Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სატანჯველის სახარება
სატანჯველის სახარება
სატანჯველის სახარება
Ebook436 pages5 hours

სატანჯველის სახარება

Rating: 4 out of 5 stars

4/5

()

Read preview

About this ebook

"სატანჯველის სახარება" პირველი და ერთადერთი ქართული თარგმანია დიდი დანიელი ფილოსოფოსის ნაშრომისა, რომელიც აერთიანებს მის შეხედულებებს, როგორც თეოლოგისა და მისტიკოსის, და ასევე ეგზისტენციალიზმის წინამორბედისა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 23, 2019
სატანჯველის სახარება

Related to სატანჯველის სახარება

Related ebooks

Reviews for სატანჯველის სახარება

Rating: 4 out of 5 stars
4/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სატანჯველის სახარება - სორენ კირკეგორი

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ლოცვა

    I. რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია ამაში

    II. როგორ შეიძლება, რომ ტვირთი მსუბუქი იყოს, თუ სატანჯველია მძიმე

    III. სიხარული იმაშია, რომ სატანჯველის სკოლა მარადიულობისთვის გვამზადებს

    IV. სიხარული იმაშია, რომ ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ

    V. სიხარული იმაშია, რომ გზა კი არ არის ვიწრო, არამედ თვით სივიწროვეა გზა

    VI. სიხარული იმაშია, რომ თუნდაც დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმე იყოს, მარადიული ნეტარება მაინც გადაწონის მას

    VII. სიხარული იმაშია, რომ ადამიანს წმინდა გულითა და თავისუფალს, შეუძლია ტანჯვით აიშოროს ქვეყნის ძალაუფლება საკუთარ თავზე და შესწევს ძალა, უღირსობა ღირსებად აქციოს, მარცხი კი გამარჯვებად

    შენიშვნები

    წინასიტყვაობა

    ამ ქრისტიანული საუბრების (რომლებიც მრავალი მიმართებით არ წარმოადგენენ ქადაგებებს და ამიტომ ასევე მრავალი მიზეზით არ არიან ასე წოდებულნი) დანიშნულება ისაა, რომ „ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინოთ თავისუფალ წუთს", მაგრამ თუ ერთადერთი ტანჯული, რომელსაც, შესაძლოა, აზრთა სიმრავლეში აებნა გზა, მათი წაკითხვისას შვებით ამოისუნთქავს მძიმე წუთს, ჩვენს კვალს მოაგნებს, რომელიც სწორედ ამ აზრებს მიყვება: ასეთ შემთხვევაში ავტორი სინანულს არ გამოთქვამს იმის გამო, რისი დაწერაც გადაწყვიტა.

    ლოცვა

    შენ, ვინც ოდესღაც თავად დაეხეტებოდი დედამიწაზე, ტოვებდი რა კვალს, რომელსაც ჩვენ უნდა გავყოლოდით; შენ, ვინც ზეციდან უმზერ ყველა ყარიბს, მხარს უმაგრებ დაქანცულს, ამხნევებ გულგატეხილს, გზაზე აბრუნებ გზააბნეულს, ანუგეშებ მებრძოლს: შენ, ვინც ჟამთა აღსასრულს კვლავ უნდა მოხვიდე იმისათვის, რათა განსაჯო ყოველი, ვინც შენ არ მოგყვებოდა; ღმერთო ჩვენო და მხსნელო ჩვენო, დე მუდამ ეჩვენოს ჩვენს სულიერ მზერას შენი ხატი, ნისლის განმქარვებელი; განგვამტკიცე ჩვენ, რათა მხოლოდ მას ვუმზიროთ უწყვეტად, რათა ჩვენ, შენმა მსგავსებმა და შენი წინამძღოლობით, ვიპოვოთ სათნო გზა შენი სამსჯავროსკენ, - ხომ იმისათვის იბადება ყოველი ადამიანი, რომ შენი სამსჯავროს წინაშე წარსდგეს, და ასევე იმისათვის, რათა მარადიული ნეტარება ჰპოვოს შენით სხვა სამყაროში. ამინ.

