Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

პატარა ეიოლფი
პატარა ეიოლფი
პატარა ეიოლფი
Ebook143 pages46 minutes

პატარა ეიოლფი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"პატარა ეიოლფი" არის პიესა ცალი ფეხით პარალიზებული პატარა ბიჭისა და მისი ოჯახის, ალმერსების შესახებ. პიესის დასაწყისში ეიოლფის მამა, ალფრედი, მთაში მოგზაურობიდან ბრუნდება, სადაც მან უარი თქვა წიგნზე მუშაობაზე, რათა შვილის აღზრდისათვის მეტი დრო დაეთმო. 1894 წელს შექმნილი პიესა იბსენის ერთ-ერთ კლასიკურ და ტრაგიკულ დრამად ითვლება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 17, 2022
ISBNLilleEyolf
პატარა ეიოლფი

Read more from ჰენრიკ იბსენი

Related to პატარა ეიოლფი

Related ebooks

Reviews for პატარა ეიოლფი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    პატარა ეიოლფი - ჰენრიკ იბსენი

    ჰენრიკ იბსენი - პატარა ეიოლფი

    Henrik Ibsen - Lille Eyolf

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე ახალშენიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მომქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მომქმედნი პირნი:

    ალფრედ ალმერსი, მემამულე და მწერალი, მასწავლებლად ნამყოფი

    რიტა ალმერსი, მისი ცოლი.

    ეიოლფი, შვილი ამათი, 9 წლისა

    ასტა ალმერსი, უმცროსი ნახევარ-და ალფრედისა

    ინჟენერი ბორჰხეიმი

    ვირთაგვების გამწყვეტელი დედაკაცი

    მოქმედება ალმერის მამულში სწარმოებს, ზღვის პირად, ქალაქიდან ორის მილის მოშორებით. 

    მოქმედება პირველი

    სააგარაკო სასტუმრო მდიდრულად არის მორთული, მოჩანს მრავალი ავეჯეულობა, ყვავილები, მცენარეები. უკანიდან სახლს შუ შის კარებები აქვს, რომლებიც გაშლილს აივანზედ გადის. აქედან მთელი ზღვის პირი მოჩანს, შორით მოჩანს ტყიანი მთის კალთები. ორივე მხარეზედ კარებები აქვს. პირველს ოთახში, მარჯვნივ, დივანი დგას; ზედ ბალიშებია მიყრილი, კუთხეში მეორე დივანი დგას, მაგიდა და სკამები. წინ, მარცხნივ, დიდი მაგიდა, გარშემო სავარძლები უდგას. მაგიდაზე დევს ხელის ჩემოდანი, გახსნილი. ზაფხულის თბილი და მზიანი დილაა.

    რიტა ალმერსი მაგიდასთან დგას, მარჯვნივ, ზურგშექ ცეული; ჩემოდანს ალაგებს. რიტა ლამაზია, საკმაოდ მაღალი, მედიდური შეხედულობისა, თეთრ-წითური ქალი, ასე 30 წლის. რიტას თეთრი დილის თავსახვეი ადგია. მცირე ხნის შემდეგ მარჯვენა კარებიდან ასტა ალმერსი შემოდის. ასტას თეთრი ყავისფერი საზაფხულო კაბა აცვია, ზაფხულისავე შლიაპა, თხელი წამოსასხამი და ხელში ქოლგა უჭირავს; იღლიის ქვეშ უჭირავს დიდი დასაკეტი პორტფელი. ასტა მშვენიერი აგებულებისაა, შავ-თმა, დიდი გრძნობიერის თვალებით, 25-წლისაა.

    ასტა. (კარებიდან) დილა მშვიდობისა, საყვარელო რიტა!

    რიტა. (მიიხედავს და თავს დაუკრავს). როგორ! შენა, ასტა? ასე ადრე ქალაქიდან მოდიხარ? აქაც შემოიარე? (შლიაპას და წამოსასხამს კარებთან აწყობს სკამზე) დიაღ, ვეღარ მოვითმინე. რაღაც ძალა მეწეოდა, რომ პატარა ეიოლფი დღესვე მენახა. შენი ნახვაც მინდოდა. (პორტფელს დივნის წინ დადებს მაგიდაზე) და აი, მოვედი კიდეც გემით.

    რიტა. (ღიმილით) მერე იქნება გემში რომელიმე კეთილი ნაცნობიც შეგხვდა? რასაკვირველია, ისე შემთხვევით.

