამოვიდა თავისი ბინიდან და მარტოდმარტო გაემართა გარეუბნისკენ სასეირნოდ. მწერალი აღაგზნო დილის საათებში გაწეულმა მძიმე და მსახვრალმა შრომამ, რომელიც სწორედ ამ ეტაპზე მოითხოვდა უზენაეს რუდუნებას, გამჭრიახობასა და სიზუსტეს ნებელობისა, და მაინც ვეღარც ნასადილევს შეძლო შეეჩერებინა შინაგანი შემოქმედებითი მექანიზმის მუშაობა, ის „motus animi continuus[1]", რომელშიც, როგორც ციცერონი ამბობს, მჭევრმეტყველების არსი მდგომარეობს. თვალზე რული არ მოეკიდა, დღისით ძილი კი ძალთა მზარდი გამოფიტვის გამო ერთობ სჭირდებოდა და შვებას მოჰგვრიდა. ასე რომ, ჩაის შემდეგ უმალვე გარეთ გაეშურა იმ იმედით, ჰაერი და სიარული გამომაცოცხლებს და ნაყოფიერ საღამოს მომიტანსო.

    მაისის დამდეგი გახლდათ, მაგრამ წვიმიან და ცივ კვირათა შემდეგ შუა ზაფხულივით ცხელი ამინდი დაიჭირა. ინგლისურ ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ მხოლოდ ნაზად შეემოსა სიმწვანეს, ჰაერი ისე იყო შეხუთული, როგორც აგვისტოში და იმ მხარეს, რომელიც ქალაქს უშუალოდ ეკვროდა, ეტლები და მოსეირნეები ზიმზიმებდნენ. აუმაისტერის სამიკიტნოში, სადაც სულ უფრო და უფრო მივარდნილმა და უკაცრიელმა ბილიკებმა მიიყვანეს, აშენბახმა ერთ წამს მხიარულ მეინახეებს უყურა ბაღში, რომლის ზღუდესთან რამდენიმე ღია ეტლი და კარეტა იდგა, და იქიდან კი (მზე უკვე ჩასასვლელად გადაიწვერა) ისევ შინისკენ წამოვიდა, მაგრამ არა პარკით, არამედ მინდორ-მინდორ და, ვინაიდან დაღლილობა იგრძნო და თანაც ფორინგის თავზე ცა საავდროდ იღუშებოდა, ჩრდილოეთ სასაფლაოსთან ტრამვაის დაელოდა, რომელიც უმოკლესი გზით ჩაიყვანდა ქალაქში.

    შემთხვევით კაციშვილი არ აღმოჩნდა არც გაჩერებაზე და არც მის მახლობლად. არავინ არ იყო აგრეთვე უნგერეშტრასეზე, რომლის ქვაფენილზეც ობლად გაწოლილიყვნენ შვაბინგის მიმართულებით მსრბოლი ბრჭყვიალა რელსები, და არც ფორინგის გზატკეცილზე ჩანდა ეკიპაჟის ნასახი; ჩამიჩუმი არ ისმოდა ქვისმთლელთა სახელოსნოების მესერთა მიღმა, სადაც გასაყიდად გამოდგმული ჯვრები, მემორიალური დაფები და ძეგლები თითქოსდა მეორე, ჯერ დაუსახლებელ სასაფლაოს ქმნიდნენ, მოპირდაპირე მხარეს კი დაისის არილში მდუმარედ აღმართულიყო ეგვტერის ბიზანტიური ნაგებობა. ბერძნული ჯვრებითა და ღია ფერებში შესრულებული ჰიერატიკული გამოსახულებებით დამშვენებულ ფასადზე სიმეტრიულად განლაგებული წარწერებიც იყო, ოქროს ასოებით გამოყვანილი რჩეული თქმები, რომელნიც საიქიო ცხოვრებას შეეხებოდნენ, როგორიცაა, მაგალითად: „მიდიან იგინი სამყოფელსა ღვთისა, ანდა: „უნათებდეს მათ ნათელი საუკუნო. ტრამვაის მოლოდინში აშენბახი რამდენიმე წუთს ამ ფორმულათა კითხვით ერთობოდა და ცდილობდა გონების თვალით მათ გამჭვირვალე მისტიკაში ჩაძირულიყო, მაგრამ მერე გამოერკვა ზმანებათაგან და პორტიკში, ორივე აპოკალიფსური ცხოველის ზევით, რომლებიც კიბეს დარაჯობდნენ, ვიღაც კაცი შენიშნა და მისმა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელმა გამოჩენამ აშენბახის აზრებს სულ სხვა მიმართულება მისცა.

