Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სახლი ზღვის პირას
სახლი ზღვის პირას
სახლი ზღვის პირას
Ebook138 pages45 minutes

სახლი ზღვის პირას

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამერიკის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე: რეკრუტთა კომპანია ღამის გასათევს ითხოვს დუქანში. ადგილი აქვს მნიშვნელოვან ინციდენტს, საიდანაც თამაშდება დრამა, მიმტევებელი და გამოსყიდვითი ხასიათია, და ასევე დგება საკითხი იდენტობის შესახებ.

"სახლი ზღვის პირას" ცვაიგის ადრეული ნამუშევარია, რომელშიც უკვე ვლინდება მისი პაციფისტური მიდრეკილებები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 17, 2022
სახლი ზღვის პირას

Related to სახლი ზღვის პირას

Related ebooks

Reviews for სახლი ზღვის პირას

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სახლი ზღვის პირას - შტეფან ცვაიგი

    შტეფან ცვაიგ - სახლი ზღვის პირას

    Stefan Zweig - Das Haus am Meer

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის რევაზ მარგიანს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    პიესა სამ მოქმედებად

    მოქმედი პირნი:

    გოტჰოლდ კრიუგერი - მოხუცი ლოცმანი

    თომასი - მისი ძმისწული

    კატარინა - თომასის ცოლი

    ქრისტინა - მათი ქალიშვილი

    ახალგაზრდა მეზღვაური ოფიცერი - რომელიც მსახურობს ერთ-ერთ გერმანელ მთავართან

    სერჟანტი

    გზირი (ჯარის ჩამომკრები)

    პეტერი - კატარინას მეორე ქმარი

    მღებავი

    შავწვერიანი რეკრუტი

    ჯარისკაცები, რეკრუტები

    მოქმედება მიმდინარეობს მეთვრამეტე საუკუნეში გერმანიის ერთ-ერთი სანავსადგურო ქალაქის მახლობლად. ეს ის პერიოდია, როცა იწყება ომი ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის.

    სამივე მოქმედების მანძილზე ერთი დეკორაციაა: მოხუცი ლოცმანის სახლის ერთი ოთახი.

    მოქმედება პირველი

    სცენაზეა კატარინა, შემოდის მღებავი.

    კატარინა - დაახლოებით ოცი წლისაა, გამომწვევი სილამაზისა, ფუშფუშა, წითური თმა აქვს. მოძრაობს სწრაფად და მოქნილად. ლაპარაკობს ჩქარი, შემპარავი, რბილი ხმით. ჩაცმულია საკმაოდ სადად, მაგრამ მკაცრად და აკურატულად. უკეთია თეთრი წინსაფარი. თავისი მოხდენილობის გამო უცხოდ გამოიყურება ამ ძველებურ სახლში.

    მღებავი - ღმერთი იქნება ჩვენი მოწყალე!

    იმ კრონშტეინზე დავკიდებთ აბრას

    და იგი, როგორც გაწვდილი ხელი,

    მოიპატიჟებს გამვლელ-გამომვლელს.

    კატარინა - აბრაზე უნდა დავწეროთ: „ცეცხლი".

    დე, ელვარებდეს ყოველი ასო.

    ნავსადგურიდან, ხომალდებიდან

    მეზღვაურები ყველაზე უფრო

    აქეთკენ უნდა მოიჩქაროდნენ.

    მღებავი - ეს თავისთავად ასე იქნება!

    კატარინა - აბა, იჩქარე!

    მღებავი - ახლავე დავწერ.

    თქვენ ოღონდ ღვინო მომართვით მალე,

    რომ გამიმაგროს, გამითბოს ხელი.

    კატარინა - (სიცილით უვსებს კათხას ღვინით)

    აჰა, მიირთვით.

    (მღებავი სწრაფად იღებს კათხას, სვამს. შემოდის მოხუცი ლოცმანი გოტჰოლდ კრიუგერი. იგი დაახლოებით სამოცი წლისაა, მაგრამ მხნედ გამოიყურება. ჭაღარა თმა მოკლედ აქვს შეკრეჭილი. მეზღვაურთა წესისამებრ ულვაშგაპარსულია, დატოვებული აქვს მხოლოდ წვერი. ქარდაკრული, მზეზე დამწვარი სახე აქვს. სხეული სწორად უჭირავს და ნამდვილად რკინის ნებისყოფის ადამიანი უნდა იყოს. თვალები ფოლადივით ნაცრისფერი აქვს, ხმა - გამოკვეთილი. ლაპარაკობს მტკიცედ და უხეშად. უფრო ხშირად დუმს და თითქმის ყოველთვის პირში გაჩრილი აქვს თიხის ჩიბუხი).

