Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ყვითელი ძაღლი
ყვითელი ძაღლი
ყვითელი ძაღლი
Ebook291 pages1 hour

ყვითელი ძაღლი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთის პატარა საზღვაო ქალაქში ადგილობრივი ღვინით მოვაჭრე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრება. მეგრე, რომელიც პარიზელ პოლიციელთა მობილურ რაზმს ხელმძღვანელობს, მერის მიერ იქნება გამოძახებული გამოძიების საწარმოებლად. სასტუმროში დაბინავებული მეგრე აღმოაჩენს საინტერესო კრებულს პერონაჟებისა, რომელთაგან თითოეულს რაღაც აქვს დასამალი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
ყვითელი ძაღლი

Related to ყვითელი ძაღლი

Related ebooks

Reviews for ყვითელი ძაღლი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ყვითელი ძაღლი - ჟორჟ სიმენონი

    ჟორჟ სიმენონი - ყვითელი ძაღლი

    Georges Simenon - Le Chien jaune

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გ. ჩიქობავას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I. უპატრონო ძაღლი

    II. ხალათიანი ექიმი

    III. კონკარნო საშინელებამ მოიცვა

    IV. ასეულის საკომანდო პუნქტში

    VI. მშიშარა

    VII. ორნი სანთლის შუქზე

    VIII. კიდევ ერთი

    IX. ნიჟარებიდან გაკეთებული ზარდახშა

    X. „ლამაზმანი ემა"

    XI. შიში

    შენიშვნები

    I. უპატრონო ძაღლი

    პარასკევია, 7 ნოემბერი. უკაცრიელია ზღვისპირა ქალაქი კონკარნო. ნახევრად დანგრეულ გალავანს იქით სიბნელეში ჩაძირულა ქალაქის ძველი ნაწილი. მხოლოდ უზარმაზარი საათის ციფერბლატი ანათებს. თერთმეტს აკლია ხუთი წუთი.

    სრუტეში ახლა წყალმა უმაღლეს დონეს მიაღწია. სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარისაგან ნავსადგურში ქიმებით ეჯახებიან ერთმანეთს ორჩხომელები. ქარი სტვენით იჭრება ვიწრო ქუჩებში, და ჩანს, თუ როგორ დაფარფატებენ მიწის ზედაპირიდან ქარით მონახვეტი ქაღალდის თეთრი ნაგლეჯები.

    ეგილიონის სანაპიროზე არსაიდან არ გამოკრთის შუქი. ყველა სახლის კარი ჩაკეტილია, ყველას სძინავს. მხოლოდ სანაპიროსა და მოედნის კუთხეში განათებულა სასტუმრო „ადმირალის" სამი ფანჯარა.

    ფანჯრებს დარაბები არა აქვს, სქელ მომწვანო მინებს იქით ძლივს გასარჩევად მოჩანს მუშტრების ლანდები. მორიგე მებაჟე, სასტუმროდან ას მეტრზე მდგარ თავის ჯიხურში შეყუჟულა და შურით გასცქერის კაფეში გვიანობამდე შეყოვნებულ ადამიანებს.

    მებაჟის წინ ნავსადგურია. მასში დგას სავაჭრო იალქნიანი გემი, რომელმაც შეღამებისას ავდრისგან თავი შეაფარა კონკარნოს. გემბანზე არავინ არ არის. მხოლოდ საწყალობლად ჭრიჭინობენ ბლოკები და ცუდად დამაგრებული თოკი იბერება და ფართქუნობს ქარზე. თანაბრად ხმაურობს ზღვაური, შემდეგ ისმის უზარმაზარი საათის რეკვა. თერთმეტს რეკავს.

    სასტუმროს კარი იღება, შუქის სწორკუთხედში ჩნდება ადამიანი. იგი განაგრძობს ლაპარაკს იმათთან, ვინც ოთახში დარჩა. აი, იგი ხურავს კარს და ქარიშხალი მაშინვე იტაცებს მას, პალტოს კალთებში ექაჩება, თავიდან გლეჯს ქვაბუნა ქუდს. იგი ასწრებს ქუდის დაჭერას და ყურებამდე იფხატავს.

    შორიდანაც კი ეტყობა, რომ ეს კაცი შეზარხოშებულია. ფეხები ძლივს ემორჩილება, თანაც ღიღინებს. საბაჟოს მოხელე თვალს აყოლებს და ეღიმება: ასეთ ქარში მთვრალი კაცი ცდილობს სიგარას მოუკიდოს. იწყება სასეირო ბრძოლა ადამიანისა პალტოსთან, რომლის მოგლეჯა ტროტუარზე გაქცეულ ქუდთან ერთად დააპირა ქარმა. ქვაბუნა მაინც დაჭერილ იქნა, მაგრამ სულ ტყუილად დაიხარჯა ათი ასანთი.

