Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მაქს შტირნერი
მაქს შტირნერი
მაქს შტირნერი
Ebook126 pages43 minutes

მაქს შტირნერი

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"ჩემი თვითტკბობა" არის ნაკვეთი მაქს შტირნერის მთავარი ნაშრომისა "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელშიც ავტორი აზრის, იდეების სფეროს, ისევე, როგორც რელიგიას ესხმის თავს და აქაც ერთადერთის, უნიკალურის იდეის დამკვიდრებას ცდილობს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 29, 2020
მაქს შტირნერი

Related to მაქს შტირნერი

Related ebooks

Reviews for მაქს შტირნერი

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მაქს შტირნერი - ჩემი თვითტკბობა

    მაქს შტირნერი - ჩემი თვითტკბობა

    Max Stirner - Mein Selbstgenuß

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    ჩვენ ახალი ეპოქის გასაყარზე ვდგავართ. დღემდე არსებულ სამყაროში არაფერი იყო, გარდა ცხოვრების სარგებლის, თვით ცხოვრებისა. რადგან, ყველა ძალისხმევა აქ და ახლაა მიმართული, მიმართული დროებითი თუ მარადიული ცხოვრებისკენ, მოითხოვს „პურს არსობისა („მოგვეც ჩვენ პური ჩვენი არსობისა) თუ „ჭეშმარიტ პურს („ჭეშმარიტი პური ზეცით, „პური, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას, „პური სიცოცხლისა - იოანე, 6); ზრუნავენ „სიყვარულში ცხოვრების თუ „მარადიული ცხოვრების შესახებ - ეს ყველაფერი არ ცვლის საქმიანობის მიზანს და არც საზრუნავს, რადგან, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში სიცოცხლისკენ ისწრაფიან. ვლინდება თუ არა სხვაგვარად თანამედროვე ტენდენციები? ვიღაცას სურს, რომ აღარავინ ზრუნავდეს ყველაზე აუცილებელი ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მეორეს მხრივ კი ასწავლიან, რომ ადამიანი ზრუნავდეს ამ ქვეყნის შესახებ და იცხოვროს რეალურ სამყაროში მიღმური ცხოვრების შესახებ ფუჭი ზრუნვის გარეშე.

    მოდით ეს სხვა მხრიდან განვიხილოთ. ნებისმიერი, ვისაც მხოლოდ ის აწუხებს, რომ იცხოვროს, ის ამ საზრუნავის გამოისობით ივიწყებს სიცოცხლით ტკბობას. თუკი ის მხოლოდ ცხოვრების შესახებ ზრუნავს, თუკი ჯერ კიდევ შიშობს მის გამო, მაშინ ვერ დახარჯავს მთელ თავის ძალებს იმაზე, რომ გამოიყენოს თავისი ცხოვრება ანუ სიამოვნება მიიღოს მისით. მაგრამ როგორ უნდა ცხოვრების გამოყენება? სანთლის მსგავსად, როცა ის იწვის. სარგებლობთ რა ცხოვრებით, თქვენ სარგებლობთ საკუთარი თავით, ცოცხალით, იყენებთ და ანადგურებთ რა მას და საკუთარ თავს. ცხოვრებით ტკბობა - ცხოვრებით სარგებლობაა.

    ამიტომაც, ვეძებოთ სიამოვნება ცხოვრებაში! რელიგიური სამყაროს მიზანი რაში მდგომარეობდა? თვით ცხოვრებაში. „რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ცხოვრება, ნეტარი ცხოვრება და ა.შ.? როგორ შეიძლება მისი მიღწევა? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რათა ჭეშმარიტად ცოცხალი ადამიანი იყოს? როგორ ასრულებს ამ სამუშაოს? ეს და მისი მსგავსი კითხვები იმაზე მიუთითებს, რომ კითხვის დამსმელი თავიდან საკუთარ თავს ეძებდა, საკუთარ თავს ჭეშმარიტი აზრით, იმ აზრით, რომ მისი ცხოვრება ჭეშმარიტი ყოფილიყო. „ახლა რაც ვარ - მხოლოდ ჩრდილია; ის, რაც ვიქნები - აი, ჩემი ჭეშმარიტი „მე. ამ „მე-ს დევნა, მისი შექმნა, გაცნობიერება იმისა, რომ ეს მოკვდავთა ურთულესი ამოცანაა, მოკვდავებისა, რომლებიც კვდებიან იმისთვის, რომ აღდგნენ, ცხოვრობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკვდნენ, იმისთვის, რომ ჭეშმარიტ ცხოვრებას ეზიარონ.

    მხოლოდ მაშინ, როდესაც მე თავდაჯერებული ვარ და აღარ ვეძებ საკუთარ თავს, მხოლოდ მაშინ ვეკუთვნი საკუთარ თავს, მხოლოდ მაშინ ვარ მე - ჩემი საკუთრება: მე ვფლობ საკუთარ თავს, ამიტომ ვსარგებლობ და ვტკბები საკუთარი თავით. მეორეს მხრივ, ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი, სანამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ მოსაძებნი მაქვს ჩემი ჭეშმარიტი „მე", და რომ უნდა დადგეს ისეთი დრო, როდესაც იესო ან რომელიმე სხვა სული ანუ აჩრდილი, მაგალითად, ჭეშმარიტი ადამიანი, ადამიანის არსება და ა.შ. იცხოვრებს ჩემში და არა მე.

    უზარმაზარი დისტანცია აშორებს ამ ორ თვალსაზრისს: უწინდელში მე საკუთარ თავთან მივდივარ, ახლანდელში - საკუთარი თავიდან გამოვდივარ; პირველში მე საკუთარი თავისკენ ვისწრაფი, მეორეში - უკვე ვფლობ საკუთარ თავს და ისე ვექცევი მას, როგორც ნებისმიერ საკუთრებას ექცევიან: ვტკბები საკუთარი თავით ჩემი სურვილის მიხედვით. მე უკვე აღარ ვშიშობ ცხოვრებისათვის, არამედ „ვფლანგავ" მას.

    ამიერიდან საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, როგორ მოვიპოვოთ ცხოვრება, არამედ იმაში, თუ როგორ გავფლანგოთ იგი, როგორ დავტკბეთ მისით, არა ის, თუ როგორ შევქმნათ ჭეშმარიტი „მე", არამედ როგორ განვზავდეთ და ვიცხოვროთ.

    რით განსხვავდება იდეალი საძიებლისგან, რომელიც ყოველთვის შორსაა თქვენგან? თქვენ ეძებთ საკუთარ თავს, შესაბამისად თქვენ ჯერ კიდევ არ ფლობთ საკუთარ თავს; თქვენ ეძებთ, როგორი უნდა იყოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არ ხართ საკუთარი თავი. თქვენ მწუხარებაში ცხოვრობთ, და ეს ასეა ათასობით წელიწადია, ცხოვრობთ იმედით. მაგრამ სრულიად სხვაგვარად ცხოვრობენ ტკბობაში!

    ვრცელდება თუ არა ეს მხოლოდ ღვთისმოსავ ადამიანებზე? არა, ეს ეხება ყველას, ვინც ე.წ. წარმავალ ისტორიულ ეპოქას ეკუთვნის, თვით გამვლელებსაც. მათთვისაც დგებოდა სამუშაო დღეების

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1