Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)
Ebook533 pages6 hours

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)

Related ebooks

Reviews for გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (V)

    Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo (V)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მეხუთე

    თავი I. იანინადან გვწერენ

    თავი II. ლიმონათი

    თავი III. ბრალდება

    თავი IV. გადამდგარი მეფუნთუშე

    თავი V. სახლის გატეხვა

    თავი VI. ღვთის მარჯვენა

    თავი VII. ბოშანი

    თავი VIII. მოგზაურობა

    თავი IX. სასამართლო

    თავი X. გამოწვევა

    თავი XI. შეურაცხყოფა

    თავი XII. ღამე

    თავი XIII. დუელი

    თავი XIV. დედა და ვაჟიშვილი

    თავი XV. თვითმკვლელობა

    თავი XVI. ვალენტინა

    თავი XVII. აღიარება

    თავი XVIII. მამა და ქალიშვილი

    თავი XIX. საქორწინო ხელშეკრულება

    თავი XX. გზა ბელგიისაკენ

    ნაწილი მეხუთე

    თავი I. იანინადან გვწერენ

    ფრანცი ნუარტიეს ოთახიდან ისეთი ელდანაცემი და თავგზააბნეული გამოვიდა, რომ ვალენტინასაც კი შეეცოდა.

    ვილფორმა, რომელმაც უთავბოლოდ რამდენიმე სიტყვა წაიბუტბუტა და სწრაფად თავის კაბინეტში მიიმალა, ორი საათის შემდეგ ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:

    „მას შემდეგ, რაც ამ დილით გამოირკვა, შეუძლებელია ბატონ ნუარტიე დე ვილფორმა დასაშვებად ჩათვალოს ნათესაური კავშირი მასა და ფრანც დ’ეპინეს ოჯახებს შორის, ფრანც დ’ეპინეს აძრწუნებს ის აზრი, რომ ბატონმა დე ვილფორმა, რომელმაც, ალბათ, იცოდა დილით გამომჟღავნებული ამბავი, არ გააფრთხილა იგი".

    ის, ვინც ამ წუთში ნახავდა ასეთი დარტყმის გამო წელში მოხრილ მეფის პროკურორს, ვერ წარმოიდგენდა, რომ იგი მას მოელოდა. მართლაც, ვილფორს არასოდეს უფიქრია, რომ მამამისი ისეთ გულახდილობამდე მივიდოდა, უფრო მეტიც, იმგვარ დაუნდობლობამდე, რომ ასეთი ამბავი მოეყოლა. ისიც მართალია, რომ ბატონმა ნუარტიემ, რომელიც ნაკლებ ანგარიშს უწევდა ვაჟიშვილის აზრს, საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის გამოემჟღავნებინა ეს საიდუმლოება, სწორედ ამიტომ ბატონი დე ვილფორი ფიქრობდა, რომ გენერალი კენელი ანუ ბარონი დ’ეპინე, როგორც გნებავთ ისე მოვიხსენიოთ, მკვლელის ხელით დაიღუპა და არა პატიოსან დუელში.

    თავაზიანობით ცნობილი ახალგაზრდისაგან გამოგზავნილმა ასეთმა მკაცრმა წერილმა მომაკვდინებლად იმოქმედა ვილფორის თავმოყვარეობაზე.

    როგორც კი ვილფორი კაბინეტში შევიდა, ცოლიც თან შეჰყვა.

    ფრანცის წასვლამ, რომელიც ბატონ ნუარტიეს გამოეძახებინა, ყველა იმდენად გააკვირვა, რომ ნოტარიუსთან და მოწმეებთან დარჩენილი ქალბატონი დე ვილფორი  უფრო და უფრო უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. ბოლოს იგი წამოდგა, განაცხადა, ამბის გასაგებად მივდივარო და ოთახიდან გავიდა.

    ბატონმა დე ვილფორმა ცოლს მხოლოდ ის უთხრა, რომ ჩემსა, ნუარტიესა და დ’ეპინეს შორის მომხდარი ახსნა-განმარტების შემდეგ, ვალენტინასა და ფრანცის ქორწინება აღარ მოხდებაო.

