Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რა არის ადამიანი? (I)
რა არის ადამიანი? (I)
რა არის ადამიანი? (I)
Ebook211 pages2 hours

რა არის ადამიანი? (I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
რა არის ადამიანი? (I)

Related to რა არის ადამიანი? (I)

Related ebooks

Reviews for რა არის ადამიანი? (I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რა არის ადამიანი? (I) - ერნს კასირერი

    სარჩევი

    I ნაწილი. რა არის ადამიანი?

    I. ადამიანის თვითშემეცნების კრიზისი

    II. გასაღები ადამიანის გაგებისა: სიმბოლო

    III. ცხოველთა რეაქციებიდან ადამიანის პასუხებამდე

    IV. დრო და სივრცე ადამიანის სამყაროში

    V. ფაქტები და იდეალები

    შენიშვნები

    ვუძღვნი ჩარლზ ვ. ჰენდელს - მეგობრობისა და მადლიერების ნიშნად

    I ნაწილი. რა არის ადამიანი?

    I. ადამიანის თვითშემეცნების კრიზისი

    1

    ფილოსოფოსთა უმეტესობა თვლის, რომ თვითშემეცნება ფილოსოფიის უმაღლესი მიზანია. ამ მიზანმა უცვლელად და შეურყევლად გაუძლო სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ინტელექტუალურ ბრძოლებს: იგი მოგვევლინა არქიმედეს წერტილად, ყოველივე აზროვნების მყარი და უძრავი ცენტრის სახით. თვით უაღრესად სკეპტიკური მოაზროვნეებიც კი არ უარყოფდნენ თვითშემეცნების შესაძლებლობასა და აუცილებლობას. თუმცა ისინი უნდობლად ეკიდებოდნენ საგანთა არსის გამომსახველ ყველა ზოგად პრინციპს, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ სწორედ ასეთმა უნდობლობამ გაუკაფა გზა კვლევის ახალსა და უფრო საიმედო მეთოდს. ფილოსოფიის ისტორიაში სკეპტიციზმი არაერთხელ წარმოგვიდგება მებრძოლი ჰუმანიზმის ამსახველად. გარესამყაროს ობიექტური არსებობის უარყოფით სკეპტიკოსი აზროვნების ერთადერთ საგნად ადამიანის ყოფიერებას აღიარებს. სკეპტიკოსის რწმენით, თვითშემეცნება თვითგანხორციელების პირველი პირობაა. ჩვენ უნდა გავწყვიტოთ გარესამყაროსთან მაერთებელი ჯაჭვი, რათა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი თავისუფლება. „ამ ქვეყნად უმთავრესია იმის გაგება, თუ რანი ვართ ჩვენ თვითონ", - ამბობს მონტენი. მაგრამ სწორედ ამგვარი მიდგომა - ინტროსპექციის მეთოდი - არ არის დაზღვეული ფილოსოფიური ეჭვისაგან. ახალი ფილოსოფია დაიწყო ჩვენი საკუთარი არსებობის უშუალო და აბსოლუტურად უეჭველი სიცხადის მტკიცებით. მაგრამ ფსიქოლოგიის წარმატებებმა უკუაგდო ეს კარტეზიანული პრინციპი და დღევანდელი ფსიქოლოგიური აზროვნება კვლავ წარიმართა საპირისპირო მიმართულებით. ფსიქოლოგები უკვე ნაკლებად თუ მიმართავენ ან გვირჩევენ წმინდა ინტროსპექციულ მეთოდს, ვინაიდან ეს მეთოდი სახიფათოდ მიაჩნიათ და მეცნიერული ფსიქოლოგიის ერთადერთ შესაძლო გზად მკაცრად ობიექტურ, ბიჰევიორისტულ მიდგომას თვლიან. მაგრამ თანმიმდევრული და რადიკალური ბიჰევიორიზმი თავის მიზანს ვერ აღწევს. მას შეუძლია დაგვიფაროს შესაძლო მეთოდური შეცდომებისაგან, მაგრამ უძლურია გადაჭრას ადამიანის ფსიქოლოგიის ყველა პრობლემა. ჩვენ უფლება გვაქვს განვკიცხოთ ან უნდობლობა გამოვუცხადოთ წმინდა ინტროსპექციულ მეთოდს, მაგრამ ვერც შევზღუდავთ და ვერც გავაუქმებთ მას. ინტროსპექციის გარეშე, გრძნობების, აფექტების, აღქმებისა და აზრთა უშუალო ცნობიერების გარეშე ადამიანის ფსიქოლოგიის საგანსაც კი ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მარტოოდენ ამ გზით ვერასოდეს მოვახერხებთ სრულყოფილად ჩავწვდეთ ადამიანის ბუნებას. ინტროსპექცია გვიმხელს მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილებისათვის მისაწვდომ მცირეოდენ მონაკვეთს ადამიანური არსებობისა და იგი ვერასოდეს მოიცავს ადამიანურ მოვლენათა მთელ სინამდვილეს. კიდევაც რომ შეგვძლებოდა ყველა მონაცემის თავმოყრა და ერთმანეთთან დაკავშირება, ხელთ მაინც ადამიანის ბუნების მეტად უბადრუკი და ნაკლოვანი სურათი შეგვრჩებოდა.

