Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ
თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ
თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ
Ebook57 pages17 minutes

თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ესსეები "თვითმკვლელობისათვის" და "სულის უკვდავებისათვის" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მარადიულ არსებობას და ადამიანის დამოკიდებულებას ღვთიურ ნებაზე, ხაზს უსვამენ ნების თავისუფლების მნიშვნელობას და წინასწარ ჭვრეტენ დოქტრინებს, რომლებიც მომავალში კანტისა და ჰეგელის შრომებში თანამედროვე აზროვნებას ჩამოაყალიბებენ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 10, 2020
თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ

Related to თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ

Related ebooks

Reviews for თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ - დევიდ ჰიუმი

    დევიდ ჰიუმი - თვითმკვლელობისა და სულის უკვდავების შესახებ

    David Hume - On Suicide and On Immortality of Soul

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის

    © დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თვითმკვლელობისათვის

    სულის უკვდავებისათვის

    თვითმკვლელობისათვის

    ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც ფილოსოფიიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს დამოუკიდებელ ანტიდოტში, რომელსაც ის ცრურწმენასა და ყალბ რელიგიებს სთავაზობს. ყველა სხვა სამკურნალო საშუალება ამ დამღუპველი ჭირის წინააღდეგ ფუჭი ან, სულ ცოტა, უიმედოა. უბრალო საღი აზრი და მიწიერი ჩვევები, რომლებიც, ცალკე აღებულნი, ადამიანურ მიზანთა უმეტესობას ემსახურებიან, აქ არაეფექტურია: ისტორია, ისევე, როგორც ყოველდღიური გამოცდილება, გვთავაზობს მაგალითებს ადამიანებისა, რომლებიც ბიზნესისა და საქმიანობის უზადო უნარებით არიან აღჭურვილნი და რომლებიც მთელ ცხოვრებას უდიდეს ცრურწმენათა მონობაში ატარებენ. თვით მხიარული და საამო ხასიათი, რაც ყველა სხვა ჭრილობას მალამოდ ედება, ასეთი ძლიერი შხამის წინააღმდეგ უძლურია. როგორც ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში შეგვიძლია შევნიშნოთ, რომლებიც, მართალია, ფლობენ ბუნების ამ მდიდარ ძღვენს, თუმცა გრძნობენ, რომ მათი სიხარულის დიდი ნაწილი მსგავსი აბეზარი შემოჭრით არის შერყვნილი. მაგრამ როგორც კი სანდო ფილოსოფია დაეუფლება ერთხელ გონებას, ცრურწმენა პრაქტიკულად გამორიცხულია; და შესაძლოა თამამად ვამტკიცოთ, რომ მისი ტრიუმფი ამ მოწინააღმდეგეზე მეტად სრულია, ვიდრე ბიწიერებათა და ნაკლოვანებათა უმეტესობაზე, რომლებიც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1