    ამ ამბის გამოცხადება მათთვის, ვინც მას ელოდა, შეუძლებელი იყო. ამიტომ, როდესაც ქალბატონი დე ვილფორი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, განაცხადა, ბატონ ნუარტიეს თათბირის წინ რაღაც დამბლის შეტევის მსგავსი მოუვიდა და, ბუნებრივია, საქორწილო ხელშეკრულება რამდენიმე დღით გადაიდოო.

    თუმცა ეს ამბავი სავსებით ყალბი იყო, მაგრამ ისე უცნაურად ემთხვეოდა ამ სახლში უკვე მომხდარ ორ ერთმანეთის მსგავს უბედურ შემთხვევას, რომ დამსწრეებმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს და ხმის ამოუღებლივ იქაურობას გაეცალნენ.

    ამასობაში, ბედნიერმა და შეშინებულმა ვალენტინამ ნაზად აკოცა უძლურ მოხუცს, რომელმაც ერთი დარტყმით დაამსხვრია ის ჯაჭვი, რომელიც მას აქამდე გაუწყვეტელი მიაჩნდა და თავის ოთახში წასვლის, დასვენების ნებართვა თხოვა, ნუარტიემ თვალით ანიშნა თანხმობა.

    მაგრამ ვალენტინა, იმის მაგივრად, რომ თავის ოთახში ასულიყო, დერეფანს გაჰყვა და პატარა კარით ბაღში გაიქცა, მთელი ამ ამბების განმავლობაში, რომლებიც ერთმანეთს ზედიზედ სცვლიდნენ, ქალიშვილს ფარული შიშით გული ეკუმშებოდა; იგი ყოველ წუთს ელოდა „ლამერმორის საცოლედან" რევენსვუდივით ფერმკრთალი და მრისხანე მორელის გამოჩენას.

    ვალენტინა მართლაც დროზე მივიდა მისოსთან. როდესაც მაქსიმილიანმა დაინახა სასაფლაოდან ვილფორთან ერთად მომავალი ფრანცი, მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო და მათ კვალს გაჰყვა, მან დაინახა, როგორ შევიდა ფრანცი პროკურორის ბინაში, როგორ გამოვიდა იქიდან და შემდეგ ხელახლა შებრუნდა ალბერისა და შატო-რენოს თანხლებით. ამგვარად მისთვის საეჭვო აღარაფერი იყო. მაშინ მან მიაშურა ბოსტანს. ყმაწვილი კაცი მზად იყო ყოველგვარი მოვლენისათვის და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ვალენტინა პირველი შესაძლებლობისთანავე მასთან მიირბენდა.

    იგი არ შემცდარა; შეიხედა თუ არა ჭუჭრუტანაში, მართლაც დაინახა ყმაწვილი ქალი, რომელიც ჩვეულებრივი სიფრთხილის გარეშე ჭიშკრისაკენ მორბოდა. მის დანახვაზე მაქსიმილიანი დამშვიდდა, ხოლო როდესაც ქალიშვილმა დაილაპარაკა, სიხარულისაგან შეხტა.

    - გადავრჩით! - წამოიძახა ვალენტინამ.

    - გადავრჩით! - გაიმეორა მორელმა, რომელსაც არ სჯეროდა ამგვარი ბედნიერება. - კი მაგრამ, ვინ გადაგვარჩინა?

    - ბაბუამ. ყოველთვის გიყვარდეთ იგი, მორელ.

    მორელმა დაიფიცა, რომ მთელი გულითა და სულით ეყვარებოდა მოხუცი. მისთვის ძნელი არ იყო ამ ფიცის მიცემა, რადგან ამ წუთში იგი უყვარდა არა მარტო როგორც მეგობარი, ან მამა, იგი მას თაყვანს სცემდა როგორც ღმერთს.

    - კი მაგრამ, როგორ მოხდა ეს? რა საშუალება იხმარა? - ჰკითხა მორელმა.

    ვალენტინამ ბაგეებიც კი გახსნა, უნდოდა ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ უცებ გაიფიქრა, რომ ყოველივე ამაში იმალებოდა საშინელი საიდუმლოება, რომელიც მარტო ბაბუას არ ეკუთვნოდა.

    - ოდესმე ყველაფერს მოგიყვებით, - უთხრა მან.

