Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რელიგიის ბუნებრივი ისტორია
რელიგიის ბუნებრივი ისტორია
რელიგიის ბუნებრივი ისტორია
Ebook205 pages2 hours

რელიგიის ბუნებრივი ისტორია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

დევიდ ჰიუმი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსია მათ შორის, ვინც ინგლისურ ენაზე ქმნიდა. მისი "რელიგიის ბუნებრივი ისტორია" რელიგიის წარმოშობას იკვლევს და გასდევს მის განვითარებას პოლითეიზმიდან დოგმატურ მონოთეიზმამდე. ეს ნაშრომი ყველაზე სერიოზული შეტევაა რელიგიურ შეხედულებებზე, რომელიც კი ფილოსოფოსს ოდესმე განუხორციელებია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 27, 2021
რელიგიის ბუნებრივი ისტორია

Related to რელიგიის ბუნებრივი ისტორია

Related ebooks

Reviews for რელიგიის ბუნებრივი ისტორია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რელიგიის ბუნებრივი ისტორია - დევიდ ჰიუმი

    დევიდ ჰიუმი - რელიგიის ბუნებრივი ისტორია

    David Hume – The Natural History of Religion

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: IBooks

    სარჩევი

    შესავალი

    თავი I. ადამიანთა საწყისი რელიგია პოლითეიზმი იყო

    თავი II. პოლითეიზმის წარმოშობა

    თავი III. წინამორბედის გაგრძელება

    თავი IV. ღვთაებებს არ მიიჩნევდნენ სამყაროს შემოქმედებად ან მომწყობებად

    თავი V. პოლითეიზმის განსხვავებული ფორმები: ალეგორია, გმირების თაყვანისცემა

    თავი VI. თეიზმისა და პოლითეიზმის წარმოშობა

    თავი VII. გადმოცემული დოქტრინის დასაბუთება

    თავი VIII. პოლითეიზმისა და თეიზმის მოქცევა და მიქცევა

    თავი IX. ამ რელიგიების შედარება დევნისა და შემწყნარებლობის თვალსაზრისით

    თავი X. გამბედაობისა და დამცირების შესახებ

    თავი XI. გონებასა და უაზრობასთან მიმართებით

    თავი XII. ეჭვებისა და დარწმუნებულობისათვის

    თავი XIII.  ღვთიური ბუნების შესახებ უკეთური წარმოდგენა ორივე სახის სახალხო რელიგიაში