    ეგვტერიდან გამოვიდა ბრინჯაოს კარით თუ გარედან მოსულს შეუმჩნევლად აევლო კიბე, გაურკვეველი იყო. აშენბახი ბოლომდე არ ჩაჰყოლია ამ საკითხს და უფრო პირველი მოსაზრებისკენ იხრებოდა. ეს კაცი შუატანის გახლდათ. გამხდარი, უწვერული და თვალში საცემად ნოღა ცხვირის პატრონი, იგი წითურთმიანთა ტიპს ეკუთვნოდა და ამ ტიპისთვის დამახასიათებელი რძესავით თეთრი და ჭორფლიანი კანი ჰქონდა კიდეც. აშკარად ეტყობოდა, რომ ბავარიელი არ უნდა ყოფილიყო, რაზედაც ყოველ შემთხვევაში გარკვევით მიუთითებდა ფართო და სწორკიდეებიანი ჩალის ქუდი, რომელიც თავზე ეხურა და უცხოელისა და შორიდან მოსულის იერს აძლევდა, თუმცა მხრებზე წმინდა წყლის ბავარიული ზურგჩანთა კი ეკიდა და მოყვითალო მოუთელავი მაუდის ქურთუკი ეცვა; მარცხენა ხელზე, რომლითაც დოინჯი შემოეყარა, რაღაც ჰქონდა გადაკიდებული - ალბათ ნაცრისფერი საწვიმარი, მარჯვენაში კი რკინისბუნიკიანი ჯოხი ეპყრა, რომელიც ცერად დაებჯინა იატაკზე, ფეხი ფეხზე გადაეჭდო და თეძოთი მის სახელურს დაყრდნობოდა. თავი ზეაწია და საკინძეგაღეღილი სპორტული პერანგიდან ამოჩრილ გამხდარ კისერზე ადამის ვაშლი რელიეფურად გამოსახვოდა; შორეთს გასცქეროდა, თითქო რაღაცას ეძებდა უფერული, წითურწამწამებიანი თვალებით, რომელთა შორის პაჭუა და ნოღა ცხვირთან საოცრად შეხამებული ორი შვეული, ენერგიული ნაოჭი აღბეჭდვოდა. მის პოზაში - შესაძლოა, ასეთ შთაბეჭდილებას ხელს უწყობდა ამაღლებული და ამამაღლებელი ადგილსამყოფელი - იყო რაღაც ქედმაღლური, თამამი და ველურიც კი. ჩამავალი მზის სხივებით თვალმოჭრილს მოეჭმუხნა სახე, თუ საერთოდ რაღაც წუნი ჰქონდა, ტუჩები ერთობ მოკლე უჩანდა, კბილებიდან ზევით და ქვევით გადაწეულები, ასე რომ, ღრძილებიც კი გაშიშვლებული ჰქონდა და მათ შორის თეთრი და გრძელი კბილები გამოკრთოდნენ.

    ადვილი შესაძლებელია, რომ აშენბახი, როდესაც ასე ნაწილობრივ გონებაგაფანტულად, მაგრამ ამავე დროს გამომცდელად ათვალიერებდა უცნობს, ჯეროვნად მორიდებული არ იყო, რადგან ანაზდეულად შენიშნა, მზერაზე უცხოც მზერით პასუხობდა, თანაც ისე დაჟინებით და ჯიქურად, რომ აშკარა იყო, უნდოდა იძულებული გაეხადა აშენბახი, თვალი აერიდებინა მისთვის და მანაც, უსიამოვნოდ შეცბუნებულმა, ზურგი აქცია და მესერს დაუყვა, თან გადაწყვიტა ყურადღება აღარ მიექცია ამ კაცისთვის და იმწამსვე დაავიწყდა კიდეც. გაურკვეველი იყო, იმან იმოქმედა მის წარმოსახვაზე, რომ უცნობი მოგზაურს წააგავდა, თუ სხვა რომელიმე ფიზიკურ ან სულიერ ზეგავლენას მიუძღოდა ბრალი, მაგრამ ეს კია, რომ სრულიად მოულოდნელად იგრძნო, როგორ საოცრად გაუფართოვდა შინაგანი სამყარო: უჩვეულო ჩქროლამ აიტანა, შორეული მხარეებისკენ ჭაბუკურმა ლტოლვამ, განცდამ, რომელიც ისე ცხოველი, ისე ახალი, ან უფრო სწორად, ისე დიდი ხნის წინათ დავიწყებული და უჩვეულო იყო, რომ ზურგზე ხელებდაწყობილი და მიწას ჩაშტერებული ერთ ადგილზე გაშეშდა, რათა ამ გრძნობის არსსა და რაობაში გარკვეულიყო.

