Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ახალი ხედვა
ახალი ხედვა
ახალი ხედვა
Ebook160 pages55 minutes

ახალი ხედვა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ომიდან დაბრუნებული ვაჟი მშობლების სიყვარულის ლტოლვის ობიექტია, თუმცა თავად მშობლებს ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გააჩნიათ. პიესაში მათ გარდა კიდევ ხუთი პერსონაჟია, ზოგი მათგანი ცდილობს და ეძებს კიდეც სიყვარულს, მაგრამ გრძნობის წყარო დაშრეტილია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2021
ახალი ხედვა

Read more from გაბრიელ მარსელი

Related to ახალი ხედვა

Related ebooks

Reviews for ახალი ხედვა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ახალი ხედვა - გაბრიელ მარსელი

    გაბრიელ მარსელი - ახალი ხედვა

    Gabriel Marcel - Le Regard neuf

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირები

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    მოქმედი პირები:

    მორის ჟორდან

    ელიზა ჟორდან, მისი ცოლი

    ეტიენ, მათი ვაჟი

    აგატა კლემან, ელიზას კუზინა

    ლორანსო, მორისის მეგობარი

    რენე ბურგუან, ელიზას შორეული ნათესავი

    შარლოტა, მისი ქალიშვილი

    ლეონი, მოახლე

    მოქმედება ხდება 1919 წელს.

    პირველი მოქმედება

    ძვირფასად მოწყობილი სასადილო ოთახი ჟორდანების სახლში. ზოგად ბანალურ სტილს არღვევს ცალკეული საგნები, რომლებიც ნატიფ, მკაცრად განსაზღვრულ სტილს მოწმობენ: ფაიფურის ძველებური ლანგრები, დელალაგერშის ლარნაკები... ძვირფასჭურჭლიანი დაბალი ბუფეტის თავზე - პოსტიმპრესიონიზმის სტილში შესრულებული სურათი. ორი კარი: ერთი სიღრმეში, მეორე - მარჯვნივ. მუშამბგადაფარებულ მაგიდასთან ზის ელიზა ჟორდან, ანგარიშობს. მორის ჟორდან და ლორანსო ნახატს ათვალიერებენ. ლორანსო პენსნეს ირგებს; ეწევა.

    მორის. აბა, როგორ მოგწონს?

    ლორანსო. ჰმ! ცუდი არ არის... (მოყვარულის ხელგაშლილი ჟესტით)

    მორის. ალბათ ასეა. რამდენი ჰაერია!

    ელიზა. ხუთი და ოთხი, ცხრა; ვიმახსოვრებთ... (განზრახ ხმამაღლა ახველებს)

    ლორანსო. სხვათა შორის, ქალის ფიგურა ამოვარდნილია...

    მორის. რას ამბობ?

    ელიზა. (გესლიანად) უკვე გითხრათ, რამდენი დაუჯდა?

    ლორანსო. არა, ქალბატონო...

    ელიზა. სწორედაც მოქცეულა. (თავს აქნევს) გაგიგონია...

    მორის. მეგობარო, ვწუხვარ, მაგრამ მგონი სისულელეს ამბობ. ეს პატარა ნიმფა არაჩევეულბრივად ჯდება ნახატში.

    ლორანსო. (უკან იხევს) კარგი, კარგი, არ ვკამათობ...

    მორის. გონივრულია.

    ლორანსო. თანაც, შენი ლამფა ცუდად ანათებს.

    ელიზა. თექვსმეტი სანთელია. სავსებით საკმარისია, თუ იმას გაითვალისწინებთ, რამდენს ვიხდით ელექტროენერგიისთვის. აჰა, მაინც შემეშალა.

    ლორანსო. ეტიენ როგორ არის?

    მორის. ხომ ნახე.

    ლორანსო. ჰო, თვალი მოვკარი. მგონი, მშვენიერ ფორმაში უნდა იყოს.

    მორის. ო! თანაც, იცი...

    ლორანსო. შემომიაროს ამ დღეებში, ერთად ვისაუზმებთ.

    მორის. დიახ, დიახ... ამ დღეებში.

    ლორანსო. სულ იმის ფიქრში ხარ, ვინმემ არ მოგტაცოს, არა! (ელიზა ჩაიცინებს)

    მორის. ვერ ვეგუები აზრს, რომ შესაძლებელია არ გაკანკალებდეს.

    ლორანსო. მაგრამ, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც პალატინის ხათაბალში ამოყო თავი...

    მორის. კიდევ, უბედური შემთხვევა ტირში, ტრავმა ცხენით სეირნობისას... და კიდევ რაღაცები! არა, მეგობარო. როცა მის შესახვედრად გავემართე სადგურში, ვერც კი წარმოიდგენ...

    ელიზა. ისე საუბრობ, თითქოს მე იქ არ ვყოფილიყავი!

    მორის. სულაც არა... ამ ბიჭის შთაბეჭდილებათა სიახლე, მისი აბსოლუტური გულწრფელობა... თითქოს ფრონტზე ყოფნამ მის მიერ სამყაროს აღქმა განაახლა, თითქოს ხელახლა ათვალიერებს მას.

