Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლიტერატურა და რევოლუცია
ლიტერატურა და რევოლუცია
ლიტერატურა და რევოლუცია
Ebook373 pages1 hour

ლიტერატურა და რევოლუცია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე კრებულში ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ცდილობს მეცნიერულად ჩამოაყალიბოს ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების როლი, დანიშნულება და ფუნქცია პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
ლიტერატურა და რევოლუცია

Related to ლიტერატურა და რევოლუცია

Related ebooks

Reviews for ლიტერატურა და რევოლუცია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლიტერატურა და რევოლუცია - ლევ ტროცკი

    ლევ ტროცკი - ლიტერატურა და რევოლუცია

    Лев Троцкий - Литература и Революция

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვალერიან გაფრინდაშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ლიტერატურა ოქტომბრის გარეშე

    რევოლუციის ლიტერატურული თანამგზავრები

    ფუტურიზმი

    პოეზიის ფორმალური სკოლა და მარქსიზმი

    პროლეტარული კულტურა და პროლეტარული ხელოვნება

    პარტიული პოლიტიკა ხელოვნებაში

    ხელოვნება რევოლუციისა და სოციალისტური ხელოვნება

    წინასიტყვაობა

    ხელოვნების ადგილი შეიძლება განისაზღვროს შემდეგი სქემატიური მსჯელობით.

    გამარჯვებულ პროლეტარიატს რომ არ შეექმნა თავისი ჯარი, მშრომელთა სახელმწიფო ადრე გაფშეკდა ფეხებს და ჩვენ არ ვიმსჯელებდით დღეს სამეურნეო და იდეურ კულტურულ პრობლემებზე.

    დიქტატურას რომ ვერ მოეწყო უახლოეს წლებში მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს მცხოვრებთ მატერიალურ ქონების მინიმუმით, პროლეტარული რეჟიმი - უთუოდ მტვრად იქცეოდა. დღეს მეურნეობა - ამოცანათა ამოცანაა.

    მაგრამ დადებითი გადაჭრა გამოკვების, ტანსაცმელის, სითბოსა და სწავლა-განათლების ელემენტარულ საკითხების თუმცა წარმოადგენს უდიდეს საზოგადოებრივ მიღწევას, არასდროს არ ნიშნავს ახალი ისტორიული პრინციპის, ესე იგი სოციალიზმის, სრულ გამარჯვებას. მხოლოდ წინსვლა მეცნიერული აზრისა ხალხურ ნიადაგზე და ახალი ხელოვნების განვითარება იქნებოდნენ იმის მაჩვენებელი, რომ ისტორიულ მარცვალმა არამც თუ მოგვცა ღერი, არამედ თვით ყვავილი. ამ თვალსაზრისით ხელოვნების განვითარება არის უმაღლესი გამოცდა იმისი, თუ რამდენათ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა ესა თუ ის ეპოქა. კულტურა იკვებება მეურნეობით, და საჭიროა მატერიალური სიჭარბე, რომ კულტურა გაიზარდოს, გართულდეს და გამახვილდეს. ჩვენი ბურჟუაზია იმორჩილებდა მწერლობას მეტად ჩქარა იმ პერიოდში, როდესაც იგი უეჭველი თანდათანობით მდიდრდებოდა. პროლეტარიატი შესძლებს ახალი სოციალისტური კულტურის და ლიტერატურის შექმნას არა ლაბორატორული გზით, დღევანდელი ჩვენი სიღატაკის და უსწავლელობის ნიადაგზე, არამედ საზოგადოებრივ-სამეურნეო და კულტურულ საშუალებებით. ხელოვნებისათვის საჭიროა ზედმეტი ქონებრივი ძალა. საჭიროა, რომ ღუმელი კარგად იყოს დანთებული, რომ სწრაფად ბრუნავდენ ბორბლები, რომ უფრო ჩქარა მოძრაობდენ მაქოები, რომ უკეთესად მუშაობდენ სკოლები.

    ჩვენი ძველი მწერლობა და კულტურა იყო აზნაურული და ბიუროკრატიული, აშენებული გლეხურ ნიადაგზე. აზნაურმა, რომელსაც თავი არ ეეჭვებოდა და მონანიებულმა აზნაურმა - დაასვეს თავისი ბეჭედი რუსული მწერლობის მნიშვნელოვან ნაწილს.

    შემდეგ გლეხურ და მეშჩანურ ნიადაგზე აიმართა ინტელიგენტი - რაზნოჩინელი, რომელმაც შეიტანა ცალკე თავი რუსული მწერლობის ისტორიაში.

