Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ნიცშე და ქრისტიანობა
ნიცშე და ქრისტიანობა
ნიცშე და ქრისტიანობა
Ebook252 pages2 hours

ნიცშე და ქრისტიანობა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateDec 27, 2017
ნიცშე და ქრისტიანობა

Related to ნიცშე და ქრისტიანობა

Related ebooks

Reviews for ნიცშე და ქრისტიანობა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ნიცშე და ქრისტიანობა - კარლ იასპერსი

    კარლ იასპერსი - ნიცშე და ქრისტიანობა

    Karl Jaspers - Nietzsche Und Das Christentum

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    შესავალი

    ნიცშეს შეხედულება მსოფლიო ისტორიაზე

    1. თანამედროვე ეპოქის კრიზისი

    2. ქრისტიანობის წარმოშობა და და მისი ცვლილება

    3. მსოფლიო ისტორია

    1. მსოფლიო ისტორიის სურათი მთლიანობაში

    2. „არის კაცობრიობაში ფუნდამენტური ხარვეზი"

    3. მეცნიერება, როგორც ცოდნის უსაზღვრო ნება

    წინასწარი შედეგები

    ნიცშეს ახალი ფილოსოფია

    ნიცშეს ადგილის ფილოსოფიის ისტორიაში

    განმარტებები

    შესავალი

    ყველასათვის ცნობილია, რა გაუგონარი სიმკვეთრით უარყოფს ნიცშე ქრისტიანობას. მაგალითად: „ვინც დღეს ოდნავ მერყეობას იჩენს ქრისტიანობასთან მიმართებით, მას ნეკსაც არ გავუწოდებ. აქ ერთადერთი პოზიციაა შესაძლებელი: უპირობო „არა" (XVI, 408[1]).

    ნიცშე დაუღალავია ქრისტიანობის მხილებაში, მიემართება რა აღშფოთებიდან სიძულვილისა, და მშვიდი კვლევიდან - ღვარძლიანი პამფლეტისკენ. გასაოცარი გამომგონებლობით იცვლის ის თვალსაზრისს, განიხილავს რა ქრისტიანულ რეალიებს ყოველი მხრიდან და სრულად აშიშვლებს მათ. მან ამ ბრძოლაში ყველა წინამორბედის მოტივი შეითვისა და სათავე დაუდო ახალ ომს ქრისტიანობის წინააღმდეგ - ომს არნახულად რადიკალურსა და სრულად გაცნობიერებულს.

    გათვითცნობიერებულია რა ამ მგზნებარე მტრობის შესახებ, ნიცშეს ყურადღებიანი მკითხველი არაერთხელ აღმოჩნდება ჩიხში მისი ზოგიერთი გამონათქვამის წინაშე, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად შეუთავსებელია ანტიქრისტიანობასთან. დროდადრო ნიცშე ქრისტიანობის შესახებ ასე ამბობს: „ეს იდეალური ცხოვრების საუკეთესო ნაწილია, რომელიც მე ჭეშმარიტად შევიცანი: მე მას თითქმის აკვნის ასაკიდან მივდევ და ვფიქრობ, გულში არასოდეს მიღალატია მისთვის („წერილი გასტს, 21.7.81). მას ბიბლიის ზემოქმედების შესახებაც ძალუძს პოზიტიური აზრის გამოთქმა: „უცვლელი მოკრძალება ბიბლიის წინაშე, რომელიც ევროპაში, უნდა ითქვას, დღემდეა შენარჩუნებული, - ესაა ალბათ ზნეთა სინატიფისა და კულტურის საუკეთესო ნიმუში, რასაც ევროპა ქრისტიანობას უნდა უმადლოდეს... (VII, 249). უფრო მეტიც, ნიცშე, სამღვდელო ოჯახთა შთამომავალი, როგორც დედის, ასევე მამის მხრივ, სრულყოფილ ქრისტიანში ჭვრეტს „ადამიანთა ტიპებს შორის უკეთილშობილესს, ვისთანაც კი მას შეხება ჰქონია: „მე პატივად მიმაჩნია, რომ იმ გვარს ვეკუთვნი, რომელიც ქრისტიანობას ყველა გაგებით სერიოზულად ეკიდებოდა" (XIV, 358).

    ერთი სიტყვით, თუ ჩვენ გადავწყვეტთ ქრისტიანობის შესახებ ნიცშეს ყველა გამონათქვამი ცალ-ცალკე გავიხსენოთ, იქნება ეს სენტენცია „ღვთისმსახურისა თუ „ეკლესიის შესახებ, მსგავს რთულად შეთავსებად შეფასებებს წავაწყდებით. თუმცა ისიც მართალია, რომ უარყოფითი შეფასება ისეთ უმრავლესობაში იქნება, რომ პოზიტიურს ვერც შევამჩნევთ.