    მოგზაურობის სურვილი იყო, სხვა არაფერი, მაგრამ როგორც ნამდვილმა სალმობამ, ისე შემოუტია, ვნებასავით წაეკიდა და ლამის ცნობა წაართვა. ხილვა სწყუროდა, მისმა ფანტაზიამ, რომელიც სამუშაო საათების შემდეგ ჯერაც არ დამცხრალიყო, ერთ მთლიან ხატებაში მოაქცია მრავალსახოვანი დედამიწის ყველა სასწაული და საშინელება, რადგან მათ ერთდროულად წარმოდგენას ლამობდა. იგი ხედავდა, ხედავდა ლანდშაფტს, ტროპიკულ ჭაობებს ხვატით შეხუთული ზეცის ქვეშ, ტენიანს, უხვს, ურჩხულს, პირველყოფილი მსოფლიოს უღრანი ადგილების მსგავსს, მოფენილს კუნძულებით, ჭანჭრობებით და გამდინარე წყლებით, რომელთაც შლამი მოაქვთ, - ხედავდა, როგორ ამოშვერილიყვნენ ბანჯგვლიანი და ტანკენარი პალმები ახლოსაც და შორეთშიც გვიმრების უსიერი ტევრიდან, ცვრიანი, რძიანი და საოცარი ყვავილებით დახუნძლული მცენარეულის წიაღიდან, - ხედავდა უცნაური მოყვანილობის ხეებს, რომელთაც ფესვები პირდაპირ ჰაერიდანვე ჩაესოთ ნიადაგში, მწვანედ მოკამკამე შეტბორებულ ნაკადებში, სადაც უცხო ჯიშის ფრინველები გაფხორილნი, უშნონისკარტიანი და გარინდებულნი იდგნენ თავთხელ ადგილებში, წყალში მოტივტივე, რძესავით თეთრ და თეფშებივით დიდრონ ყვავილებს შორის, და ქეშად იყურებოდნენ, - ხედავდა ლელიანში, ბამბუკის დამუხლულ ღეროებს შორის, ორ მოელვარე ნაღვერდალს - ჩასაფრებული ვეფხვის თვალებს და გრძნობდა, როგორ უთრთოდა გული ძრწოლისა და შეუცნობელი წადილისგან. მერე ეს ზმანება განქარდა, აშენბახმა ერთი გაიქნია თავი და საფლავის ქვისმთლელთა სახელოსნოების გასწვრივ სეირნობა განაგრძო.

    კარგა ხანია, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც საიმისო სახსრები მუდამ ხელთ ჰქონდა, რომ საითაც სურდა, იქით გამგზავრებულიყო, მოგზაურობას მხოლოდ და მხოლოდ როგორც ჰიგიენურ ღონისძიებას, ისე უყურებდა, რომელიც ჟამიდან ჟამზე უნდა განახორციელო, თუნდაც შენს განწყობილებასა და მიდრეკილებებს ეწინააღმდეგებოდეს. იმ ამოცანებით ერთობ დაკავებული, რასაც საკუთარი მეობა და ევროპული სული აკისრებდა, იმ ვალდებულებებით გადატვირთული, რომლებიც შემოქმედების სფეროში ჰქონდა აღებული, და თანაც გართობის არმოყვარული, იგი ზიზილ-პიპილებიანი გარე სამყაროსთვის არ გამოდგებოდა და მარტოოდენ ჭვრეტით კმაყოფილდებოდა, რაიც დედამიწის ზურგზე ყოველ ადამიანს ძალუძს, ისე, რომ თავის წრეს ძალიან არ დაშორდეს. იგი არასოდეს აუტანია ცდუნებას, ევროპას გასცილებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ცხოვრება ნელ-ნელა დაისისკენ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1