    ინტელიგენტმა რაზნოჩინელმა გაიარა ნაროდნიკული „გაუბრალოვების" სტადია და შემდეგ გამოიცვალა, მას მეტი დიფერენციაცია და ინდივიდუალიზაცია დაეტყო ბურჟუაზიისკენ გადახრით. ამაშია დეკადენტობის და სიმბოლიზმის ისტორიული როლი. უკვე საუკუნის დასაწყისიდან, უფრო კი 1907-08 წლებიდან ინტელიგენციის და მასთან მწერლობის ბურჟუაზიული გარდაქმნა ჩქარი ნაბიჯით მიდის წინ. ომი აძლევს ამ პროცესს პატრიოტულ დაბოლოვებას.

    რევოლუცია დაამხობს ბურჟუაზიას და ეს გადამწყვეტი ფაქტი შეიჭრება მწერლობაში. ბურჟუაზიული გზით მიმავალი მწერლობა იმსხვრევა. ყველაფერი რაც კი დარჩა საიმედო მწერლობის და გონებრივ შრომის დარგში, ცდილობს ნახოს ახალი ორიენტაცია. მისი ღერძი იყო, მას შემდეგ, რაც ბურჟუაზია ტირაჟში გამოვიდა, ხალხი ბურჟუაზიის გამოკლებით. რა არის ეს? უპირველესად ყოვლისა - გლეხობა, ნაწილობრივ ქალაქის მეშჩანური მასა, შემდეგ მუშები, რამდენადაც კიდევ შეიძლება მათი არგამოყოფა ხალხურ-მუჟიკური პროტოპლაზმიდან. ასეთია ძირითადი მისვლა ყველა თანამგზავრებისა. ასეთია განსვენებული ბლოკი, ასეთნი არიან ცოცხლები: პილნიაკი, სერაპიონები, იმაჟინისტები. ასეთი არიან რამდენიმე ფუტურისტებიც (ხლებნიკოვი, კრუჩიონიხი, ვ. კამენსკი). მუჟიკური საფუძველი ჩვენი კულტურისა - მართალი რომ ვთქვათ უკულტურობისა, იჩენს თავის პასიურ ძლიერებას.

    ჩვენი რევოლუცია - ეს არის გლეხი, რომელიც შეიქნა პროლეტარი, რომელიც ემყარება გლეხს და იკვლევს ახალ გზას. ჩვენი ხელოვნება - ეს არის ინტელიგენტი, რომელიც განიცდის მერყეობას გლეხსა და პროლეტარს შორის, რომლისთვისაც ორგანიულად შეუძლებელია შეუერთდეს ან ერთს, ან მეორეს, მაგრამ რომელიც თავის მდგომარეობით უფრო უახლოვდება გლეხს: არ შეუძლია გახდეს მუჟიკი, მაგრამ შეუძლია ტეტიაობა. იმავე დროს რევოლუცია შეუძლებელია, თუ მას ხელმძღვანელად მუშა არა ჰყავს. ამით აიხსნება ის ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც არის თვით თემასთან მისვლაში. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელ გარდატეხის პოეტები და მწერლები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუ როგორ გამოდიან ისინი წინააღმდეგობიდან და რითი ავსებენ უფსკრულებს: ერთი - მისტიკით, მეორე - რომანტიკით, მესამე - ფრთხილი „უკლონისტობით", მეოთხე - გამაყრუებელი ყვირილით. თუმცა დაძლევის საშუალებები სხვადასხვაა, არსებითად წინააღმდეგობა ერთი და იგივეა: წარმოშობილი ბურჟუაზიულ საზოგადობისაგან გონებრივი შრომის და აგრეთვე ხელოვნების განდეგილობა ფიზიკურ შრომისაგან; - რევოლუცია კი იყო საქმე იმ ადამიანთა, რომელნიც ეწევიან ფიზიკურ შრომას. რევოლუციის ერთ მიზანს შეადგენს სძლიოს ამ ორ მოღვაწეობათა ერთმანეთისაგან დაშორება. ამნაირად ახალი ხელოვნების შექმნის ამოცანა მთლიანად მიდის კულტურულ-სოციალისტურ აღმშენებლობის ხაზით.

