Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ცილინდრი
ცილინდრი
ცილინდრი
Ebook97 pages34 minutes

ცილინდრი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალი გამვლელების მოზიდვა-ცდუნებას ცდილობს, მაშინ, როდესაც ლოგინში "გარდაცვლილი" ქმარი უწევს. დე ფილიპოსეული განუმეორებელი იუმორით შეზავებული მოქმედების ადგილი 1960-იანი წლების იტალიაა, ეკონომიურ ბუმსა და უმუშევრობის გაწელილ კრიზისს შორის. 1965 წელს დაწერილი პიესა არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
ISBNIlCilindro
ცილინდრი

Related to ცილინდრი

Related ebooks

Reviews for ცილინდრი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ცილინდრი - ედუარდო დე ფილიპო

    ედუარდო დე ფილიპო - ცილინდრი

    Eduardo De Filippo – Il Cilindro

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ტარიელ ჭანტურიას

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    მოქმედი პირნი

    რიტა

    როდოლფო

    აგოსტინო მუსკარიელო

    ბეტინა

    ანტონიო

    ატილიო

    მიქელე

    რობერტო

    არტურო

    ჩიხში მცხოვრები მამაკაცები და ქალები

    აგოსტინო მუსკარიელოს ბინა - ორი ოთახი და სამზარეულო.

    საცხოვრებლის მიწური ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულისთვის ტიპიური სადგომია. ამგვარი სადგომები საკუჭნაოს, სარდაფის ან, უკეთეს შემთხვევაში, მეკარის „აპარტამენტის" მოვალეობას ასრულებდნენ.

    ოთახის სიღრმეში, მარცხნივ, იწყება ათ ხარისხიანი კიბე. იგი ადის მარჯვენა კედელთან, რომელშიც დატანებულ პატარა კარს გავყავართ მეორე ოთახში. ეს ოთახი, ჩიხის დაქანების გამო, პირველ ოთახზე მაღლა მდებარეობს.

    კიბე მთავრდება ბაქნით. ზემოთ ნახსენები კიბის წინ, ბაქნის ცენტრში ვხედავთ დაბალი აივნის ორსაგდულიან კარს, ხოლო კარს იქით, როცა იგი იღება, - დუქნებს, სადარბაზოებს, ფანჯრებიან ჟამგადასულ სახლებს, რომლებიც, ჩიხის საფეხურებთან ერთად, მიცოცავენ მთაზე, კრისტალინის ქუჩისკენ.

    კიბისქვეშა ნიში სიღრმით ორნახევარი მეტრია, სიგანით - სამი მეტრი. დონ აგოსტინო მუსკარიელოს საკუთარი ხელით რომ არ გაეკრა იაფი შპალერი, ოთახის ეს ნაწილი ბეთლემის გამოქვაბულზე პირქუში შესახედაობის იქნებოდა. ახლა კი, უბრალო რემონტის მერე, კიბისქვეშა კუთხე გამოიყურება, როგორც სავსებით შესაფერისი ადგილი იქ დადგმული განიერი ცოლქმრული სარეცელისთვის.

    ორსაწოლიან ლოგინს თუ არ ჩავთვლით, ოთახი ღარიბულადაა მორთული. სამაგიეროდ, ყველაფერი კრიალებს და, როგორც იტყვიან, ყოველ ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. მოქმედების დასაწყისში კიბის ქვეშა ნიში დაფარულია მაგრად დაჭიმულ თოკზე გაკიდული ფარდით. თოკის ბოლოებს კაუჭები იმაგრებს, ოთახი სქელ ბინდ-ბუნდშია გახვეული; აივნის ღრიჭოდ მიხურული კარიდან, რომელიც დარაბებისაგანაა შეკერილი, მკრთალი შუქი შემოდის, მაგრამ ისიც საკმარისია საიმისოდ, რომ მკვეთრად მოიხატოს რიტას გამომწვევად მომხიბლავი სხეული: დგას იგი კიბის თავში, ბაქანზე, ფეხშიშველა და ძველი პერანგის ამარა. ოთახი იმპროვიზებულ სააბაზანოდ უქცევია - დაასხამს წყალს დოქიდან ტაშტზე, გაისაპნავს კისერს, ხელებს, მხრებს, სახეს და ხვანჩალებს მერე ცივ წყალში მანამ, სანამ წყლის გამოცვლა შეიქნებოდეს საჭირო. მაშინ კი ნაბან წყალს ვედროში ჩაღვრის, ხოლო ტაშტზე დოქიდან ისევ დაასხამს სუფთა წყალს. დროდადრო, უფრო მაშინ, როცა სკამის საზურგედან პირსახოცს იღებს, რიტა აღებს აივნის კარის ერთ-ერთ საგდულს. ამას ხან ჩიხის დასაზვერავად აკეთებს, ხანაც იმისთვის, რომ ვიღაცას ეჩვენოს. იგი ივარცხნის თმას, იღლიებს ოდეკოლონით ისველებს, სქლად იპუდრება, და გარშემო ბორნის ტალკის მსუბუქ ბოლქვებს აყენებს.

    რიტას მოძრაობები ხელოვნურია, წინასწარ მოფიქრებული. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბანაობის სპექტაკლი რეგულარულად თამაშდება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ როცა აღარ იცის საწყალმა, კიდევ რა იღონოს გამვლელთა ყურადღების მისაქცევად, იგი უფრო უმწეო, ვიდრე ნაწყენი სახით, ისევ იღებს ხელში დოქს - და ყველაფერი იწყება თავიდან.

    ბოლოს მინაზე გარედან მოკრძალებული კაკუნი აიძულებს რიტას, გამარჯვებულის ღიმილით გაიღიმოს!

    რიტა. (ვითომ შეშინებული მიაწყდება კუთხეს, თან მკერდს გაშლილი პირსახოცით იფარავს) ვინ არის? რომელი ხარ მანდ? (ანტონიო - კაცი, რომელიც აკაკუნებდა - მოიკრებს სიმხნევეს, შემოყოფს თავს ოთახში და აღტაცებულ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1