Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მოთხრობები
მოთხრობები
მოთხრობები
Ebook341 pages1 hour

მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

კრებული მოიცავს ოლდოს ჰაქსლის 1920-იან წლებში დაწერილ სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის მოთხრობებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 5, 2021
მოთხრობები

Related to მოთხრობები

Related ebooks

Reviews for მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მოთხრობები - ოლდოს ჰაქსლი

    ოლდოს ჰაქსლი - მოთხრობები

    Aldous Huxley - Stories

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    პორტრეტი

    არტემიდე

    სერ ჰერკულესი

    ჯოკონდას ღიმილი

    სამკურნალო დასვენება

    პატარა არქიმედე

    განმარტებები

    პორტრეტი

    - სურათების ნახვა გინდათ? - იკითხა მისტერ ბიგერმა, - თანამედროვე ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშები გვაქვს, სულ ფრანგული და ინგლისური მხატვრობაა. 

    მყიდველმა ხელები გაასავსავა და თავი გააქნია უარის ნიშნად. 

    - არა, თანამედროვე არაფერი არ მაინტერესებს. - წარმოთქვა მან სასიამოვნო ჩრდილოური კილოთი, - ნამდვილ სურათებს ვეძებ, ძველ სურათებს - რემბრანდტს, სერ ჯოშუა რეინოლდს და სხვა ამგვარებს.

    - კარგი არჩევანია. - მოუწონა მისტერ ბიგერმა. - ესე იგი, ძველი ოსტატები გაინტერესებთ, არა? დიახ, ჩვენ ძველ ოსტატთა ნამუშევრებითაც ვვაჭრობთ.

    - მოხდა ისე, - თქვა მყიდველმა, - რომ ამ ცოტა ხნის წინ მამულისა და ძველებური სახლის მფლობელი გავხდი. - ბოლო სიტყვებს მან ხაზი გაუსვა.

    მისტერ ბიგერმა გაიცინა. საოცარი გულუბრყვილობა ეტყობოდა ამ უეშმაკო, მიმზიდველ კაცს. გასაკვირია, როგორ მოახერხა გამდიდრება. „მამულის მფლობელი. ამ სიტყვების წარმოთქმის მანერა პირდაპირ მომხიბლავი იყო. უბრალო გლეხი მემამულედ იქცა და ფეოდალური პირამიდის განიერი ფუძიდან მწვერვალს მიაღწია. მისი საკუთარი ისტორია და კლასთა მთელი ისტორიაც ამ მოკრძალებული სიამაყით წარმოთქმულ „მამულში გამოიხატა. უცნობი საუბარს განაგრძობდა და მისტერ ბიგერის ფიქრებს უფრო შორს წასვლის საშუალება არ მიეცა.

    - ამ სტილის სახლისათვის, - ამბობდა ის, - და მდგომარეობის განსამტკიცებლად კაცმა სურათები უნდა შეიძინოს. ძველი ოსტატები - რემბრანდტი და სხვები, რა ვიცი, ვინც არიან.

    - მართალია, - დაეთანხმა მისტერ ბიგერი, - ძველი ოსტატი სოციალური უპირატესობის სიმბოლოა. 

    - ნამდვილად ასეა. - წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა მყიდველმა. - თქვენ სწორედ ჩემი სათქმელი თქვით.

    მისტერ ბიგერმა თავი დახარა და გაიცინა. კარგია, როცა ნახავ კაცს, რომელიც შეფარულ ირონიას სერიოზულად იღებს.

    - ძველ ოსტატებს, რა თქმა უნდა, ქვევით, შემოსასვლელში დავკიდებდი. ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა მათი საწოლ ოთახში მოთავსება. 

    - საერთოდ, ეს ზედმეტი ფუფუნებაა. - აღნიშნა მისტერ ბიგერმა.

    - სხვათა შორის, - განაგრძო მამულის მფლობელმა, - ჩემი ქალიშვილი ცოტას ხატავს და გვარიანადაც გამოუდის. მისი რამდენიმე ნამუშევარი ჩარჩოში ჩავასმევინე და საწოლ ოთახში დასაკიდებლად მაქვს გამზადებული. ერთი მხატვარი ოჯახში აუცილებელია, თუ არ გინდა საქმე საყიდლად გაგიხდეს. შემოსასვლელში კი მაინც საჭიროა ძველ ოსტატთა ნამუშევრების დაკიდება. 

