Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ერების ცივილიზაციის ელემენტები
ერების ცივილიზაციის ელემენტები
ერების ცივილიზაციის ელემენტები
Ebook144 pages43 minutes

ერების ცივილიზაციის ელემენტები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ნაშრომში, რომელიც "ერების ფსიქოლოგიის" ნაწილს წარმოადგენს, მრავალრიცხოვანი მაგალითების ფონზეა განხილული გენეზისი ერებისა და ხალხების ცივილიზებულობის ელემენტებისა, ისეთების, როგორიცაა აღმსარებლობა, ხელოვნება და ინსტიტუტები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 27, 2020
ერების ცივილიზაციის ელემენტები

Read more from გუსტავ ლე ბონ

Related to ერების ცივილიზაციის ელემენტები

Related ebooks

Reviews for ერების ცივილიზაციის ელემენტები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ერების ცივილიზაციის ელემენტები - გუსტავ ლე ბონ

    გუსტავ ლე ბონ - ერების ცივილიზაციის ელემენტები

    Gustav le Bon - Éléments de la civilisation des nations

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანის ავტორი

    © დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი პირველი. ხალხების ისტორია, როგორც მათი ხასიათის შედეგი

    თავი მეორე. ცივილიზაციის განსხვავებული ელემენტები, როგორც ხალხის სულის გარეგნული გამოვლინება

    თავი მესამე. როგორ გარდაიქმნება ინსტიტუტები, რელიგია და ენები

    თავი მეოთხე. როგორ გარდაიქმნება ხელოვნება

    თავი პირველი. ხალხების ისტორია, როგორც მათი ხასიათის შედეგი

    ხალხის ისტორია ყოველთვის მისი სულიერი აგებულებიდან გამომდინარეობს. - სხვადასხვა მაგალითები. - როგორ გამომდინარეობს საფრანგეთის პოლიტიკური ინსტიტუტები ერის სულიდან. - მათი ჭეშმარიტი უცვლელობა მოჩვენებითი ცვალებადობის ქვეშ. - ჩვენი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები განსხვავებული სახელების ქვეშ  მსგავს პოლიტიკურ მიზნებს მისდევენ. - ცენტრალიზაცია და პირადი ინიციატივის განადგურება სახელმწიფოს სასარგებლოდ. - საფრანგეთის რევოლუცია მხოლოდ ძველი მონარქიის პროგრამას ახორციელებდა. - წინააღმდეგობა ანგლოსაქსური ერისა და ლათინური ერის იდეალს შორის. - მოქალაქის ინიციატივა, ჩანაცვლებული სახელმწიფოს ინციატივით. - წინამდებარე ნაშრომში გადმოცემული პრინციპების გამოყენება ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატებისა და ესპანურ-ამერიკული რესპუბლიკების შედარებითი შესწავლისადმი. - ერთთა გაფურჩქვნისა და მეორეთა დაკნინების მიზეზები, მიუხედავად ერთგვაროვანი პოლიტიკური ინსტიტუტებისა. - მმართველობისა და ინსტიტუტთა ფორმას მხოლოდ უკიდურესად სუსტი გავლენა აქვთ ხალხთა ბედზე. - ბედი უმთავრესად მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.

    ისტორია თავისი ძირითადი ნიშნებით შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც უბრალო გადმოცემა შედეგებისა, რომლებიც ერების ფსიქოლოგიური აგებულებით არის ნაწარმოები. იგი ისევე გამომდინარეობს ამ აგებულებიდან, როგორც თევზების სასუნთქი ორგანოები წყალში მათი ცხოვრებიდან. ერის სულიერი აგებულების წინასწარი ცოდნის გარეშე მისი ისტორია მოვლენათა ერთგვარ ქაოსად წარმოგვიდგება, რომლებსაც მხოლოდ შემთხვევითობა მართავს. პირიქით, როდესაც ერის სული ჩვენთვის ცნობილია, მისი ცხოვრება წარმოდგება მის ფსიქოლოგიურ თვისებათა მართებულ და ფატალურ შედეგად. ერის ცხოვრების ყველა გამოვლინებაში ვამჩნევთ, რომ ერის უცვლელი სული თვით ქსოვს თავის ბედისწერას.