    სასაცილო უაზრობაა და დიდი სიბრიყვეა ვიფიქროთ, რომ ხელოვნებას შეუძლია გვერდი აუხვიოს ეხლანდელ ეპოქის მოვლენებს. ამ მოვლენებს ადამიანები ამზადებენ წინდაწინ, თვითონვე ასრულებენ, ეს მოვლენები სცვლიან მათ და მათვე თავზე ემსხვრევა. ხელოვნება პირდაპირ ან ირიბულად იძლევა ანარეკლს ადამიანთა ცხოვრებისას, რომელნიც ამ მოვლენებს ქმნიან, ან განიცდიან. ეს დამახასიათებელია მთელ ხელოვნებისათვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი - მონუმენტალური თუ ინტიმური. ენოქის სოციალურ სულთან რომ არ იყოს დაკავშირებული ბუნება, სიყვარული და მეგობრობა, ლირიკა დიდი ხანია შესწყვეტდა თავის არსებობას. მხოლოდ ისტორიის ღრმა გარდატეხა, ესე იგი კლასობრივი გადაჯგუფება საზოგადოებისა შეარხევს პიროვნებას, ქმნის სხვანაირ ლირიულ მისვლას პირად პოეზიის ძირითად თემებთან და მით გადაარჩენს ხელოვნებას მუდმივ გადამღერებისაგან.

    მაგრამ ეპოქის „სული ხომ მოქმედობს უხილავად და არ ემორჩილება სუბიექტიურ ნებისყოფას? როგორ ვთქვათ... რასაკვირველია, ბოლოს და ბოლოს ეს „სული ყველაზე ახდენს გავლენას. მათზედაც, ვინც ამ „სულს" იღებს და ანხორციელებს, მათზედაც, ვინც მას უიმედოთ ებრძვის, და კიდევ მათზე, ვინც პასიურად ემალება მას. მაგრამ შეუმჩნევლად კვდებიან ისინი, ვინც პასიურად იმალება. პროტესტანტებს შეუძლიათ ერთი, ან ორი დაგვიანებული აფეთქებით გააცოცხლონ ძველი ხელოვნება. ახალ ხელოვნებას კი, რომელიც გაიყვანს ახალ საზღვრებს და გაადიდებს შემოქმედების სივრცეს, შექმნის მხოლოდ ის, ვინც ცოცხლობს ერთი სიცოცხლით თავის ეპოქასთან. რომ დღევანდელ დღიდან გავიყვანოთ ხაზი მომავალ სოციალისტურ ხელოვნებისაკენ, უნდა ითქვას, რომ ახლა ჩვენ განვიცდით ხანას მომზადებისას მომზადებამდე.

    ჯგუფები თანამედროვე ჩვენი მწერლობისა სქემატიურად ასეთია:

    მწერლობა ოქტომბრის გარეშე, სუვორინის ფელეტონისტებიდან მემამულეთა ხევის უმახვილეს ლირიკოსებამდე, კვდება იმ კლასებთან ერთად, რომელთაც ემსახურებოდა. ფორმალურად და გენეალოგიურად ეს მწერლობა არის ჩვენი ძველი მწერლობის უფროსი ხაზის დასრულება, რომელიც პირველად აზნაურულია, უკანასკნელად კი ბურჟუაზიული თავიდან ბოლომდე.

    „საბჭოთა" მოტეტიავე მწერლობას შეუძლია ფორმალურად თავისი გენეალოგია გამოიყვანოს ძველი მწერლობის სლავიანოფილურ და ნაროდნიკულ მიმდინარეობიდან. რასაკვირველია, მოტეტიავენიც არ არიან უშუალოდ ტეტიასაგან. ისინი წარმოუდგენელი იქნებოდენ, რომ არ ყოლოდათ წინამორბედათ აზნაურული და ბურჟუაზიული მწერლობა, რომლის უმცროს ხაზს ისინი წარმოადგენენ. ახლა ისინი იცვლიან სახეს, ახალი სოციალური პირობების მიხედვით.

    რუსული ფუტურიზმი უთუოდ არის შტო ძველი მწერლობის, რომლის საზღვრებში მან ვერ მოასწრო გაშლა და ოფიციალური ცნობის მიღება, როცა ის განიცდიდა აუცილებელ ბურჟუაზიულ გარდაქმნას. ის რჩებოდა ბოგემურ სტადიაში, რომელიც ნორმალურია თვითეულ ახალ ლიტერატურულ მიმართებისათვის კაპიტალისტურ და ქალაქურ პირობებში, მაგრამ ამ დროს დაიგრიალა ომმა და რევოლუციამ. მოვლენათა გავლენით ფუტურიზმი მიემართება ახალ რევოლუციურ კალაპოტში. პროლეტარული ხელოვნება აქ არ შეიქმნა და ვერც შეიქმნებოდა. ფუტურიზმი ბევრ რამეში ისევ არის ძველი მწერლობის ბოგემური და რევოლუციური შტო და სხვა მიმართულებებზე უფრო უშუალოდ და აქტიურად შედის ახალი ხელოვნების განვითარებაში.

    რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ პროლეტარული პოეტების მიღწევები, საზოგადოთ ეგრეთ წოდებული „პროლეტარული ხელოვნება" განიცდის ახლა მოწაფეობის ხანას, ავრცელებს მასაში მხატვრულ კულტურის ელემენტებს, ძველ მიღწევებს აწოდებს ახალ კლასს და ამნაირად ეს ხელოვნება არის მომავალი სოციალისტური ხელოვნების საწყისი.

    მეტად ყალბია ბურჟუაზიულ კულტურისა და ხელოვნების, და პროლეტარულ კულტურისა და ხელოვნების დაპირისპირება. ეს უკანასკნელნი საერთოდ არ იქნებიან, ვინაიდან პროლეტარული რეჟიმი დროებითია და გარდამავალი. ისტორიული მნიშვნელობა და ზნეობრივი სიდიადე პროლეტარულ რევოლუციისა იმაშია, რომ იგი საძირკველს უყრის უკლასო, პირველ, ჭეშმარიტ და საკაცობრიო კულტურას.

    ჩვენი პოლიტიკა გარდამავალ პერიოდის ხელოვნებაში უნდა ეცადოს, რომ სხვადასხვა მხატვრულ ჯგუფებს და მიმდინარეობას, რომელნიც დგანან რევოლუციის ნიადაგზე, გაუადვილონ რევოლუციის შეთვისება; - ყველა ამ ჯგუფებს წაუყენოს კატეგორიული კრიტერი: - რევოლუციისაკენ ან და რევოლუციის წინააღმდეგ, და მისცეს მათ მხატვრულ თვითგანმტკიცების დარგში სრული თავისუფლება.

    რევოლუცია ნახულობს ხელოვნებაში თავის ანარეკლს, ჯერ მხოლოდ ნაწილობრივს, რამდენადაც ის არ არის მხატვრებისათვის გარეგნული კატასტროფა, რამდენადაც ახალგაზრდა და მოხუც პოეტების და მხატვრების ცეხი შეეზრდება რევოლუციას, შეითვისებს მას შიგნიდან, და არა გარედან.

    კიდევ დიდხანს არ დადუმდება სოციალური წყალვარდნილი. ევროპაში და ამერიკაში კიდევ ათწლობით იქნება ბრძოლა. არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ შემდეგიც იქნება ამ ბრძოლის მონაწილე, გმირი და მსხვერპლი. ამ ეპოქის ხელოვნება იქნება მთლიანად რევოლუციის ნიშნის ქვეშ. ამ ხელოვნებას სჭირდება ახალი შეგნება. ის უპირველეს ყოვლისა შეურიგებელი მტერია მისტიციზმის, რომელიც იქნება პირდაპირი, ან დაფარული რომანტიკით, რადგანაც რევოლუცია გამოდის იმ ცენტრალურ იდეიდან, რომ ერთადერთი პატრონი უნდა იყოს კოლექტიური ადამიანი და მისი ძლიერება განისაზღვრება მხოლოდ ბუნებრივ ძალთა შეთვისებით და მათი გამოყენებით. ეს ხელოვნება ვერ შეურიგდება მისტიციზმს, სკეპტიციზმს და კიდევ სხვა სულიერ პროსტრაციას. ის რეალისტურია, აქტიურია, სავსეა ქმედითი კოლექტივიზმით და უსაზღვროდ სჯერა მომავალი.

    * * *

    თავები, რომელნიც იკვლევენ დღევანდელ მწერლობას და შეადგენენ წიგნის პირველ ნაწილს, ორი წლის წინათ იყვნენ განზრახული, როგორც წინასიტყვაობა ძველი წერილებისათვის, მაგრამ შრომა გაიზარდა 22 წლის ზაფხულის დასვენების დროს.

    * * *

    წიგნის მეორე ნაწილში დაგროვილია წერილები, რომელნიც ეხებიან საერთოდ რევოლუციათა შორის პერიოდს (1907-1914). ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, რომელნიც უსწრებენ 1905 წ. რევოლუციას, მე აქ არ შემიტანია ორი მიზეზის გამო: პირველი: ეს იყო სხვა ეპოქა, სრულიად განსხვავებული, მეორე: თვით წერილებში კიდევ ბევრია მოწაფეობა.

