Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ხელოვნების დეჰუმანიზაცია
ხელოვნების დეჰუმანიზაცია
ხელოვნების დეჰუმანიზაცია
Ebook126 pages40 minutes

ხელოვნების დეჰუმანიზაცია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ხელოვნების დეჰუმანიზაცია" 1925 წელსაა დაწერილი და მასში თანამედროვე ხელოვნების ესთეტიკური არსის ანალიზის მცდელობაა მოცემული. ეს ფილოსოფიური ესსეი ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიონალთა აზრით XX საუკუნის მოდერნიზმის უნივერსალურ თეორიას წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
ხელოვნების დეჰუმანიზაცია

Related to ხელოვნების დეჰუმანიზაცია

Related ebooks

Reviews for ხელოვნების დეჰუმანიზაცია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ხელოვნების დეჰუმანიზაცია - ხოსე ორტეგა ი გასეტ

    ხოსე ორტეგა ი გასეტ - ხელოვნების დეჰუმანიზაცია

    Jose Ortega y Gasset - La deshumanizacion del arte

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    დე, ნუ ჰგონია დონა ბერტას ან სერ მარტინოს... 

    დანტე, „ღვთაებრივი კომედია", - სამოთხე, XIII, 139

    ახალი ხელოვნების არაპოპულარობა

    დიდი ფრანგი მოაზროვნის იუიოს მრავალ გენიალურ იდეას შორის, რომლებმაც, მართალია, სათანადო განვითარება ვერ ჰპოვეს, აღსანიშნავია მისი ცდა, სოციოლოგიური თვალსაზრისით შეესწავლა ხელოვნება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამნაირი მცდელობა უნაყოფოა. განიხილო ხელოვნება მისი სოციალური ზემოქმედების თვალსაზრისით, თითქოსდა დროის ფუჭი ფლანგვაა, რაღაცნაირად მსგავსი იმისა, რომ მისი ლანდის მიხედვით შეისწავლო ადამიანი. ხელოვნების სოციალური ასპექტი, ზერელე აღქმით, იმდენად გარეგნული და შემთხვევითი, ესთეტიკური არსებისათვის იმდენად უცხო რამ გახლავთ, რომ გაუგებარია, რანაირად შეიძლება ამით დაიწყო და სტილის არსს კი ჩასწვდე. იუიომ, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა გამოეწურა თავისი გენიალური იდეიდან სანუკვარი წვენი. ხანმოკლე სიცოცხლემ და მოულოდნელმა ტრაგიკულმა აღსასრულმა საშუალება არ მისცა მის შთაგონებას დაღვინებულიყო, რათა ყოველივე ტრივიალურისა და ზედაპირულისაგან განთავისუფლებულს თამამად გაებედა არსისა და სიღრმისეულ სფეროში შეჭრა. შეიძლება ითქვას, რომ მისი წიგნიდან „ხელოვნება" სოციოლოგიური თვალსაზრისით ჯერჯერობით რეალურია მხოლოდ სათაური, შინაარსი ჯერ კიდევ დასაწერია. 

    ხელოვნების სოციოლოგიის ქმედითი ძალა მე შევიგრძენი ანაზდეულად, როცა ამ რამდენიმე წლის წინათ უნდა დამეწერა გამოკვლევა ახალი მუსიკალური ეპოქის შესახებ, რომელსაც დასაბამი დაუდო დებიუსიმ. მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარი სიზუსტით განმესაზღვრა ახალი და ტრადიციული მუსიკის სტილისტური სხვადასხვაობა. ეს პირწმინდად ესთეტიკური პრობლემა იყო, და მაინც, მე მივხვდი, რომ მისი გადაჭრის უმოკლესი გზა არსებითად სოციოლოგიური ფენომენის, სახელდობრ, ახალი მუსიკის არაპოპულარობის შესწავლა გახლდათ.

    დღეს მე მინდა ზოგადად, თითქოს წინასწარ მოვნიშნო ჩემი სათქმელი და ვიგულისხმო ხელოვნების ყველა ის დარგი, რომლებიც ევროპაში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ გარკვეულ ცხოველმყოფელობას: ახალი მუსიკა იქნება ეს თუ ახალი ფერწერა, ახალი თეატრი თუ ახალი პოეზია. ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი და ენიგმურია ის ღრმა შინაგანი ერთობა, რომელსაც ყოველი ისტორიული ეპოქა ინარჩუნებს თავის ნებისმიერ გამოვლენაში. ერთნაირი შთაგონება, ერთი და იგივე სასიცოცხლო სტილი ფეთქავს ყველა ხელოვნებაში, ასე ძლიერ რომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ახალგაზრდა მუსიკოსი ანგარიშმიუცემლად ცდილობს ბგერებით მოახდინოს ზუსტად იმავე ესთეტიკურ ფასეულობათა რეპროდუცირება, რომელთა ხორცშესხმასაც მიელტვის მისივე თანამედროვე მხატვარიც, პოეტიც და დრამატურგიც. მხატვრული გრძნობის ეს საყოველთაო ერთობა ძალაუნებურად უნდა იწვევდეს ერთნაირ სოციალურ შედეგებს. და მართლაც, ახალი მუსიკის არაპოპულარობის შესატყვისია დანარჩენი მუზების არაპოპულარობაც. ყველა ახალი ხელოვნება არაპოპულარულია, მაგრამ შემთხვევით კი არა, თვით მისივე შინაგანი ბედისწერის ძალით. 

    შეიძლება შემომედავონ და მითხრან, რომ ყოველ ახლად მოვლენილ სტილს თავისი „კარანტინის პერიოდი აქვს, და შემახსენონ „ერნანის ირგვლივ ატეხილი ცხარე ბრძოლები, აგრეთვე სხვა განხეთქილებანი, რომანტიზმის გარიჟრაჟზე რომ იჩინეს თავი. მაგრამ არ გვაწყენს, ნათლად ვხედავდეთ განსხვავებას ორ ფენომენს - არაპოპულარულსა და არახალხურს შორის.

    სტილი, რომელიც რაღაც ახალსა ნერგავს, გარკვეული დროის მანძილზე საერთოდ ვერ ასწრებს მისაღები გახდეს ხალხისათვის; ის არა მარტო არაპოპულარულია, არამედ არახალხურიც. რომანტიზმის შემოჭრა, რაც შეიძლება ნიმუშად მოვიხმოთ, როგორც სოციოლოგიური ფენომენი, ძირეულად უპირისპირდება იმას, რადაც გვევლინება დღეს ხელოვნება. რომანტიზმმა ძალიან მალე შესძლო დაუფლებოდა ხალხს, რომელიც ძველ კლასიკურ ხელოვნებას არასდროს არ თვლიდა თავისად. მტერი, რომელთანაც რომანტიზმს მოუხდა შებმა, სწორედ რჩეული უმცირესობა იყო, პოეზიის არქაულსა და ძველმოდურ ფორმებში ჩამყაყებული. მას შემდეგ, რაც წიგნის ბეჭდვა გამოიგონეს, რომანტიკოსთა ქმნილებები პირველად დაიბეჭდა დიდი ტირაჟით. რომანტიზმი ხალხური სტილი იყო par excellence[1].

    დემოკრატიის პირმშო ბრბოის ნებიერი გახლდათ. 

    ახალ ხელოვნებას, პირიქით, საქმე აქვს მისდამი მტრულად განწყობილ მასასთან, და ასე იქნება მუდამ. ის არახალხურია

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1