    ადამიანის გვერდით - ორსაფეხურიანი პარმაღია. იგი საფეხურებზე ადის და ქარისაგან თავის დასაცავად კვლავ იხრება. გაიელვა მოკლე, მოციმციმე შუქმა. მთვრალი კაცი დაბარბაცდა და კარის სახელურს ჩაეჭიდა.

    საბაჟოს მოხელეს მოეჩვენა, რომ ქარიშხლის სტვენაში შეიჭრა რაღაც სხვა უცნაური ხმა, მაგრამ ამაში მთლად ვერ დარწმუნდა. და იგი იცინის, როცა ხედავს, თუ როგორ არაბუნებრივად იხრება მთვრალი, რამდენიმე გაუბედავ ნაბიჯს ადგამს უკან. როგორც მოსალოდნელი იყო, წაიქცა.

    იგი ტროტუარის სიგანეზე გაშხლართულა, მისი თავი გადაკიდულია კიუვეტში, რომელშიც წვიმის წყალი მიჩხრიალებს. საბაჟოს მოხელემ ფერდებზე ხელი შემოირტყა, რომ გათოშილი ხელები გაეთბო, და გაჯავრებით გასცქერის მოფრთხიალე იალქანს, რომელიც მას აღიზიანებს.

    გადის წუთი, მეორე. საბაჟოს მოხელემ ისევ შეხედა ლოთს, იგი გაუნძრევლად წევს და უცებ ისიც შეამჩნია, დიდი ძაღლი როგორ ყნოსავს მის სახეს.

    - მაშინღა მივხვდი, რომ ცუდი ამბავი უნდა მომხდარიყო! - იტყვის მოგვიანებით მებაჟე, გამოძიებაზე ჩვენების მიცემისას.

    * * *

    ამის შემდეგ თითქმის დაუყოვნებლივ ისეთი აურზაური ატყდა, რომ აღწერაც კი შეუძლებელია. მებაჟე მიუახლოვდა მწოლიარეს, თან შიშობდა: დიდი, ყვითელი ფერის მრისხანე ცხოველის, ძაღლის იქ ყოფნა აიძულებდა ფრთხილად ყოფილიყო. გაზის ფარანი სულ რვა ნაბიჯის მანძილზე ენთო. მებაჟემ თავდაპირველად განსაკუთრებული ვერაფერი ვერ შეამჩნია, მაგრამ, როდესაც დააცქერდა, დაინახა, რომ მთვრალი კაცის ღია ფერის პალტოზე მოჩანს ნაჩვრეტი, რომლიდანაც ნელა მოჟონავს სქელი, მუქი სისხლი.

    მებაჟე კაფეს კარებს მიაწყდა და შეაღო. იქაურობა თითქმის ცარიელი იყო. სალაროზე დაყრდნობილი ოფიციანტი ქალი თვლემდა. მარმარილოს მაგიდასთან ორ მამაკაცს გაეშალა ფეხები და სკამების საზურგეებზე გადაწოლილნი სიგარებს აბოლებდნენ.

    - ჩქარა!... იქ კაცი მოკლეს!... მე არაფერი არ გამეგება...

    მებაჟე მოტრიალდა და დაინახა, რომ ყვითელი ძაღლი ფეხდაფეხ შემოჰყვა და ოფიციანტი ქალის ფეხებთან დაწვა.

    მამაკაცებს სახეებზე ჯერ დაბნეულობა აღებეჭდათ, შემდეგ - საშინელება.

    - ეს თქვენი მეგობარია, იგი ეს-ეს არის აქედან გავიდა!

    ნახევარი წუთის შემდეგ სამი კაცი დაიხარა უძრავ გვამთან, მერია, სადაც ჟანდარმების საგუშაგო მდებარეობდა, სულ ორიოდე ნაბიჯზეა, მებაჟე კი ენერგიით აღსავსე კაცია. იგი ჟანდარმებისკენ გაიქცა, შემდეგ კი ექიმის სახლთან ჩამოეკიდა ზარს. იგი ერთსა და იმავეს იმეორებს: მომხდარი ამბავი ისევ და ისევ თითქოს მეორდება მის თვალწინ.

    - იგი მთვრალივით დაბარბაცდა და უკან გადადგა სამი ნაბიჯი, არა ნაკლები...

    გვამის ირგვლივ უკვე შემოკრებილიყო ექვსიოდე კაცი... შემდეგ შვიდი... ცხრა... ყველგან აღებენ ფანჯრებს, ხსნიან დარაბებს, ისმის ჩუმი ხმები.

