Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მაქსიმები
მაქსიმები
მაქსიმები
Ebook125 pages1 hour

მაქსიმები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

სენტენციები და ზნეობრივი გამონათქვამები, საზოგადოდ ცნობილი, როგორც "მაქსიმები", ლაროშფუკოს შრომაა, რომელიც 1651 წლით თარიღდება. ამ ნაწარმოებმა (მისი შემდგომი, განვრცობილი გამოცემების ჩათვლით) დიდი გავლენა იქონია ევროპული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაზე. ფრიდრიხ ნიცშეა ერთ-ერთია, ვინც ლაროშფუკოს შრომას მაღალ შეფასებას აძლევდა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 19, 2021
მაქსიმები

Related to მაქსიმები

Related ebooks

Reviews for მაქსიმები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მაქსიმები - ფრანსუა დე ლაროშფუკო

    ფრანსუა დე ლაროშფუკო - მაქსიმები

    François de La Rochefoucauld - Maximes

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    პირველი გამოცემის (1665 წ.) წინასიტყვაობა

    მაქსიმები

    პირველი გამოცემის (1665 წ.) წინასიტყვაობა

    მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს ადამიანის გულის ეს გამოხატულება; „მაქსიმები და ფიქრები ზნეობის შესახებ, - ასე ეწოდება მას. ადვილი შესაძლებელია, რომ ის ყველას არ მოეწონოს, რადგანაც ზოგიერთს, ალბათ, მოეჩვენება, რომ მასში მეტისმეტად აშკარაა დედანთან მსგავსება და ძალზე ცოტაა პირმოთნეობა. სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მხატვარი სულაც არ გამოაქვეყნებდა თავის ქმნილებას და ის დღემდე მისი კაბინეტის კედელზე ეკიდებოდა, ხელიდან ხელში რომ არ გადადიოდეს მისი დამახინჯებული ასლი. ამას წინათ, მან ჰოლანდიასაც მიაღწია, რამაც აიძულა ავტორის ერთი მეგობარი, მეორე ასლი გადმოეცა ჩემთვის, რომელიც, მისი აზრით, ზედმიწევნით შეესატყვისებოდა დედანს. მაგრამ, მთელი თავისი სიზუსტის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მან თავიდან აიცილოს კაცთა გმობა, რომელნიც გაღიზიანებულნი დარჩებიან იმით, რომ ვიღაცამ შესძლო მათი გულის სიღრმეში შეღწევა: რაკიღა თვითონ არ შესწევთ ამისი ძალი, ამიტომ უფლებამოსილად თვლიან თავს, სხვებსაც აუკრძალონ თვითშემეცნება. „ფიქრები მართლაც სავსეა იმნაირი ჭეშმარიტებებით, რომლებსაც ვერ შეურიგდება ადამიანის სიამაყე და ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ისინი განმქიქებელთა მტრობისა და თავდასხმის საგნად არ იქცევიან. ამიტომ აქვე მომაქვს ერთი წერილი, რომელიც მაშინვე დაიწერა და გადმომეცა, როგორც კი ხელნაწერი ცნობილი და ხალხისათვის ხელმისაწვდომი გახდა და ყველა ცდილობდა თავისი აზრი გამოეთქვა მასზე. ეს წერილი, ჩემის აზრით, საკმაო დამაჯერებლობით პასუხობს ყველა იმ არსებითი ხასიათის შენიშვნას, რაც შეიძლება აღიძრას „მაქსიმებთან დაკავშირებით და, იმავდროულად, განმარტავს ავტორის აზრსაც: ის ეჭვშეუვალად გვიმტკიცებს, რომ „მაქსიმები სხვა არა არის რა, თუ არა მოკლე გადმოცემა მოძღვრებისა ზნეობის შესახებ, რომელიც ზედმიწევნით ეთანხმება ეკლესიის ზოგიერთი მამის აზრებს; რომ მათი ავტორი შეუძლებელია შემცდარიყო, რაკიღა ესოდენ გამოცდილ მოძღვრებს მიენდო, და რომ საძრახისი არა უთქვამს რა, რადგან მხოლოდ მათ მიერ ოდესღაც გამოთქმული მოსაზრებანი გაიმეორა. მაგრამ თუ თვით პატივისცემა, რასაც წმიდა მამები იმსახურებენ, ვერ დააცხრობს ბოროტ მოსურნეთ და ისინი გაბედავენ საბრალდებო განაჩენი გამოუტანონ ამ წიგნსაც და, იმავდროულად, წმიდა მამების აზრებსაც, - მე ვთხოვ მკითხველს, ნუ აჰყვება მათ, გასაქანს ნუ მისცემს პირველი შთაბეჭდილებით გამოწვეულ გულისწყრომას, შეძლებისდაგვარად, ლაგამი ამოსდოს თავმოყვარეობას და ნუ დაუშვებს მის ჩარევას „მაქსიმების შესახებ საბოლოო დასკვნის გამოტანაში, რადგანაც, თუ მის ხმას აჰყვა, მკითხველი უთუოდ მტრულად განეწყობა ამ წიგნის მიმართ, რომელიც ამტკიცებს, რომ თავმოყვარეობა რყვნის გონებას. და სწორედ ამიტომ შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა მის წინააღმდეგ აამხედრებს თვით ამ გონებას. მაშ, ახსოვდეს მკითხველს, რომ სწორედ „მაქსიმების წინააღმდეგ მიმართული წინასწარ აკვიატებული აზრი ასაბუთებს მათ სიმართლეს, და გულწრფელად სწამდეს, რომ, რაც უფრო მძაფრად და მახვილგონივრულად ილაშქრებს მათ წინააღმდეგ, მით უფრო გარდუვალად ამტკიცებს მათ უტყუარობას. ჭეშმარიტად ძნელი საქმეა, დაარწმუნო ყოველი საღად მოაზროვნე კაცი, რომ ამ წიგნის ზოილებს სულ სხვა გრძნობები ამოძრავებს და არა ფარული ანგარება, სიამაყე და თავმოყვარეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, მკითხველი უთუოდ მოგებული დარჩება, თუკი წინასწარვე მტკიცედ გადაწყვეტს, რომ არცერთი ზემოხსენებული მაქსიმა არ ეხება პირადად მას, და რომ, თუმცა მათი საგანი უკლებლივ ყველა კაცი გახლავთ, ამ მხრივ, სწორედ თვითონაა ერთადერთი გამონაკლისი. და მაშინ, სიტყვას გაძლევთ, ის არა მარტო სიამოვნებით მოაწერს ხელს ყველა მაქსიმას, არამედ იმასაც კი აღიარებს, რომ ისინი მეტისმეტად კეთილმოწყალენი არიან ადამიანის გულის მიმართ. აი, რა მსურდა მეთქვა ამ წიგნის შინაარსთან დაკავშირებით. ხოლო თუ ვინმე ყურადღებით დაუკავშირდება მის კომპოზიციას, უნდა შევნიშნოთ, რომ თვითეული მაქსიმა იმ საგნის მიხედვით უნდა დაგვესათაურებინა, რომელიც განხილულია მასში, და უფრო მწყობრი წესრიგით დაგველაგებინა ისინი. მაგრამ მე ვერ გავბედე ეს, რათა ჩემთვის გადმოცემული ხელნაწერის მთლიანობა და საერთო თანმიმდევრობა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1