    - მერე როდის?

    - როდესაც თქვენი ცოლი გავხდები.

    ამ სიტყვებით მორელს ადვილად დაიყოლიებდით ყველაფერზე, იგი დაკმაყოფილდა იმით, რომ უთხრეს, დღეისათვის ეს საკმარისად ჩათვალა, მაგრამ არ თანხმდებოდა იქაურობას გასცლოდა, სანამ პირობას არ მიიღებდა, რომ მეორე დღეს საღამოთი ვალენტინას შეხვდებოდა.

    ვალენტინა შეპირდა. ქალიშვილისათვის ყველაფერი შეიცვალა. ახლა მისთვის უფრო ადვილი დასაჯერებელი იყო, რომ მაქსიმილიანს გაჰყვებოდა, ვიდრე ერთი საათის წინ ის აზრი, რომ იგი ფრანცის მეუღლე არ გახდებოდა.

    ამასობაში ქალბატონი დე ვილფორი ნუარტიესთან ავიდა.

    ნუარტიე, როგორც ყოველთვის, მას მკაცრი და პირქუში სახით შეხვდა.

    - ბატონო ჩემო, - უთხრა ქალმა, - არ მჭირდება იმისი თქმა, რომ ვალენტინას ქორწინება ჩაიშალა, რადგან ყოველივე აქ მოხდა.

    ნუარტიე არ შეშფოთებულა.

    - მაგრამ თქვენ არ იცით, - განაგრძო ქალბატონმა დე ვილფორმა, - რომ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ ქორწინებისა, რომელიც ჩემს დაუკითხავად ეწყობდა.

    ნუარტიემ ისე შეხედა რძალს, თითქოს განმარტებას ელოდა.

    - რაკი ახლა ქორწინება, რომელსაც თქვენ არ იწონებდით, ჩაიშალა, მოვედი თქვენთან თხოვნით, რომლითაც ვერც ბატონი დე ვილფორი და ვერც ვალენტინა ვერ მოგმართავენ.

    ნუარტიემ მას კითხვის გამომხატველი თვალებით შეხედა.

    - მე მოვედი გთხოვოთ, ბატონო, - განაგრძო ქალბატონმა დე ვილფორმა, - რადგან მხოლოდ მე მაქვს ამის უფლება, იმიტომ, რომ მარტო მე არაფერს ვიგებ ამაში, მოვედი გთხოვოთ დაუბრუნოთ შვილიშვილს არა სიყვარული, - იგი ყოველთვის მას ეუკუთვნის, - არამედ თქვენი ქონება.

    ნუარტიეს თვალებმა ერთი წამით ყოყმანი გამოხატეს. როგორც ეტყობოდა, იგი ეძებდა ამ თხოვნის მიზეზს და ვერ პოულობდა.

    - შემიძლია იმედი ვიქონიო, ბატონო ჩემო, - თქვა ქალბატონმა დე ვილფორმა, - რომ თქვენი განზრახვა დაემთხვევა ჩემს თხოვნას?

    - დიახ, - ანიშნა ნუარტიემ.

    - რაკი ასეა, ბატონო, - უთხრა ქალბატონმა დე ვილფორმა, - მე მივდივარ მადლიერი და ბედნიერი.

    ქალბატონმა დე ვილფორმა თავი დაუკრა და გავიდა.

    მართლაც, მეორე დღეს ნუარტიემ ნოტარიუსი მოაყვანინა. პირველი ანდერძი დახიეს და შეადგინეს ახალი, რომლითაც იგი მთელ თავის ქონებას ვალენტინას უტოვებდა იმ პირობით, თუ შვილიშვილს არ დააცილებდნენ.

    გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გამოიანგარიშეს, რომ მადმუაზელ ვალენტინა, მარკიზ და მარკიზა დე სენ-მერანების მემკვიდრე, რომელსაც ბაბუამ კვლავ კეთილი თვალით გადმოხედა, ერთ მშვენიერ დღეს სამასი ათასი ლივრი წლიური შემოსავლის მფლობელი გახდებოდა.

