Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დედამიწიდან მთვარემდე
დედამიწიდან მთვარემდე
დედამიწიდან მთვარემდე
Ebook430 pages7 hours

დედამიწიდან მთვარემდე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“ ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 24, 2022
დედამიწიდან მთვარემდე

Related to დედამიწიდან მთვარემდე

Related ebooks

Reviews for დედამიწიდან მთვარემდე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დედამიწიდან მთვარემდე - ჟიულ ვერნი

    ჟიულ ვერნი - დედამიწიდან მთვარემდე

    Jules Verne - De la Terre à la Lune

    97 საათსა და 20 წუთში პირდაპირი გზით

    სარჩევი

    პირველი თავი. „საზარბაზნე კლუბი"

    მეორე თავი. ბარბიკენის განაცხადი

    მესამე თავი. ეფექტი, რომელიც ბარბიკენის სიტყვამ მოახდინა

    მეოთხე თავი. კემბრიჯის ობსერვატორიის პასუხი

    მეხუთე თავი. მოთხრობა მთვარეზე

    მეექვსე თავი. იმაზე, რისი არცოდნაც შეუძლებელია და იმაზე, რისი რწმენაც აწ უკვე აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    მეშვიდე თავი. ჰიმნი ყუმბარას

    მერვე თავი. ზარბაზნის ამბავი

    მეცხრე თავი. დენთის საკითხი

    მეათე თავი. ოცდახუთ მილიონ მეგობართა შორის ერთი მტერი გამოერია

    მეთერთმეტე თავი. ფლორიდა და ტეხასი

    მეთორმეტე თავი. Urbi et Orbi

    მეცამეტე თავი. „სტონზჰილი"

    მეთოთხმეტე თავი. წერაქვი და ბარი

    მეთხუთმეტე თავი. „ჩამოსხმის ზეიმი"

    მეთექვსმეტე თავი. კოლუმბიადა

    მეჩვიდმეტე თავი. დეპეშა

    მეთვრამეტე თავი. „ატლანტის" მგზავრები

    მეცხრამეტე თავი. მიტინგი

    მეოცე თავი. შეტევა და თავდაცვა

    ოცდამეერთე თავი. როგორ მოაგვარა ფრანგმა საქმე

    ოცდამეორე თავი. შეერთებული შტატების ახალი მოქალაქე

    ოცდამესამე თავი. ყუმბარა-ვაგონი

    ოცდამეოთხე თავი. ტელესკოპი კლდოვან გორაკზე

    ოცდამეხუთე თავი. უკანასკნელი სამზადისი

    ოცდამეექვსე თავი. გასროლა

    ოცდამეშვიდე თავი. ღრუბლიანი ამინდი

    ოცდამერვე თავი. ახალი მნათობი

    პირველი თავი. „საზარბაზნე კლუბი"

    ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს მერილენდის შტატის მთავარ ქალაქ ბალტიმორში ძლიერ გავლენიანი კლუბი დაარსდა. ცნობილია, რა ენერგიით გაიღვიძა მაშინ სამხედრო ინსტიქტმა ამერიკელებში – გემის მეპატრონეებსა, ვაჭრებსა და ხელოსნებში. უბრალო სოვდაგრები ტოვებდნენ თავიანთ დახლს და ყოველგვარ „უესტ პოინტის სამხედრო სასწავლებლის დიპლომის გარეშე კაპიტნები, პოლკოვნიკები, გენერლები ხდებოდნენ. სულ მალე ისინი „ძველ მატერიკიდან მოსული თავიანთი თანამოძმეების მსგავსად არ ზოგავდნენ არც ყუმბარებს, არც მილიონებს, არც ადამიანებს და, რაც მთავარია, „ომის ხელოვნებაში" გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. საარტილერიო მეცნიერებაში – ბალისტიკაში – ამერიკელებმა ყველას გასაოცრად მაშინ ევროპელებსაც კი გაუსწრეს. ვერ ვიტყვით, რომ სროლის ტექნიკაში დიდ სრულყოფილებას მიაღწიეს, მაგრამ მათ შექმნეს ისეთი უჩვეულო ზომისა და გაბარიტის ზარბზნები, როლებიც საოცარ მანძილზე ისროდნენ. მცელავ, დაფენილ, ირიბ, სიგრძივ თუ ზურგიდან სროლაში ინგლისელებს, ფრანგებსა და პრუსიელებს არაფერი აქვთ სასწავლი. მაგრამ მათი ქვემეხები, ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები ამერიკელების შესანიშნავ არტილერიის გვერდით მხოლოდ ჯიბის პისტოლეტებივით თუ გამოიყურებიან.