    - მე მგონი, თქვენი სურვილის შესაფერი ერთი სურათი უნდა მქონდეს. - მისტერ ბიგერი წამოდგა და ზარი დარეკა.

    - „ჩემი ქალიშვილი ცოტას ხატავს..." - გაიფიქრა და თვალწინ წარმოუდგა ქერათმიანი, მებუფეტის ტიპის ოცდათერთმეტი წლის შინაბერა. ამ დროს კარებში მისი მდივანი გამოჩნდა.

    - მის პრეტ, მომიტანეთ ის ვენეციური პორტრეტი, უკანა ოთახში რომ  ჰკიდია. იცით, რომელსაც ვგულისხმობ.

    - ძალიან მყუდროდა ხართ მოწყობილი. - თქვა მამულის მფლობელმა. - ალბათ საქმეებიც კარგად მიგდით. 

    - კრიზისია. - უპასუხა მისტერ ბიგერმა და ამოიოხრა. - სურათებით მოვაჭრენი ყველაზე მწვავედ ვგრძნობთ ამას. 

    - აჰ, კრიზისი. - ჩაიქირქილა მამულის მფლობელმა. - ხომ, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ზოგიერთებს ეგონათ, სამუდამოდ მწვერვალზე დავრჩებოდით, სულელები. ყველაფერი მაშინ გავყიდე, როცა ზენიტზე ვიმყოფებოდით. აი, ამიტომ მაქვს ახლა სურათების შეძენის საშუალება.

    მისტერ ბიგერმაც გაიცინა. რომ უნდოდა, ისეთი მყიდველი შეხვდა.

    - კარგი იქნებოდა, მეც მქონოდა რამე გასაყიდი ბუმის დროს. 

    მამულის მფლობელმა იმდენი იცინა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. იგი მაშინაც იცინოდა, როცა მის პრეტმა კარი შემოაღო. მდივანს ორივე ხელში ფარივით ეჭირა სურათი.

    - მოლბერტზე დადგით, მის პრეტ, - სთხოვა მისტერ ბიგერმა და ისევ მამულის მფლობელს მიუბრუნდა. - აბა, რას იტყვით ამაზე?

    მოლბერტიდან იყურებოდა მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანების იტალიელის ტიპი, ღრმად გულამოჭრილ ცისფერ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი პირმსუქანი თეთრი ქალი. მის გაბუშტულ ტუჩებს კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი დასთამაშებდა, ხელში კი შავი ნიღაბი ეჭირა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კარნავალის დამთავრების შემდეგ ეს-ესაა მოეხსნას იგი.

    - კარგი სურათია. - თქვა მემამულემ და მერე დაეჭვებით დაუმატა, - სულ არ ჰგავს რემბრანდტს, არა? ყველაფერი ისე ნათელი და ბრწყინვალეა. ძველ მხატვრებთან ამგვარს ვერაფერს ნახავთ. მათი სურათები ისე ჩამუქებული და დანისლულია. 

    - სწორია, - უპასუხა მისტერ ბიგერმა. - მაგრამ ყველა ძველი ოსტატი კი არ ჰგავს რემბრანდტს. 

    - მეც ასე მგონია. - მემამულე მთლად დარწმუნებული არ ჩანდა. 

    - ამისი ავტორი მეთვრამეტე საუკუნის ვენეციელი მხატვარია, ვენეციელთა ფერები კი ყოველთვის ნათელია. ჯიანგოლინი ფერმწერი იყო, ახალგაზრდა გარდაიცვალა და მხოლოდ ექვსიოდე სურათითაა ცნობილი. ეს ერთ-ერთია.

    მამულის მფლობელმა თავი დახარა. მას შეეძლო იშვიათობის დაფასება.

    - კაცი ერთი შეხედვითაც კი შეამჩნევს ლონჯის გავლენას, - ვითომ სხვათა შორის აღნიშნა მისტერ ბიგერა, - თან ის სიფაქიზეც ეტყობა, რასაც როზალბა პირისახის ხატვისას აღწევდა ხოლმე. 

    მამულის მფლობელი უკმაყოფილო გამომეტყველებით ხან მისტერ ბიგერს შესცქეროდა და ხან სურათს. იმაზე შემაწუხებელი არაფერია, როცა თქვენზე მცოდნე კაცი გელაპარაკებათ. მისტერ ბიგერი აშკარად სარგებლობდა თავისი უპირატესობით.

