Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გასაღები
გასაღები
გასაღები
Ebook312 pages3 hours

გასაღები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„გასაღები“ 1956 წელს გამოქვეყნდა. რომანი სექსუალური და დამანგრეველი ეროტიული ვნების შოკისმომგვრელ სამყაროს წარმოაჩენს. წიგნი დღიურის ფორმითაა დაწერილი, სადაც მონაცვლეობითაა მოცემული ასაკში შესული მამაკაცისა და მისი შედარებით ახალგაზრდა ცოლის ჩანაწერები. მეუღლეები ერთმანეთს ატყუებენ, მახეს უგებენ, უყვართ, სძულთ, ღალატობენ, მაგრამ რატომ ხდება ეს და მართლაც ხდება თუ არა ეს ასე, წიგნის წაკითხვის შემდეგაც კითხვად რჩება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 19, 2021
გასაღები

Related to გასაღები

Related ebooks

Reviews for გასაღები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გასაღები - ძიუნიტირო ტანიძაკი

    ძიუნიტირო ტანიძაკი - გასაღები

    谷崎 潤一郎 - 鍵

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ანტონ ჩხაიძეს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ქმრის დღიური

    ცოლის დღიური, 4 იანვარი

    ქმრის დღიური, 7 იანვარი

    ცოლის დღიური, 8 იანვარი

    ქმრის დღიური, 13 იანვარი

    17 იანვარი

    ცოლის დღიური, 20 იანვარი

    ქმრის დღიური, 28 იანვარი

    ცოლის დღიური, 29 იანვარი

    ქმრის დღიური, 29 იანვარი

    ცოლის დღიური, 30 იანვარი

    ქმრის დღიური, 30 იანვარი

    ცოლის დღიური, 9 თებერვალი

    ქმრის დღიური, 14 თებერვალი

    ცოლის დღიური, 16 თებერვალი

    ქმრის დღიური, 18 თებერვალი

    ცოლის დღიური, 19 თებერვალი

    ქმრის დღიური, 24 თებერვალი

    ცოლის დღიური, 27 თებერვალი

    ქმრის დღიური, 27 თებერვალი

    28 თებერვალი

    3 მარტი

    ცოლის დღიური, 7 მარტი

    ქმრის დღიური, 10 მარტი

    ცოლის დღიური, 14 მარტი

    ქმრის დღიური, 18 მარტი

    19 მარტი

    ცოლის დღიური, 19 მარტი

    ქმრის დღიური, 24 მარტი

    ცოლის დღიური, 26 მარტი

    ქმრის დღიური, 28 მარტი

    ცოლის დღიური, 30 მარტი

    31 მარტი

    ქმრის დღიური, 31 მარტი

    ცოლის დღიური, 1 აპრილი

    2 აპრილი

    3 აპრილი

    4 აპრილი

    5 აპრილი

    ქმრის დღიური, 5 აპრილი

    ცოლის დღიური, 6 აპრილი

    ქმრის დღიური, 8 აპრილი

    ცოლის დღიური, 10 აპრილი

    ქმრის დღიური, 13 აპრილი

    15 აპრილი

    ცოლის დღიური, 16 აპრილი

    17 აპრილი

    18 აპრილი

    19 აპრილი

    20 აპრილი

    21 აპრილი

    22 აპრილი

    23 აპრილი

    24 აპრილი

    25 აპრილი

    28 აპრილი

    29 აპრილი

    30 აპრილი

    1 მაისი

    9 ივნისი

    10 ივნისი

    11 ივნისი

    განმარტებები

    ქმრის დღიური[1]