    იმ დროს, როდესაც დე ვილფორის ოჯახში საქორწილო ხელშეკრულება ირღვეოდა, მონტე-კრისტო ეწვია გრაფ დე მორსერს, ეს უკანასკნელი კი, რათა დანგლარისათვის თავისი მზადყოფნა დაემტკიცებინა, გენერალ-ლეიტენანტის საზეიმო მუნდირით შეიმოსა, გულზე ყველა ორდენი გაიკეთა და თავისი ეტლისათვის საუკეთესო ცხენები მოითხოვა. ასე მორთული გრაფ დე მორსერი გაემგზავრა შოსე-დ’ანტენის ქუჩაზე და მსახურს უბრძანა მისი მოსვლა ეცნობებინათ დანგლარისათვის, რომელიც სწორედ ამ დროს ერთი თვის ბალანსს აჯამებდა.

    უკანასკნელ დროს, ბანკირი რომ კარგ გუნებაზე გენახათ, უკეთესი იყო სხვა წუთის შერჩევა.

    ძველი მეგობრის დანახვაზე დანგლარმა მედიდური იერი მიიღო და სავარძელში გაიჭიმა.

    ჩვეულებრივად ზვიადი მორსერი კი, პირიქით, ცდილობდა მხიარული და თავაზიანი ყოფილიყო. თითქმის დარწმუნებული, რომ მის წინადადებას სიხარულით მიიღებდნენ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

    - ბარონო, აი მეც გეახელით. უკვე კარგა ხანია ჩვენი ძველი გეგმების გარშემო ვტრიალებთ... - თქვა მან.

    მორსერი ელოდა, რომ ამ სიტყვებზე ბარონს სახე გაუბრწყინდებოდა, რადგან თავის დიდი ხნის დუმილს აწერდა მის პირქუშ გამომეტყველებას, მაგრამ, პირიქით, მოულოდნელად ბანკირს სახე კიდევ უფრო ცივი და უგრძნობი გაუხდა.

    სწორედ ამიტომ მორსერმა თავისი წინადადება შუაზე გაწყვიტა.

    - რომელი გეგმები, გრაფო? - ჰკითხა ბანკირმა ისე, თითქოს ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ.

    - დიდი პედანტი ბრძანებულხართ, ძვირფასო ბარონო, - უთხრა გრაფმა, - სულ გამომრჩა მხედველობიდან, რომ ცერემონიალი უნდა შესრულდეს თავისი წესით. რაკი ასეა, გთხოვთ, მომიტევოთ. მე მხოლოდ ერთადერთი ვაჟიშვილი მყავს და რადგან მის დაქორწინებას პირველად ვაპირებ, გამოუცდელი ვარ ამ საქმეში. იყოს ნება თქვენი, თქვენს სურვილს ვემორჩილები.

    მორსერი ნაძალადევი ღიმილით წამოდგა, თავი მდაბლად დაუკრა და დაიწყო:

    - ბატონო ბარონო, პატივი მაქვს გთხოვოთ თქვენი ქალიშვილის ეჟენი დანგლარის ხელი ჩემი ვაჟიშვილის ვიკონტ ალბერ დე მორსერისათვის.

    მაგრამ იმის მაგივრად, რომ დანგლარს ეს სიტყვები წყალობად მიეღო, რისი იმედიც მორსერს ჰქონდა, ბანკირმა წარბები შეიკრა და ისე, რომ სკამიც კი არ შეუთავაზნია, უპასუხა:

    - ბატონო გრაფო, სანამ გიპასუხებდეთ, უნდა მოვიფიქრო.

    - მოიფიქროთ! - წამოიძახა კიდევ უფრო გაკვირვებულმა მორსერმა, - ნუთუ თქვენ მოფიქრების დრო არ გქონდათ? განა რვა წელი არ გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად მოვილაპარაკეთ ამ ქორწინებაზე?

    - ბატონო გრაფო, ყოველდღე ისეთი მოვლენები ხდება, რომ ადამიანები იძულებული არიან უკვე მიღებული გადაწყვეტილებანი შეცვალონ, - უთხრა დანგლარმა.

    - რას ნიშნავს ეს? - ჰკითხა მორსერმა, - მე თქვენი არა მესმის რა, ბატონო!

    - მინდა მოგახსენოთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ უკვე ორი კვირაა ახალმა ვითარებამ...

