Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

უკანასკნელის წინა სიტყვები
უკანასკნელის წინა სიტყვები
უკანასკნელის წინა სიტყვები
Ebook122 pages40 minutes

უკანასკნელის წინა სიტყვები

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 3, 2019
უკანასკნელის წინა სიტყვები

Read more from ლევ შესტოვი

Related to უკანასკნელის წინა სიტყვები

Related ebooks

Reviews for უკანასკნელის წინა სიტყვები

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    უკანასკნელის წინა სიტყვები - ლევ შესტოვი

    ლევ შესტოვი - უკანასკნელი წინა სიტყვები

    Лев Шестов - Предпоследние Слова

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს.

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    I

    De omnibus dubitandum[1]. ფილოსოფოსებს შორის უკვე აღარ დარჩა მართლმორწმუნე ჰეგელიანელი, მაგრამ ჰეგელი ჯერ კიდევ განაგრძობს ჩვენს თანამედროვეთა გონებებზე ბატონობას. მისი ზოგი იდეა ახლა უფერო ღრმა ფესვს იდგამს, ვიდრე ჰეგელიანობის გაფურჩქვნის ხანაში. მაგალითად, აზრი იმის შესახებ, რომ ისტორია არის იდეის გახსნა სინამდვილეში ან, უფრო მოკლედ და თანამედროვე გონებისთვის მეტად ახლობელი ცნებებით თუ გამოვთქვამთ, პროგრესის იდეა. შეეცადეთ ეს პუნქტი განათლებულ ადამიანს გადაათქმევინოთ: ალბათ მარცხს განიცდით. მაგრამ - De omnibus dubitandum - სხვა სიტყვებით, იმ შემთხვევებში, როდესაც შეხედულება განსაკუთრებით მდგრადი და ურყევია, დაეჭვებამ უნდა შეასრულოს თავისი დიადი მისია. ამ მიზეზით კი, გსურს თუ არ გსურს, გიწევს დაშვების გაკეთება, რომ ეგრეთ წოდებული პროგრესი, ანუ ადამიანის განვითარება დროში - ფიქციაა. მიუხედავად იმისა, რომ უსადენო ტელეგრაფი გვაქვს, რადიუმი და სხვა დანარჩენი, ძველ რომაელებსა ან ბერძნებზე წინ არ წავსულვართ. უშვებთ ამას?

    ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი: თუმცაღა უსადენო ტელეგრაფსა და ცივილიზაციის სხვა სიამეებს ვფლობთ, მაინც არ ვდგევართ წითელკანიან ან შავკანიან ველურებზე მაღლა. თქვენ პროტესტს გამოთქვამთ - მაგრამ პრინციპი გვავალდებულებს: თუ დაეჭვდით, უკან ნუღარ იხევთ.

    თავის მხრივ, უნდა ვაღიარო, რომ აზრი ველურთა სულიერი სრულყოფილების შესახებ მეწვია, როდესაც მცირე ხნის წინ, პირველად მრავალი წლის შემდეგ, შემთხვევით მომიწია ტეილორის, ლებოკის და სპენსერის შრომების გადახედვა. ისინი ისეთი დამაჯერებლობით საუბრობენ ჩვენი სულიერი ორგანიზაციის უპირატესობათა შესახებ და იმდენად გულწრფელად სძულთ ველურთა ზნეობრივი სიმახინჯე, რომ მე უნებურად ვიფიქრე: სახელდობრ აქ, სადაც ყველა ისეა დარწმუნებული, რომ არავინ არასოდეს ამოწმებს, ხომ არ იმალება ცდომილების წყარო? Es ist höchste Zeit[2] გვახსოვდეს დეკარტე და მისი წესი! როგორც კი დავეჭვდი - მთელი ჩემი თავდაჯერებულობა (მე ხომ, რაღა თქმა უნდა, ინგლისელ ანთროპოლოგთა თვალსაზრისს ვიზიარებდი) გაქრა... მე მომეჩვენა, რომ ველურები მართლაც უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ჩვენი სწავლულები, და არა მხოლოდ მატერიალისტები, როგორც პროფ. პაულსენი ფიქრობს, არამედ იდეალისტები, მეტაფიზიკოსები, მისტიკოსები და თვით მორწმუნე მისიონერებიც (ჭეშმარიტი მორწმუნეები და არა სარგებლისა და თავგდასავლების მაძიებლები), რომლებსაც ევროპა გზავნის დედამიწის სხვადასხვა მხარეებში ჩამორჩენილ ძმათა გასანათლებლად. მე მომეჩვენა, რომ ველურებს შორის გავრცელებული სასესხო გარიგებები ვალის იმქვეყნად გადახდის პირობით უღრმესი აზრის მატარებელია. ადამიანის მსხვერპლად შეწირვის შესახებ აღარაფერს ვამბობ! სპენსერი ამაში ბარბაროსობას ხედავს, როგორც ეს განათლებულ ევროპელს შეეფერება. მეც ბარბაროსობას ვხედავ, რადგან მეც ევროპელი ვარ და მეც შევისწავლიდი მეცნიერებებს. მაგრამ მე ღრმად მშურს მათი ბარბაროსობისა და ვწყევლი ჩემს კულტურულობას, რომელმაც მორწმუნე მისიონერებთან, იდეალისტ ფილოსოფოსებთან, პოზიტივისტებსა და მატერიალისტებთან ერთად წვდომადი სამყაროს მხუთავ და მომაბეზრებელ სამყაროში მომაქცია. ჩვენ შესაძლოა ვწეროთ წიგნები სულის უკვდავების შესახებ, მაგრამ ჩვენი ცოლები არ გამოგვყვებიან მიღმურ სამყაროში, არამედ ამჯობინებენ ამქვეყნად ათრიონ ქვრივის უღელი. ჩვენი ზნეობა, რომელიც რელიგიას ეფუძნება, გვიკრძალავს მარადიულობისკენ სიჩქარეს. ასეა ყველაფერში. ჩვენ ვვარაუდობთ, უკეთეს შემთხვევაში კი უქმთა მსგავსად ვოცნებობთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ჩვენი ვარაუდებისა და ოცნებების მიღმა მიედინება. ვიღაც ჯერ კიდევ იღებს ეკლესიურ ვალდებულებებს - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ისინი - და სერიოზულად ფიქრობს, რომ ამგვარად ის მიღმურ სამყაროსთანაა შეხებაში. ადათს იქით ნაბიჯსაც არავინ დგამს. კანტი 80 წლის გარდაიცვალა. რომ არა ქოლერა, ჰეგელი ას წელიწადს იცხოვრებდა, ველურებთან კი - ველურებთან ახალგაზრდები კლავენ მოხუცებს და... ბოლომდე არ ვიტყვი, რათა მგრძნობიარე ადამიანთა სმენა არ შეურაცხვყო. კვლავ შეგახსენებთ დეკარტეს და ვიკითხავ: ვინ არის მართალი, ველურები თუ ჩვენ? ხოლო თუ ველურები არიან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1