    თავი XIV. სახალხო რელიგიების ურიგო გავლენა ზნეობაზე

    თავი XV. ზოგადი დასკვნა

    შენიშვნები

    შესავალი

    რადგან ნებისმიერი კვლევა, რომელიც რელიგიას ეხება, უპირველესი მნიშვნელობისაა, წარმოიშობა ორი განსაკუთრებული საკითხი, რომელიც გამოწვევის როლს ასრულებს ჩვენი ყურადღებისთვის, სახელდობრ, საკითხი, რომელიც ეხება მის საფუძველს გონებაში და საკითხი მისი წარმომავლობისა ადამიანის ბუნებიდან. საბედნიეროდ, პირველ კითხვას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს, შესაძლოა გაეცეს ყველაზე თავლსაჩინო, ან, სულ ცოტა, ყველაზე ცხადი პასუხი. სამყაროს კონსტრუქცია მთლიანობაში გონიერი შემოქმედის არსებობას მოწმობს; ხოლო, სერიოზულად დაფიქრების შემდეგ ვერც ერთი გონიერი მკვლევარი წამითაც ვერ განუდგება ჭეშმარიტი თეიზმისა და რელიგიის უმთავრესი პრინციპების რწმენას. მაგრამ, მეორე კითხვა, ადამიანის ბუნებიდან რელიგიის წარმოშობის შესახებ, მეტ სირთულეს თანხვდება. უხილავი და გონიერი ძალის რწმენა ერთობ ფართოდ იყო გავრცელებული კაცობრიობაში, ყველა ეპოქასა და ყოველ კუთხეში, მაგრამ ის შესაძლოა არც იმდენად უნივერსალური იყო, რომ გამონაკლისები არ დაეშვა და არც რაიმე ხარისხით ერთგვაროვანი - იდეებთან მიმართებით, რომლებსაც ის ამკვიდრებდა. თუ მოგზაურებსა და ისტორიკოსებს ვენდობით, არიან ხალხები, რომლებსაც არანაირი რელიგიური განცდები არ გააჩნიათ. არ მოიძებნება ორი ერი, და რთულად თუ იპოვით ორ ადამიანს, რომელიც ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს ერთსა და იმავე გრძნობებთან მიმართებით. შესაბამისად, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულება საწყისს იღებს პირველსაწყისი ინსტინქტის ან ბუნების პირველადი შთაბეჭდილებიდან, როგორიც ისეთია, რაც ბიძგს აძლევს საკუთარი თავის სიყვარულს, სქესთა შორის ლტოლვას, შთამომავლობის სიყვარულს, მადლიერებასა და აღშფოთებას, რადგან ყველა მსგავსი ინსტინქტი აბსოლუტურად უნივერსალურია ყველა ერსა და ეპოქაში და ყოველთვის აქვს ზუსტად განსაზღვრული ობიექტი, რომლის მიღწევას ის განუხრელად ესწრაფის. პირველადი რელიგიური პრინციპები მეორეული უნდა იყოს, ისეთები, რომელთა დამახინჯება იოლად არის შესაძლებელი სხვადასხვა შემთხვევითობებითა და მიზეზებით, და რომელთა მოქმედება გარემოებათა უჩვეულო დამთხვევის წყალობით შესაძლოა მთლიანად იქნეს აღკვეთილი. ჩვენი წინამდებარე კვლევის საგანი სწორედ ის არის, თუ რას წარმოადგენენ ეს პრინციპები, რომლებიც პირველად რწმენას წარმოშობენ, და რას წარმოადგენენ ის შემთხვევითობები და მიზეზები, რომლებიც მიმართულებას აძლევენ მის მოქმედებას.

    თავი I. ადამიანთა საწყისი რელიგია პოლითეიზმი იყო

    ჩემი აზრით, თუ ადამიანთა საზოგადოების განვითარებას გავითვალისწინებთ უხეში საწყისიდან მეტი სრულყოფილების მდგომარეობამდე, პოლითეიზმი, ანუ კერპთაყვანისცმემლობა, იყო და აუცილებლობის ძალით უნდა ყოფილიყო კაცობრიობის პირველი და უძველესი რელიგია. შევეცდები, რომ ეს შეხედულება შემდეგი არგუმენტებით დავასაბუთო.

    უდავო ფაქტია, რომ დაახლოებით 1700 წლის წინ კაცობრიობა პოლითეიზმის აღმსარებელი იყო. ზოგი ფილოსოფოსის საეჭვო და სკეპტიკური პრინციპი, ან თითო-ოროლა ერის თეიზმი, ისიც არცთუ მთლად წმინდა სახით,  განხილვის ღირს საპირისპირო არგუმენტს არ წარმოადგენს. ამისათვის ისტორიის ცხად მოწმობას მივმართოთ. რაც უფრო ღრმად ჩავეშვებით ანტიკურობაში, მით უფრო მეტად ვხედავთ კაცობრიობას ჩაძირულს პოლითეიზმში. არანაირი კვალი და ნიშანი მეტად სრულყოფილი რელიგიისა. კაცობრიობის უძველესი ჩანაწერები დღემდე მოწმობენ ამ სისტემას, როგორც საყოველთაოდ ჩამოყალიბებულ აღმსარებლობას. ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთხმად ადასტურებენ ამ ფაქტს. რა შეიძლება დავუპირისპიროთ ასეთ სრულ სიცხადეს?