    არისტოტელეს მტკიცებით, ყოველი ადამიანური შემეცნება ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებიდან გამომდინარეობს. იგი თავს იჩენს უელემენტარულეს ადამიანურ ქცევებსა და რეაქციებში. ეს ძირითადი თვისება განსაზღვრავს და გამსჭვალავს გრძნობადი არსებობის მთელ სფეროს.

    „ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისაკენ ისწრაფის. ამას მოწმობს მათი სიყვარული შეგრძნებებისადმი. ადამიანები ეტანებიან შეგრძნებებს და განსაკუთრებით მხედველობითს შეგრძნებას, მათგან გამომდინარე სარგებლობისაგან დამოუკიდებლად. სხვა შეგრძნებებთან შედარებით მხედველობას ვაძლევთ უპირატესობას არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ, არამედ მაშინაც, როდესაც არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის სხვა შეგრძნებებზე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს და საგანთა მრავალ თვისებას ცხადყოფს[1]".

    ეს ამონაწერი არისტოტელეს მეტაფიზიკიდან ძალზე დამახასიათებელია ცოდნის არისტოტელისეული გაგებისათვის პლატონის შეხედულების საპირისპიროდ. პლატონისათვის უცხოა ადამიანის გრძნობადი არსებობის ესოდენ მაღალი ფილოსოფიური შეფასება. პლატონს არასოდეს შეუდარებია ცოდნის წადილი იმ სიამოვნებისათვის, რასაც შეგრძნებები გვანიჭებს. მისთვის გრძნობად სინამდვილეს ვრცელი და გადაულახავი უფსკრული აშორებს გონის არსებობისაგან. ცოდნაცა და ჭეშმარიტებაც ტრანსცენდენტალური რიგისაა, წმინდა და მარადიულ იდეათა სამეფოს კუთვნილებაა. მართალია, არისტოტელეც იმ აზრისაა, რომ მეცნიერული შემეცნება ვერ განხორციელდება მარტოოდენ აღქმის აქტის შემწეობით, მაგრამ იგი მსჯელობს როგორც ბიოლოგი, როცა არ იზიარებს პლატონის მიერ იდეალური და ემპირიული სინამდვილის პრინციპულ დაცილებას. ის ცდილობს იდეალური სინამდვილე, შემეცნების სინამდვილე, ახსნას სიცოცხლიდან ამოსვლით. არისტოტელეს თანახმად, ორსავე სფეროში ვადასტურებთ ერთგვარსა და უწყვეტ ერთიანობას. ბუნებაშიც და ადამიანური შემეცნების სფეროშიც უმაღლესი ფორმები უმდაბლესიდან აღმოცენდება.

    გრძნობადი აღქმა, მეხსიერება, გამოცდილება, წარმოსახვა და გონება ერთიანი ჯაჭვით არიან გადაბმული. ისინი მხოლოდ სხვადასხვა სტადია და გამოსახვის განსხვავებული წესებია ერთიდაიმავე ფუნდამენტური აქტივობისა, რომელიც თავის უმაღლეს სრულყოფილებას ადამიანში ჰპოვებს, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, იგი ცხოველებსა და ყველა ცოცხალ არსებაშიაც დასტურდება.