    - უცნაურია, - განაგრძო მან, - რომ ვერავინ ხედავს ტიეპოლოს მანერას ამ სურათში, ასე არ არის?

    მამულის მფლობელმა თავი დაუქნია, მოიღუშა და ბავშვური ტუჩები გადმოებერა. გეგონებოდათ სატირლად ემზადებაო.

    - სასიამოვნოა ისეთ კაცთან საუბარი, - თქვა მისტერ ბიგერმა და ბოლოსდაბოლოს მოლბა, - რომელსაც ნამდვილად ესმის მხატვრობა. ასეთები ცოტანი არიან.

    - ფერწერა მაინცდამაინც ღრმად არ მესმის, - თავი დაიმდაბლა მამულის მფლობელმა, - მაგრამ, როცა სურათს ვუყურებ, ვიცი, მომწონს თუ არა. - მას ისევ გაუბრწყინდა სახე, რადგან მყარ ნიადაგზე იგრძნო თავი. 

    - ბუნებრივი ინსტინქტია. - თქვა მისტერ ბიგერმა. - შესანიშნავი ნიჭია. თქვენ სახეზე გაწერიათ, რომ გაქვთ ეს ნიჭი, როგორც კი დარბაზში შემოხვედით, მაშინვე შეგატყვეთ.

    მამულის მფლობელი ნასიამოვნები დარჩა.

    - მართლაც. - დაეთანხმა იგი და იგრძნო, როგორ ამაღლდა საკუთარ თვალში, - მართლაც. - მან ცალი თვალით კრიტიკულად გახედა სურათს. - უნდა ითქვას, რომ მართლაც მშვენიერი ფერწერაა. ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინც მერჩივნა, რაიმე ისტორიული მნიშვნელობის ტილო შემეძინა, ალბათ გესმით, რასაც ვგულისხმობ. მინდოდა მეყიდა სურათი, რომლის შინაარსი წარსულთან იქნებოდა დაკავშირებული, ვინმე საინტერესო პიროვნების, ვთქვათ, ანა ბოლეინის, ნელ გვინის, ველინგტონის ჰერცოგის ანდა სხვა ამის მსგავსის პორტრეტი. 

    - ჩემო ძვირფასო სერ, მე სწორედ ახლა ვაპირებდი ერთი ამბის მოყოლას. ამ სურათს ისტორია აქვს. - მისტერ ბიგერი წინ გადაიხარა და მამულის მფლობელს მუხლზე ხელი დაადო. თვალები ლმობიერად აუციმციმდა და დაფანჩულ წარბებქვეშ კმაყოფილებით გაუბრწინდა. მის ეშმაკურ ღიმილშიც სათნოება გამოსჭვიოდა. - ამ სურათთან ერთი შესანიშნავი ამბავია დაკავშირებული.

    - მართლა? - მამულის მფლობელმა წარბები აზიდა. მისტერ ბიგერი სავარძელში მოეწყო. 

