Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჩინებული სასიძონი
ჩინებული სასიძონი
ჩინებული სასიძონი
Ebook79 pages26 minutes

ჩინებული სასიძონი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ასტროლოგის მიერ დაიმედებული სასიძოები დედოფლის ასულის ხელისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ამ დროს კი არადიდგვაროვანი სამხედრო პირი იმარჯვებს, რომელიც ბედსა და თავის თავსაა მინდობილი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2021
ჩინებული სასიძონი

Read more from მოლიერი

Related to ჩინებული სასიძონი

Related ebooks

Reviews for ჩინებული სასიძონი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჩინებული სასიძონი - მოლიერი

    მოლიერი - ჩინებული სასიძონი

    Molier - Les Amants Magnifiqeus

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი ყიფიანს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    მეხუთე მოქმედება

    ხუთ-მოქმედებიანი კომედია

    მოქმედნი პირნი:

    ურისტიონე, დედოფალი, ერიფილეს დედა.

    ერიფილე, ბატონიშვილი, დედოფლის ასული, გასათხოვარი.

    იფიკრატ, მთავარი, ერიფილეს მთხოვნელი.

    ტიმოკლე, მთავარი, ერიფილეს მთხოვნელი.

    სოსტრატ, ჯარის თავი გენერალი, ერიფილეს ტრფიალი.

    კლეონისა, ერიფილეს მხლებელი, ქალი.

    ანაქსარხ, ასტროლოგი.

    კლეონ, ანაქსარხის შვილი.

    ხორებ, დედოფლის მხლებელი.

    კლიტიდას, სასახლის კაცი, ერიფილე ბატონიშვილის მხლებელი.

    ცრუ ვენერა, ანაქსარხის თანამზრახველი.

    საქმე სწარმოებს თესალიაში, საბერძნეთში.

    პირველი მოქმედება

    გამოსვლა პირველი

    სოსტრატ, კლიტიდას.

    კლიტიდას. (თავისთვის ცალკე) თავის ფიქრებს ვეღარ მოჰშვებია.

    სოსტრატ. (მარტო ვარო ჰგონია) არა, სოსტრატ! შენს საშველს მე აქ ვერასა ვხედავ. ისეთს ჭირში ხარ ჩავარდნილი, რომ გადარჩენის იმედი სრულებით უნდა გადაიწყვიტო!

    კლიტიდას. (ისევ ისე) თავის თავს ელაპარაკება.

    სოსტრატ. (ისევ ისე) ვაჰ!

    კლიტიდას. (ისევ ისე) აი ოხვრა! თითქოს რაღასაც ამბობდა და აბა თუ ჩემი ფიქრი არ გამართლდეს.

    სოსტრატ. (ისევ ისე) რა სულელურს ოცნებაზედ გინდა ააშენო, ერთი მითხარ, ჩემო თავო, შენი იმედები? ან თვალ-წინ სხვა რა უნდა იქონიო, თუ არ საზარელი გაგრძელება ბედკრული სიცოცხლისა; თუ არ მწუხარება თავის გამოსამეტებელი!

    კლიტიდას. (ისევ ისე) თავი ჩემზედ უფრო მეტად ჰქონია დამძიმებული!

    სოსტრატ. (ისევ ისე) ო, გულო, ჩემო გულო! ეს რა ცეცხლში ჩამაგდე?

    კლიტიდას. ბატონს სოსტრატს გაუმარჯოს!

    სოსტრატ. კლიტიდას! საით?

    კლიტიდას. თქვენა? თქვენ რაღას აკეთებთ აქ? რა უცნაური ნაღველი, რა ამრეზილი გუნება გიჭერთ აქ? მთელი ქვეყანა დიდებული დღეობის სანახავად არის შეკრებილი, ბატონმა იფიკრატემ რომ დედოფალსა და თავის სატრფო ბატონიშვილს სადიდებლად გაუმართა; ჩინებული მუსიკა და ტანცაობა არის იქ, სადაც მთა და ბარი და ყოველი არე-მარე ისეა შემკობილი იმათი სიამოვნებისათვის და იმათი მშვენებლობის გამოსადღეობებლად, რომ მეტი არ შეიძლება.

    სოსტრატ. ამ დღეობის დიდებულებას უნახავადაც საკმაოდ წარმოვიდგენ. სხვანი რამდენნი არიან, რომ ხალხის სიმრავლეს ეტანებიან, ჩვენც მივემატნეთო. მგონია საჭირო არ იყოს, რომ მეც იმათში ვერიო.

    კლიტიდას. თქვენ კარგად იცით, რომ, სადაც უნდა იყოთ,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1