    წერილობითი და ისტორიული წყაროების შესაბამისად, კაცობრიობა ანტიკურობაში პოლითეიზმის მიმდევარი იყო. უნდა ვამტკიცოთ თუ არა, რომ მეტად ადრეულ ეპოქაში, როდესაც ადამიანისათვის უცნობი იყო დამწერლობა, ან ხელოვნებისა თუ მეცნიერების აღმოჩენამდე, ადამიანები წმინდა თეიზმის პრინციპებს აღიარებდნენ? სხვა სიტყვებით, სანამ ისინი უმეცრები და ბარბაროსები იყვნენ, ჭეშმარიტება აღმოაჩინეს, მაგრამ შემდეგ, როგორც კი ცოდნა და მანერები შეიძინეს, შეცდომაში შთავარდნენ?

    მაგრამ, ასეთი მტკიცებით თქვენ არა მხოლოდ ალბათობას ეწინააღმდეგებით, არამედ ჩვენს აწინდელ გამოცდილებასაც, რაც ბარბაროსი ხალხის პრინციპებსა და შეხედულებებს ეხება. ამერიკის, აფრიკისა და აზიის ველური ტომები კერპთაყვანისმცემლები არიან. ამ წესიდან გამონაკლისი არ არსებობს, იმდენად, რომ თუ მოგზაური უცნობ მხარეში გაემგზავრებოდა და იქ იხილავდა ბინადრებს, რომლებისთვისაც ნაცნობია ხელოვნება და მეცნიერება, თუნდაც ასეთი ვარაუდის გამოთქმისას არის შანსი იმისა, რომ ისინი თეისტები არ არიან, შემდგომ კვლევამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ის კონკრეტულს ვერაფერს იტყოდა. მაგრამ, თუ ის აღმოაჩენდა, რომ ეს ადამიანები უმეცრები და ბარბაროსები არიან, შესაძლოა წინდაწინ მიეჩნია ისინი კერპთაყვანისმცემლებად. რთულად, რომ მას შეცდომა მოსვლოდა.

    როგორც ჩანს, უდავოა, რომ ადამიანის აზრის ბუნებრივ პროგრესთან ერთად უმეცარმა ბრბომ პირველ რიგში უზენაეს ძალთა შესახებ რაიმე პრიმიტიული და ჩვეული შეხედულება უნდა მიიღოს, სანამ თავის წარმოდგენას იმ სრულყოფილი არსებისკენ მიმართავდეს, რომელმაც ბუნების მთელ სტრუქტურაში წესრიგი დაამკვიდრა. ჩვენ ისეთივე საფუძველი გვაქვს წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები ქოხებამდე სასახლეებში ბინადრობდნენ, ან რომ გეომეტრიას სწავლობდნენ სოფლის მეურნეობამდე, როგორც იმისა, რომ ღვთაება მათ წინაშე წარმოდგა წმინდად სულის სახით, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველგან მსუფევი, სანამ მას ძლიერ, თუმცა შეზღუდულ არსებად ჩათვლიდნენ ადამიანური ვნებებითა და გემოვნებით, და მისივე კიდურებითა და ორგანოებით. გონება თანდათანობით ვითარდება, უმდაბლესიდან უმაღლესისკენ. არასრულყოფილიდან აბსტრაჰირების გზით ის სრულყოფილების შესახებ შეხედულებას აყალიბებს; თანდათანობით მიჯნავს რა თავის კეთილშობილ მხარეებს მეტად უხეშებისგან, ის სწავლობს მხოლოდ პირველების, მეტად დახვეწილისა და ამაღლებულის, გადატანას ღვთაებაზე. ვერაფერი დააბრკოლებს აზრის ასეთ ბუნებრივ განვითარებას, გარდა ცხადი და გადაულახავი საბუთისა, რომელმაც შესაძლოა გონება მყისვე თეიზმის წმინდა პრინციპებთან მიიყვანოს და აიძულოს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1