Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფრაგმენტები, წერილები
ფრაგმენტები, წერილები
ფრაგმენტები, წერილები
Ebook141 pages1 hour

ფრაგმენტები, წერილები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე წიგნში მოქცეულია დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ჩვენამდე მოღწეული წერილები, ბრძნული გამონათქვამები და ფრაგმენტები თხზულებებიდან.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
ფრაგმენტები, წერილები

Related to ფრაგმენტები, წერილები

Related ebooks

Reviews for ფრაგმენტები, წერილები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფრაგმენტები, წერილები - ეპიკურე

    ეპიკურე - ფრაგმენტები, წერილები

    Επίκουρος - Θραύσματα, επιστολές

    სარჩევი

    I. ეპიკურე მიესალმება ჰეროდოტეს

    II. ეპიკურე მიესალმება პითოკლეს

    III. ეპიკურე მიესალმება მენოიკევსს

    მთავარი აზრები

    V. ფრაგმენტები ეპიკურეს თხზულებებიდან

    A. აფორიზმების ვატიკანური კრებული „ეპიკურეს მიმართვა"

    B. ნაწყვეტები ცნობილი ნაწარმოებებიდან

    C. ფრაგმენტები წერილებიდან

    D. ნაწყვეტები უცნობი ნაწარმოებებიდან

    I. ეპიკურე მიესალმება ჰეროდოტეს

    (35) ჰეროდოტე, ვისაც არ შეუძლია დაწვრილებით შეისწავლოს ყველაფერი, რაც კი მე ბუნების შესახებ დამიწერია და გაეცნოს ჩემს უფრო დიდ წიგნებს, მათთვის მე შევამზადე მთელი ჩემი მოძღვრების მოკლე მიმოხილვა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მათ ახსოვდეთ მთელი მოძღვრების უმთავრესი დებულებები მაინც და შესძლონ უძირითადეს საკითხებში დაეხმარონ თავის თავს ყოველ მარჯვე შემთხვევაში, როცა ბუნების კვლევას შეუდგებიან. იმათაც, ვინც საკმაოდ დაწინაურებულა ყველაფრის განხილვაში, უნდა ახსოვდეს მთელი მოძღვრების სქემა ზოგად ხაზებში, რადგან ზოგადი გეგისს ცოდნა ხშირად გვჭირდება, ნაწილებისა კი არც ისე.

    (36) უნდა მივმართავდეთ ხოლმე უმთავრეს დებულებეს მუდამ გვახსოვდეს მათი ისეთი რაოდენობა, საიდანაც საგანთა უზოგადესი წარმოდგენა შეიქმნება და აღმოჩნდება ნაწილების ყოველი ზუსტი ცოდნაც, თუ უზოგადესი ცნებები კარგად არის დაჭერილი და დამახსოვრებული. მას, ვინც (ამ მხრივ) სისრულეს მიაღწია, შეუძლია გამოიყენოს ზოგადი გეგმა ყოველი ზუსტი კვლევის დროს, თუ ყოველივე დაყვანილია მარტივ ელემენტებსა და გამოთქმებზე. ვინც არ იცის ყველაფრის მჭიდრო (ურთიერთკავშირის) უწყვეტი წრე, მას არ შეუძლია მოკლე გამოთქმებში გამოხატოს ყოველივე, რაც ზუსტად შეიძლება შესწავლილ იქნეს ნაწილ-ნაწილადაც.

    (37) ეს გზა გამოსადეგია ყველა იმისთვის, ვინც ბუნების შესწავლას შეეთვისა. მეც იმის გამო გირჩევ განუწყვეტელ მეცადინეობას ბუნებისმეტყველებაში, რომ ასეთი ცხოვრებით უდიდესი სიმშვიდე მომიპოვებია. ამიტომ შევამოკლე შენთვის და უმთავრეს დებულებებში გადმოვეცი მთელი მოძღვრება.

    უპირველესად ყოვლისა, ჰეროდოტე, უნდა გავიგოთ ის, რაც ყოველი სიტყვის ქვეშ იგულისხმება, რათა მასზე დაყრდნობით გავაშუქოთ ჩვენი აზრები, საკითხები და გაუგებრობანი, რომ ყოველივე ეს გაურკვეველი არ დაგვრჩეს ან დაუბოლოვებელი განმარტებებისა და უაზრო სიტყვების მორევში არ ჩავეფლათ. (38) მართლაც, აუცილებელია, რათა ნათელი იყოს თითოეული სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა და მას განმარტება არ ესაჭიროებოდეს. თუ კი გვსურს გვქონდეს ის, რაზედაც დავაყრდნობდით ძიებას, ეჭვებსა და შეხედულებას. გარდა ამისა, ყოველივეს უნდა ვაკვირდებოდეთ შეგრძნებების შესაბამისად, ან მარტივად, შესაფერისი დაკვირვებით, გააზრებით ან სხვა რომელიმე მსჯელობით, თანახმად აღძრული განცდებისა, რათა შევძლოთ არსებულისა და ფარულის განჭვრეტა.