    ასე მაგალითად, მღვდლებს იგი უწოდებს „ცბიერ ჯუჯებს, „ადამიანის პარაზიტულ ტიპს, „მირონცხებულ მკრეხელებს, „შხამიან ობობებს ცხოვრების ხეზე, „ცნობიერ ფარისეველთაგან ყველაზე მოხერხებულებს, - და უეცრად მოულოდნელი პანეგირიკი „კეთილშობილ სამღვდელო ნატურათა პატივსაცემად: „ხალხი ათასწილ მართალია საკუთარ უცვლელ სიყვარულში ამ ტიპის ადამიანებისადმი: მოკრძალებული, უბრალო და სერიოზული, უბიწო მღვდლებისადმი, რომლებიც შედიან მასში და გამოდიან მისგან, მაგრამ გამოდიან, როგორც ნაზიარებნი, რჩეულნი, მსხვერპლად განწირულნი მისთვის; და მათ წინაშე ხალხს დაუსჯელად შეუძლია გულის გადაშლა... (V, 287-288). სამღვდელოების ზოგი კატეგორიისადმი იგი გრძნობს რაღაცას, მიახლოვებულს თითქმის პატივისცემასთან. მას მიაჩნია, რომ სწორედ ქრისტიანობამ „გამოჭედა ყველაზე ნატიფი სახეები ადამიანთა საზოგადოებაში: სახეები, რომლებსაც მაღალი და უზენაესი კათოლიკური სულიერების ბეჭედი აზის... ადამიანის სახე აქ იმ ყოვლისგამჭვალავ ზეშთაგონებულობას აღწევს, რომელიც ორი სახის ბედნიერების (საკუთარი ძალაუფლებისა და თვითაღკვეთის გრძნობების) უწყვეტი მოქცევისა და მიქცევის შედეგად წარმოიქმნება. აქ ჩვენი სხეულისა და ჩვენი ბედნიერების სიმყიფისადმი ის კეთილშობილი უგულვებელყოფა მეფობს, რომელიც ჭეშმარიტ ჯარისკაცებს ახასიათებთ... ეკლესიის მთავრების ხატთა დიდებული სილამაზე და სინატიფე ხალხისათვის ყველა დროში ეკლესიის ჭეშმარიტების დასტურს წარმოადგენდა... (IV, 59-60). როგორც ცნობილია, ნიცშე განსაკუთრებით გმობს იეზუიტებს, თუმცა არა აღფრთოვანების გარეშე წერს იმის შესახებ, „თუ თვითგადალახვის რა გმირულ სიმძიმეს იღებს საკუთარ თავზე თითოეული იეზუიტი: ცხოვრების ის გაიოლებული პრაქტიკა, რომელსაც იეზუიტთა სახელმძღვანელოები ქადაგებენ, არა მათთვის, არამედ საერო პირთათვისაა განკუთვნილი" (II, 77).

    ნიცშესთვის ეკლესია - დედამიწაზე არსებული ყოველივე კეთილშობილის ულმობელი მტერია. ის იცავს მონურ ფასეულობებს, მიისწრაფის ადამიანში არსებული ყოველივე დიადის გათელვისკენ, ის - სნეულთა კავშირი, ის - ყალბი ფულის ცბიერი მჭრელია. თუმცა არც აქ შეუძლია მას უარი თქვას მისი ძალაუფლების განსაკუთრებული სახეობისადმი პატივისცემის გამოხატვაზე: „ყოველი ეკლესია უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების ინსტიტუტია, რომელიც მაღალ მდგომარეობას უზრუნველყოფს სულიერად გამორჩეული ადამიანებისთვის. მას იმდენად სწამს სულიერების ძლიერება, რომ უარს ამბობს ძალადობის ყველა სხვა უხეშ ფორმაზე, და უკვე მხოლოდ ამიტომაა ეკლესია მეტად კეთილშობილი ინისტიტუტი, ვიდრე სახელმწიფო (V, 308). მსჯელობს რა კათოლიკური ეკლესიის საწყისების შესახებ, ნიცშე ასკვნის, რომ საკუთარ ძალებს იგი პოულობს „იმ, ჯერ კიდევ მრავალრიცხოვან, ეკლესიურ ინდივიდებში, რომლებიც ნებაყოფლობით „აქცევენ საკუთარ ცხოვრებას რთულად, იმავდროულად კი ღრმა აზრით სავსედ (II, 76). ამიტომაცაა, რომ იგი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა შემთხვევაში არ ამართლებს: „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვა ყველაფერთან ერთად, ნიშნავს უფრო მდაბალი, თვითკმაყოფილი, გულუბრყვილო და ზედაპირული ინდივიდების წინააღმდეგობას უფრო ღრმა, უფრო მძიმე და წინდახედული, შესაბამისად კი უფრო ბოროტი და ეჭვიანი ადამიანებისადმი, რომლებიც გამუდმებით იტანჯებიან ყოფიერებისა და საკუთარი თავის ღირებულების შესახებ კითხვებით... (V, 286).