    და ეს არც გასაოცარია, ვინაიდან იანკები, მსოფლიოს მექანიკოსები, ისევე არიან დაბადებით ინჟინრები, როგორც იტალიელები – მუსიკოსები, ხოლო გერმანელები – მეტაფიზიკოსები. ბუნებრივია, რომ მათ საარტილერიო მეცნიერებაში შეიტანეს თავიანთი წვლილი. საცქერლად საამო, მაგრამ საკერავ მანქანაზე უფრო ნაკლებად საჭირო მათმა გიგანტურმა ქვემეხებმა ყველას გაოცება გამოიწვია. ყველასათვის ცნობილია პაროტის, დალგრინისა და როდმენის ცეცხლმსროლელი იარაღი. მათ ევროპელ კოლეგებს არმსტრონგს, პალიზერსა და ტრეი-დე-ბოლიეს ისღა დარჩენოდათ, რომ მოწიწებით დაეხარათ თავი ოკეანის გაღმელი მეტოქეების წინაშე. ჩდრილოელებისა და სამხრეთელების სისხლისმღვრელი ომის დროს არტილერისტები განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ. შტატების გაზეთები ქება-დიდებას ასხამდნენ მათ გამოგონებებს. ამ პერიოდისათვის ალბათ არ იყო არც ერთი წვრილი ვაჭარი, ან თუნდაც გულუბრყვილო hooby[1], რომელიც დღედაღამ თავს არ იტეხდა რომელიმე გიჟური ტრაექტორიის გამოთვლაზე.

    თუ ერთ ამერიკელს რაიმე აზრი დაებადა, ამხანაგებს ეძებს, ვინც მის იდეას გაიზიარებს. თუ ისინი სამნი არიან, მაშინ ერთ-ერთს პრეზიდენტად ირჩევენ, ხოლო ორს მდივნად. ოთხნი ნიშნავენ არქივარიუსს და ბიუროც დაარსებულია. თუ ხუთნი არიან, მაშინ ასამბლეაც მზადაა და კლუბი ჩამოყალიბებულია.

    სწორედ ასე მოხდა ბალტიმორშიც. ის, ვინც მოიგონა ახალი ქვემეხი, პირველი შევიდა კავშირში იმასთან ერთად, ვინც პირველი დაეთანხმა ქვემეხები ჩამოესხა და იმასთან, ვინც პირველად შეუდგა მის გაბურღვას. ასე შეიქმნა „საზარბაზნე კლუბის პირველი „ბირთვი. ერთი თვის შემდეგ კლუბში უკვე ირიცხებოდა 1 833 ნამდვილი და 35 365 წევრ-კორესპოდენტი.

    ყველას, ვისაც წევრად გახდომის სურვილი გააჩნდა, უყენებდნენ Condition sine qua non[2]-ს. მას გამოგონილი უნდა ჰქონოდა, ან ყოველ შემთხვევაში უნდა გაეუმჯობესებინა რაიმე ქვემეხი, უკიდურეს შემთხვევაში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა უნდა ითქვას, რომ თხუთმეტსასროლიანი რევოლვერების, ნახევრად ავტომატური კარაბინებისა და საბელ პისტოლეტების გამომგონებლები არცთუ ისე დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.

    არტილერისტები მათ ყველგან და ყოველთვის ჩრდილავდნენ.

    – „პატივი, რასაც ისინი იხვეჭენ, – განაცხადა ერთხელ „საზარბაზნე კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო განსწავლულმა ორატორმა, – პირდაპირ პროპორციულია მათი ზარბაზნების „მასისა და „მანძილის კვადრატებისა", რასაც მათ მიერ ნასროლი ჭურვები გადიან.

    ცოტას არ გაწყდა, ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებაზე გაავრცელეს.

