Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კურიერის ამბები
კურიერის ამბები
კურიერის ამბები
Ebook178 pages2 hours

კურიერის ამბები

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"კურიერის ამბები" ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.

Languageქართული ენა
Release dateFeb 1, 2023
ISBN9789941371806
კურიერის ამბები

Related to კურიერის ამბები

Related ebooks

Related categories

Reviews for კურიერის ამბები

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კურიერის ამბები - Temo Rekhviashvili

    ამბავი პირველი

    თეატრი და ქუჩა

    იქნებ ოდესმე ის ცნობილი ისტორიაც გიამბოთ, ლისის ტბაზე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გამოსული, რამდენიმე საათში როგორ აღმოვჩნდი ჰამბურგში, და როგორ დავიკარგე მის ბნელ ქუჩებში. მაგრამ სანამ მე და თქვენ ისე გავიცნობთ ერთმანეთს, რომ საქმე აქამდე მივა, მანამდე ალბათ კიდევ რამდენიმე ათას კილომეტრს დავფარავ ჩემი მოპედით, რომელიც ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ მეგობრის სახელზე განვადებით გამოვიტანე.

    პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზარ­მა კურიერად დამარეგულირა, დღეში საშუალოდ 100-120 კილომეტრს გავდივარ და თუ თქვენც კურიერად მუშაობა გადაწყვიტეთ, ერთ რჩევას მოგცემთ: ჯერ იმას შეეგუე, რომ ადამიანების უმეტესობა შენობით დაგიწყებს ლაპარაკს და, რაც მთავარია, გახსოვდეს:

    თბილისში ქუჩებს კენტი ნომრები მარჯვნივ აქვს, ლუწი – მარცხნივ. მარჯვენა მხარე კი ქუჩის დასაწყისიდან იწყება. ქუჩის დასაწყისი რომელია და ბოლო რომელია, ამის მისახვედრად ქალაქის ცენტრისკენ ზურგით უნდა დადგე, ქალაქის ცენტრი კი ქალაქის საკრებულოა.

    აი, დაფიქრდი, დგახარ საკრებულოს წინ, ადრე მერიაც რომ იყო, თავისუფლების მოედანზე, იყურები რუსთაველის გამზირისკენ, მარჯვენა მხარესაა 1, 3, 5 და ა.შ. ნომერი, მარცხენა მხარეს – 2, 4, 6 და ა.შ. იგივე ხდება პუშკინის, ლეონიძის, გალაკტიონის და დადიანის ქუჩებზეც. კოტე აფხაზის ქუჩის (დღემდე რომ ლესელიძედ მოვიხსენიებთ) ნუმერაციაც საკრებულოდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ მანქანები ქვევიდან, მეიდნიდან მოუყვებიან. გესმის, ხო?

    სხვა რაიონებიდან საკრებულო საერთოდ არ ჩანს, მაგრამ, დავუშვათ, ხარ სამგორში – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის სახელობის გამზირზეც იგივე ხდება. ამ დროს უბრალოდ უნდა წარმოიდგინო, რომელ მხარეს შეიძლება იყოს საკრებულო და, შესაბამისად, აქაც ზურგით დადგები და იმავე ხერხს მიმართავ.

    მაგრამ, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: აი, როგორც ინგლისურ ენაშია – ორი O (oo) ერთად იკითხება, როგორც უ – cool (ქულ), snooze (სნუზ), snoop dog (სნუპ დოგ), და ა.შ. მაგრამ არსებობს Doors (დორზ), – ეს გამონაკლისია, ყოველგვარი ლოგიკის და პრინციპების გარეშე.

    სწორედ იგივენაირი ულოგიკო გამონაკლისები გვხვდება „კურიერის კანონშიც", ანუ, მაგალითად, აკაკი ბელიაშვილზე, ბესარიონ ჟღენტზე და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ნუმერაცია ქალაქის ცენტრიდან არ გამომდინარეობს და საერთოდ ვერ ვხვდები, რა პრინციპითაა შენობები დანომრილი.

    ჩემი რამდენიმე თავგადასავლისათვის ჯერ ვფიქრობდი, რომ „კურიერის ამბების მაგივრად, „უიღბლო მსახიობის ისტორიები დამერქმია, მაგრამ ჩემზე უფრო უიღბლო მსახიობების მომერიდა, რადგან თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მათსავით სახლში დაჯდომა არ მომიწია და ერთბაშად ორ თეატრში დავიწყე მუშაობა.

    მუშაობა?