    მეორე ნაწილის წერილები ეხებიან, მაგრამ არ ამოსწურავენ ეგოისტურ გარდაქმნის, ესთეტიურ „გამახვილების", ინდივიდუალიზაციის, ინტელიგენციის გაბურჟუაზების ხანას. რევოლუციათა შორისი ეპოქის ლაბორატორიიდან ინტელიგენცია გამოვიდა ისეთი, როგორიც ის იყო ომის დროს: ბურჟუაზიულ-პატრიოტული; - და რევოლუციის დროს: ეგოისტურ-საბოტაჟური, კონტრ-რევოლუციური, უიდეო და სიძულვილით სავსე.

    წერილები, რომელნიც ეხებიან დასავლეთის მხატვრულ-კულტურულ ცხოვრებას, შეტანილია წიგნში იმდენად, რამდენადაც ისინი ემსახურებიან იმავე მიზანს: ცხადყონ, რა მიმართულებით მიდიოდა რუსეთის ინტელიგენციის იდეოლოგიური გარდაქმნა.

    პირველსა და მეორე ნაწილს წიგნისას აკავშირებს ის, რომ გარდამავალი, ესე იგი დღევანდელი ხელოვნება მთელი თავისი ფესვებით გადაბმულია გუშინდელ, რევოლუციამდე ყოფილ დღესთან. ამ ნაწილთა შორის არის ის კავშირი, რომელსაც იძლევა მარქსისტული შეფასების მთლიანობა ავტორის მიერ.

    ძველ წერილებში, რომელნიც შეადგენენ წიგნის მეორე ნაწილს, ბევრია სტრიქონები, მიძღვნილი ცენზურისადმი. რასაკვირველია, ეს სტრიქონები მისცემენ არა ერთ კრიტიკოსს, მტრულად განწყობილს რევოლუციისადმი, საბაბს ენა უჩვენოს საბჭოთა ხელისუფლებას. რომ არ წაგვერთმია ბატონ კრიტიკოსებისათვის ეს ბედნიერი საშუალება, ჩვენ არ მოგვიშლია არც ერთი ასეთი სტრიქონი, იმ შემთხვევაშიაც, როდესაც ეს ნებას მისცემდა მოწინააღმდეგეს გაეკეთებინა „სიმეტრიული დასკვნები საბჭოთა ხელისუფლების შესახებ. ძველ წერილებში ჩვენ ვამბობთ, რომ მეფის ცენზურა აწარმოებდა ბრძოლას სილოგიზმთან. და ეს მართალია. ჩვენ ვიცავდით სილოგიზმის გავლენას ცენზურის წინააღმდეგ. სილოგიზმი თავისთავად - ვამტკიცებდით ჩვენ - უმწეოა. განყენებულ იდეის ძლევამოსილება - გულუბრყვილობაა. იდეა უნდა განხორციელდეს, რომ გახდეს ძალად. პირიქით, სოციალური ხორცი, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი იდეა, კიდევ წარმოადგენს ძალას. იმ კლასს. რომელიც ისტორიულად გადაგვარდა, კიდევ შეუძლია იარსებოს თავისი დაწესებულებების დახმარებით, თავისი სიმდიდრის ინერციით და შეგნებული კონტრ-რევოლუციური სტრატეგიით. მსოფლიო ბურჟუაზია არის ახლა ასეთი დრომოჭმული კლასი, რომელიც გამოდის ჩვენს წინააღმდეგ, შეიარაღებული თავდასხმის და თავდაცვის ყოველი ხერხით. თუ ბურჟუაზიას ეშინია მოახმაროს თავისი კაპიტალი საბჭოთა კონცესიებს, ის ერთი წუთით არ დაფიქრდება იმაზე, რომ ჩაყაროს თავისი ფული გაზეთებში და გამომცემლობაში რევოლუციურ ქვეენის სხვადასხვა კუთხეებში. იმპერიალიზმმა მთელ „დემოკრატიულ სამყაროში შექმნა ისეთი პირობები გაზეთისათვის (ფასი, კრედიტის პირობები, მოყიდვა და სხვა), რომელნიც აძლევენ მას საშუალებას ამტკიცოს, რომ არც ერთი კომუნისტური, ესე იგი დამოუკიდებელი იმპერიალიზმისაგან გაზეთი ვერ გამოვა, თუ მას არ ექნა მატერიალური დახმარება საბჭოთა ხელისუფლებისაგან. იმავე დროს, გერმანიაში სტინესს, ამერიკაში ხერსტს აქვთ მათთვის საჭირო

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1