    ადვილი წაროსადგენია ამერიკული გამომგონებლობის გაქანება „საზარბაზნე კლუბის" დაარსების შემდეგ. სამხედრო აღჭურვილობამ კოლოსალურ ზომებს მიაღწია, ხოლო ყუმბარები ნებადართულ მანძილებს გადასცდა და ზოგჯერ ისინი სრულიად უწყინარ გამვლელს ნაფლეთებად აქცევდა ხოლმე. ყველა ამ გამოგონებამ მალე შორს ჩამოიტოვა ჩვეულებრივი ზომის ევროპული სამხედრო იარაღები. აი, ციფრებიც:

    უპირველეს ყოვლისა, იმ „ნეტარსახსენებელ დროს ოცდათექვსმეტი ფუტის მქონე ყუმბარა სამასი მილის მანძილზე სპობდა ოცდათექვსმეტ ცხენს და სამოცდარვა კაცს. ეს იყო საარტილერიო ხელოვნების ყრმობის ხანა. მას შემდეგ ყუმბარები ბევრად გაუმჯობესდა. მაგალითად, როდმენის ქვემეხს, რომლის ყუმბარაც ნახევარ ტონას იწონიდა, თავისუფლად შეეძლო შვიდი მილის მანძილზე ას ორმოცდაათი ცხენისა და სამასი კაცის განადგურება. „საზარბაზნე კლუბში ბჭობდნენ კიდეც, გამოეცადათ ეს ქვემეხები, ოღონდ ეგ იყო, ცხენები კიდეც რომ დათანხმებულიყვნენ, ადამიანებს შორის არავინ აღმოჩნდა ამ გამოცდის მსურველი.

    ყოველ შემთხვევაში, ყველა ეს იარაღი სიკვდილს თესავდა: ყოველი მათი გასროლისას მეომრები მოცელილი თავთავებივით ცვიოდნენ. რა საცოდავი ჩანდა ამისთანა ყუმბარებთან შედარებით ის სახელგანთქმული ჭურვი, რომელმაც 1587 წელს კუტრასთან ბრძოლისას ოცდახუთი კაცი მოკლა, ისიც, 1758 წელს ცორდნორფთან ბრძოლისას მხოლოდ ორმოცი ქვეითი რომ დახოცა და ბოლოს ავსტრიული ქვემეხები, კესელდორფთან ყოველი გასროლისას სამოდაათ მოწინააღმდეგეს რომ ცელავდა. რას წარმოიდგენდა დღეისათვის ნაპოლეონის ქვემეხები, რომლებმაც იენის და აუსტერლიცის ბრძოლების ბედი გადაწყვიტა?

    ყოველივე ეს ახლა სასაცილო ჩანდა. გეტისბერგთან ბრძოლის დროს ხრახნიანი ქვემეხიდან გასროლილმა კონუსისებურმა ჭურვმა ერთბაშად ას სამოცდაათი სამხრეთელი მიაწვინა, ხოლო მდინარე პოტომაკზე გადასვლის დროს როდმენის ერთმა ყუმბარამ ორას თხუთმეტი სამხრეთელი გაისტუმრა საიქიოს. გავიხსენოთ „საზარბაზნე კლუბის" სახელგანთქმული წევრისა და მუდმივი მდივნის ჯ. ტ. მასტონის გამოგონილი მორტირიც, რომლის გამოცდის დროს დაიღუპა სამას ოცდაჩვიდმეტი კაცი. მართალია, ეს მსხვერპლი თვით მორტირის აფეთქებამ გამოიწვია, მაგრამ შედეგი მაინც შედეგია.

    კიდევ რა შეიძლება დავუმატოთ ამ სისხლიან ციფრებს? თითქმის აღარაფერი. ამიტომ ვერავინ შეედავება სტატისტიკოს პიტკერნის გამოანგარიშებას: არტილერიის მსხვერპლთა რიცხვის „საზარბაზნე კლუბის" წევრთა რიცხვზე გაყოფით მან დაადგინა, რომ თითოეულ წევრზე საშუალოდ 2 375 კაცზე მეტი მოკლული მოდიოდა.

    თუ ჩავუფიქრდებით ამ ციფრებს, ნათელი გახდება, რომ მეცნიერთა საზოგადოების ერთადერთ საზრუნავს შეადგენდა ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა (თუნდაც ფილანტროპიული მიზნით) საბრძოლო იარაღების სრულყოფის გზით. ამ იარაღებს კი ცივილიზაციის ინსტრუმენტებთან ათანაბრებდნენ. ეს იყო სიკვდილის ანგელოზების თავისებური კავშირი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხსენებული ანგელოზები ცხოვრებაში ერთობ კეთილი ზნისანი იყვნენ.