    ვინც მსახიობობას სერიოზულად აპირებს, იმას ნამდვილად არ ფიქრობს, ჩავაბარებ სამსახიობოზე, 4 წელს თითქმის ყოველ წუთს სწავლაში გავატარებ და მერე, ათასში ერთხელ, რამე დიდ, საშუალო ან თუნდაც პატარა როლს ვითამაშებ რომელიმე მიყრუებულ თეატრშიო.

    პირიქით, ოთხწლიანი სტუდენტობის შემდეგ მას ჰოლივუდის ან ევროპული კინოს ამომავალ ვარსკვლავად თუ ვერ წარმოუდგენია თავი, ფიქრობს, რომ სულ მცირე რუსთაველის, მარჯანიშვილის ან რომელიმე „სახელმწიფო თეატრის" შტატის (!) მსახიობი მაინც გახდება. თავიდან თვეში 600 ლარს აიღებს, გაზრდის პერსპექტივით და პარალელურად, რეპეტიციებისგან თავისუფალ დროს, ფილმებშიც და სერიალებშიც გადაიღებენ.

    მეც სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ასეთი მომავალი მელოდა და ორივე მიყრუებულ თეატრში იმედიანად ვშრომობდი, რომ იქნებ რომელიმე მათგანს შტატში ავეყვანე, სანამ რამე უკეთესი ვარიანტი გამომიჩნდებოდა ცხოვრებაში.

    ახმეტელის თეატრში „მაკნატუნა" ორ თვეში დავდგით, ჩემთვის და სხვა ჩემნაირი მიწვეული მსახიობებისთვის ყოველ­დღიურ რეპეტიციებში ჰონორარი არ მოუციათ, მაგრამ გაგვიმართლა, პრემიერა დეკემბერში შედგა და ამიტომ წინასაახალწლოდ დღეში სამ სპექტაკლს ვმართავდით, 10:00-ზე, 12:00-ზე და 14:00-ზე.

    სპექტაკლში 20 ლარი გვქონდა და 3 სპექტაკლი კია დღეში 60 ლარი, რომელსაც თურმე სახელმწიფო 20%-ს აჭრის და 60 ლარი სულაც არ გამოდის, მაგრამ შიმშილით მაინც არ მოკვდები, თუ, რა თქმა უნდა, ჭამის დრო გამონახე, რაც არც ისე იოლია, როცა ერთი თეატრი გლდანშია და მეორე თეატრში გაგვიანდება, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს.

    რუსთავში ლევან გოთუას „გმირთა ვარამში" ვთამაშობდით მე და ჩემი ჯგუფელები. რეჟისორი, გიორგი ქანთარია, ჩვენი აწ უკვე ყოფილი პედაგოგი იყო და მისი ყოველი რეპეტიცია ძალიან გვიყვარდა, არანაირი მატერიალური დაინტერესება არ გვქონია და რუსთავის თეატრიც პატიოსნად გვირიცხავდა სპექტაკლში 12 ლარს.

    პირველად კი საკუთარ თავსა და პროფესიაში ეჭვი მაშინ შემეპარა, როცა ახმეტელის თეატრში სამის მაგივრად, მოულოდნელად, მეოთხე სპექტაკლიც დაინიშნა. ეს ოთხი „მაკნატუნა ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ შესვენებებზე ჭამა ვერ მოვასწარი და იქიდან გამოსული, საშინლად დაღლილი და მშიერი გავიქეცი „გლდანი-რუსთავის მარშუტკისკენ, რათა „გმირთა ვარამისთვის" ჩამესწრო, სადაც კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის მეორე ვაჟის, დავით ბატონიშვილის (1569-1602) როლს ვთამაშობდი.

    გზა გლდანიდან რუსთავამდე შორია, სტრესულია და საცობებით სავსე, მაგრამ, როცა დამწყებ მსახიობს იმ დღეს უკვე მეხუთე სპექტაკლის სათამაშოდ გაგვიანდება, უფრო შორია, უფრო სტრესულია და უფრო საცობებით სავსე. მითუმეტეს, თუ იცი, რომ ამ ჯერზე არასაბავშვო, სამსაათიანი „გმირთა ვარამის ყველა ბილეთი რუსთავის თეატრმა, გეგონება, ახმეტელის თეატრის საბავშვო „მაკნატუნა იყოს, სკოლის მოსწავლეებს მიჰყიდა.

    მართალია, უფროსკლასელებს, მაგრამ მაინც სკოლის მოსწავლეებს.

    ჩავასწარი!

    გამოვიცვალე!