    ასეთი ბიოლოგიური თვალსაზრისი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანური შემეცნება თავის პირველ საფეხურზე მხოლოდ გარე სინამდვილით არის შემოზღუდული. ადამიანი თავის ბუნებრივ გარემოზეა დამოკიდებული ყოველი უშუალო მოთხოვნილებისა თუ პრაქტიკული ინტერესების მხრივ. იგი ვერ იარსებებს გარემო პირობებთან გამუდმებითი შეგუების გარეშე. ადამიანის მიერ გონითი და კულტურული ცხოვრებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები შეიძლება გაგებულ იქნეს უშუალო გარემოს მიმართ ერთგვარი გონითი შეგუების აქტებად. მაგრამ ადამიანური კულტურის წინსვლის გზაზე, სულ მალე, ადამიანის ცხოვრებაში თავს იჩენს საპირისპირო ტენდენციაც. ადამიანური ცნობიერების პირველსავე გაელვებაში შეინიშნება ცდა შიდა სამყაროს გარღვევისა, რაც თან ახლავს და ავსებს გარე სამყაროს შემეცნების მისწრაფებას. ადამიანური კულტურის შემდგომი განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს შინაგანი სულიერი ცხოვრების ამოცნობის მოთხოვნილებას. თანდათანობით მიმართულებას იცვლის ადამიანის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. ამ პროცესს შეგვიძლია თვალი გავადევნოთ კულტურული არსებობის მეტწილ ფორმებზე დაკვირვებით. უნივერსუმის პირველსავე მითოლოგიურ განმარტებებში პრიმიტიული ანთროპოლოგია მუდამ მხარდამხარ მისდევს პრიმიტიულ კოსმოლოგიას. სამყაროს წარმოშობის საკითხი განუყრელად ეჯაჭვება საკითხს ადამიანის წარმოშობის შესახებ. რელიგია არ სდევნის მათ, არამედ თავის კალთას აფარებს მითოლოგიურ კოსმოლოგიასა და ანთროპოლოგიას; იგი აღრმავებს და ახლებურად აგებს ამ უკანასკნელთ. მას უკან თვითშემეცნება აღარ განიხილება წმინდა წყლის თეორიულ საქმედ. იგი აღარ არის უბრალოდ ცნობისმოყვარეობის ან ფილოსოფიური სპეკულაციის საგანი, არამედ ადამიანის უზენაეს მოვალეობად ითვლება. დიდი რელიგიური მოაზროვნეები პირველნი იყვნენ, რომლებმაც საგანგებოდ გახაზეს ეს ზნეობრივი მოთხოვნა. რელიგიური არსებობის ყველა უმაღლეს ფორმაში კატეგორიულ იმპერატივად გვესახება მაქსიმა: „შეიცან თავი შენი". ამ მოწოდებამ მიიღო მთავარი ზნეობრივი და რელიგიური კანონის სახე. ხსენებულმა მოთხოვნამ თითქოს უეცრად შემოაბრუნა თავდაპირველი ბუნებრივი სწრაფვა ცოდნისაკენ. ჩვენ განვიცადეთ ყველა ღირებულების გადაფასება. ამას გვამცნობს მსოფლიოს ყველა რელიგიის ისტორია: იუდეველთა, ბუდიზმის, კონფუციანელთა თუ ქრისტიანობისა.

    ამავე პრინციპს ადასტურებს ფილოსოფიური აზროვნების საერთო განვითარება. უადრეს საფეხურებზე ბერძნული ფილოსოფია ერთთავად ბუნების კვლევით არის გატაცებული. კოსმოლოგიას უპირატესობა ენიჭება ფილოსოფიური კვლევის სხვა სფეროთა წინაშე. მიუხედავად ამისა, ბერძნული აზროვნების სიფართოვისა და სიღრმისათვის ნიშანდობლივია, რომ თითქმის ყოველი ცალკეული მოაზროვნე იმავდროულად იყო აზროვნების ახალი ზოგადი ტიპის წარმომადგენელი. მილეთელთა ბუნების ფილოსოფიის გვერდით პითაგორელებმა თავიანთი ფილოსოფია მათემატიკაზე დააფუძნეს, ხოლო ელეელნი პირველნი იყვნენ, რომლებმაც წმინდა აზროვნება გაიხადეს ამოსავლად. ჰერაკლიტე დგას კოსმოლოგიური და ანთროპოლოგიური აზროვნების მიჯნაზე. თუმცა იგი ბუნების ფილოსოფოსივით მსჯელობს და „ძველ ფიზიოლოგებს მიეკუთვნება, მისი რწმენა მაინც ის არის, რომ ბუნების ფარულ აზრს ვერ ჩავწვდებით ადამიანის საიდუმლოების გამოურკვევლად. თუ გვსურს სინამდვილისა და მისი მნიშვნელობის გაგება, უნდა მივსდიოთ თვითშემეცნების მოთხოვნას. ამგვარად, ჰერაკლიტემ შეძლო თავისი ფილოსოფია არსებითად ორი სიტყვით გამოეხატა: διζησαμην εμεωτον („მე ვიკვლევდი ჩემ თავს[2]). თუმცა აზროვნების ამ ახალმა ტენდენციამ, გარკვეული გაგებით, მძლავრად მოიკიდა ფეხი ჯერ კიდევ ადრინდელ ბერძნულ ფილოსოფიაში, მან თავის სრულ სიმწიფეს პირველად სოკრატეს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1