    აქვე უნდა დავუმატოთ, რომ იანკები, ძლიერ მამაცი ადამიანები, არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გამოთვლებით, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოეცადათ ყოველი თავიანთი ახალი გამოგონება. „საზარბაზნე კლუბის" წევრთა შორის იყო ყველა რანგის ოფიცერი: ლეინტენანტიდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, ყველა ასაკის სამხედრო, ახალწვეული და ამ საქმეს შებერებული ხალხი. უმრავლესობა ბრძოლის ველზე ტოვებდა სიცოცხლეს და კლუბის საპატიო წიგნში იწერებოდა, ხოლო დაბრუნებულთა უმრავლესობას მამაცობის უტყუარი კვალი ჩამოჰყვებოდა ხოლმე.

    რას არ ნახავდით კლუბში: ხის ფეხებს, რკინის კაუჭიან ხელოვნურ ხელებს, პლატინის ცხვირებს, ვერცხლის კეფებსა და კაუჩუკის შუბლების მთელ კოლექციას. სტატისტიკოს პიტკერნის გამოთვლით, მთელ კლუბში ყოველ ოთხ კაცზე მხოლოდ ერთი ხელი, ხოლო ექვს კაცზე ორი ფეხი მოდიოდა.

    თუმცა მამაცი არტილერისტები ასეთ „წვრილმანებს" ყურადღებას არ აქცევდნენ და ამაყობდნენ კიდეც, როცა გაზეთში ამოიკითხავდნენ, რომ ბრძოლის ველზე მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი თითქმის ათჯერ აღემატებოდა გამოშვებულ ყუმბარებს.

    მაგრამ ერთ სევდიანსა და მოსაწყენ დღეს დაზავდნენ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა და ომის ხმაც ნელ-ნელა მიწყდა, ქვემეხები დადუმდნენ, ჰაუბიცები დიდი ხნით არსენალებში ჩაკეტეს, ყუმბარები კი პირამიდებად აღმართეს. სისხლიანი მოგონებები თანდათანობით დავიწყებას მიეცა; ადამიანთა ხორცითა და სისხლით უხვად გაპოხიერებულ მიწაზე დიდებული ბამბის პლანტაციები აღმოცენდა, ჭირისუფალთ შავი ტანსაცმელი გაუცვდათ.

    ტკივილები მიყუჩდა და „საზარბაზნე კლუბის" წვრებსაც საქმე გამოელიათ.

    მართალია, რამდენიმე დაუცხრომელი გამომგონებელი მაინც არ ისვენებდა და აპროექტებდა უშვლებელ ყუმბარებს, მაგრამ აბა რა აზრი ჰქონდა თეორიას პრაქტიკის გარეშე? „საზარბაზნე კლუბის" დარბაზები თანდათან დაცარიელდა, ფარეშები წინკარში ყვინთავდნენ. მაგიდაზე დახვავებულ გაზეთებს ობი მოჰკიდებოდა, ჩაბნელებული კუთხეებიდან კვნესანარევი ხვრინვა ისმოდა. არც ისე დიდი ხნის წინათ ასე ხმაურიანი კლუბის წევრები ახლა მოწყენილობისგან თვლემდნენ და თან არტილერიის გამარჯვებაზე პლატონურად ოცნებობდნენ.

    – ლამის სასო წარმეკვეთოს! – დიჩივლა ერთ საღამოს მოსაწევ ოთახში მჯდომმა მამაცმა ტომ ჰანტერმა და პირდაპირ ბუხარს შეუკეთა თავისი ხის ფეხები, ვერც კი შეამჩნია, რომ ბოლოებს ცეცხლი ეკიდებოდა.

    – რა უსაქმურობაა, რა მოსწყენი ცხოვრებაა! ეჰ, სადღაა ის დრო, ყოველ დილით ქვემეხის გუგუნი რომ გვაღვიძებდა?

    – გაქრა ის ბედნიერი დრო! – უპასუხა ფიცხმა ბალსბიმ და ანგარიშმიუცემლად შეეცადა, გაეშალა ხელები, რომლებიც საერთოდ არა ჰქონდა. – აი, ცხოვრება მაშინ იყო! გამოიგონებდი რაიმე ახალ ქვემეხს და სულ ახალ ჩამოსხმულს მიარბენინებდი მტერზე გამოსაცდელად, შემდეგ ბრუნდებოდი ბანაკში, სადაც შერმანი გამხნევებდა, მაკ-კლელანიც ხელს გართმევდა! დღეს კი, გენერლები დახლებს დაუბრუნდნენ და ყუმბარების მაგივრად უშვებენ... ბამბის ბარდანებს. წმინდა ბარბარს გეფიცებით, არტილერიის მომავალი განწირულია ამერიკაში!