    ასტა. (მშვიდობიანად). არა, არავინ შემხვედრია. (ჩემოდანს დაინახავს) რიტა, ეს რა არის?

    რიტა. (ისევ ჩემოდნიდან ალაგებს) ალფრედის ჩემოდანია. ვერ ცნობ?

    ასტა. (სიხარულით განცვიფრებული მიუახლოვდება) მართლა? განა ალფრედი ჩამოვიდა?

    რიტა. წარმოიდგინე, სრულიად მოულოდნელად, ღამის მატარებლით. 

    ასტა. აა! აი, თურმე ჩემი წინათგრძნობა რას ნიშნავდა! აქეთ რად უწევდა გული! მერე, არ შეგატყობინა? ღია წერილიც-კი არ გამოგიგზავნა?

    რიტა. ერთი სიტყვა რა არის, ერთი.

    ასტა. მაშ, არც დეპეშით გაცნობა?

    რიტა. როგორ არა, ერთი საათით ადრე მივიღე მოკლე და ძალიან ცივი დეპეშა. (იცინის) ეს მისი საქციელი თვით მას ძალიან ჰგავს განა, ასტა?

    ასტა. დიაღ, ის მუდამ ისეთი წყნარი და ჩუმია.

    რიტა. მაგრამ როგორ გამიხარდა მისი ნახვა, რომ იცოდე!

    ასტა. წარმოდგენილი მაქვს.

    რიტა. იფიქრე აბა, მთელი ორი კვირით ადრე! ის ხომ ორი კვირის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო.

    ასტა. მერე კარგად არის ხომ? გუნება ხომ არ შესცვლია?

    რიტა. (ჩემოდანს ხურავს და იღიმება) როგორღაც განათლებულად მეჩვენა, რომ შემოვიდა.

    ასტა. არ დაღლილა?

    რიტა. დაღლით-კი, გაგიხარიან, დაღლილა. საკმარისად უწვალია. წარმოიდგინე, მომეტებული მანძილი ფეხით გამოუვლია.

    ასტა, მერე, მთის ჰაერიც, ცოტა არ იყოს, ეუცხოვებოდა. 

    რიტა. სრულიადაც არა. ერთხელაც არ მომიკრავს ყური, რომ დაეხველებინოს.

    ასტა. აი, ხომ ხედავ, როგორ კარგად მოუხდა, რომ ექიმმა მგზავრობა ურჩია და გაგზავნა.

    რიტა. ოჰ, ეხლა მზად ვარ ყველაში გამოგიტყდე, რადგანაც დრომ უკვე გაიარა. მაგრამ შენ არ იცი, ასტა, რა ტანჯვის დრო იყო ის ჩემთვის! გახსენებაც-კი მეძნელება და შენც ხომ ისე იშვიათად დადიოდი ხოლმე მაშინ...

    ასტა. რასაკვირველია, ეგ ძალიან ცუდია ჩემის მხრივ, მაგრამ... 

    რიტა. ეჰ, ვიცი, კარგი, ვიცი იქ, ქალაქში, შენი სკოლაა მიზეზი (იღიმება) და ამასთან, არც ჩვენი ინჟენერი იყო აქ.

    ასტა. გაჩუმდი, რიტა.

    რიტა. კარგი, კარგი შენი ნება იყოს! იმაზე ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ ვერ წარმოიდგენ, ასტა, როგორ მოწყენილი ვიყავი უალფრედოთ! ჩემს გარშემო თითქოს არაფერს აღარ ვხედავდი, ისეთ მარტოობას ვგრძნობდი! მეგონა, სახლში მიცვალებული გვყავს-მეთქი.

    ასტა. ღმერთო! და მერე სულ ექვსი თუ შვიდი კვირის განშორების გამო!

    რიტა. მაგრამ მოიგონე, რომ წინად ერთი დღითაც-კი არსად განმშორებია ალფრედი მთელის ათის წლის განმავლობაში...

    ასტა. ძალიან კარგი, მაგრამ აბა, სწორედ მაგიტომ იყო საჭირო, რომ მცირე ოდენიც არის ემოგზაურა. ჩემის აზრით, იმისთვის თითქმის ყოველ დილით მთებში გასეირნებაა საჭირო, უთუოდ მოუხდებოდა.

    რიტა. (ოდნავი ღიმილით) კარგია, რომ მაგის თქმა შეგიძლია. მე რომ შენსავით გონიერება შემწევდეს,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1