    - მომიტევეთ! - უთხრა მორსერმა, - რაში გვჭირდება ამ კომედიის თამაში!

    - რა კომედიის?

    - დიახ, პირდაპირ გამოვუტყდეთ ერთმანეთს.

    - ინებეთ.

    - თქვენ შეხვდით გრაფ მონტე-კრისტოს?

    - მე მას ძალიან ხშირად ვხვდები, - უპასუხა დანგლარმა და საყელო შეისწორა: - ჩვენ მეგობრები ვართ.

    - ჰოდა, ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრის დროს თქვენ მისთვის გითქვამთ, რომ გაკვირვებთ ჩემი გულმავიწყობა, ჩემი ყოყმანი ამ ქორწინების მიმართ.

    - მართალია.

    - მაშ აი, რას გეტყვით, როგორც ხედავთ, მე არც გულმავიწყი ვარ და არც გაუბედავი. პირიქით, იმიტომ გეახელით, რომ თქვენი სიტყვის შესრულება გთხოვოთ.

    დანგლარმა არაფერი უპასუხა.

    - იქნება გადაიფიქრეთ? - დასძინა მორსერმა, - ან იქნებ იმიტომ მომიყვანეთ, რომ ჩემი დამცირებით სიამოვნება გეგრძნოთ?

    დანგლარი მიხვდა, თუ საუბარს იმავე ტონით განაგრძობდა როგორც დაიწყო, შეიძლებოდა მისთვის საქმე ცუდად შეტრიალებულიყო.

    - გრაფ, - თქვა მან, - სრული უფლება გაქვთ გაკვირვება გამოთქვათ ჩემი ყოყმანის გამო, მე თქვენი მესმის. დამიჯერეთ, თვითონაც დამწუხრებული ვარ, მაგრამ სერიოზული გარემოება მაიძულებს ასე მოვიქცე.

    - ყოველივე ეს უბრალო მომიზეზებაა, მოწყალეო ხელმწიფევ, და შეიძლება სხვა, ჩემს ადგილზე, კმაყოფილიც დარჩენილიყო ამგვარი მიკიბულ-მოკიბული ამბებით, - უთხრა გრაფმა. - მაგრამ გრაფი დე მორსერი სხვა ვიღაცა როდია. როდესაც იგი მიდის ადამიანთან მისთვის მიცემული სიტყვის გასახსნელად, და ხედავს, რომ ის კაცი ღალატობს ამ სიტყვას, უფლება აქვს მიზეზის გაგება მაინც მოითხოვოს.

    დანგლარი ლაჩარი იყო, მაგრამ როდი უნდოდა ეს შეემჩნევინებინა. მორსერის ტონი მას პირდაპირ გულში მოხვდა.

    - მიზეზი, რასაკვირველია, მაქვს, - გამოეპასუხა იგი.

    - რისი თქმა გნებავთ?

    - იმისი, რომ, მართალია, მიზეზი მაქვს, მაგრამ თქმა ძნელია.

    - დამეთანხმეთ, - უთხრა მორსერმა, - რომ არ შემიძლია დავკმაყოფილდე თქვენი სიჩუმით, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ერთი რამ ნათელია, - თქვენ უარყოფთ ჩემთან დამოყვრებას.

    - არა, ბატონო, - უპასუხა დანგლარმა, - მე მხოლოდ გადავდე ჩემი გადაწყვეტილება.

    - მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ჟინიანობას დავემორჩილები და წყნარად, დამშვიდებით დაველოდები, როდის ინებებთ კვლავ მოწყალების თვალით გადმომხედოთ?

    - თუკი ასეა, ბატონო გრაფო, და ლოდინი არ შეგიძლიათ, ჩვენი გეგმები განუხორციელებლად ჩავთვალოთ.

    თავისი ფიცხი და ქედმაღლური ხასიათი რომ არ გამოემჟღავნებინა, გრაფმა ტუჩებზე ისე იკბინა, სისხლი გამოიდინა. მას ესმოდა, რომ ასეთ ვითარებაში მარტო ის აღმოჩნდებოდა სასაცილო მდგომარეობაში. ის იყო უკვე კარისაკენაც გაემართა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა და უკან დაბრუნდა.

    სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, შეურაცხყოფილი სიამაყის გამოხატულება ბუნდოვანი შეშფოთებით შეეცვალა.

    - მისმინეთ, ძვირფასო დანგლარ, - მიმართა მან, - ჩვენ საკმაოდ კაი ხნის ნაცნობები ვართ და ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ. გთხოვთ გამარკვიოთ. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რა უბედურმა შემთხვევამ გაიძულათ შეგეცვალათ თქვენი დამოკიდებულება ჩემი ვაჟიშვილის მიმართ.

    - ეს პირადად ვიკონტს არ შეეხება. აი, ყოველივე ის, რისი თქმაც შემიძლია, - უპასუხა დანგლარმა, რომელიც ისევ უხეშობაზე გადავიდა, რაკი შეატყო, მორსერი, ცოტა არ იყოს, მოლბაო.

    - მაშ ვის ეხება? - ჰკითხა მორსერმა შეცვლილი ხმით და გაფითრდა.

    დანგლარმა, რომელსაც არ გამოჰპარვია მისი მღელვარება, უფრო მეტი დამაჯერებლობით შეხედა, ვიდრე ჩვეულებრივად იცოდა ხოლმე.

    - ისიც მიმადლეთ, რომ უფრო გასაგებად არ ვლაპარაკობ, - უთხრა მან.

    მორსერი შეიპყრო ნერვიულმა ცახცახმა, რომელიც, უეჭველია, თავშეკავებული მრისხანებით იყო გამოწვეული.

    - უფლება მაქვს, - თქვა მან და თავს ძალა დაატანა, - და მოვითხოვ განმარტებას. ქალბატონი მორსერის მიმართ ხომ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო? ან იქნებ ფიქრობთ, რომ საკმარისად მდიდარი არ ვარ? შეიძლება ჩემი შეხედულებები არ ემთხვეოდეს თქვენსას?..

    - არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, ბატონო, - უთხრა დანგლარმა, - ეს მიუტევებელი იქნებოდა ჩემი მხრივ იმიტომ, რომ როცა სიტყვას გაძლევდით, ყოველივე ეს ვიცოდი. ნუღარ ძიობთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე შეგაშფოთეთ. მერწმუნეთ, სჯობს თავი გავანებოთ ამაზე ლაპარაკს. მივიღოთ საშუალო გადაწყვეტილება: არც გათიშვა, არც ვალდებულებები. ღმერთო ჩემო! რა გვაჩქარებს? ჩემი ქალიშვილი ჩვიდმეტი წლისაა, თქვენი ვაჟი - ოცდაერთის, მოვიცადოთ. ამ ლოდინში დრო გავა, იგი ახალ მოვლენებს მოგვიტანს. ის, რაც დღეს ბუნდოვნად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება სავსებით ნათელი გახდეს; ისეც ხდება, რომ ერთ დღეს ბათილდება ყველაზე საშინელი ცილისწამება.

    - ცილისწამებაო? - წამოიყვირა მიცვალებულივით გაფითრებულმა მორსერმა. - მაშ მე ცილი დამწამეს?

    - ხომ გითხარით, ბატონო გრაფო, განმარტებას ნუ მთხოვთ-მეთქი.

    - მაშ ასე, უსიტყვოდ უნდა ავიტანო ეს უარი?

    - ჩემთვის გაცილებით ძნელი ასატანია, ბატონო ჩემო, დიახ, უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე თქვენთვის, იმიტომ, რომ ვიმედოვნებდი თქვენთან დამოყვრების პატივი მექნებოდა. ჩაშლილი ქორწინება კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის უფრო მეტ ჩრდილს საპატარძლოს აყენებს, ვიდრე სასიძოს.

    - კარგი, ბატონო, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, - თქვა მორსერმა, თან ხელთათმანი გაბრაზებით დაჭმუჭნა და ოთახიდან გავიდა.

    დანგლარმა შენიშნა, რომ მორსერმა ერთხელაც კი არ იკითხა - თვით მორსერის მიზეზით ხომ არ მიჰქონდა დანგლარს უკან თავისი სიტყვა.