    – მართალი ხარ, ბილსბი, – წამოიძახა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ. – რა საზიზღრობაა რწმენის დაკარგვა. რატომ მივატოვეთ ჩვენი მშვიდი საქმიანობა, რატომ მივატოვეთ ბალტიმორი, რატომ შევისწავლეთ სამხედრო ხელოვნება? რატომ ჩავდიოდით ბრძოლის ველზე გმირობას? განა იმისათვის, რომ ორი-სამი წლის შემდეგ მთელი ჩვენი შრომა ნაცარტუტად ქცეულიყო? იჯექი ახლა უსაქმურად, ჩაიყავი ჯიბეებში ხელები და ყლაპე ბუზები!

    სიმართლე გითხრათ, მოხუც პოლკოვნიკს გაუჭირდებოდა თავისი სიტყვების შესრულება – ჯიბეები კი ჰქონდა, მაგრამ ხელებისა რა მოგახსენოთ – რაც არ ჰქონდა, რას ჩაიყოფდა!

    – არავითარი ომიც არაა მოსალოდნელი! – ამოიოხრა სახელგანთქმულმა ჯ. ტ. მასტონმა და თან თავისი რკინისკაუჭიანი ხელით გუტაფსის კეფა მოიფხანა. – ჰორიზონტიც უღრუბლოა... ამ დროს კი რამდენი რამ არის გასაკეთებელი საარტილერიო მეცნიერებაში! ჰო, მართლა, ამ დილით დავამთავრე ახალი მოტორის ნახაზი, ჰორიზონტალური ჭრილით და სქემით: ამ იარაღმა შეიძლება ომის კანონები შეცვალოს!

    – მართლა? – ჩაეკითხა ტომ ჰანტერი, მან წამსვე წარმოიდგინა ფრიად პატივცემული ჯ. ტ. მასტონის ახალი იარაღის „გამოცდის" სურათი.

    – დიახ! – უპასუხა მასტონმა, – მაგრამ საკითხავია, რისი გულისათვის ვიმუშავე ამდენი? რისი გულისათვის ვიტეხე თავი ძნელ გამოთვლებზე. განა ტყუილად არ გავისარჯე? ისე ვატყობ, ახალი ქვეყნიერების ხალხებმა ერთმანეთს მშვიდობიანი ცხოვრება აღუთქვეს. ჩვენი მებრძოლი „ტრიბუნი" კაცობრიობას მეტისმეტად საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს მოსახლეობის პირდაპირ დაუშვებელი სისწრაფით ზრდის გამო.

    – მასტონ, თქვენ გავიწყდებათ, რომ ევროპაში ომები გრძელდება. – შეახსენა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ, – იქ ჯერ კიდევ არ მიწყნარებულა ეროვნული შუღლი.

    – მერე და რა?

    – უნდა შევეცადოთ, იქ მაინც ვიღონოთ რამე, თუკი ისინი ჩვენს სამსახურს მიიღებენ...

    – როგორ გეკადრებათ! – წამოიძახა ბილსბიმ. – უცხოელების სასარგებლოდ ვიმუშაო ბალისტიკაში?

    – ყოველ შემთხვევაში, უსაქმურობას მაინც სჯობია! – განაცხადა პოლკოვნიკმა.

    – რასაკვირველია, სჯობია! – დაეთანხმა მასტონი. – მაგრამ ამაზე ფიქრიც არა ღირს.

    – ვითომ რატომაო? – გაუკვირდა პოლკოვნიკს.

    – რატომ და იქაურები სამხედრო კარიერას სხვანაირად უყურებენ. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ შეიძლება ლეინტენანტობიდან არ დაიწყო და ისე გახდე მთავარსარდალი. თითქოსდა არ შეიძლება იყო კარგი მემიზნე, თუ თვითონ არ ჩამოგისხამს ზარბაზანი. ეს ხომ ნამდვილი...

    – სისულელეა! – შეაშველა ტომ ჰანტერმა, თან სანადირო დანით თავისი სავარძლის სახელურს ჩლიგნიდა. – ასე თუ გაგრძელდა, ისღა დაგვრჩენია, თამბაქოს მოყვანას ან ვეშაპის ქონის გამოხდას მივყოთ ხელი.

