Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი
Ebook122 pages40 minutes

სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

შელინგი მის წინამორბედ სამ ფილოსოფოსს ადარებს ღმერთის არსებობის არგუმენტებსა და მათი გადაჭრის გზებთან მიმართებით, უთმობს რა უდიდეს ნაწილს დიდი ჰოლანდიელის შეფასებას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

Related to სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

Related ebooks

Reviews for სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი - ფრიდრიხ შელინგი

    ფრიდრიხ შელინგი - სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

    Friedrich Schelling - Spinoza, Leibniz, Wolf

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ფეიქრიშვილს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    სპინოზა, ლაიბნიცი, ვოლფი

    განმარტებები

    როცა ნათლად წარმოვიდგენთ დეკარტისეულ სისტემას მისი ჭეშმარიტი რაობისდა მიხედვით, იგი მოგვანატრებს უფრო კარგ, უფრო მშვენიერ, უფრო დამამშვიდებელ ფორმას, რომელსაც მაშინვე აღმოვაჩენთ სპინოზიზმის სახით.

    სპინოზა, რომელიც დაიბადა 1632 წელს ამსტერდამში, შეიძლება მივიჩნიოთ დეკარტის მოსწავლედ და უშუალო მიმდევრად. მაგრამ, სანამ საკუთარ სისტემას ჩამოაყალიბებდა, მან უკვე იმ მიმართულებით ანუ იმ განზრახვით გადაამუშავა დეკარტისეული სისტემა, რომ მისთვის ნამდვილად ობიექტური შინაგანი კავშირი მიეცა. გადამწყვეტი ნაბიჯი მისი საკუთარი სისტემისკენ გადაიდგა მაშინ, როცა მან თავისთავად პირველი ერთადერთ ამოსავალ წერტილად აღიარა, მაგრამ განხილვის სფეროში შემოიტანა მხოლოდ ის, რაც აუცილებლობით შეიმეცნებოდა, სახელდობრ, აუცილებელი არსებობა. დეკარტისეული ცნებიდან, სადაც ღმერთი მაინც კიდევ მეტი იყო აუცილებლად არსებულ არსებაზე, სპინოზამ არაფერი არ დაიტოვა გარდა სწორედ ამ განსაზღვრულობისა; ღმერთი მისთვის მხოლოდ აუცილებლად არსებული არსება იყო; ყველა მოსაზრება, რაც დეკარტთან ამ ცნებას წინ უსწრებდა, მან მოიკვეთა და საქმე პირდაპირ სუბსტანციის ერთადერთი განსაზღვრით დაიწყო, რომელშიც მოიაზრებოდა მხოლოდ id, ad cujus naturam pertinet existere[1], ან id, quod cogitari non potest nisi existens[2], ის რასაც წინააღმდეგობის გარეშე სულაც ვერ მოვიაზრებთ არარსებულად.

    რამდენადაც სპინოზამ აუცილებლად არსებული განსაზღვრა როგორც სუბსტანცია, სახელდობრ, როგორც აბსოლუტური, საყოველთაო სუბსტანცია, ამდენად კარგად ჩანს, რომ მან აუცილებლად არსებული თავდაპირველად მოიაზრა, როგორც ყოფიერების ზოგადი სუბიექტი, რაც მარტოოდენ ასე მოაზრებული ჯერ კიდევ არ არის ყოფიერი, არამედ მხოლოდ წანამძღვარია, შესაძლებლობაა ყოფიერებისა, როგორც მაგ., ადამიანი, მოაზრებული როგორც ავადმყოფობის სუბიექტი, ამის გამო სინამდვილეში ჯერ კიდევ არ არის ავადმყოფი, არამედ მხოლოდ ისაა, რაც შეიძლება ავად იყოს. ცალკეული ნამდვილი ნივთები არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ყოფიერების თვით სუბიექტს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფიერნი არიან; ისინი ყოფიერნი არიან მხოლოდ ყოფიერებაში მონაწილეობის წყალობით. საქმე ისე არ არის, რომ მათ სრულებით არ შეეძლოთ არყოფნა, რადგან, პირიქით, მათ შეუძლიათ არყოფნა, რაკი მათი ყოფიერება ამგვარად ყოფიერებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, რომ იმამდე ამაღლება, რაზედაც შეგვიძლია პრედიკატად გამოვთქვათ არა მარტო ამგვარად ყოფიერება, არამედ ყოფიერება საერთოდ - იმამდე Cajus actus est Existere[3] - და მხოლოდ ესაა ზოგადი ანუ აბსოლუტური სუბიექტი ყოფიერებისა, რასაც ჩვენ აგრეთვე თვით ყოფიერს ვუწოდებთ. შეიძლება ვცადოთ ეს ცნება წმინდა აბსტრაქტული შინაარსით შევინარჩუნოთ, რომლითაც იგი მხოლოდ არსის უპირველესი (prius des Seins) იქნება; ამ აზრით, იგი იქნება ოდენ აზრში ყოფიერი, ის, რასაც ყოფიერება მხოლოდ აზროვნებაში აქვს (და, ამ აზრით, აზროვნებისა და ყოფიერების ერთიანობა, სახელდობრ, ნეგატიურად გაგებული ერთიანობა: ყოფიერება არაა აზროვნების გარეშე, მაშასადამე, ტრანზიტიული არაა, არამედ ოდენ იმანენტურია); მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ამ ცნებას ვერ შევაკავებთ ასეთ ვიწრო ფარგლებში, თვითყოფიერი ისაა, რასაც არყოფიერება არ შეუძლია არა მარტო ლოგიკური, არამედ ტრანზიტიული აზრითაც; და რაც უნდა ჩქარი ვიყო თუნდაც, თითქოს, აზრის გავლების დროც კი არ მექნეს - იგი (თვით ყოფიერი) ჩემთვის არის ყოველ აზროვნებამდე, ანუ მე მას ვპოულობ უკვე ყოფიერად, რადგან იგი, როგორც ყოველივე ყოფიერების სუბიექტი, სწორედ თავისი ბუნების მიხედვით ყოფიერია და ვერასდროს ვერ მოიაზრება არაყოფიერად.

    ასეთია, ამგვარად, სპინოზასეული ცნების წარმოშობა - ცნებისა, რომელიც, როგორც ფილოსოფიის ისტორია გვიჩვენებს, დღემდეა ის პუნქტი, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი, ანუ, უფრო სწორად, რომელიც წარმოადგენს აზრის ტყვეობას, რომლისგანაც ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობს თავის დახსნას აზროვნება ერთიმეორის მიმყოლი სისტემების სახით. ეს არის ცნება, რომლის თანახმადაც ღმერთში ექსპლიციტურად - ანუ გამოკვეთით - არც ნება არის და არც განსჯა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1