    სპექტაკლი ომის სცენით იწყება. მშიერმა და დაღლილმა თავდაცვის ილეთი არასწორად გავაკეთე და კილონახევრიანი დაბლაგვებული ხმლით პარტნიორმა უნებურად თავი გამიტეხა. შესვენებაზე მსახიობთა ფოიეში სისხლდენა შემიჩერეს, თავზე რაღაც დამაკრეს და დაიწყო მეორე მოქმედება.

    არა, „მშიერი და „დაღლილი ნამდვილად ვერ აღწერს ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას, როცა მე თან „მრისხანე და „ამაყი ბატონიშვილიც ვიყავი, რომელიც მეფის ტახტის გამო საკუთარ ძმას სასიკვდილოდ იმეტებს.

    და, აი, ჩემი აღმზრდელი, ომან ჩოლოყაშვილი მაწვდის საწამ­ლავს და მეუბნება, რომ, თუ დალევ, დროებით ავად გახდები, სამეფო კარი მომაკვდავად ჩაგთვლის, ოსმალეთი მომაკვდავ ბატონიშვილს არ მიგიღებს მძევლად და მამაშენი იძულებული გახდება, შენი უფროსი ძმა, ტახტის მემკვიდრე გაგზავნოს სტამბოლს, რითაც, გარდა იმისა, რომ ტყვეობას გადარჩები, ტახტის მემკვიდრეობაც შეგრჩებაო.

    მე ამ წამალს და ჩაფიქრებულ სახეს ვიღებ.

    მაყურებელი ელოდება, რომ დავლევ და ძმას გავყიდი.

    მაგრამ არა!

    საწამლავი მოვისროლე!

    ამ დროს სისხლადუღებული რუსთაველი ახალგაზრდები ტაშით და ოვაციით ეგებებიან ჩემი პერსონაჟის ამ საქციელს.

    მაგრამ რა ხდება?!

    ამ მოსროლილ საწამლავს ჩემი პერსონაჟი მაინც იღებს, გადაიფიქრებს და დალევს.

    მოულოდნელად დარბაზში ხმა ისმის:

    პირველი მაყურებელი: შენი ბოზი დედა მოვტყან!

    მეორე მაყურებელი: ნაბიჭვარო!

    კაპელდინერი: ჩშშშშშშ!

    უცებ, რატომღაც, სტუდენტობის ოცნებები მახსენდება და დათო ხორბალაძის და მიშელ უელბეკის პერსონაჟებივით ვიწყებ ფიქრს:

    აი, თავგატეხილი ვდგავარ რუსთავის თეატრის სცენაზე, ახმეტელის თეატრიდან გამორბენილი და დარბაზიდან სკოლის მოსწავლეები მაგინებენ, ჩემი დამპალი ცხოვრებაც ეს ყოფილა.

    ვფიქრობ და აბიტურიენტობის დროინდელ საკუთარ თავს წარმოვიდგენ, რომელიც ტირის და ამ დროს მეც მასთან ერთად ვტირი.

    შუა სცენაზე მომდის ცრემლები.

    რა სირცხვილია, დავით ბატონიშვილის კოსტიუმში ვარ გამოწყობილი და ვტირი.

    ამას ვაცნობიერებ და სცენიდან გავდივარ.

    საგრიმიოროში ვიკეტები.

    ბოლო წვეთ ცრემლამდე ვტირი.

    ვწყნარდები!

    მსახიობთა ფოიეში გამოვდივარ!

    შემდეგი გამოსვლისთვის ვემზადები.

    იქ მყოფები ჩემს დაწყნარებას ცდილობენ:

    – კარგი რა, ბიჭო, რა გატირებს? შენ კი არ გაგინეს, შენს პერსონაჟს აგინეს. უნდა გიხაროდეს, ესე იგი, კარგად ითამაშე და მაგარი მსახიობი ხარ!

    ამის გამო ისევ ცრემლები წამომივიდა: „ნუთუ კოლეგებს ისეთი პრიმიტიული არსება ვგონივარ, რომ მაყურებლის შეგინების გამო ამიტყდა ტირილი?" – გავიფიქრე, სცენაზე გავედი, სპექტაკლი ბოლომდე ვითამაშე, გამოვიცვალე, თბილისის მარშუტკაში ჩავჯექი, სახლში ამოვედი, ლოგინში ჩავწექი და ტირილი და ფიქრი გავაგრძელე.

    მეორე დღეს გადავწყვიტე, ორივე თეატრიდან წამოვსულიყავი და თავი სხვა რამით გამეტანა.

    ჰო, მართლა, იმ დღეს შეკვეთებს ვარიგებდი და ყველა თეატრის წინ ასეთი წარწერა შემხვდა: „მსახიობი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1