    გოტჰოლდი - (უსიამოვნოდ გადახედავს მღებავს, შემდეგ ხელს დაავლებს აბრას).

    ეს რაა?

    მღებავი - აბრა.

    გოტჰოლდი - რად გინდა მერე?

    მღებავი - თქვენი სახლისთვის.

    თვალისმომჭრელად ავაელვარებ

    ამ სამიკიტნოს სახელწოდებას.

    გოტჰოლდი - (გულმოსული)

    აბრა ამ სახლზე?! რაში მჭირდება?!

    მთელს ნავსადგურში ვის ნახავ ისეთს,

    ლოცმანის სახლი რომ არ იცოდეს?

    წადით, ხალხს ჰკითხეთ სანაპიროზე,

    ბავშვებიც მყისვე მოგასწავლიან.

    წადით, გამშორდით!

    კატარინა - (მორიდებით) რატომ, ბატონო?!

    მომეცით ნება, ეს სახლი მოვრთო.

    გოტჰოლდი - არ საჭიროებს ეს სახლი მორთვას.

    ასეთი დახვდა მამაჩემს იგი,

    სწორედ ამგვარი გადმომცა მანაც,

    და ასეთივე გადაეცემა

    ეს სახლი შვილებს და შვილიშვილებს

    წადით, გამშორდით!

    კატარინა - კი მაგრამ, აბრა

    ხომ საჭიროა აუცილებლად,

    რათა იცოდეს ყველა გამვლელმა,

    რომ ელოდება მათ მასპინძელი,

    ლხინი, ღვინო და თავშესაფარი.

    გოტჰოლდი - ეს ყველამ იცის. ლოცმანის სახლი

    ცნობილი არის დიდი ხანია.

    და ვისაც შია, სწყურია, სცივა,

    ის თავშესაფარს ჩემთან იპოვნის.

    და ვინც არ იცის... ნურც მოვა ჩვენთან,

    ასი წელია იცნობენ ამ სახლს.

    კატარინა - გვეყოლებოდა მეტი სტუმარი...

    გოტჰოლდი - მეტი სტუმარი არა მჭირდება.

    რომ ვყოფილიყავ მართლა მდიდარი,

    ამ სახლის ნაცვლად აქ მექნებოდა

    ღარიბ-ღატაკთა და დავრდომილთა

    თბილი და მყუდრო თავშესაფარი.

    კატარინა - ეჰ, თქვენ რა გიჭირთ! თქვენ ყოველ დილით

    ნავით გადიხართ შუაგულ ზღვაში.

    ხალხს ხვდებით, ცხელ-ცხელ ამბით ერთობით.

    საღამოობით ზიხართ ღუმელთან,

    უსიტყვოდ, წყნარად აბოლებთ ჩიბუხს.

    მე მარტო ვრჩები და მეშინია,

    წაღიღინებაც ვერ გამიბედავს,

    რომ არ დაირღვეს ეს მყუდროება.

    ო, როგორ მინდა ვიხილო ხალხი,

    მათგან ვისმენდე საოცარ ამბებს,

    თუ სად რა ხდება ამ ქვეყანაზე.

    გოტჰოლდი - ბედნიერება არ მოაქვთ სტუმრებს. (მღებავს)

    წაიღე აბრა. ჰა, გასამრჯელოც. აჰა, ეს ფული...

    კატარინა - ნება მომეცით...

    გოტჰოლდი - ვიდრე ცოცხალ ვარ, ამ სახლს სახელი

    არ შეეცვლება, რჩება იგივე,

    რაც ერქვა უწინ მამა-პაპის დროს. (მღებავს)

    თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ახლა.

    (მღებავი გაკვირვებული შეჰყურებს დიასახლისს)

    კატარინა - (მღებავს ანიშნებს, წავიდეს. მღებავი იღებს ქუდს და გადის. კატარინა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1