    საღამოთი მას ხანგრძლივი ბჭობა ჰქონდა რამდენიმე მეგობართან; ბატონი კავალკანტი, რომელიც სასტუმრო დარბაზში სულ ერთთავად ქალებთან იყო, უკანასკნელი გავიდა ბანკირის სახლიდან.

    მეორე დღეს დანგლარმა გაღვიძებისთანავე მოითხოვა გაზეთები, რომლებიც მაშინვე მოუტანეს. მან განზე გადაისროლა სამი თუ ოთხი მათგანი და მხოლოდ „მიუდგომელი" ამოარჩია.

    ამ გაზეთის რედაქტორი ბოშანი იყო.

    დანგლარმა სწრაფად შემოახია ბანდეროლი, მოუთმენელი ნერვიულობით გაშალა გაზეთი, ზიზღით გადაავლო თვალი მოწინავე წერილს და როდესაც ქრონიკამდე მივიდა, ბოროტი ღიმილით წაიკითხა წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „იანინადან გვწერენ".

    - ძალიან კარგი, - თქვა მან წაკითხვის შემდეგ, - აი, პატარა ინფორმაცია პოლკოვნიკ ფერნანზე, რომელიც უეჭველია, თავიდან ამაცილებს ახსნა-განმარტება მივცე გრაფ დე მორსერს.

    სწორედ ამ დროს, ესე იგი, დილის ცხრა საათზე, მთლად შავებში გამოწყობილი ალბერ დე მორსერი, აღელვებული და ფერმიხდილი ელისეს მინდვრებზე მდებარე სახლში გამოცხადდა.

    - დაახლოებით ნახევარი საათია, რაც ბატონი გრაფი გავიდა, - უთხრა მეკარემ.

    - ბატისტენიც თან წაიყვანა? - ჰკითხა მორსერმა.

    - არა, ბატონო ვიკონტ.

    - დაუძახე ბატისტენს. მე მასთან ლაპარაკი მსურს.

    მეკარე კამერდინერის დასაძახებლად წავიდა და ერთი წუთის შემდეგ მასთან ერთად დაბრუნდა.

    - მეგობარო, - მიმართა ალბერმა, - მომიტევე ჩემი მოურიდებლობა, მაგრამ მინდოდა პირადად თქვენგან გამეგო, - თქვენი ბატონი ნამდვილად არ არის შინ?

    - დიახ, ბატონო, - უპასუხა ბატისტენმა.

    - ჩემთვისაც კი?

    - მე ვიცი, ყოველთვის რამდენად უხარია გრაფს თქვენი ნახვა, და ვერ გავბედავდი, თქვენც სხვისი საზომით მოგდგომოდით.

    - მართალი ხარ. მე მასთან სერიოზული საქმე მაქვს. როგორ გგონია, დააგვიანდება მოსვლა?

    - არა მგონია, რადგან საუზმე ათი საათისათვის შეუკვეთა.

    - კარგი, მე ელისეს მინდვრებში გავისეირნებ, და ათ საათზე აქ ვიქნები; თუ გრაფი ჩემზე ადრე მოვიდა, უთხარი, რომ ვთხოვ დამიცადოს.

    - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვეტყვი, ბატონო.

    ალბერმა დაქირავებული კაბრიოლეტი გრაფის სახლის ჭიშკართან დატოვა და სასეირნოდ ფეხით წავიდა.

    როდესაც ქვრივების ხეივანს გაუსწორდა, მოეჩვენა, რომ გოსეს ტირთან გრაფის ეკიპაჟი იდგა. ახლოს მივიდა და მეეტლე იცნო.

    - ბატონი გრაფი ტირშია? - ჰკითხა მორსერმა მეეტლეს.

    - დიახ, - უპასუხა მან.

    მართლაც, სანამ ტირს მიუახლოვდებოდა, მორსერმა რამდენჯერმე გაიგონა სროლის ხმა.

    მორსერი შევიდა. ბაღში მას მსახური ბიჭი შეხვდა.

    - ბოდიშს ვიხდი, ბატონო ვიკონტ, იქნებ ინებოთ და ცოტა შეიცადოთ? - უთხრა მან.