    რაკი ეს განვიხილეთ, ახლა უნდა შევეხოთ ფარულს (რომელიც შეგრძნებებისათვის მიუწვდომელია) – უპირველესად ყოვლისა იმას, რომ არარაობისაგან არა წარმოიშობა რა, რადგან მაშინ ყოველივე ყოველივესაგან ისე წარმოიშობოდა, რომ თესლი სრულიად არ დასჭირდებოდა.

    (39) ის კი, რაც ჰქრება, არარაობად რომ ქცეულიყო, ყველა საგანი დაიღუპებოდა, რაკი არაა ის, რადაც ისინი დაიშლებოდნენ.

    შემდეგ, სამყარო ყოველთვის ასეთი იყო, როგორიც არის, და ყოველთვის ასეთი იქნება, რადგან არ არსებობს არაფერი, რადაც სამყარო გარდაიქმნებოდა. სამყაროს გარდა ხომ არ არსებობს არაფერი, რაც შეცვლიდა სამყაროს, მასში რომ შეჭრილიყო.

    შემდეგ, სამყარო არის სხეულები და სივრცე. სხეულები რომ არსებობს, ამას მოწმობს ყველგან თვით შეგრძნება, რომლის მიხედვითაც აზროვნებით უნდა ცხადვყოთ ფარული როგორც ზემოთ ვთქვი.

    (40) რომ არ არსებობდეს ის, რასაც ჩვენ სიცარიელეს ადგილსა და შეუხებელ ბუნებას ვუწოდებთ, სხეულებს არ ექნებოდათ ის, სადაც შეეძლოთ ყოფნა, და არც ის, სადაც შეეძლოთ მათ მოძრაობა, როგორც ისინი, ცხადია, მოძრაობენ. ამის გარეშე, შეუძლებელია მოვისაზროთ რაიმე ან გასაგები, ან მიახლოვებული გასაგებთან, რასაც აღვიქვამდით როგორც მთლიან ბუნებას და არ დავკმაყოფილდებოდით მისი შემთხვევითი ან აუცილებელი თვისებების აღნიშვნით.

    (41) შემდეგ, ზოგი სხეული ნაერთია, ზოგი კი არის ის რისგანაც წარმომდგარა ნაერთი. ეს უკანასკნელნი კი არიან განუყოფელნი და უცვლელნი, რაკი ყოველივე არარაობად არ უნდა იქცეს, არამედ ნაერთთა დაშლისას უნდა დარჩეს რაღაც მაგარი, რაც თავისი ბუნებით სავსეა და რასაც არ მოეპოვება ის, თუ რად ან როგორ დაიშლება იგი. ამრიგად აუცილებელია, რომ პირველსაწყისები იყვნენ განუყოფელი სხეულებრივი არსნი.

    შემდეგ, სამყარო უსაზღვროა, რადგან განსაზღვრული კიდე აქვს, კიდე კი შეიძლება დანახულ იქნეს სხვასთან შეფარდებით. ასე რომ, კიდის არმქონეს არც საზღვარი აქვს, საზღვრის არმქონე კი უსაზღვრო იქნება და არა განსაზღვრული. გარდა ამისა, სამყარო უსაზღვროა სხეულთა სიმრავლითა და სიცარიელის სიდიდით. (42) სიცარიელე უსაზღვრო რომ ყოფილიყო, სხეულები კი განსაზღვრული (რაოდენობისა), სხეულები ვერსად ვერ გაჩერდებოდნენ, არამედ იმოძრავებდნენ უსაზღვრო სიცარიელეში გაფანტულნი, რადგნ არაფერი იქნებოდა მათი დასაყრდენი, რაც მათ უკუ დარტყმით შეაჩერებდა. სიცარიელე განსაზღვრული რომ ყოფილიყო, რაოდენობით უსაზღვრო სხეულებს არ ექნებოდათ ის, სადაც მათ ყოფნა შეეძლებოდათ.

    გარდა ამისა, სხეულთა განუყოფელი და სავსე ნაწილაკები, რომელთაგან წარმოდგებიან შენაერთები და რადაც დაიშლებიან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1