    ექიმმა ტალახში მუხლებით ჩაიჩოქა და ამბობს:

    - პისტოლეტით უსროლიათ პირდაპირ. ტყვია მუცელშია ჩარჩენილი, დაუყოვნებლივ საჭიროა ოპერაცია, დაურეკეთ საავადმყოფოს.

    ახლა ყველამ იცნო დაჭრილი, ეს არის ვინმე მუსიე მოსტაგენი, ქალაქის უმსხვილესი გემთმფლობელი და ღვინით მოვაჭრე. გულკეთილი ღიპიანი კაცი, ყველას მეგობარი და საყვარელი ადამიანი.

    მოვიდა ფორმაში გამოწყობილი ორი პოლიციელი. ერთ მათგანს ქუდის მოძებნაც კი ვერ მოესწრო. ისინი ყოყმანობენ, არ იციან, როგორ შეუდგნენ გამოძიებას.

    დაილაპარაკა მუსიე ლე-პომერემ, და მაშინვე ნათელი გახდა, რომ იგი პატივცემული და საპატიო კაცია,

    - ჩვენ კაფეში ვთამაშობდით კარტს, ოთხნი ვიყავით. მე, სერვიერი, ექიმი მიშუ და... და იგი. პირველად ექიმი წავიდა, ნახევარი საათის წინათ. მოსტაგენმა კი, რადგან ცოლისა ეშინოდა, ზუსტად თერთმეტ საათზე დაგვტოვა...

    მდგომარეობა ტრაგიკომიკურია: ყველანი უსმენენ მუსიე ლე-პომერეს, დაჭრილი კი მიავიწყდათ. ის კი მოულოდნელად ახელს თვალებს, ცდილობს წამოდგეს და გაკვირვებით კითხულობს:

    - რა მოხდა?

    მისი ხმა ისეთი სუსტი და საცოდავია, რომ ოფიციანტი ქალი ვეღარ იკავებს ისტერიკულ სიცილს. დაჭრილის სხეული კანკალმა აიტანა. მისი ტუჩები უხმოდ ირხევიან, სახის კუნთები ეჭიმება, ექიმი აჩქარებით ამზადებს შპრიცს, რომ ნემსი გაუკეთოს.

    ფეხებთან წრიალებს ყვითელი ძაღლი, ვიღაცას უკვირს:

    - საიდან გამოტყვრა ეს არსება?

    - პირველად ვხედავ.

    - ალბათ, გემის ძაღლია...

    იდუმალებით მოცული შემთხვევა ძაღლსაც კი რაღაც საიდუმლოებით მოცულს ხდის. იქნებ იმიტომ, რომ იგი უჩვეულოდ ჭუჭყიანი ყვითელი ფერისაა? ძაღლი ფეხმაღალია, მეტად გამხდარია და დრუნჩი თან ჯაჭვით დასაბმელ ქოფაკს მიუგავს, თანაც გერმანულ დოგს.

    ხალხის მჭიდრო ჯგუფიდან ხუთიოდე მეტრის მოშორებით პოლიციელები დაჰკითხავენ მებაჟეს, მომხდარი ამბის ერთადერთ მოწმეს. პოლიციელები ათვალიერებენ დათარსულ პარმაღს. იგი შედის დიდ მდიდრულ სახლში, რომლის დარაბები ყრუდ არის დაგმანული, კარის მარჯვენა ფრთაზე გაკრულია განცხადება, რომელიც იუწყება, რომ სახლი გაიყიდება აუქციონიდან 18 ნოემბერს.

    „პირველადი შეფასებაა 80.000 ფრანკი"...

    სერჟანტი დიდხანს ეჯახირება საკეტს, მაგრამ ვერ აღებს. მაშინ მეზობელი გარაჟის მეპატრონე საშალით ამოხრახნის საკეტს.

    მოდის სანიტარული მანქანა, მუსიე მოსტაგენს საკაცეზე წვენენ და მიჰყავთ. ახლა დოყლაპიებს მხოლოდ ცარიელი სახლიღა დარჩათ გასართობად.

    სახლში ერთ წელიწადზე მეტია არავინ არ ცხოვრობს. დერეფანში დენთისა და თამბაქოს ბოლის მძიმე სუნი დგას. ჯიბის ფარნის შუქზე პოლიციელები იატაკის ფილებზე პოულობენ ტალახის კვალს და სიგარის ფერფლს. აქ, ჩაკეტილ კარს უკან, ვიღაც დიდხანს ყოფილა ჩასაფრებული.

    პირდაპირ პიჟამაზე პალტოჩაცმული კაცი ეუბნება ცოლს:

    - წავიდეთ შინ, აქ სანახავი აღარაფერია, დანარჩენს ხვალ შევიტყობთ გაზეთებიდან... რახან მუსიე სერვიერი აქ არის...

