Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კრიჟანგი
კრიჟანგი
კრიჟანგი
Ebook130 pages44 minutes

კრიჟანგი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

მხოლოდ ფულით მოტივირებული გამრიგე, ჰარპაგონი, შეძლებულ მეღლეებს ეძებს თავისი შვილებისთვის, რათა მისი სიმდიდრე უსაფრთხოდ იქნას შენარჩუნებული. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გრძნობებს აეხდება ფარდა? ვნება და ანგარებითი მოტივები ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ამ ხმაურიან კომედიაში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 29, 2021
კრიჟანგი

Read more from მოლიერი

Related to კრიჟანგი

Related ebooks

Reviews for კრიჟანგი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კრიჟანგი - მოლიერი

    მოლიერი - კრიჟანგი

    Moliere – L’Avare

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მომქმედნი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    მეხუთე მოქმედება

    მომქმედნი პირნი:

    ჰარპაგონი, კლეანტისა და ელიზას მამა და მარიანას არშიყი.

    კლეანტი, ჰარპაგონის შვილი და მარიანას საყვარელი.

    ელიზა, ჰარპაგონის ქალი და ვალერის საყვარელი.

    ვალერი, ანსელმის შვილი და ელიზას საყვარელი.

    მარიანა, კლეანტის საყვარელი და ჰარპაგონის შეყვარებული.

    ანსელმი, ვალერისა და მარიანას მამა.

    ფროსინა, მაჭანკალი.

    სვიმონ, შუამავალი.

    ჟაკი, ჰარპაგონის მზარეული და კუჩერი.

    ლაფლეში, კლეანტის მსახური.

    კლოდია, ჰარპაგონის მოახლე.

    ბრინდაკუანი და ლამერლიში, ჰარპაგონის მსახურები.

    პოლიციის მოხელე.

    იმის მწერალი.

    პირველი მოქმედება

    გამოსვლა პირველი. ვალერი და ელიზა.

    ვალერი. რათ გადაგკვრია ღრუბელი მაგ მშვენიერს სახეზედ, საყვარელო ელიზა? ნუ თუ ნანობ, რომ ჩემმა მხურვალე სიყვარულმა შენ ეგ ფიცი გაგაბედვინა?

    ელიზა. არა, ვალერი, მე მაგას რა ვნანობ და არც თავის დღეში შევინანებ, რომ ჩემი სიტყვებით მე შენ გასიამოვნო რამე. თუ კი შენ ჩემის გულისათვის თავი დაანებე შენს ოჯახს და აქ, ამ უცხო ქვეყანაში ჩემთან ყოფნისთვის არა სთაკილობ მამაჩემს მოსამსახურეთ დასდგომოდი და ყოველი იმისი უცნაური სურვილი აგესრულებინა, ნუ თუ მე მაგიერი არ უნდა გადაგიხადო. მაგრამ მე დარწმუნებული არა ვარ, რომ სხვებმაც ჩემს თვალით შემოგხედონ.

    ვალერი. ეგ სულ მეტია, რაც ეხლა ჩამოსთვალე; მხოლოდ ჩემი სიყვარულია შენის ყურადღების ღირსი. თუ ხალხის ყაყანის გეშინიან, თითონ მამაშენივე კისრულობს ქვეყნის თვალში გაგამართლოს. იმის სიკრიჟანგე, იმის ჟანგიანი ქცევა თავის შვილებთან უფრო გასაკვირველ საქმეს გააბედვინებს კაცსა.

    ელიზა. ეგ ყველა კარგი, ვალერი, მაგრამ რატომ არ ეცდები ჩემი ძმა მიიმხრო? იმის შეწევნა საჭირო იქნება ჩვენთვის.