    – როგორ! – ხმამაღლა შესძახა მასტონმა, – ნუთუ ისე უნდა დავბერდეთ და დავიხოცოთ, რომ ჩვენი სიცოცხლის უკანასკნელი წლები არ მივუძღვნათ უფრო სრულყოფილი ცეცხლსასროლი იაღარის შექმნას? ნუთუ აღარასოდეს მოგვეცემა შემთხვევა, გამოვცადოთ ჩვენი შორსმსროლელი ქვემეხები? ნუთუ არასოდეს გაანათებს ზეცას ჩვენი ყუმბარების ბათქების ცეცხლი? ნუთუ ისე აღარ დაიძაბება საერთაშორისო ვითარება, რომ ომი გამოვუცხადოთ რომელიმე ოკეანისიქითა სახელმწიფოს? ნუთუ ფრანგები ერთ გემს მაინც აღარ ჩაძირავენ ჩვენსას? ნუთუ ინგლისელები აღარ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს, – თუნდაც მაგალითად არ ჩამოახრჩობენ ჩვენს სამ-ოთხ თანამემამულეს?

    – არა, მასტონ, – ამოიოხრა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ, – ნუღა ელი ამ ბედნიერებას! არა, აღარ მოხდება აღარცერთი ინციდენტი, და თუნდაც მოხდეს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მის გამოყენებას. ნაციონალური სიამაყე შეერთებულ შტატებში დღითიდღე სუსტდება, სულ მალე ყველანი დიაცებად გადავიქცევით!...

    – დიახ, ჩვენ ხშირად ვიმცირებთ თავს! – დაეთანხმა ბილსბი.

    – უფრო მეტი – სხვები გვამცირებენ! – შეესიტყვა ტომ ჰანტერი.

    – სრული სიმართლეა! – უფრო ენერგიულად განაგრძო მასტონმა. – ბრძოლისა და ომის ათასობით მიზეზი არსებობს, ომი კი მაინც არსად ჩანს. ჩვენი ხელისუფლება უფრთხილდება ხალხის ხელ-ფეხს, მათ კი არ იციან, რაში გამოიყენონ ეს ხელ-ფეხი. რაღა შორს ვეძიოთ ომის საბაბი, განა ჩრდილოეთ ამერიკა უწინ ინგლისს არ ეკუთვნოდა?

    – უდავოა! – უპასუხა ტომ ჰანტერმა, თან გამალებით ურევდა თავის ყავარჯენს ბუხარში ნაკვერჩხალს.

    – თუ ასეა, – განაგრძო მასტონმა, – მაშინ ახლა ინგლისი თვითონ რატომ არ უნდა ეკუთვნოდეს ამერიკას?

    – ეს კი მართლაც სამართლიანია! – სახე გაუნათდა პოლკოვნიკ ბლემსბერის.

    – აბა, მიდით და შესთავაზეთ ეს შტატების პრეზიდენტს! – წამოიძახა მასტონმა. – ნახეთ, როგორ მიგიღებთ!

    – ცუდად მიმიღებს! – გამოსცრა ომის შემდეგ შერჩენილ ოთხ კბილში ბილსბიმ.

    – პატიოსნებას გეფიცებით, – კვლავ წამოიძახა მასტონმა, – თუ მომავალ არჩევნებში კიდევ მივცე ხმა.

    – ნურც ჩვენი იმედი ექნება! – ერთხმად აღმოხდათ ომის ინვალიდებს.

    – ჰოდა, ასე, – დაასკვნა მასტონმა, – დასასრულს ამას ვიტყვი; თუ არ მომცემენ საშუალებას, ჩემი ახალი მორტირი ნამდვილ ბრძოლაში გამოვცადო, მაშინ გამოვდივარ „საზარბაზნე კლუბიდან" და საერთოდ ვტოვებ ბალტიმორს. აქ ყოფნას მირჩევნია, ცოცხლად დავიმარხო არკანზასის სავანებში.

    – ჩვენც თქვენთანა ვართ! – კვლავ ერთხმად უპასუხეს მამაც ჯ. ტ. მასტონს ამხანაგებმა.

    ასეთი მდგომარეობა იყო კლუბში; მღელვარება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, კლუბს დაშლის ნამდვილი საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ იხსნა იგი აშკარა განადგურებისაგან.

    ზემოთ მოყვანილი საუბრის მეორე დღეს კლუბის თითოეულმა წევრმა შემდეგი შინაარსის ბარათი მიიღო:

    „ბალტიმორი.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1