    I

    ლუკა, 14:27. „ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე."

    ცხოვრებისეულ გზაზე მეთაურობის ნაკლებობას არ განვიცდით, რაც არც არის გასაკვირი, როდესაც ყველა ცდომილება საკუთარ თავს მეთაურობად ასაღებს. მაგრამ თუ ცდომილება ბევრია, ჭეშმარიტება მაინც ერთია, და ერთადერთია „გზა და ცხოვრება, მხოლოდ ერთ მეთაურობას მიჰყავს ადამიანი ცხოვრების გზაზე ცხოვრებისკენ. ათასობით ადამიანი ატარებს ამ სახელს, რომელიც იმის შესახებ ღაღადებს, რომ მათ ეს მეთაურობა აირჩიეს, რომ ისინი უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნიან და მისი სახელით უწოდებენ საკუთარ თავს ქრისტიანებს, რომ ისინი მსახურებას აღუვლენენ მას, თუნდაც სხვა დანარჩენში ბატონები ან მსახურები, მონები ან თავისუფლები, მამაკაცები ან ქალები იყვნენ. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და ასევე სხვა სახელებს, რომელთაგან თითოეული თავისებურად ადასტურებს მათ მიერ არჩეულ მეთაურობას. ისინი მორწმუნეებს უწოდებენ საკუთარ თავს, ადასტურებენ რა ამით, რომ ამქვეყნად ყარიბები, სტუმრები და დევნილები არიან; ჯოხი, რომელიც ხელთ უპყრიათ, ისიც კი არ არის უდაო ნიშანი იმისა, რომ მისი მფლობელი - ყარიბია (მრავალი დადის ჯოხით და სულაც არ არის ყარიბი), როგორც უდაოა, რომ ის, ვინც საკუთარ თავს მორწმუნეს უწოდებს, ამით ყველას წინაშე მოწმობს, რომ ის ყარიბია, რადგან რწმენა ხომ სწორედ ამას ნიშნავს: ის, რასაც ვეძებ, აქ არ არის, ამიტომაც მწამს ამისი. რწმენა სახელდობრ ნიშნავს ღრმა, ძლიერ, ნეტარ შეშფოთებას, რაც მორწმუნეს უბიძგებს, არ დამშვიდდეს ამ ქვეყანაში, ასე რომ, ის, ვინც სრულ სიმშვიდეს მიაღწია, მორწმუნეც აღარ არის; მორწმუნეს ხომ არ შეუძლია უბრალოდ უძრავად იჯდეს, როგორც სხედან ხოლმე, როდესაც ხელთ ყარიბის ჯოხი უპყრიათ; მორწმუნე იღწვის; - ისინი საკუთარ თავს „წმინდანთა კრებულად მოიხსენიებენ, ხაზს უსვამენ რა ამით იმას, რაც მართებთ და რაც უნდა იყვნენ, რად ქცევის იმედიც აქვთ, როდესაც რწმენა გაუქმდება[1] და დასრულდება ყარიბობა. - ისინი საკუთარ თავს „ჯვრის საძმოს უწოდებენ, ადასტურებენ რა ამით, რომ მათი მიწიერი გზა იოლი არ არის, როგორც ცეკვა, არამედ მძიმე და დამქანცველია, როგორც გემი, რომელიც ზურგის ქარის დახმარებით მიქრის იალქნების ქვეშ, იმავდროულად კი ცხვირით ტალღებს მიაპობს ოკეანეში: ასევე, ქრისტიანის გზაც იოლია, თუ მას ზევიდან დავხედავთ, მაგრამ მძიმეა, თუ საფუძველში დამკვიდრებულ დამქანცველ შრომას შევავლებთ თვალს. -  ისინი საკუთარ თავს „ქრისტეს მიმდევრებს უწოდებენ, და სწორედ ამ სახელზე შევჩერდებით უფრო დეტალურად ამჯერად, განვიხილავთ რა იმას, თუ რას ნიშნავს ქრისტეს გაყოლა და რა სიხარულია ამაში.

