Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ
გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ
გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ
Ebook141 pages1 hour

გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ნაშრომით დიდი გერმანელი ჰუმანისტი უპირისპირდება ენის წარმოშობის XVIII საუკუნეში გავრცელებულ თეორიებს, კერძოდ, "ღვთიური" წარმოშობის საღვთისმეტყველო თეორიასა და ენის წარმოშობას "საზოგადოებრივი შეთანხმების" საფუძველზე. ჰერდერი ენას განიხილავს, როგორც ადამიანის ცნობიერების განუყრელ თვისებას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ

Related to გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ

Related ebooks

Reviews for გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ - იოჰან გოტფრიდ ჰერდერი

    სარჩევი

    პირველი ნაწილი. შესძლებდნენ თუ არა ადამიანები ენის შექმნას თავიანთ ბუნებრივ უნართა საფუძველზე?

    მეორე ნაწილი

    განმარტებები

    პირველი ნაწილი. შესძლებდნენ თუ არა ადამიანები ენის შექმნას თავიანთ ბუნებრივ უნართა საფუძველზე?

    პირველი თავი

    ადამიანი ენის მქონეა უკვე როგორც ცხოველი! თავისი სხეულის მძაფრსა და მათ შორის უმძაფრესს - ტკივილის შეგრძნებას, თავის მწვავე სულიერ განცდებს ადამიანი გამოხატავს ველური, დაუნაწევრებელი ბგერებით. განაწამები ცხოველიცა და გმირი ფილოქტეტიც ერთნაირი ოხვრითა და ხვნეშით უპასუხებს ტკივილის შემოტევას, თუნდაც უდაბურ კუნძულზე ეგდოს მხსნელის უიმედოდ. თითქოს იგი შვებას ჰპოვებს მხურვალე და მტანჯველი სუნთქვისათვის გზის მიცემით: ასე ჰგონია, სატკივარი მოაკლდება, თუ თავის გმინვას ქარს გაატანს, ხოლო აუმღვრეველი ჰაერის ხელახალი ჩასუნთქვით ძალას მოიკრებს მომდევნო შემოტევის დასაყუჩებლად. ბუნებას როდი შევუქმნივართ განზე გამდგარი კლდეების ან ეგოისტური მონადების მსგავსად! ცხოველურ გრძნობათა უწვრილესი სიმებიც კი (ასეთ ხატოვან შედარებას მივმართავ, რადგან არ მეგულება სხვა უფრო შესაფერისი მგრძნობიარე სხეულის მექანიკისათვის!), თვით ისეთი სიმებიც კი, რომელთა ჟღერა და დაჭიმულობა არ არის ნებისა თუ დინჯი მოფიქრების ნაყოფი და რის ბუნებასაც დღემდე ვერ ჩასწვდომია ყოვლისმაძიებელი გონება, მთელი თავისი რხევა-თამაშით სხვებზე სამოქმედოდ არის გამიზნული, თუნდაც არ მოელოდეს სხვების თანაგრძნობას. საკმარისია სიმს შევეხოთ და ისიც შეასრულებს თავის ბუნებრივ მოვალეობას - ხმას გამოსცემს, აჟღერდება! იგი მოუხმობს თანამგრძნობ ექოს, თუნდაც არავითარი იმედი არ ჰქონდეს საპასუხო მოქმედებისა. 

    თუ ოდესმე ფიზიოლოგია ისე შორს წავა, რომ ფარდას ახდის სულიერ ცხოვრებას, რაშიაც დიდად მეპარება ეჭვი, მაშინ იგი ერთგვარ შუქსაც მოჰფენს ამ მოვლენას ნერვული სისტემის ანალიზის შემწეობით, თუმცა ამ მოვლენას, ალბათ, ცალკეულ, მცირე და უაზრო მონაკვეთებად დაანაწევრებს. ახლა კი, ხსენებული მოვლენა მივიღოთ როგორც ბუნების სრულიად ცხადი კანონი: ჩვენს წინაშეა მგრძნობიარე არსება, რომელიც ვერ ჩაიკლავს ვერც ერთ ცოცხალ განცდას, რომელიც პირველსავე გამაოგნებელ წუთში, უნებლიედ და ანგარიშმიუცემლად გამოხატავს მათ ხმამაღლა, ბგერებით. „განიცდიდე არა მარტო შენთვის, არამედ საკუთარ განცდას ბგერით გადმოსცემდე! - აი, კანონი, რაც დედაბუნებამ დაგვანათლა და რითაც უკანასკნელად ჩამოგვართვა თავისი შემოქმედი მარჯვენა. და რადგან მისი ხელი თანაბრად შეეხო ერთი მოდგმის ყველა არსებას, ხსენებული კანონი კურთხევად გადაიქცა: „დაე, შენი განცდა ერთგვარად ჟღერდეს შენივე მოდგმისათვის, რათა მას თანაგრძნობით მიაპყროს ყური როგორც ერთმა, ისე ყველამ! მაშ, ნურავინ შეახებს ხელს ამ სუსტსა და მგრძნობიარე არსებას; იცოდე, რა მიუსაფარიცა და სამყაროს მტრული ძალების წინაშე უსუსურიც არ უნდა ჩანდეს იგი, ნუ გეგონება, რომ ის მარტოა. არა, ის კავშირშია მთელ ბუნებასთან. მისი სიმები თუმცა მეტად ფაქიზია, მაგრამ მცირე შეხებითაც ისეთ ხმას გამოსცემს, რომ იმწამსვე აღძრავს ასევე სათუთი აგებულების მქონე სხვა არსებას და შორეულ გულში უხილავი ჯაჭვით გადაისვრის უცხო არსებისადმი თანაგრძნობის ნაპერწკალს. ეს ბგერები, ეს ოხვრა სხვა არაფერია, თუ არა ენა; ამრიგად, არსებობს გრძნობათა ენა როგორც ბუნების უშუალო კანონი. 