    ვალერი. ორივეს გაძღოლა ძნელია. მამისა და შვილის ხასიათი ისე შორიშორს არის ერთმანეთთან, რომ მათი ერთად მოთავსება შეუძლებელია. მაგრამ შენ კი შენის მხრით ეცადე შენს ძმასთან და თქვენ ისეთი სიყვარული გაქვთ ერთმანეთისა, რომ არა მგონია, რომ არ დაიყოლიო და ჩვენი მხარე არ დააჭერინო. აგერ, ისიც მოდის. მე წავალ. ეხლა ლაპარაკისთვის დრო გაქვს, მაგრამ იმის მეტს კი ნურას გაუმხელ, რასაც საჭიროდ დაინახავ.

    ელიზა. არ ვიცი შევიძლებ ამ ამბის გამხელას თუ არა.

    გამოსვლა მეორე. კლეანტი და ელიზა.

    კლეანტი. რა მოხარული ვარ, რომ აქ მარტოს გხედავ დაო. გაცხარებული დაგეძებ სალაპარაკოდ და მინდა ერთი საიდუმლოება გაგიმხილო.

    ელიზა. მე მზათა ვარ ყური დაგიგდო.

    კლეანტი. ჩემი საიდუმლოება ერთს სიტყვაშია მოქცეული: მე მიყვარს.

    ელიზა. შენ გიყვარს?

    კლეანტი. სწორეთ, მე მიყვარს ერთი ქმნილება. მე ვიცი მამა მყავს და როგორც შვილი უნდა დავემორჩილო. მე ვიცი, რომ მშობელთ დაუკითხავად არავის სიყვარული არ უნდა გამოვუცხადო. მე ვიცი, რომ ზეცამ ისინი დანიშნა ჩვენის სურვილის ბატონათ და იმათ უნებურად არც ერთს ჩვენს გულის-წადილს არ უნდა მივდიოთ. იმათ სიყმაწვილის ცეცხლი არ უღვივის გულში და ჩვენზედ უფრო ძვირად შესცდებიან, ჩვენს შესაფერს ჩვენზედ უკეთ ხედავენ, ჩვენ უფრო იმათ გამოცდილებას უნდა დავუჯეროთ, ვიდრე ჩვენს ვნებათაღელვას; ხშირად ყმაწვილური გატაცება ბნელ უფსკრულში ჩაგვყრის ხოლმე. მე ეს ყველა ვიცი და ამიტომ ჩამოგითვალე ყველაფერი ესე დაწვრილებით, რომ შენ თავი აღარ შეიწუხო ამის გამეორებაზედ, ეგ ტყუილი შრომა იქნება. ჩემი სიყვარული ბრმაა და გთხოვ ყველა საყვედურს თავი დაანებო.

    ელიზა. ჯერ შენი საყვარლისთვის სიტყვა ხომ არ მიგიცია?

    კლეანტი. ჯერ არა, მაგრამ მე ეგ გადაწყვეტილი მაქვს და განმეორებით გთხოვ, ნუ მოინდომებ ამ გადაწყვეტილებაზე უარი მათქმევინო.

    ელიზა. განა ეგრე მიცნობ?

    კლეანტი. არა დაო, მაგრამ შენ ჯერ არავინ გიყვარს; შენ არ იცნობ იმ ტკბილს ძალას, რომლითაც სიყვარული ჩვენს გულზედა მეფობს. მე მეშინია შენის განკითხვისა.

    ელიზა. დავეხსნათ, ძმაო, განკითხვაზედ ლაპარაკს; ვინ არის იმისთანა, რომელიც ერთხელაც არის თავის გრძნობას არ გაეტაცოს? მე რომ ჩემი გული გადმოგიშალო, იქნება მე შენზედ უფრო გატაცებული გეჩვენო.

    კლეანტი. ღმეთმა ჰქნას, რომ შენც მაგ ცეცხლს...

    ელიზა. ჯერ შენი საქმე გავათაოთ. აბა მითხარ, ვინ არის შენი საყვარელი?

    კლეანტი. ეგ არის ერთი ყმაწვილი ქალი, რომელიც დიდი ხანი არ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1