    როდესაც მამაცი მეომარი გაბედულად მიიწევს წინ, უშვერს რა მკერდს მოწინააღმდეგის ისრებს, ზურგით კი მეეტლეს ფარავს, რომელიც მას უკან მიყვება: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ მეეტლე მას მიყვება? როდესაც მოსიყვარულე ცოლი ადამიანში, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, რაც კი ამქვეყნად არსებობს, თავის ქმარში ხედავს შესანიშნავ მაგალითს იმისა, რის მიღწევასაც იგი ისურვებდა ცხოვრებაში, და აი ის ქალურად (და მაინც, ქალი ხომ მამაკაცის ნეკნიდან შეიქმნა) მიყვება მას გვერდით და ყველაფერში მას ეყრდნობა: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ ასეთი ცოლი ქმარს მიყვება? როდესაც უშიშარი მასწავლებელი მშვიდად დგას მოედანზე, მლანძღველებით გარშემორტყმული და შურით დევნილი; როდესაც ყველა გამოხტომა მხოლოდ მისკენაა მიმართული, ხოლო მასთან თანხმობაში მყოფი მომხრე თავს არასოდეს ავლენს: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ მომხრე მას მიყვება? როდესაც ქათამი მოახლოებულ მტერს ხედავს და ფრთებს შლის, რათა წიწილებს გადაეფაროს, რომლებიც მას მისდევენ: შეიძლება თუ არა ასეთ დროს ითქვას, რომ წიწილები ქათამს მისდევენ? არა, აქ ამას ვერ იტყვით; ამისათვის ურთიერთობა სხვაგვარი უნდა გახდეს. მამაცი მეომარი გვერდზე უნდა გადგეს, რათა დაინახოს, გაყვება თუ არა მას მეეტლე - გაყვება თუ არა ნამდვილ განსაცდელში, როდესაც ისრები პირდაპირ მკერდსაა დამიზნებული; ან ის ლაჩრულად ზურგს უჩვენებს საფრთხეს და, მოისაკლისებს რა მამაცის მხარდაჭერას, თავადაც დაკარგავს სიმამაცეს. კეთილშობილი ქმარი; ოჰ, ის განზე უნდა გადგეს, სხვა სამყაროში გადაბარგდეს, რათა თვალსაჩინო გახდეს, გაყვება თუ არა მას დამწუხრებული ქვრივი, მას შემდეგ, რაც მის მხარდაჭერას დაკარგავს; ან ის, მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, მის მაგალითსაც დაივიწყებს. უშიშარი მასწავლებელი უნდა დაიმალოს ან სამარემ დაფაროს იგი, რათა დავინახოთ, გაყვება თუ არა მას მისი მომხრე, გაძლებს თუ არა მოედანზე მლანძღველებს შორის, შურით დევნილი; ან ის ცხოვრებაში სამარცხვინოდ დატოვებს ამ ადგილს, რადგან აღარ ეგულება გვერდით მასწავლებელი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ ღირსეულად დატოვა ეს ადგილი. - გაყვე ვინმეს, ნიშნავს იარო იმავე გზით, რომლითაც ის დადიოდა, ვისაც მიყვები; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ ვეღარ ხედავ ზურგს იმისა, ვისაც მიყვები. ამიტომაცაა, რომ ქრისტე ჯერ უნდა მომკვდარიყო, რათა შემდეგ გაერკვიათ, გაყვებოდნენ თუ არა მას მოწაფეები. მას შემდეგ მრავალი ასწლეულია გასული, მაგრამ ეს კვლავ ასე ხდება. ხომ არის დრო, როდესაც ქრისტე თითქმის საგრძნობად მიყვება გვერდით ბავშვს, მიაბიჯებს მის წინ; მაგრამ შემდეგ ისეთი დროც დგება, როდესაც ის განშორდება და უხილავი ხდება წარმოსახვითი მზერისთვის, რათა ახლა გადაწყვეტილების სერიოზულობით გაირკვეს, გაყვება თუ არა მას ზრდასრული.

