Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლამარა
ლამარა
ლამარა
Ebook96 pages1 hour

ლამარა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

მინდია ხვდება ერთს ხრამთან ლამარას, ქისტეთის ერთ ლამაზ ქალაის. ვაჟი იხიბლება. ქალაის გულსაც ხიბლი იფლობს. მოკლე გასაუბრება. ჩემად გთვლიდე - ეუბნება ვაჟი. მთვლიდე, თუ შესძლებ ჩემს მოტაცებას - მიუგებს ლამაზი მაცდური ღიმილით და გავარდება. მოიტაცებს ლამარას თორღვაი, ძმა მინდიასი, არა დედით. ძმები გვანან ერთიმეორეს ვითარ ორეულნი. ლამარას ჰგონია, მინდიამ მოიტაცა. ერკვევა, იმღვრევა...
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 6, 2019
ლამარა

Read more from გრიგოლ რობაქიძე

Related to ლამარა

Related ebooks

Reviews for ლამარა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლამარა - გრიგოლ რობაქიძე

    გრიგოლ რობაქიძე - ლამარა

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი

    კამარა პირველი

    კამარა მეორე

    კამარა მესამე

    კამარა მეოთხე

    კამარა მეხუთე

    პასტორალი ხუთ კამარად

    მოქმედნი:

    რაიბულ: 50 წლის ხევსური.

    თორღვაი: შვილი რაიბულის: 25 წლის

    მინდია: შვილი რაიბულის: დედით ფშავი: 27 წლის.

    მზიულა: ქალიშვილი რაიბულის: 17 წლის.

    მაია: მზიულას ბიძაშვილი: 17 წლის.

    ქავთარ: ნათესავი რაიბულის: 45 წლის.

    ლაგაზ: ქავთარის ვაჟი: 10 წლის.

    ზვიადა, მანგია, ლეგაი, ნადირა, გიგი: თორღვაის მეგობარნი.

    იჩო: ქისტი: 55 წლის.

    ჰიდდირ: იჩოს მამა: 75 წლის.

    მურთაზ: იჩოს შვილი: 25 წლის.

    ღანიშ: იჩოს შვილი: 15 წლის

    ლამარა: იჩოს ქალიშვილი: 17 წლის.

    ხევსურის ბიჭები: ოთხი: ლაგაზის მეგობარნი.

    ქისტები: ორი.

    მასსები.

    ვაჟა-ფშაველა: პოეტი.

    მოქმედება - ხევსურეთისა და ქისტეთის საზღვარზე.

    კამარა პირველი

    მოქმედნი:

    ლამარა.

    თორღვაი.

    მინდია.

    ხევსურთა ბიჭები: ხუთი. მათ შორის - ლაგაზ.

    ქისტის გოგონები.

    მკელები, გიგი, მანგია, ზვიადა, ლეგაი, ნადირა.

    ხევსურეთისა და ქისტეთის საზღვარი. ლბილი ფერდობი. ფერდობი თითქო გარღვეულია ხრამით. მეორე მხარეს გადახტომა ნადირს შეუძლია. მთავარი მური: გალხობილი ბაია. აქა იქ ზოლებად ხვლიკის ფერები. ზაფხული. მზის დახრა. ფერდოს ერთიმეორეზე მოედებიან მწყემსი ბიჭები: შვიდიდან ათ წლამდე ჰასაკით. ხელში ზოგს - კომბალი და ზოგს - სახრე. მოდიან და თითქო ნელი ღიღინით მოიმღერიან.

    1 ბიჭი. აი მთაზედა -

    2 ბიჭი. თოვლიანზედა.

    3 ბიჭი. ია დავთესე

    4 ბიჭი. ვარდი მოსულა.

    5 ბიჭი. ირმისა ჯოგი შიგ შაჩვეულა

    1 ბიჭი. ნეტავ ეძოვა - არ გაეთელა

    2 ბიჭი. სიძე სიმამრი მთას ნადირობდნენ

    3 ბიჭი. ტყორცა სიძემა - მოჰკლა ირემი.

    4 ბიჭი. ტყორცა სიმამრმა - მოჰკლა მან სიძე

    5 ბიჭი. შენ ჩემო ქალო მე რა გახარო:

    1 ბიჭი. ქმარი მოგიკალ - თავს ნუ მაიკლავ,

    2 ბიჭი. შენ ჩემო მამავ დარბაისელო:

    3 ბიჭი. აგრემც მაკვდები - ვერ მაისვენო,

    4 ბიჭი. მამეც ცულ-წალდი:

    5 ბიჭი. გზა გავიკაფო.

    1 ბიჭი. მამცემ სანთელი;

    2 ბიჭი. გზა ჩავინათო,

    3 ბიჭი. უნდა ჩავიდე ჩვევა-ქცევითა,

    4 ბიჭი. უნდა გაჰვპოხო ირმის ტვინითა.

    5 ბიჭი. უნდა შავსუდრო აბრაშუმითა.

    ერთად. აი მთაზედა თოვლიანზედა,

    ია დავთესე - ვარდი მოსულა.

    (პაუზა)

    1 ბიჭი. ჩემს ნისლას ტოლი არა ჰყავ

    2 ბიჭი. ჩემი შვინდაი მზეს ეთამაშება,

    3 ბიჭი. ჩემი გიშელა ნისლივითაა

    4 ბიჭი. ჩემი ლურსა ყველა ხარებს დაჰლახს

    5 ბიჭი. ჩემი ლაბაი ყველას დატეხს?

    1 ბიჭი. თუ შახვდა ირემს?

    2 ბიჭი. მაერევა, დასცემს

    3 ბიჭი. რქებზე აიცამს.

    4 ბიჭი. ირემს ვერ დაეწევა -

    5 ბიჭი. თუ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1