    ერის სულის უზენაესი ძალაუფლება განსაკუთრებით ცხადად პოლიტიკურ ინსტიტუტებში ვლინდება. ოილად შეიძლება ამის დამტკიცება რამდენიმე მაგალითით.

    თავდაპირველად საფრანგეთი განვიხილოთ, ანუ ერთ-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე ღრმა გადატრიალებები განიცადა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ინსტიტუტები ძირფესვიანად იცვლიდნენ სახეს, სადაც პარტიები არა მხოლოდ განსხვავებულად გვეჩვენება, არამედ ერთმანეთთან შეუთავსებლადაც. მაგრამ თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განვიხილავთ ამ ერთი შეხედვით შეუთავსებელ, მუდმივ ბრძოლაში მყოფ პარტიებს, იძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ისინი სინამდვილეში ფლობენ სრულიად ერთგვაროვან რესურსს, რომელიც ზუსტად წარმოადგენს მათი ერის იდეალს. შეურიგებლები, რადიკალები, მონარქისტები, სოციალისტები, ერთი სიტყვით, ყოვლად განსხვავებულ დოქტრინათა ყველა დამცველი სხვადასხვა დროშის ქვეშ სრულიად ერთგვარ მიზანს ესწრაფის: პიროვნების შთანთქმას სახელმწიფოს მიერ. ის, რასაც ასე მხურვალედ ესწრაფვის ყოველი მათგანი, - ესაა ძველი ცენტრალისტური და ცეზარისტული რეჟიმი, ყოვლის განმგებელი, ყოვლის მარეგულირებელი, ყოვლის შთანმთქმელი სახელმწიფო, რომელიც ცხოვრების უმცირესი წვრილმანების რეგულირებას ახდენს მოქალაქეთა ცხოვრებაში და ამით ათავისუფლებს მათ აუცილებლობისგან, აზროვნებისა და ინიციატივის მცირედი ნაპერწკალი მაინც გამოავლინონ. თუნდაც სახელმწიფოს სათავეში მყოფ ხელისუფლებას ერქვას მეფე, იმპერატორი, პრეზიდენტი, კომუნა, მუშათა სინდიკატი და ა.შ., ამ ხელისუფლებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად ერთი და იგივე იდეალი ექნება, ეს იდეალი კი ეროვნული სულის გრძნობათა გამოხატულებაა. სხვას იგი არ დაუშვებს.

    „ასეთია, - წერს ღრმააზროვანი დამკვირვებელი დიუპონ ვაითი, - საფრანგეთის განსაკუთრებული გენია: მას არ შესწევს უნარი, წარმატებას მიაღწიოს ზოგ არსებით და სასურველ საქმეში, რაც ცივილიზაციის შემკობას ან სულაც არსს უკავშირდება, თუ თვით სახელმწიფოს მიერ არ არის წაქეზებული და მარდაჭერილი".

    ამგვარად, თუ ჩვენი უკიდურესი ნევროზულობა, ჩვენი ძლიერი მიდრეკილება არსებულით უკმაყოფილებისკენ, ის იდეა, რომ ახალი მთავრობა ჩვენს ხვედრს მეტად ბედნიერს გახდის, იმას იწვევს, რომ ჩვენ უწყვეტად ვიცვლით ინსტიტუტებს, ყოველი ჩვენგანის ხელმძღვანელი დიადი ხმა გარდასული წინაპრებისა იმას გვიქადის, რომ ჩვენ მხოლოდ სიტყვებსა და გარეგნობას ვიცვლით. ჩვენი ერის სულის არაცნობიერი ძალაუფლება იმგვარია, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ილუზიებს, რომელთა მსხვერპლნიც ვართ.

    თუ მხოლოდ გარეგნობას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ, რასაკვირველია, რთული იქნება სხვა რეჟიმის წარმოდგენა, რომელიც უფრო მეტად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1