Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჩემი პასუხი
ჩემი პასუხი
ჩემი პასუხი
Ebook82 pages27 minutes

ჩემი პასუხი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

გენერალ გიორგი კვინიტაძის "ჩემი პასუხი" არის რეაქცია 1953 წელს, ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნზე "ჩემი წარსული", რომელშიც ის კრიტიკულად აფასებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ 1918-21 წწ. მოვლენების ინტერპრეტაციას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
ISBNMyResponse
ჩემი პასუხი

Related to ჩემი პასუხი

Related ebooks

Related categories

Reviews for ჩემი პასუხი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჩემი პასუხი - გიორგი კვინიტაძე

    გიორგი კვინიტაძე - ჩემი პასუხი

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    დიდ მადლობას ვუძღვნი იმ ქართველ ემიგრანტებს, მხედრებს და არა-მხედრებს, რომელთაც იკისრეს ამ წიგნაკის გამოცემა და ამით ხელი შეუწყეს საქართველოს მხედრობის შესახებ სინამდვილეთა აღდგენას. 

    ავტორი

    ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი მოგონებანი „ჩემი წარსული". 

    ეს წიგნი მეტად დამამცირებელია ქართველი ერისა და, განსაკუთრებით, მისი მხედრობისა. როგორც დამსწრე ჩვენი წარსულისა და არა-ერთხელ მთავარ-სარდალი მისი ჯარებისა, ვერ გავჩუმდები და მოვალეცა ვარ, გავსცე მას სათანადო პასუხი. 

    ემჯობინებოდა ჩემი მოგონებების გამოცემა, რაც დაწერილია 1922 წელს პარიზში ჩემი ჩამოსვლისათანავე, საიდანაც მკითხველი გაითვალისწინებდა ნ. ჟორდანიას მთავრობის მოღვაწეობას საქართველოში და, განსაკუთრებით, თვით ნ. ჟორდანიას ნამდვილ მოქმედებას.

    ეხლა კი აღვადგენ სიმართლეს იმისა, რაც მოთხრობილია „ჩემი წარსულში". ამ მოგონებებში ბევრი ამბებია დამახინჯებული და მოგონილიც და ისე, რომ ძნელი წარმოსადგენია, ის მიეწეროს მხოლოდ შეცდომებს. 

    როდესაც ადამიანი საიქიოს მიემგზავრება, ის აღარ სტყუის - მას ვართ ჩვეულნი. ამიტომ შეიძლება, მკითხველს ეგონოს, რომ თუ არა მთლად, მაინც რაღაც უნდა იყოს სიმართლე, რაც ამ წიგნს უფრო მეტად მავნედ ხდის. 

    მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი დაწერილია მისი სიკვდილის 14 წლის წინ. მაშასადამე, გვაფიქრებინებს, რომ უსაბუთო ბრალდებანი და ამბების გადამახინჯება და მოგონებაც არის აღწერილი განზრახვით, რაღაც დასახული მიზნისათვის. 

    საერთოდ, მოგონებების დამწერი ერთს ვერ აიცდენს თავიდან: რაც უნდა გულდადებით და წინაგანზრახვით დაწეროს, მის ნაწერში ყოველთვის ნათლად გამოჩნდება მისი კაცობა, მისი ხასიათი, მისი თვისებანი, ჭკუა და განათლება. 

    მე შევეხები ამ წიგნში მხოლოდ შელახულ სამხედრო ამბებს და სამხედრო პიროვნებებს. 

    მივმართოთ ამ წიგნს. 

    1918 წელს გენ. ოდიშელიძე იყო სამხედრო კომისრის თანაშემწედ (კომისრად ამ დროს იქნებოდა ბ-ნი ე. გეგეჭკორი ან ბ-ნი ვ. გობეჩია). 

    თანახმად სომხების თხოვნისა, გენ. ოდიშელიძე უთმობდა მათ ტფილისის არსენალიდან 13.000 თოფს. 

    არსენალი იყო მუშათა და ჯარის-კაცთა საბჭოს განკარგულებაში, ე. ი. ნ. ჟორდანიას განკარგულებაში, რომელმაც მისცა სომხებს მხოლოდ 6.000 თოფი.

    ამაზე ნ. ჟორდანია სწერს (გვერდი 121): „ამ ინციდენტის შემდეგ, ოდიშელიძეზე გული გამიტყდა. აშკარა იყო, რომ მომხდარმა ამბებმა ისე მოშალა და დაარეტიანა, რომ აღარ იცოდა, რას შვრებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენი მფარველი აღმოაჩნდა ჩვენს პარტიაში, რომ ადგილიდან ვერ დავსძარით,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1