    ელიზა. (დგება და ანგარიშების წიგნი თან მიაქვს) აქ საქმეს ვერ გააკეთებ. გარდა ამისა, გაბოლეთ ოთახი! (ხაზგასმით ახველებს) სჯობს, ოთახში გავიყინო.

    ლორანსო. (სიგარეტს აქრობს) ბოდიშს გიხდით. თქვენი ხველა რომ შემემჩნია... (ელიზა მხრებს იჩეჩავს და გადის) შენი ცოლი ვერ მიტანს.

    მორის. საიდან მოიტანე?

    ლორანსო. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ხანდახან საკმაოდ უცერემონიოდ ექცევი.

    მორის. თანაგრძნობა სხვებისთვის შემოინახე. დამიჯერე, ელიზა თავს არავის დააჩაგვრინებს.

    ელიზა. (კარს შემოაღებს) თუ აგატა გამოჩნდება, გამაგებინე.

    ლორანსო. თქვენი კუზინა ახლა ცალკე ცხოვრობს?

    მორის. ყოველ საღამოს ჩვენთან სადილობს. მეტის ატანა არ შემიძლია.

    ლორანსო. მე საკმაოდ მომხიბვლელად მომეჩვენა ეს ახალგაზრდა ქალი.

    მორის. ახალგაზრდა ქალი! ოცდათექვსმეტი წლისაა.

    ლორანსო. არ ეტყობა.

    მორის. იცი, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თანაც, მრავალი უბედურება ხვდა წილად... შეკრთომის გარეშე ვერ ვიხსენებ მის ჩამოსვლას თვრამეტ წელს, როდესაც სენ-კვენტენიდან დაბრუნდა, სადაც წელიწადზე მეტი გაატარა, არაფერი იცოდა ქმრის შესახებ და როცა უნდა გვეთქვა, რომ ვეღარასდროს ნახავდა...

    ლორანსო. შენ იცნობდი მის ქმარს?

    მორის. არაფრით გამორჩეული პიროვნება, ალბათ მაგრად სვამდა, თუმცა აგატას ყოვლად უჩვეულო ილუზიები გააჩნდა მასთან მიმართებით. პირადად აგატას ძირითად ნაკლს იმაში ვხედავ, რომ ის, ასე თუ ისე, ელიზას პროტეჟეა.

    ლორანსო. მაგრამ ის ხომ ელიზას კუზინაა.

    მორის. მერე რა? თავიდან ის ჩვენთან ცხოვრობდა. ახლა კი ელიზამ მას უფასო საცხოვრებელი შესთავაზა მის კუთვნილ ერთ-ერთ სახლში.

    ლორანსო. ყოველთვის ვამბობდი, რომ შენს ცოლს დადებითი თვისებები აქვს.

    მორის. შესაძლოა, მას რომ ისინი საერთოდ არ ჰქონოდა, ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მეტად ასატანი ყოფილიყო ჩემთვის.

    ლორანსო. ისევ პარადოქსი!

    მორის. ასე კი მე აღარ მაქვს შესაძლებლობა ვამტკიცო, რომ ურჩხულთან მაქვს საქმე. თუმცა, ელიზა სრულიად ნორმალურია. მწუხარების მომგვრელი უნიჭობა მასში მთელ რიგ ღირსებებთან თანაცხოვრობს, რომლებიც, თუმცაღა, დიდად არ გხიბლავენ...

    ლორანსო. მისთვის დამახასიათებელია თანაგრძნობა...

    მორის. დიახ, მაგრამ რაოდენ არათავაზიანად ხდება მისი გამოხატვა და რარიგ კარგად იცის მან მისი ფასი!

    ლორანსო. არც შენ ხარ უნაკლო.

    მორის. ის მე გაღიზიანებისა და წყენის გრძნობებსაც არ მიტოვებს, რომლებსაც განვიცდიდი, თუკი ჩემს უმართლობას გავაცნობიერებდი.

    ლორანსო. და მასთან აღიარებდი ამას?

    მორის. ო, არა. ესაა ფუფუნება, რომლის უფლებას მასთან საკუთარ თავს ვერ მისცემ. ოჰ, ეს ქალები! ჩვენ ორიდან, როგორც ჩანს, სწორედ შენ აირჩიე მართებული გზა.

    ლორანსო. (დაბალი ხმით) გუშინ ფრანსინას დავშორდი.

    მორის. რას ამბობ, რატომ? რა, მან...

    ლორანსო. არა, არ მგონია. იმ ამბის შემდეგ, ზაფხულში, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ მეტი აღარ შემეძლო და გულის სიღრმეში ვერ ვაპატიე.

    მორის. ო, რა ხმამაღალი სიტყვებია! ბოლოს და ბოლოს, თავად შენც ხომ...

    ლორანსო. დიახაც. ესეც ზიზღს მგვრის. როგორც ჩანს, მსგავსი ცხოვრებისთვის არ ვარ გაჩენილი.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1