    - რატომ, ფილიპ? - ჰკითხა ალბერმა. იგი ტირის ხშირი სტუმარი იყო და ამ მოულოდნელმა დაბრკოლებამ განაცვიფრა.

    - იმიტომ, რომ პიროვნებას, რომელიც ახლა ვარჯიშობს, მთელი ტირი მხოლოდ თავისთვის აქვს აღებული და არასდროს არ ისვრის სხვების თანდასწრებით.

    - არც თქვენი თანდასწრებით, ფილიპ?

    - როგორც ხედავთ, ბატონო, მე კართან ვდგავარ.

    - კი მაგრამ, დამბაჩებს ვინ უტენის?

    - მისი მსახური.

    - ნუბიელი?

    - ზანგი.

    - სწორედ ისაა.

    - თქვენ იცნობთ იმ ბატონს?

    - მის სანახავად მოვედი. ჩემი მეგობარია.

    - ჰო. ეს სხვა საქმეა. მაშინ მოვახსენებ.

    ფილიპი, თავისი საკუთარი ცნობისმოყვარეობით გაღიზიანებული, ტირში შევიდა. ერთი წამის შემდეგ კარის ზღურბლზე მონტე-კრისტო გამოჩნდა.

    - მომიტევეთ, ძვირფასო გრაფო, რომ თქვენთან ამგვარად შემოვიჭერი, - უთხრა ალბერმა, - მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ თქვენი მსახურების ბრალი არაა. მე თვით ვარ ასეთი მოურიდებელი. თქვენთან ვიყავი; მითხრეს რომ სასეირნოდ იყავით წასული, მაგრამ ათ საათზე სასაუზმოდ დაბრუნდებოდით. მეც ვიფიქრე ათ საათამდე მესეირნა. ამ სეირნობის დროს კი შემთხვევით შევნიშნე თქვენი ეკიპაჟი.

    - თქვენი სიტყვებით იმედს მაძლევთ, რომ ჩემთან საუზმის მისართმევად მობრძანდით.

    - გმადლობთ. ახლა საუზმის თავი არა მაქვს; იქნებ უფრო გვიან ვისაუზმოთ კიდევაც, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, რამდენადმე არასასიამოვნო საზოგადოებაში.

    - რაშია საქმე, ვერაფერი გამიგია!

    - ჩემო ძვირფასო, დღეს დუელი მაქვს.

    - თქვენ? რისთვის?

    - ღმერთო ჩემო, იმისათვის, რომ ვიბრძოლო.

    - ეს მესმის, მაგრამ მიზეზი? ბრძოლა შეიძლება ათასი მიზეზის გამო.

    - შეურაცხყვეს ჩემი პატიოსნება.

    - ჰო, ეს სერიოზული საქმეა.

    - იმდენად სერიოზული, რომ მოვედი ერთი სამსახურის გაწევა გთხოვოთ.

    - რა?

    - ჩემი სეკუნდანტი იყოთ.

    - ეს პატარა საქმე როდია. ამაზე აქ ნურაფერს ვიტყვით, წავიდეთ ჩემთან. ალი, წყალი მომაწოდე.

    გრაფმა მაჯები აიწია, და შევიდა პატარა ოთახში, სადაც ჩვეულებრივ, ტირის მოყვარულნი ხელებს იბანდნენ.

    მორსერი შევიდა. დასამიზნებელ დაფაზე, სამიზნებელი ფურცლის მაგივრად დაწებებული იყო ბანქოს ქაღალდები. შორიდან მორსერს მოეჩვენა, რომ აქ იყო ბანქოს მთელი დასტა ტუზებიდან მოყოლებული ათიანებამდე, გარდა ფიგურებისა.

    - ოჰო, თქვენ პიკეტს თამაშობდით? - ჰკითხა ალბერმა.

    - არა, - უპასუხა გრაფმა, - ბანქოს დასტას ვადგენდი.

    - როგორ?

    - დიახ, თქვენ რომ ხედავთ, ეს ტუზები და ორიანები იყო, მაგრამ ჩემმა ტყვიებმა გამოიყვანეს იქიდან სამიანები, ხუთიანები, შვიდიანები, რვიანები, ცხრიანები და ათიანები.

    ალბერი უფრო

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1