Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ბომარშე
ბომარშე
ბომარშე
Ebook140 pages47 minutes

ბომარშე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

გრაფ ალმავივას ახალგაზრდა ობოლი როზინა შეუყვარდება და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ბართოლოს გამოგლიჯოს ხელიდან, მის მოხუც მეურვეს, რომელსაც ასევე სურს როზინას შერთვა. ცდილობს რა გეგმის ფარულად განხორციელებას, გრაფი ხვდება ფიგაროს, ხუმარასა და მაჭანკალს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 27, 2020
ბომარშე

Related to ბომარშე

Related ebooks

Reviews for ბომარშე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ბომარშე - სევილიელი დალაქი

    ბომარშე - სევილიელი დალაქი

    Beaumarchais - Le Barbier de Séville

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი ყიფიანს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მორთულობა

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედნი პირნი:

    გრაფი ალმავივა, ესპანეთის თავადი, უცნობი მიჯნური როზინასი

    ბართოლო, ექიმი, მეურვე როზინასი

    როზინა, ყმაწვილი ქალი, ჩამომავლობით კეთილშობილი, ბართოლოს სამეურვეო ობოლი

    ფიგარო, დალაქი სევილიაში

    დონ ბაზილიო, მეორგანოე, მუსიკისა და სიმღერის ოსტატი როზინასი

    ჭაბუა, ძველი მოსამსახურე ბართოლოსი

    ფხიზელა, მეორე მოსამსახურე ბართოლოსი, მოსულელო და მძინარა ბიჭი

    ნოტარიუსი

    ალკადი, სამართლის კაცი

    რამდენიმე ალგვაზილი (სამსახურის კაცი) და მოსამსახურე ჟინჟღილებით

    მორთულობა ამათი

    გრაფი ალმავივა, ესპანელი თავადი, როზინას უცნობი მიჯნური, რომ გამოვა პირველ მოქმედებაში, შარვალი და მოკლე კაბა აცვია აბრეშუმის ფარჩის; მოსასხმელი ასხია მუქი და განიერი; შლაპა შავი, დაბალი, გარს მხიარული ფერის ლენტშემოვლებული. მეორე მოქმედებაში გამოვა ჯარისკაცის მუნდირით, ულვაშიანი და მაღალჩექმებიანი. მესამეში - ბაკალავრად მორთული; თმა ირგვლივ შემოკვეცილი; ყელზე განიერი თეთრი საყელო; მოკლე კაბა, შარვალი, ფეხსაცმელი - აბატური (მღვდლური). მეოთხე მოქმედებაში სადღესასწაულოდ არის მორთული და ისე მდიდრულად, როგორც ესპანეთის გრანდს შეეფერება. ზედ ასხია დიდი და განიერი, ისევ მუქი მოსასხმელი, რომელშიაც სულ არის გახვეული.

    ბართოლოს, ექიმს, როზინას მეურვეს, აცვია შავი მოკლე კაბა, ყელამდე შეღილული; თავზე დიდი ფარუქი; საყელო და სამაჯურები აწეული; შავი სარტყელი; როდესაც გარეთ გამოვა, გრძელი ჭიაფერი წამოსასხმელი ასხია.

    როზინა, ყმაწვილი გვამი, კარგი გვარის შვილი, ბართოლოს სამეურვეო ობოლი; აცვია ქალის ესპანური ტანსაცმელი. 

    ფიგაროს აცვია ტანსაცმელი ესპანეთის მაიორისა. ჟილეტი და ნიფხავი აბრეშუმისა ვერცხლის ხრიკებითა და ღილებით შეღილული; დიდი აბრეშუმის სარტყელი; წვივსაკრავები გამომარყუჟული და რკოებით ჩაკიდებული ორივე წვივიდან; მოკლე კაბა ისეთი მხიარული ფერის, რომ ჟილეტის ფერს სულ არ უდგებოდეს; წინდები თეთრი; ფეხსაცმელი ყომრალი. თავზე ახურავს აბრეშუმის ბადე; შლაპა თეთრი, გარეშემო ფერადი ლენტი; ქალური ყელსახვევი, ძალიან გამოშვებული.

