Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ივან ილიჩის სიკვდილი
ივან ილიჩის სიკვდილი
ივან ილიჩის სიკვდილი
Ebook177 pages2 hours

ივან ილიჩის სიკვდილი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ივან ილიჩის სიკვდილი" 1882-86 წლებში იქმნებოდა. ნაწარმოებში მოთხრობილია სასამართლო მოხელის ტანჯვით აღსავსე სიკვდილის შესახებ. მოთხრობა საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი და ლევ ტოლსტოის უდიდესი ნაწარმოები მცირე პროზის ჟანრში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 24, 2015
ივან ილიჩის სიკვდილი

Read more from ლევ ტოლსტოი

Related to ივან ილიჩის სიკვდილი

Related ebooks

Reviews for ივან ილიჩის სიკვდილი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ივან ილიჩის სიკვდილი - ლევ ტოლსტოი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    თავი I

    თავი II

    თავი III

    თავი IV

    თავი V

    თავი VI

    თავი VII

    თავი VIII

    თავი IX

    თავი X

    თავი XI

    თავი XII

    საავტორო უფლება

    iBooks © 2015 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლევ ტოლსტოი - ივან ილიჩის სიკვდილი.

    I

    მელვინსკების საქმეთა შესახებ სხდომის შესვენებისას სასამართლო უწყებათა დიდ შენობაში წევრები და პროკურორი ივან ეგოროვიჩ შებეკის კაბინეტში შეიკრიბნენ და საუბარი გამართეს კრასოვსკის ცნობილი საქმის შესახებ. ფიოდორ ვასილევიჩი, ასაბუთებდა რა იურისდიქციის ნაკლებობას, გაცხარდა, ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა, პიოტრ ივანოვიჩი კი, რომელმაც კამათში მონაწილეობა არ მიიღო, მისთვის იჯდა და „უწყებებს" ეცნობოდა.

    ბატონებო! - თქვა მან. - ივან ილიჩი გარდაცვლილა.

    რას ბრძანებთ?

    აი, წაიკითხეთ. - უთხრა მან ფიოდორ ვასილევიჩს და ახალი, ჯერ კიდევ საღებავის სუნით გაჟღენთილი გაზეთი მიაწოდა.

    შავ ჩარჩოში განცხადება იყო ჩასმული: „პრასკოვია ფიოდოროვნა გოლოვინა ღრმა მწუხარებით იუწყება მისი ძვირფასი მეუღლის, სასამართლო პალატის წევრის, ივან ილიჩ გოლოვინის გარდაცვალებას, რასაც ადგილი ჰქონდა 1882 წლის 4 თებერვალს. დაკრძალვა შედგება პარასკევს, დღის 1 საათზე".

    ივან ილიჩი აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი გახლდათ და იგი ყველას უყვარდა. რამდენიმე კვირაა იავადმყოფა; ამბობდნენ, რომ მისი სენი უკურნებელი იყო. ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, მაგრამ არსებობდა აზრი, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში მის ადგილს ალექსეევი დაიკავებდა, ხოლო ალექსეევის ადგილს - ან ვინნიკოვი ან შტაბელი. ამგვარად, შეიტყეს თუ არა ივან ილიჩის სიკვდილი, პირველივე აზრი, რომელმაც დამსწრეებს გაურბინა, ეხებოდა ამ სიკვდილის გავლენას თავად წევრებისა და მათი ნაცნობების გადაადგილებებსა და დაწინაურებებზე.

    „ახლა ალბათ შტაბელის ან ვინნიკოვის ადგილს მივიღებ, - გაიფიქრა ფიოდორ ვასილევიჩმა. - კარგა ხანია მპირდებიან, თანაც ეს დაწინაურება კანცელარიის ხელფასის გარდა რვაას მანეთს ნიშნავს დამატებით."

    „კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვითხოვო, - გაიფიქრა პიოტრ ივანოვიჩმა. - ცოლს ძალიან გაუხარდება. ახლა ვეღარ მეტყვის, რომ მისი ნათესავებისთვის არაფერს ვაკეთებ".

    ასეც ვფიქრობდი, რომ ვეღარ ადგებოდა. - თქვა ხმამაღლა პიოტრ ივანოვიჩმა.

    იცის ვინმემ, რით იყო ავად?

    ექიმებმა დასკვნა ვერ გამოიტანეს. უფრო სწორად, დასკვნები გააკეთეს, მაგრამ განსხვავებული. უკანასკნელად რომ ვნახე, მეგონა გამოჯანმრთელდებოდა.

    მე კი დღესასწაულის შემდეგ არც მინახავს. ვაპირებდი, ვაპირებდი და...

    ქონება თუ გააჩნდა?

    მეუღლეს ჰქონია მცირედი ქონება, უმნიშვნელო.

    უნდა მივიდეთ. ისე, ძალიან შორს კი ცხოვრობდნენ.

    თქვენგან შორს. თქვენგან ყველაფერი შორია.

    არაფრით მპატიობს, რომ გაღმა ვცხოვრობ. - შებეკისადმი ღიმილით თქვა პიოტრ ივანოვიჩმა.

    ქალაქის შორი მანძილების შესახებ დაიწყეს საუბარი და სხდომაზე გაემართნენ.