    როდესაც ბავშვს ნებას რთავენ, დედის ქვედაბოლოს ჩაებღაუჭოს: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ბავშვი იმავე გზით მიდის, რომლითაც დედა? არა, რასაკვირველია, ასე ვერ იტყვით. ბავშვმა ჯერ სიარული უნდა ისწავლოს, - დამოუკიდებლად, მარტო, - სანამ შეძლებს იმავე გზით და ისევე იაროს, როგორც დედა დადის. ხოლო, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს სწავლობს, დედა როგორ უნდა მოიქცეს? ის უნდა გაქრეს თვალთახედვის არიდან. ჩვენთვის შესანიშნავადაა ცნობილი, რომ დედის სითბო ბავშვის მიმართ ისეთივე რჩება, უცვლელი და, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს; მაგრამ ბავშვმა შესაძლოა ეს ყოველთვის ვერ გაიგოს. ზუსტად ისევე, როგორც ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად სიარული, ასევე, თუ სულიერად გავიგებთ, მის წინაშე, ვინც ვიღაცის მიმდევარი ხდება, დგას ამოცანა დამოუკიდებლად სიარულის სწავლისა. საოცარია! სანახევროდ ხუმრობით და ღიმილით ვსაუბრობთ ბავშვის მღელვარების შესახებ, როდესაც მას მარტო უწევს სწავლა, დედის ქვედაბოლოსგან მოშორებით; და მაინც, ალბათ ლექსიკაში არ არის უფრო ძლიერი ან უფრო გულში ჩამწვდომი ან უფრო მართებული გამონათქვამი უღრმესი მწუხარებისა და ტანჯვის გამოსახატავად, ვიდრე ეს: იარო ეულად, სრულ მარტოობაში. ჩვენთვის ხომ შესანიშნავად არის ცნობილი, რომ ზეცაში ადამიანის შესახებ ზრუნვა უცვლელია და, თუკი ასეთი რამ შესაძლებელია, იქ კიდევ უფრო მეტად ზრუნავენ ადამიანზე საფრთხით აღსავსე დროს; თუმცა, ადამიანი შესაძლებელია სწავლობდეს, მაგრამ ყოველთვის არ ესმოდეს ეს. - ამგვარად, მიყვებოდე ვინმეს, ნიშნავს მიდიოდე ეულად, მიდიოდე მარტო იმავე გზით, რომლითაც მასწავლებელი მიდიოდა; არ გყავდეს გვერდით ვინმე, ვინც რჩევას მოგცემდა; თავად აკეთებდე არჩევანს; ფუჭად ყვიროდე, ისევე, როგორც ფუჭად ყვირის ბავშვი, დედა ხომ ვერ გაბედავს მის ხილულად დახმარებას; ფუჭად წარგეკვეთოს სასო, რადგან შენ ხომ ვერავინ დაგეხმარება, და ვერც ზეცა შეძლებს შენს დახმარებას ხილული გზით. მაგრამ უხილავი დახმარება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ მარტო სიარულს გასწავლიან; ამით შენ გასწავლიან, საკუთარი სულიერი მდგომარეობა მასწავლებლისას მოარგო, რასაც თვალით ვერ დაინახავ. იარო ეულად! არა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს  მაგივრად გააკეთებდა არჩევანს ან უკანასკნელი და გადამწყვეტი აზრით მოგცემდა მითითებას იქ, სადაც საუბარი ერთადერთ მნიშვნელოვანს ეხება, მოგცემდა მითითებას იქ, სადაც საქმე შენს ნეტარებას ეხება; მრავალიც რომ იყოს ამის გაკეთების მსურველი, ეს შენ მხოლოდ ზიანს მოგაყენებდა. მარტო! თუ შენ უკვე გააკეთე არჩევანი, შეძლებ იპოვნო თანამგზავრი, მაგრამ გადამწყვეტ წუთს, - და ეს ყოველ ჯერზე სასიკვდილო საფრთხის მატარებელია, - შენ მარტო რჩები. არავის, არავის ესმის შენი შემპარავი თხოვნა და ვერავინ ამჩნევს შენს მძიმე ჭმუნვას, - და მაინც, ზეცაზე არ არის შენი დახმარებისა და შენზე ზრუნვის უკმარობა; მაგრამ ეს დახმარება უხილავია და სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ ეულად სიარულს გასწავლიან. ეს დახმარება გარედან არ მოდის, როდესაც ხელს ჩაგჭიდებენ ხელში; ის არ წარმოადგენს საყრდენს, როგორსაც სიყვარულით აღსავსე ადამიანი წარმოადგენს ავადმყოფისთვის; ის არ გიხმობს უკან ნაძალადევად, როდესაც გზა აგებნა. არა, თუ შენ სრულად ემორჩილები, მთელ შენს ნებას მოიკვეთ, უღრმეს ერთგულებას გამოავლენ მთელი გულითა და მთელი გონებით: მაშინ უხილავი ფორმით მოდის დახმარება; მაგრამ, იქცევი რა ასე, ეულად მიდიხარ. შეუძლებელია დანახვა ძლევამოსილი ინსტინქტისა, რომლითაც ფრინველი ხელმძღვანელობს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობისას; ისე არაა, რომ ინსტინქტი მიფრინავდეს წინ, ფრინველი კი მას მისდევდეს; ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ფრინველი თავად პოულობს გზას: ასევეა თვალთაგან დაფარული მასწავლებელი, ხოლო ხილვა მხოლოდ მიმდევარისაა შესაძლებელი, რომელიც მას ემსგავსება, და ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მიმდევარი თავად იგნებდეს გზას, - გამოიყურება მანამ, სანამ ის ჭეშმარიტი მიმდევარია, რომელიც ეულად მიდის იმავე გზით.