    ამა წლის პირველი იანვრიდან დღიურში დავიწყებ ყველაფრის შეტანას, რის ხსენებას ადრე ვერ ვბედავდი. ყველანაირად თავს ვარიდებდი ცოლთან ინტიმური ურთიერთობების დეტალების ქაღალდზე გადატანას. ვშიშობდი, რომ ფარულად წაიკითხავდა და განაწყენდებოდა, მაგრამ გადავწვიტე ყველა შიში უკუვაგდო. ჩემმა ცოლმა დანამდვილებით უნდა იცოდეს, ჩემი კაბინეტის რომელ უჯრაშია დამალული დღიური. რასაკვირველია, მისთვის, ვინც კიოტოს ტრადიციულ ოჯახში დაიბადა და ფეოდალური სულისკვეთებითაა აღზრდილი, მისთვის, ვინც პატივს სცემს არქაულ, დრომოჭმულ ზნეობრივ ნორმებს და, შეიძლება ითქვას, თავს იწონებს ამით, დღიურის მალულად კითხვა უსაქციელობის მწვერვალი იქნებოდა, თუმცა მაქვს საფუძველი, ასეთი შესაძლებლობა არ გამოვრიცხო. თუკი მე დღიურის ფურცლებზე გადავიტან ჩვენი ინტიმური ცხოვრების წვრილმანებს, რაც ადრე არ გამიკეთებია, გაუძლებს ის ცთუნებას, არ დაეუფლოს ქმრის საიდუმლოებებს? ბუნებით ის გულდახურული, ვერაგი ქალია. მისთვის დამახასიათებელია თავის მოჩვენება, თითქოს ამქვეყნად არაფერი იცის, შენიღბვა იმისა, რაც გუნებაში აქვს და ამასთან ერთად დარწმუნებულია, თითქოს ამ ყველაფერში მდგომარეობს ქალის საქებარი მოკრძალებულობა. გასაღებს უჯრისა, რომელშიც დღიური ინახება, ჩვეულებრივ, მყუდრო ადგილებში ვმალავ, გარდა ამისა, დროდადრო ვცვლი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მან, ვისაც ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს, ყველა ჩემ სამალავს დიდი ხანია მიაგნო. სხვათა შორის, მას შეუძლია გაიმარტივოს კიდეც ამოცანა, თუ შესაბამის გასაღებს მოარგებს... აი, დავწერე: „გადავწყვიტე ყველა შიში უკუვაგდო, მაგრამ, გულწრფელი თუ ვიქნები, განსაკუთრებულ შიშს არც უწინ განვიცდიდი. მეტიც, ქვეცნობიერად ვუშვებდი, ვიმედოვნებდი კიდეც, რომ ის კითხულობს ჩემს დღიურს. თუ ასეა, რატომღა ვკეტავდი უჯრას, რად ვმალავდი გასაღებს? როგორც ჩანს, ყველაფრის მიგნების მის ვნებას ვაქეზებდი. ამასთან, თუ განზრახ დავტოვებ დღიურს გამოსაჩენ ადგილას, ის იფიქრებს: „იმიტომაც წერს დღიურს, რომ მე წავიკითხო, და მის მიმართ ყოველგვარ ნდობას დაკარგავს. ეს კი არა, შეიძლება იფიქროს, რომ სადღაც, სხვა ადგილას, ნამდვილ დღიურს ვმალავ... იკუკო, ჩემი საყვარელი, ძვირფასი ცოლი! დანამდვილებით არ ვიცი, ჩაგიხედავს თუ არა ჩემს დღიურში. კითხვა უსარგებლო იქნება, შენ იტყვი: „წესად არ მაქვს ნებართვის გარეშე ვიკითხო სხვისი ჩანაწერები". და თუ მაინც კითხულობ, დამიჯერე, ეს დღიური ყალბი არ არის და  მასში ყველაფერი - სრული სიმართლეა. კაცმა რომ თქვას, უნდო ადამიანის დარწმუნება - ნიშნავს კიდევ უფრო გაამძაფრო მისი ეჭვიანობა, ამიტომაც ამის შესახებ მოვრჩეთ. თუკი მაინც წაიკითხავ ჩემს დღიურს, თავად განსაჯე, რამდენად წრფელია ის.

    რასაკვირველია, დღიურის წარმოებისას ცოლის გათვალისწინებას არ ვაპირებ. არც იმის დაწერას მოვერიდები, რამაც შეიძლება ის დაამწუხროს და გულიც კი ატკინოს. ამისკენ მისი უკიდურესი გულდახურულობა მიბიძგებს - მას სათაკილოდ მიაჩნია, რომ მეუღლეები საკუთარ ინტიმურ ურთიერთობებს არჩევდნენ, ხოლო თუ მე საუბრისას რაიმე დამცდება, ის ყურებს იცობს - ფარისევლური „მოკრძალება, ყბადაღებული „ქალურობა, მოჩვენებითი „სინატიფე". ქორწინებიდან ოცი წლის შემდეგ, როდესაც უკვე გასათხოვარი ქალიშვილი გვყავს, ლოგინში ის დღემდე ყველაფერს მდუმარედ აკეთებს, მისგან ერთ საალერსო სიტყვას ვერ გაიგონებ. ამას ჰქვია ცოლ-ქმრობა? ვწერ, რადგან დავკარგე იმედი ჩვენი ინტიმური ცხოვრების შესახებ მასთან უშუალო საუბრისა. არ აქვს მნიშვნელობა, კითხულობს თუ არა ის ჩემს დღიურს მალულად, ისე დავწერ, თითქოს კითხულობდეს, საუბარს შევუდგები მასთან დღიურის მეშვეობით...

    პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ ჩემი ცოლი ვნებით მიყვარს - ადრეც არაერთხელ დამიწერია ეს, მაგრამ ვფიქრობ, მან თავადაც იცის, რომ არ ვცრუობ. მაგრამ ფიზიკურად არ შემწევს უნარი, მის ბობოქარ ტემპერამენტს ავყვე. წელს ორმოცდათექვსმეტი მისრულდება (ის ორმოცდახუთისაა), უძლური მოხუცებისთვის თავის მიკუთვნება თითქოს ნაადრევია, მაგრამ გარკვეული დროიდან მოყოლებული ლოგინში სწრაფად ვიქანცები. გულწრფელი რომ ვიყო, ახლა კვირაში ერთხელაც საკმარისია ჩემთვის, თუმცა უმჯობესია ათ დღეში ერთხელ. ის კი (გულღიად ამის შესახებ საუბარი მას ზიზღს ჰგვრის), მიუხედავად ლიმფური აგებულებისა და სუსტი გულის, ლოგინში ავადმყოფურად ვნებიანია. თუკი რამ მაცბუნებს და რიტმს მირღვევს, სწორედ ესაა. ჩემი ბრალია, რომ მე არ ძალმიძს სათანადოდ შევასრულო ჩემი ცოლ-ქმრული ვალდებულება, მაგრამ თუკი ის დაუკმაყოფილებლობის დაყუჩებას (შესაძლოა, ამ სიტყვებმა აღაშფოთონ: „ნუთუ შენ გარყვნილ ქალად მიგაჩნივარ?, მაგრამ მე ვწერ „თუკი ანუ მხოლოდ დაშვებას ვაკეთებ) გვერდზე შეეცდებოდა, ამას ვერ გადავიტანდი. მხოლოდ დაშვებაც კი ეჭვით მავსებს პირთამდე. მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც უმჯობესი არ იქნება მისთვის, სცადოს ლაგამი ამოუდოს ავადმყოფურ ვნებას? მე ის მაღელვებს, რომ წლიდან წლამდე ჩემი ძალები გამალებულად იშრიტება. გარკვეული დროიდან მოყოლებული, კავშირის შემდეგ თავს სრულიად დაძაბუნებულად ვგრძნობ. მთელი დღე უხალისობა, არც ერთი აზრი თავში... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სქესობრივი კავშირისგან სიამოვნებას არ ვიღებ, პირიქით. ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ მე თავს ვაიძულებ აღგზნებას და მას ვუთმობ. მე ის მგზნებარედ მიყვარს, რასაც არ უნდა გვიმზადებდეს ბედისწერა. აქ კი აღიარების გაკეთება მომიწევს, ვრისკავ რა მისი რისხვის გამოწვევას. მას აქვს ფიზიკური თვისების ერთი სპეციფიური ღირსება, რომელსაც თავად ვერ ხვდება. წარსულში სხვა ქალებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება რომ არ მქონდეს, ძნელად რომ ეს მართლაც იშვიათი ღირსება შემეფასებინა, მაგრამ ახალგაზრდობის წლებში გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი და საქმის ცოდნით შემიძლია განვაცხადო, რომ იგი აღჭურვილია „აპარატით, რომლისაც ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა. ის რომ საროსკიპო სახლში გაეყიდათ, დაახლოებით ისეთში, რომლებითაც წარსულში სიმაბარას გარეუბანი იყო ცნობილი, აუცილებლად მოიხვეჭდა სახელს, მის გარშემო გამუდმებით თაყვანისმცემელთა ბრბო იქნებოდა შეკრებილი, და ქვეყნის მოსახლე ყველა მამაკაცს გონება შეერყეოდა მისგან. (მას არ უნდა ვატყობინებდე ამას. პირადად ჩემთვის არ არის მომგებიანი, რომ მან ეს იცოდეს. და მაინც, როგორ მიიღებს ამას - გაუხარდება, შერცხვება, დამცირებას განიცდის? შესაძლოა, რომ გარეგნულად განაწყენდეს, მაგრამ სულის სიღრმეში ამაყი შეიქნას?) ამ ღირსებაზე დაფიქრებაც კი საკმარისია ჩემში ეჭვის ალის ასაგიზგიზებლად. მაშინ რა მოხდება, თუ სხვა მამაკაცი მიაგნებს ამას, თანაც შეიტყობს, რომ სრულად ვერ შევესაბამები ბედის მიერ ბოძებულ განძს? რა მოხდება? ასეთი აზრები მთრგუნავენ, მე ბრალეულობას ვგრძნობ და სინდისი მქენჯნის. რასაკვირველია, ჩემთვის ცნობილი ყველა საშუალებით ვცდილობ თავის აგზნებას. მაგალითად, მას ვთხოვ, რომ ჩემი სასიყვარულო გზნება გაახუროს, მეამბოროს მჭიდროდ დახურულ ქუთუთოებზე. ან პირიქით, ვცდილობ ავამოძრავო - მას უყვარს, როდესაც იღლიაში ვკოცნი, - ამით კი საკუთარ თავს აღვაგზნებ. თუმცა ასეთ თხოვნებსაც დიდად უხალისოდ უთმობს. თქვენ წარმოიდგინეთ, მისთვის ამაზრზენია ასეთი „არაბუნებრივი ხრიკებისთვის მიმართვა, ის მხოლოდ ორთოდოქსულ ფრონტალურ შეტევას აღიარებს. ფუჭად ვუმტკიცებ, რომ „ხრიკებშია იმის წინაპირობა, რომ ფრონტალური შეტევა წარმატებული აღმოჩნდეს, ის ჯიუტად იცავს „ქალისთვის შესაფერ სიდინჯეს და ნაბიჯითაც არ იხევს უკან. იცის რა, რომ ქალის ფეხების ფეტიში ვარ, იცის რა, რომ საოცრად ლამაზი ფეხები აქვს (ვერ დაიჯერებ, რომ ისინი ორმოცდახუთი წლის ქალს ეკუთვნის), არა, სწორედ ამიტომ ცდილობს, რომ რაც შეიძლება იშვიათად ვიხილო ისინი. შუა ზაფხულში, პაპანაქება სიცხეშიც კი არ იხდის წინდებს. როდესაც მე ვევედრები, რომ უფლება მომცეს, ვეამბორო მის ტერფებს, მას ამის მოსმენაც არ სურს და ამბობს: „რა სისაძაგლეა? ან: „მოკარება არ გაბედო! შედეგად მე ყველა უნარს ვკარგავ... ოდნავ მრცხვენია კიდეც, რომ ახალი წლის პირველივე დღეს ჩივილით ვიწყებ, მაგრამ აუცილებელი იყო, ეს ამომეთქვა. ხვალ დგება ღამე, როდესაც ჩვეულების თანახმად მეუღლეები პირველად წვებიან ერთად ახალ წელს. და მას, მისი ორთოდოქსული შეხედულებებით, მოუწევს დაემორჩილოს ყოველწლიურ ტრადიციას და განუხრელად დაიცვას საუკუნეების მიერ კურთხეული რიტუალი.