    დონ ბაზილიოს, მეორგანოეს და როზინას ოსტატს, თავზე ახურავს შავი, დაბალი და განიერი შლაპა; გძელი კაბა და გძელი მანტო (მოსასხმელი) უსაყელოდ და უსამაჯუროდ. 

    ჭაბუა, ხნიერი მსახური ბართოლოსი.

    ფხიზელა, მოსულელო და მძინარა ბიჭი. ორივეს აცვია გალიციურად; ჟილეტი აქლემის ფერი; ტყავის განიერი სარტყელი; კაბა-ნიფხავი თეთრი, სახელოები ყურთმაჯებიანი. 

    ნოტარიუსი.

    ალკადს გრძელი წკეპლა უჭირავს ხელში. 

    საქმე წარმოებს სევილიაში, პირველ მოქმედებაში ქუჩაზე და როზინას ფანჯრების წინ; დანარჩენი სამი მოქმედება დოქტორ ბართოლოს სახლში. 

    მოქმედება პირველი

    თეატრი წარმოადგენს სევილიაში ერთ ქუჩას, სადაც ფანჯრები ყველგან დარკინულია

    გამოსვლა პირველი

    გრაფი, მარტო, განიერი მუქი წამოსასხმელი ასხია და დაბალი შლაპა ახურავს. საათს დახედავს და დადის

    გრაფი. დღე ჯერ ისე არ არის მიწურული, როგორც მეგონა. ფანჯარას რომ მოადგება ხოლმე, ჯერ კიდევ გვიან არის ის დრო. მაგრამ ისევ ადრე მოსვლა სჯობია, რომ იმის დანახვის წამი არ გამომეპაროს. სასახლეში რომ მიმიხვდებოდეს ვინმე, რომ მადრიდიდან ოთხას ვერსზედ ვარ და ყოველ დილას ისეთი ქალის ფანჯრებ წინ ვდგევარ ხოლმე, რომ ხმაც არსად გამიგონია ჯერ იმისი, ჩემსას იტყოდა, ეს ძველი, იზაბელას დროის ესპანელი არის ვინმეო. - რატომ არა? ყველა თავის ბედნიერებას ნატრულობს. ჩემი აქ არის, როზინას გულში. მაგრამ რა? სევილიამდე ქალს გაეკიდოს კაცი, როდესაც მადრიდი და სასახლე ყოველ ნაბიჯზე ყოველგვარ გაუჭირვებელ სიამოვნებას წარმოუდგენენ? - კიდეც ამას გამოვექეც მე იქიდან. დავიღალე იმდენი გამარჯვებისაგან, რასაც აგრე გვიადვილებს ზოგან გამოსარჩენი, ზოგან ჩვეულება და ზოგან ამაოთა მოყვარება. უკეთესი რა იქნება, რომ ქალის გულში შენი სიყვარული ენთოს საკუთრად შენთვის და არა რისამე მიხედულობით. ამის დაჯერებას რომ შევიძლებდე... ეს ვიღა მოეხეტება...

    გამოსვლა მეორე

    ფიგარო და გრაფი დამალული

    ფიგარო. (ზურგზე განიერი ლენტით გიტარა ჰკიდია, ხელში ქაღალდი და ფანქარი უჭირავს და მხიარულად მოიმღერის)

    რას მიქვიან!.. შორს ჩვენგან,

    სევდა ხარ, თუ ნაღველო;

    ღვინოვ, შენ გენაცვალე

    ჩვენო გამახარელო!

    შენ რომ არ გასჩენოდი,

    კაცს რა ეშველებოდა?

    იცხოვრებდა ტუტუცად

    უდროოდ ჩაკვდებოდა. 

    აქამდის გვარიანად მოდის, ჰენ, ჰენ. 

    უდროოდ ჩაკვდებოდა.

    ღვინო და უსაქმობა 

    ჩემს გულზედა ცილობენ

    არა; ცილობენ კი არა, მშვიდობიანად ერთად ფლობენ... 

    შუა იყოფენ ჩემს გულს.

    ხომ ითქმის იყოფენო?.. ან მე რას ვამბობ, კაცმა მკითხოს. ჩვენი ოპერის მთხზველები აგრე კი არ უკვირდებიან საქმეს. დღეს, - თქმად არა ღირს, მართალია, მაგრამ - მღერიან: 

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1