    ამ სიკვდილით თითოეულში გამოწვეული სამსახურებრივი გადაადგილებებისა და ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გარდა, რაც ამ სიკვდილს შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ახლო ნაცნობის გარდაცვალების ფაქტმა ყველას აღუძრა სიხარულის გრძნობა იმის გამო, რომ მოკვდა ის და არა თვითონ.

    „როგორია? მოკვდა. მე კი ცოცხალი ვარ." - გაიფიქრა თითოეულმა. უფრო ახლობლებმა, ივან ილიჩის ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა, უნებურად იმის შესახებაც გაიფიქრეს, რომ იძულებულნი ხდებოდნენ თავაზიანობის წესები დაეცვათ და თანაგრძნობის ვიზიტით ქვრივთან პანაშვიდზე მისულიყვნენ.

    ყველაზე ახლობლები ფიოდორ ვასილევიჩი და პიოტრ ივანოვიჩი იყვნენ.

    პიოტრ ივანოვიჩი სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან მეგობრობდა მასთან და ივან ილიჩის მიერ დავალებულად თვლიდა თავს.

    სადილის განმავლობისას პიოტრ ივანოვიჩმა მეუღლეს ივან ილიჩის სიკვდილის ამბავი გადასცა, აცნობა ცოლისძმის მათ ოლქში გადმოყვანის მოსაზრება და ისე, რომ დასასვენებლად არ წამოწოლილა, ფრაკი ჩაიცვა და პანაშვიდზე გაემგზავრა.

    ივან ილიჩის სადარბაზოსთან ეტლი იდგა ორი მეეტლით. ქვევით, წინკარში, საკიდთან კედელს იყო მიყუდებული კუბოს ფარჩიანი სახურავი ფოჩებითა და ფხვნილით ნაწმენდი სირმით. ორი შავით მოსილი ქალბატონი ქურქს იხდიდა. ერთი, ივან ილიჩის და, ნაცნობი იყო, მეორე - უცნობი. პიოტრ ივანოვიჩის მეგობარი, შვარცი, ზევიდან ჩამოდიოდა, რომელმაც ზედა საფეხურიდანვე შეამჩნია შემოსული, გაჩერდა და თვალი ჩაუკრა, თითქოს ეუბნებოდა: „სულელურად გამოუვიდა ამ ივან ილიჩს; თუმცა ჩვენ სულ სხვები ვართ".

    შვარცის სახე ინგლისური ბაკენბარდებით და მისი ფრაკში გახვეული გამხდარი სხეული, როგორც ყოველთვის ნატიფი და მოზეიმე იყო, მაგრამ ეს საზეიმო გარეგნობა, რომელიც მუდამ წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი ხასიათის სილაღესთან, ამ ვითარებაში განსაკუთრებულ ეშხს შეიცავდა. ასე ფიქრობდა პიოტრ ივანოვიჩი.

    პიოტრ ივანოვიჩმა ქალბატონები გაატარა და მათ უკან დინჯად აუყვა კიბეს. შვარცი ზევით დარჩა. პიოტრ ივანოვიჩი მიუხვდა მიზანს: მას, როგორც ჩანს, მოლაპარაკება სურდა, სად ეთამაშათ საღამოს ვინტი. ქალბატონები კიბით ქვრივისკენ წავიდნენ, შვარცმა კი, მკაცრად მოკუმული ტუჩებითა და ცელქი გამოხედვით, წარბების მოძრაობით ანიშნა პიოტრ ივანოვიჩს მარჯვნივ, გარდაცვლილის ოთახისკენ.

    პიოტრ ივანოვიჩი, როგორც ეს ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე, განცვიფრებული შევიდა, ვერ ხვდებოდა რა, თუ რა ესაქმებოდა ამ ოთახში. ერთი იცოდა, რომ პირჯვრის გადაწერა ხელს არაფერს შეუშლიდა. იმაში კი, ამ დროს თავის დახრაც იყო აუცილებელი თუ არა, იგი დარწმუნებული არ გახლდათ და ამიტომ შუალედური ვარიანტი აირჩია: ოთახში შესულმა პირჯვარი გადაიწერა და თითქოს ოდნავ თავი დახარა. რამდენადაც მას ხელებისა და თავის მოძრაობა აძლევდა შესაძლებლობას, იგი იმავდროულად ოთახსაც ათვალიერებდა. ორი ახალგაზრდა, ერთი გიმნაზისტი, როგორც ჩანს, ძმისწული, პირჯვრის წერით გადიოდა ოთახიდან. მოხუცი ქალი გაუნძრევლად იდგა. ქალბატონი უცნაურად აწეული წარბებით მას რაღაცას ეუბნებოდა ჩურჩულით. სერთუკიანი მედავითნე, მხნე და გაბედული, რაღაცას კითხულობდა ხმამაღლა ისეთი გამომეტყველებით, რაც ნებისმიერ წინააღმდეგობას გამორიცხავდა. მებუფეტე გერასიმემ პიოტრ ივანოვიჩის წინ გაიარა და რაღაც მოყარა იატაკზე. დაინახა თუ არა ეს, პიოტრ ივანოვიჩმა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1