    ცოლის დღიური[2]

    4 იანვარი

    დღეს უცნაური რამ მოხდა. უკვე სამი დღეა ქმართან არ დამილაგებია და ამიტომ დღისით, ვისარგებლე რა იმით, რომ სასეირნოდ იყო წასული, მის კაბინეტში ავედი დასალაგებლად. იატაკზე, წიგნების კარადის წინ, რომელზეც ლარნაკი იდგა ნარგიზით, გასაღები იდო. შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩემს ქმარს უმიზეზოდ, დაბნეულობიდან გამომდინარე დაეტოვებინა გასაღები დასანახ ადგილას. ჩემი ქმარი წვრილმანებისადმი დიდ ყურადღებას იჩენს და მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც დღიურს აწარმოებს, არასოდეს დაკარგვია ის... რასაკვირველია, ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია მისი დღიურის შესახებ, არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დღიურს ის პატარა მაგიდის უჯრაში კეტავს, გასაღებს კი კარადაში, წიგნებს შორის, ან ხალიჩის ქვეშ მალავს. მაგრამ ჩემთვის ასევე ცნობილია სხვაობა იმას შორის, რისი ცოდნაც დაშვებულია, და რაც არ უნდა იცოდე. მე მხოლოდ ის ვიცი, სად დევს დღიური და სადაა დამალული გასაღები. მაგრამ მე არასოდეს მწვევია ცდუნება, დღიური გადამეშალა და შიგ ჩამეხედა. მხოლოდ იმას ვწუხვარ, ქმარი იმდენად ეჭვიანია, რომ დღიური უნდა ჩაკეტოს და გასაღები დამალოს, რათა თავი მშვიდად იგრძნოს... დღეს რატომ დატოვა გასაღები თვალსაჩინო ადგილას? იქნებ მისი გუნება-განწყობილება იმდენად შეიცვალა, რომ თავად მიბიძგებს დღიურში ჩახედვისკენ? განსაჯა რა, რომ მე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1