Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია
დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია
დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია
Ebook73 pages21 minutes

დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია" - ამ ნაშრომით ნ. ბერდიაევი წარსულის სახელმწიფოებრივი ფორმაციების ანალიზის საფუძველზე ცდილობს შეაფასოს სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ფორმები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 15, 2014
დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია

Related to დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია

Related ebooks

Reviews for დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დემოკრატია, სოციალიზმი და თეოკრატია - ნიკოლაი ბერდიაევი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    თავი პირველი

    თავი მეორე

    თავი მესამე

    საავტორო უფლება

    iBooks © 2014 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    I

    მე დეკომრატიისა და სოციალიზმის სულიერი ფუძემდებლური პრინციპები მაინტერესებს და, ამდენად, ჩემი კვლევის საგნად ვხდი არა ნახევრად დემოკრატიისა და ნახევრად სოციალიზმის მრავალფეროვან ფორმებს, არამედ ამ ტიპების ზღვრულ გამოხატულებებს, მათ იდეას. დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის არსებობს სხვადასხვა გარდამავალი ფორმები, მათი შეხამება და კომბინაციები. არსებობს უამრავი პარტია, რომელიც საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატიულს უწოდებს, მაგრამ მართლები იყვნენ ბოლშევიკები, როდესაც მათ გააუქმეს სახელწოდება „სოციალ-დემოკრატიული და საკუთარ თავს კომუნისტები უწოდეს, ანუ კომუნისტურ მანიფესტს დაუბრუნდნენ. მარქსი კომუნისტი იყო. ის არ იყო სოციალ-დემოკრატი, და არასოდეს ყოფილა იგი დემოკრატი. პათოსი მისი არსებითად ანტიდემოკრატიულია. მეცნიერული" სოციალიზმი წარმოიქმნა და ევროპის ხალხების აზრსა და ცხოვრებაში შევიდა არა როგორც დემოკრატიული მოძღვრება. ასევე არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიული იყო სენ-სიმონის უტოპიური სოციალიზმი, რომელიც წარმოადგენდა რეაქციას საფრანგეთის რევოლუციაზე და დიდწილად ჟ. დე მესტრის მოძღვრების სულიერი მონათესავე გახლდათ. დემოკრატია და სოციალიზმი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რუსი კომუნისტები მართლები არიან ამის მტკიცებისას. ჟორესის ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, დასაბუთებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის ფარგლებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ სოციალიზმს. ეს ნახევრად სოციალიზმია, რომელიც არ გამოხატავს სოციალისტურ იდეას. ჩვენი სოციალისტ-რევოლუციონერები და მენშევიკებიც, როგორც ჩანს, მემარცხენე დემოკრატები უფრო არიან, ვიდრე სოციალისტები.

    დემოკრატიას ფორმალური ხასიათი გააჩნია, მან თავად არ იცის საკუთარი არსი და დასამტკიცებელი პრინციპის ფარგლებში არანაირი არსი არ გააჩნია. დემოკრატიას არ სურს იცოდეს, რისთვის ხდება ერის ნების გამოხატვა და არ სურს ერის ნება რაიმე უმაღლეს მიზანს დაუქვემდებაროს. იმ წუთს, როდესაც დემოკრატია გააცნობიერებს მიზანს, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ერის ნება, იგი მოიხვეჭს ღირსეულ საგანს საკუთარი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1