    ასეთ წინააღმდეგობრივ შეფასებათა და განმარტებათა მაგალითების მოტანა კიდევ მრავლად შეიძლება. მთავარი სხვა რამეა: იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ ნიცშე, უნდა გავიგოთ ეს წინააღმდეგობებიც, რადგან ისინი შემთხვევითი არ არის. ქრისტიანობისადმი ნიცშეს ორმაგი დამოკიდებულების გონიერი და მართებული განმარტებისთვის შევეცადით პრობლემას შემდეგი კუთხით მივუდგეთ.

    პროტესტანტ მღვდელთა ოჯახიდან საკუთარ წარმოშობასა და, შესაბამისად, „ბუნებრივ სიახლოვეს ქრისტიანებისადმი თავად ნიცშე პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტად აფასებდა, როგორც რაღაც შეუცვლელს. თუმცა ეს სიახლოვე მისთვის სრულიად განსხვავებულ შინაარსს იძენს მას შემდეგ, რაც ის აღმოაჩენს, რომ ქრისტიანთა უმეტესობა - არასრულყოფილია. უფლების განცხადებას, მოთხოვნასა და სინამდვილეს შორის შეუსაბამობა ოდითგანვე ქრისტიანობის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. მართალია ისიც, რომ არცთუ იშვიათად მოთხოვნა, რომელიც შეუძლებელს მოითხოვს, და სინამდვილე, რომელიც უარს ამბობს, დაყვეს ამ მოთხოვნას, შესაძლოა მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, ისე, რომ ერთმანეთთან შეხება არც ჰქონდეთ. მაგრამ იქ, სადაც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს მოსვენებას არ აძლევენ, შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. ნიცშე შენიშნავს, რომ „გაბედული შინაგანი სკეპტიციზმი აღმოცენდა „გერმანიაში სწორედ პროტესტან პასტორთა შვილებს შორის. რატომ? „მრავლადაა გერმანიაში ფილოსოფოსი და სწავლული, რომელსაც ბავშვობაში, ქადაგების მოსმენისას, მზერა თავად მქადაგებელზე გადაუტანია (!) - და შედეგად მათ აღარ სწამთ ღმერთი... გერმანული ფილოსოფია არსებითად სხვა არაფერია, თუ არა ურწმუნობა homines religiosi-ში („რელიგიის ადამიანი), მეორე რანგის წმინდანებში, ქალაქისა და სოფლის ყველა პასტორში, უნივერსიტეტთა ღვთისმეტყველების ჩათვლით..." (XIII, 314).

    აქ ისახება ნიცშეს მგზნებარე სიძულვილის ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება: მისი მტრობა ქრისტიანობის, როგორც სინამდვილისადმი, განუყოფელია მისი დამოკიდებულებისგან ქრისტიანობის, როგორც მოთხოვნისადმი. ამ ფაქტიურ კავშირს ის განიხილავს არა როგორც მტვერს, რომელიც ფეხთაგან უნდა ჩამოიშორო, არამედ როგორც რაღაც ფრიად პოზიტიურს. მას მშვენივრად ესმის, რომ სწორედ ქრისტიანობის მორალური იმპულსი იყო ის, რამაც სიცოცხლე შთაბერა ზღვარის არმცოდნე ნებას ჭეშმარიტებისკენ. „ჩვენ, დღეს ვინც ცოდნას დავეძებთ, ჩვენ - უღმერთოები და მეტაფიზიკოსები - ვანთებთ ჩვენს ჩირაღდნებს წარსულის ხანძრიდან, რომელიც ათასწლოვანი რწმენით იყო აგიზგიზებული (VII, 275). ამიტომაც გაისმის მისი მოწოდება, „არა მხოლოდ უარი ითქვას ყოველივე ქრისტიანულზე, არამედ გადალახულ იქნას იგი ზექრისტიანულით (XVI, 390). ამგვარად, ნიცშეს საკუთარი თავის ასე ესმის: მისი აზრი ქრისტიანობიდან გამოიზარდა ასევე ქრისტიანული იმპულსების ზემოქმედების ქვეშ. ამგვარად, მისი ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ სრულებით არ გულისხმობს მის სწრაფვას, ნაგავსაყრელზე მოისროლოს იგი, გააუქმოს ან ქრისტიანობამდელ ეპოქას დაუბრუნდეს: პირიქით, ნიცშეს სურს გაუსწროს მას, გადალახოს იგი, დაეყრდნობა რა ამ დროს იმავე ძალებს, რომლებმაც ქრისტიანობა მოიტანეს ამქვეყნად.

    ნიცშემ მყარად იცის: „ჩვენ აღარ ვართ ქრისტიანები, მაგრამ მყისიერად დასძენს: „ქრისტიანებად ყოფნის უფლებას ჩვენ ჩვენივე ღვთისმოსაობა აღარ გვაძლევს - ის მეტად მკაცრი და კაპრიზული გახდა (XIII, 318). როდესაც ის ყველა მორალს თავის „სიკეთისა და ბოროტების მიღმას" უპირისპირებს, მას სურს მორალიდან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1