    - აი, ეს ქალი, - დაიწყო მან და ხელი პორტრეტისაკენ გაიშვირა, - ჰარტმორის მეოთხე გრაფის ცოლი იყო. ჰარტმორების გვარი ახლა აღარ არსებობს - მეცხრე გრაფი შარშან გარდაიცვალა. ეს პორტრეტი მე საჯარო ვაჭრობაზე შევიძინე საგვარეულო სახლის გაყიდვის დროს. მეტად სამწუხარო მოვლენაა ასეთი ძველი ოჯახების გადაშენება. - მისტერ ბიგერმა ამოიოხრა. მამულის მფლობელი ისე იყო გაჭიმული, კაცს ეგონებოდა, ეკლესიაში ზისო. ერთი წუთით დუმილი დამყარდა. შემდეგ მისტერ ბიგერმა შეცვლილი ხმით განაგრძო. - მის რამდენიმე პორტრეტს თუ ვენდობით, მეოთხე გრაფი პირგრძელი, წარბშეკრული კაცი უნდა ყოფილიყო, ასეთები ყოველთვის ორმოცდაათი წლისად გამოიყურებიან და ამიტომ მათი ახალგაზრდობის წარმოდგენა შეუძლებელია. გრაფის ცხოვრების მთავარ ინტერესს შეადგენდა მუსიკა და რომაული ძეგლები. არსებობს ერთი პორტრეტი, სადაც მას ცალ ხელში სპილოს ძვლის ფლეიტა უჭირავს, მეორე ხელით კი რომაული ჩუქურთმის ფრაგმენტზეა დაყრდნობილი. თავისი ცხოვრების ნახევარი იტალიაში მოგზაურობას შეალია - ეძებდა ანტიკური ხელოვნების ნიმუშებს და ტკბებოდა მუსიკით, ორმოცდათხუთმეტი წლისამ უეცრად ცოლის შერთვა გადაწყვიტა და აი, ეს ქალი აირჩია. - მისტერ ბიგერმა სურათზე მიუთითა. - მის ფულებსა და ტიტულს ბევრი ნაკლის დაფარვა შეეძლო, ხოლო ლედი ჰარტმორის გარეგნობა არ გვაფიქრებინებს, რომ დიდად დაინტერესებული ყოფილიყოს რომაული ძეგლებით. არც მეცნიერებისა და მუსიკის ისტორიისთვის იტკიებდა ალბათ თავს. უყვარდა კარგი ჩაცმა, საზოგადოებაში ტრიალი, აზარტული თამაშობანი, ფლირტი და ყოველგვარი სიამოვნება. როგორც ჩანს, ახლად შეუღლებული წყვილი მთლად ვერ ეწყობოდა ერთმანეთს, მაგრამ აშკარა განხეთქილებას ერიდებოდნენ. ქორწინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ლორდმა ჰარტმორმა მოინდომა ერთხელ კიდევ სტუმრებოდა იტალიას. ადრე შემოდგომაზე ისინი ვენეციას ეწვივნენ. ლორდ ჰარტმორისათვის ვენეცია ნიშნავდა მუსიკას განუსაზღვრელი რაოდენობით - გალუპის ყოველდღიურ კონცერტებს მიზერიკორდიის ობოლთა თავშესაფარში, პიცინის - სანტა მარიაში, ახალ ოპერებს - სან მოიზეში, შესანიშნავ კანტატებს - ასობით ეკლესიაში, მოყვარულთა შინაურულ კონცერტებს, პორპორის და ევროპის საუკეთესო მომღერლებს, ტარტინის და სახელგანთქმულ ვიოლინისტებს. ლედი ჰარტმორისათვის ვენეცია სულ სხვა რამ იყო. მისთვის ეს გახლდათ აზარტული თამაშობანი რიდოტოზე, ნიღბოსანთა საცეკვაო საღამოები, მხიარული ვახშმები და ყველა ის სიამოვნება, რომელსაც მსოფლიოს უმხიარულესი ქალაქი იძლევა. ისინი საკუთარი ცხოვრებით ტკბებოდნენ და სხვადასხვაგვარად ბედნიერად გრძნობდნენ თავს ვენეციაში, ვიდრე ერთხელ ლორდ ჰარტმორს არ გაუჩნდა საბედისწერო აზრი - დაეხატვინებინა ცოლის პორტრეტი. მას წარუდგინეს ახალგაზრდა ჯიანგოლინი, როგორც დიდი მომავლის მქონე ნიჭიერი მხატვარი. ლედი ჰარტმორმა სეანსებზე სიარული დაიწყო, ჯიანგოლინი ლამაზი და ელეგანტური იყო. ჯიანგოლინი ახალგაზრდა იყო, სასიყვარულო ტექნიკა ისევე დახვეწილი ჰქონდა, როგორც ფერწერის ხელოვნება. ლედი ჰარტმორი უბრალო მოკვდავი არ უნდა ყოფილიყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა. იგი ჩვეულებრივი მოკვდავი გახლდათ. 

    - ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ არა? - მამულის მფლობელმა თითი ლამის ნეკნებში გაურჭო მისტერ ბიგერს და გაიცინა.

    მისტერ ბიგერმა თავაზიანად გაიზიარა მისი მხიარულება და როგორც კი მამულის მფლობელი დაწყნარდა, საუბარი განაგრძო. 

    - ჰოდა, ბოლოს გაქცევა განიზრახეს, გადაწყვიტეს ჰარტმორების საგვარეულო ძვირფასეულობით ვენაში ეცხოცრათ. ძვირფასეულობის წაღებას ლედი მალულად აპირებდა. ის კი ოცი ათასზე მეტი ღირდა. 