    სერვიერი - ჩასუქებული, ჩალისფერ პალტოში გამოწყობილი კაცია. იგი მუსიე ლე-პომერესთან ერთად იჯდა კაფეში, სერვიერი - „ფარ დე ბრესტის[1]" რედაქტორი - ყოველ კვირას აძლევს თავის მასალას იუმორის განყოფილებაში.

    ახლა მას ხელთ უპყრია უბის წიგნაკი, და შეკითხვები, რომლებსაც იგი პოლიციელებს აძლევს, განკარგულებებს უფრო წააგავს.

    დერეფანში რამდენიმე კარი გამოდის, მაგრამ ყოველი მათგანი გასაღებითაა ჩაკეტილი. მხოლოდ ყველაზე შორეული, რომელიც ბაღში გადის, ფართოდ არის გაღებული. ბაღი შემოვლებულია ქვის კედლით, რომლის სიმაღლე მეტრნახევარს არ აღემატება. მის მეორე მხარეს შესახვევია, რომელიც ეგილიონის სანაპიროზე გადის.

    - მკვლელი აქედანაა მოსული! - ხმამაღლა აცხადებს მუსიე ჟან სერვიერი.

    * * *

    მეორე დღეს კომისარმა მეგრემ ფრიად მიახლოებითი სიზუსტით აღადგინა შემთხვევის თანმიმდევრობა. ერთი თვის წინათ იგი მივლინებით ჩამოვიდა ქალაქ რენში, სადაც აუცილებელი იყო სისხლის სამართლის პოლიციის მუშაობის გარდაქმნა. სწორედ იქ მოუსწრო მას ქალაქ კონკარნოს მერის ტელეფონის საგანგაშო ზარმა.

    კონკარნოში ჩამოსულ მეგრეს თან წამოეყვანა რენიელი ინსპექტორი ლერუა, რომელთანაც მას უწინ არასოდეს არ ემუშავა.

    ქარიშხალი ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო. ქარი ზღვიდან მოერეკებოდა ტყვიისფერი ღრუბლების ნაფლეთებს. ზედ ქალაქის თავზე იგი მუცელს უფატრავდა მათ და მათგან ყინულოვანი წვიმა იღვრებოდა. პორტიდან არც ერთი გემი არ გასულა. ხმა დაირხა, რომ გაშლილ ზღვაში, პატარა კუნძულ გლენანის განედზე, რომელიღაც გემს თავს დაატყდა უბედურება.

    მეგრე დაბინავდა „ადმირალში", რომელიც ქალაქის საუკეთესო სასტუმროდ ითვლებოდა. ჯერ მხოლოდ ხუთი საათი იყო, მაგრამ კონკარნო უკვე სიბნელემ მოიცვა. მერე ჩავიდა კაფეში - საკმაოდ პირქუშ გრძელ დარბაზში. უსწორმასწორო იატაკი მოფენილი იყო ნახერხით, ფანჯრების მინების მწვანე ანარეკლი ეფინებოდა მარმარილოს მაგიდებს.

    მაგიდების უმეტესობა დაკავებული იყო. მუშტრებს შორის მაშინვე გამოიცნობდით მუდმივ სტუმრებს; დარბაისელ კლიენტებს, მათს საუბარს ყველა უსმენდა.

    მაგიდასთან მჯდარი მრგვალსახიანი, მრგვალთვალებიანი, მომღიმარე კაცი წამოდგა და კომისარს მიეგება.

    - კომისარი მეგრე ბრძანდებით? ჩემმა მეგობარმა მერმა მაცნობა თქვენი ჩამოსვლის შესახებ. მე ბევრი გამიგონია თქვენს შესახებ... ნება მომეცით წარმოგიდგეთ - ჟან სერვიერი. ჰმ... თქვენ ხომ პარიზელი ხართ? ასე არ არის? მეც ასევე გახლავართ! მე მრავალი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი განთქმულ „მწითურ ძროხას მონმარტრზე, ვთანამშრომლობდი „პტი პარიზიენში, „ექსელსიორეში, „დეპეშაში... მე უმტკიცესი მეგობრობით ვიყავი დაკავშირებული თქვენს ერთ-ერთ უფროსთან ძვირფას ბერტრანთან... უკვე ერთი წელიწადია, რაც იგი სამსახურიდან გადადგა და ნიევერში მებოსტნეობას მისდევს... მეც მივბაძე მის მაგალითს და, ასე ვთქვათ, კერძო ცხოვრებაში გადავინაცვლე... მართალია, „ფარ დე ბრესტში" ვთანამშრომლობ, მაგრამ ეს უბრალოდ ისე, თავის გასართობად...

    იგი ცქმუტავდა და ხელებს იქნევდა.

    - ნება მიბოძეთ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1