    აი, რას ნიშნავს, მიყვებოდე ვინმეს. მაგრამ მიყვებოდე ქრისტეს, ნიშნავს აღიპყრა საკუთარი ჯვარი ან, როგორც ჩვენს მიერ წაკითხულ ტექსტშია: ატარო შენი ჯვარი. საკუთარი ჯვრის ტარება საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს; ქრისტე ხსნის ამას, როდესაც ამბობს: „ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე (მათე, 16:24). ესაა „იგივე ზრახვები, როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე (ფილიპ. 2:5 და შემდეგ). ასეთი ხატი მოგვეცა, ასეთივე უნდა იყოს მიმდევარიც, მიუხედავად იმისა, რომ თვითგანდგომა - ხანგრძლივი და მძიმე შრომაა, - რომ უნდა აღიპყრა მძიმე ჯვარი, ატარო მძიმე ჯვარი - ჯვარი, რომელიც, მოცემული ხატის თანახმად, მორჩილად უნდა ატარო სიკვდილამდე, ისე რომ, თუ მიმდევარი ჯვარზე არ აღესრულება, მიემსგავსება მაინც ამ ხატს იმით, რომ მოკვდება, „მატარებელი ჯვრისა. ცალკეული ქველი საქციელი, ცალკეული სულგრძელი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის თვითგანდგომა. ოჰ, მიწაზე ალბათ იმ მიზეზით ასწავლიან, თითქოს ეს თვითგანდგომა იყოს, რომ ასეთი შემთხვევაც იმდენად იშვიათია, რომ მასაც განცვიფრებით უმზერენ. მაგრამ ქრისტიანობა სხვას გვასწავლის. ქრისტეს არ უთქვამს მდიდარი ყმაწვილისთვის: „თუ გსურს სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია და მიეცი გლახაკთ. მრავალს შესაძლოა ეს მოწოდებაც კი გადაჭარბებულად და უცნაურად მოეჩვენოს; სავარაუდოდ, მრავალი სულაც არ მოვიდოდა აღტაცებაში, თუ ყმაწვილი ასე მოიქცეოდა, არამედ გაიცინებდა მასზე, როგორც ახირებულზე, ან შეიბრალებდა, როგორც ავადმყოფს. მაგრამ ქრისტე სხვას ამბობს, იგი ამბობს: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე ღატაკთ, „მერე მოდი, და გამომყევ მე" (მარკ. 10:21), ჯვარაპყრობილი. ამგვარად, გაყიდვა ყველაფრისა, რაც გაბადია და ღატაკთათვის დარიგება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯვრის აპყრობას, ეს - ყველაზე მეტი - დასაწყისია, კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ შემდეგ ჯვარი აღიპყრო და ქრისტეს გაყვე. ყველაფრის ღატაკთათვის დარიგება - ეს პირველია, ეს - თუკი ლექსიკა უშვებს საპატიებელ გონებამახვილობას - ნიშნავს ჯვრის მოკიდებას ზურგზე, რასაც უწყვეტი გაგრძელება მოყვება: საკუთარი ჯვრის ტარება. ჯვრის ასეთ ტარებას ადგილი უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად და არა ერთჯერადად, გამონაკლისის სახით; ეს კი არაფრით, არაფრითაა შესაძლებელი იმის გარეშე, რომ მიმდევარი მზად იყოს, ყველაფერი დატოვოს, საკუთარი თავის უარყოფით. არსებითად სრულიად უმნიშვნელოა ის, რითაც საკუთარ თავში უარის თქმა არ გსურს, წვრილმანია თუ რაიმე დიადი, რადგან წვრილმანი უსასრულოდ მნიშვნელოვნად იქცევა, როგორც ბრალეულობა, როდესაც ის თვითგანდგომას სცდება. შესაძლოა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც, იმედოვნებდა რა ამით უზენაესის მოხვეჭას მთელი სისავსით, ხალისით გააკეთა ის, რაზეც უარი თქვა მდიდარმა ყმაწვილმა, მაგრამ რომელიც, მიუხედავად ამისა, არ იქცა ქრისტეს მიმდევრად, რადგან გაჩერდა და უკან მიიხედა[2] - და ეს მის მიერ ჩადენილი დიდი გმირობის შემდეგ; ან შესაძლოა წინ წავიდა, მაგრამ ქრისტეს მიმდევრად იმ მიზეზით არ იქცა, რომ ფიქრობდა, უკვე რაღაც დიადი ჰქონდა ჩადენილი, ხოლო უმნიშვნელო მოსახდენი ამაზე გავლენას ვეღარ იქონიებდა. ოჰ, საიდან მოდის ის, რომ წვრილმანებში ყველაზე რთულია საკუთარი თავისგან განდგომა? იქიდან ხომ არა, რომ თავმოყვარეობასაც, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური სახე აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, მაგრამ რაც უფრო მცირე და უმნიშვნელოა ის, რაშიც უნდა განუდგეს საკუთარ თავს, მით უფრო შეურაცხმყოფელია ეს თავმოყვარეობისთვის, რადგან როდესაც ასეთი ამოცანაა წამოყენებული, თავმოყვარის საკუთარი და უცხო მაღალფარდოვანი წარმოდგენები მყისვე უჩინარდება; მაგრამ მით უფრო მორჩილი იქნება თვითგანდგომა ასეთ შემთხვევაში. როგორ ხდება ის, რომ ყველაზე რთულია უარყო საკუთარი თავი, როდესაც მარტო ცხოვრობ, თითქოს ბუნაგში? იმ მიზეზით ხომ არა, რომ თავმოყვარეობას, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური იერი აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, - როდესაც ამას გაოცებით უმზერენ მრავალნი. მაგრამ რამდენადაც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1