Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თეატრი
თეატრი
თეატრი
Ebook94 pages30 minutes

თეატრი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

კრებულში შესული სამი პიესა: „ჩემოდანი“, „დროის რღვევა“ და „ჯოხადქცეული ადამიანი“ 1957 და 1969 წლებს შორისაა შექმნილი და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების სიმბოლოებს წარმოადგენს. პირველი - დაბადებას, მეორე - თავად ცხოვრებას, ხოლო მესამე - სიკვდილს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2021
თეატრი

Related to თეატრი

Related ebooks

Reviews for თეატრი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თეატრი - კობო აბე

    კობო აბე - თეატრი

    阿部公房 - 劇場

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის მანანა დარბაისელს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ჩემოდანი

    დროის რღვევა

    ჯოხადქცეული ადამიანი

    ჩემოდანი

    (დრამატული სცენა)

    მოქმედი პირები:

    ქალი.

    სტუმარი ქალი.

    ჩემოდანი (მამაკაცი).

    ნათელი ოთახი, თუმცა ვერაფრით უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს ოთახია. მაგალითად, სასურველია, რომ სცენის უკან შავი მართკუთხა ჩარჩოები დაიხატოს ან შავი ფარდის მეშვეობით მცირე დამატებითი სივრცე შეიქმნას. შუაზე - მაგიდა. მაგიდასთან - ორი სკამი.

    ფარდის აწევასთან ერთად კედლის საათი (ბუნებრივია, უხილავი) ხუთჯერ ჩამოჰკრავს. მარჯვნივ, სკამზე - ქალია, მარცხნივ - სტუმარი ქალი. ორივე ფართოდ იღიმება. ქალი ახალგაზრდაა, ახალი გათხოვილი. სტუმარი ქალი, მისი მეგობარი, გაუთხოვარია.

    მონა ლიზა!

    შენ იღიმები, -

    შენ უკვადვი შეიქენ

    ფარული ღიმილით შენიღბული.

    როდესაც ჯავშნით აღჭურვილი

    ჯარისკაცებიც კი

    არ არიან უკვდავნი.

    ტანკები და

    ჯავშანმანქანებიც კი

    არ არიან უკვდავნი.

    ფოლადი იჟანგება

    იქცევა მეწამულ ქვიშად -

    ჯართის გროვად

    უცნობ ჯარისკაცთა საფლავად.

    მხოლოდ მონა ლიზა არ ჟანგდება.

    ღიმილი არ იჟანგება,

    ღიმილის ნიღაბი

    ჯავშანზე მტკიცეა.

    გილოცავთ შენ

    ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლევ.

    შენ ოთხასოთხმოცდაათი წლის ხარ.

    გილოცავთ,

    გილოცავთ

    ოთხასოთხმოცდაათი წლის

    ბებრუხანა მონა ლიზას.

    ქალი. რაღაც აგეკრო სახელოზე.

    სტუმარი ქალი სიგარეტს, რომელიც მარჯვენა ხელით ეკავა, საფერფლეში დებს და იდაყვს ისე გადმოაბრუნებს, რომ მას შუქი დაეცეს.

    სტუმარი ქალი. სად?

    ქალი. აი... კატის ბეწვი ხომ არ არის?

    სტუმარი ქალი. კატის? არა მგონია...

    ქალი. არ გიყვარს კატები?

    სტუმარი ქალი (ენერგიულად). ვერ ვიტან.

    სტუმარი ქალი იბუზება და უფრო ღრმად ჯდება სკამზე. ქალი პოზას ინარჩუნებს - ოდნავ წინ გადახრილი ზის. ერთმანეთს უყურებენ, და სანამ მორიგი ლექსების კითხვა მიმდინარეობს, სახეზე ღიმილი არ შორდებათ. თანდათან ბინდდება.

    მუდამ იღიმე,

    ღიმილის ნიღაბქვეშ

    დამალე სული შენი.

    ნაცვლად ტყვიის ფურცლისა, რადიაციისგან რომ იცავს,

    ნაცვლად ბოჭკოვანი შუშის ფურცლისა, ცეცხლისგან რომ იცავს,

    კოსმოსური სკაფანდრის ნაცვლად, უჰაერო სივრცეში რომ იცავს სხეულს,

    ღიმილი,

    ღიმილის ნიღაბი,

    ომის გაზების სურნელი,

    ბირჟის გოგირდოვანი სურნელი,

    ისტორიის გამონაბოლქვი აირები,

    აქ კი ყოვალდ უვნებელი

    ნიღაბი, რომელსაც ღიმილი ჰქვია.

    ამიტომ სწორედ, მონა ლიზა

    არ ჩამოიშორო ნიღაბი

    არ გაამხილო ღიმილის საიდუმლო.

    თუ ადამიანი იხილავს შენს სახეს,

    ის გრძნობას დაკარგავს.

    არ დადის ამქვეყნად ადამიანი,

    მის ხილვას რომელიც გაბედავდა.

    ქალი. რა ხალხი ვართ...

    სტუმარი ქალი. ჰო...

    ქალი. ყველაფერში ვგავართ ერთმანეთს, და მაინც...

    სტუმარი ქალი. ჰო. რას იზამ... (საათს უყურებს)

    ქალი (შეცვლილი ინტონაციით), მისმინე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? (იღიმის მობოდიშებით) მინდოდა, რაღაც გენახა.

    სტუმარი ქალი. შენ ხომ ვახშმის მომზადებას

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1