    სამზადისი მალე დამთავრდა. ჯიანგოლინის ჰყავდა მეგობარი, რომელმაც ყველაფერი მოაწყო - სხვის სახელზე პასპორტები აუღო, დაუქირავა ცხენები, რომლებსაც კონტინენტზე დაახვედრებდნენ, ათხოვა თავისი გონდოლა. შეყვარებულები ბოლო სეანსის შემდეგ აპირებდნენ გაქცევას. იმ დღეს ლორდმა ჰარტმორმა ცოლი ჩვეულებრივ ჯიანგოლინის სახელოსნოში გონდოლით მიიყვანა და მოდელისათვის განკუთვნილ სავარძელში ჩასვა. თვითონ კი მიზერიკორდიაში გალუპის კონცერტის მოსასმენად წავიდა. შუაგული კარნავალი იყო, ხალხი დღისითაც კი ნიღბებით დადიოდა. ლედი ჰარტმორს შავი აბრეშუმის ნიღაბი ეკეთა - ხედავთ, ამ პორტრეტზე ხელში უჭირავს. თუმცა გრაფი მხიარულების მოყვარული კაცი არ იყო და არც კარნავალის ღრეობები მოსწონდა, მაგრამ მეზობლების გროტესკულ მოდას მაინც აჰყვა. არ უნდოდა სხვებისგან გამორჩეულიყო და ვინმეს ყურადღება მიექცია. 

    გრძელი შავი წამოსასხამი, უზარმაზარი შავი სამკუთხა ქუდი და თეთრი ქაღალდის გრძელცხვირა ნიღაბი კარნავალის დღეებში ყოველი ვენეციელის ჩვეულებრივ მორთულობას წარმოადგენდა. ლორდი ჰარტმორი სულაც არ ისწრაფვოდა თვალში მოხვედროდა ვინმეს. მასაც ისევე ეცვა, როგორც ყველას. ადვილი მისახვედრია, რა აბსურდული და შეუფერებელი იქნებოდა მხიარული ვენეციელი ნიღბოსნის ჩაცმულობა პირქუში და გაფუყული ინგლისელი მილორდის ტანზე. „პანტალონე პულცინელას ტანსაცმელში" - ასე მონათლეს შეყვარებულებმა გრაფი. ტრადიციული კომედიის გამოჩერჩეტებული მოხუცი მხიარული კლოუნის ფორმაში.

    როგორც უკვე მოგახსენეთ, იმ დილით ლორდმა ჰარტმორმა ცოლი დაქირავებული გონდოლით სახელოსნოში მოიყვანა. ქალს თან მოჰქონდა განიერ წამოსასხამში დამალული ტყავის პატარა ყუთი, რომელშიც აბრეშუმებზე მშვიდად ესვენა ჰარტმორის ძვირფასეულობა. ჰარტმორები გონდოლის ვიწრო, ჩაბნელებულ კაბინაში ისხდნენ. მათ თვალწინ მიცურავდა ეკლესიები, ჩუქურთმებით დახუნძლული სასახლეები და დროისაგან შელახული მრავალსართულიანი სახლები. კლოუნის მხიარული ნიღბიდან ლორდ ჰარტმორის ხმა მკაცრად, მშვიდად, დინჯად მოედინებოდა. 

    - უგანათლებულესი მეცნიერი მამა მარტინი, - თქვა მან, - დაპირებულია ხვალ პატივი დაგვდოს და სადილად გვეწვიოს. საეჭვოა, ვინმემ მასზე უკეთ იცოდეს მუსიკის ისტორია. გთხოვთ ეცადოთ და განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინოთ მის მიმართ.

    - გქონდეთ ჩემე იმედი, მილორდ. - ქალი ძლივს იკავებდა სიცილს. ხვალ სადილობისას ისინი შორს იქნებიან. გორიციას გაცილებულნი, საზღვარს იქით, ვენის გზაზე გააჭენებენ ცხენებს. საწყალი ბებერი პანტალონე. თუმცა რატომ არის საწყალი. ბოლოსდაბოლოს მას თავისი მუსიკა რჩება, რჩება თავისი მარმარილოს ნამტვრევები. მოსასხამის ქვეშ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1