    ოდესღაც ადამიანისა და ცხოველისათვის საერთო ენის არსებობას ახლაც ადასტურებს ზოგიერთი უტყუარი გადმონაშთი. დაე, გამოდევნოს ჩვენმა ხელოვნურმა ენამ ბუნების ენა, დაე, გზა შეუკრას, მოადუნოს და გეზი უცვალოს ჩვენმა სამოქალაქო ცხოვრებამ და საზოგადოებრივმა თავაზიანობამ მოზღვავებულ ვნებებს. განცდის უმძაფრესი წამი, თუნდაც მეტად იშვიათი, კვლავ იბრუნებს თავის უფლებებს და დედაენის აქცენტებში აღმოხეთქავს. აქ ხმას იმაღლებს ვნების ქარიშხალი: სიხარულისა თუ კმაყოფილების, ტკივილისა თუ მწუხარების უეცარი დარტყმა; ჩვენს სულში ღრმად იჭრება შურისძიების, სასოწარკვეთილების, აღშფოთების, შიშის, ძრწოლისა თუ სხვათა ყოვლის შთანმთქმელი გრძნობა. რამდენი გრძნობაცა გვაქვს ბუნებაში, იმდენივე ბგერითი ნიუანსია. როგორც ჩანს, მით უფრო არ გვესმის ცხოველის ბუნებრივი ენა, რაც უფრო ნაკლებად ვენათესავებით მათ, რაც უფრო განსხვავდება ჩვენგან მათი ნერვული სისტემა. ჩვენ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწის ცხოველებისაც უკეთ გვესმის, ვინემ წყლისა, ხოლო მიწაზედაც - უფრო შინაურებისა, ვინემ ნადირისა; შინაურებშიაც არის სხვაობა: ჩვენთან რაც უფრო ახლოს არის, იმისი უკეთ გვესმის. რაღა თქმა უნდა, აქ მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს ურთიერთობაცა და შეჩვევაც. თავის ცხენთან შერწყმულ არაბს გაცილებით მეტი გაეგება თავისი ცხენისა, ვიდრე რომელიმე ახალბედა მხედარს; იგი ისევე ძალდაუტანებლად ესაუბრება თავის ცხენს, როგორც ჰექტორი. ცხადია, არაბს, რომლის ირგვლივაც უდაბნოში ვერ იპოვით ვერც ერთ სულიერ არსებას, გარდა თავისივე აქლემისა ან ზოგჯერ გზასაცდენილ ფრინველთა გუნდისა, ჩვენზე უკეთ ეცოდინება მათი ენა და მათი ბუნება. ასევე, ტყის შვილს, მონადირეს - ირმის ძახილი, ხოლო ლაპლანდიის მცხოვრებს - ჩრდილოეთის ირმის ხმა. კაცმა რომ თქვას, ბუნების ენა არის ერთგვარი მშობლიური ენა ცხოველთა ყოველი სახეობისათვის და ასევე ადამიანსაც თავისი ენა მოეპოვება. 

    უდავოა, რომ ეს ბგერები საკმაოდ მარტივია; მათი წარმოთქმისას ან მათი გადატანისას ქაღალდზე შორისდებულთა სახით აღმოჩნდება, რომ სრულიად საპირისპირო განცდებს ერთი აღმნიშვნელი ჰქონია. აი, თუნდაც მიბნედილი ოხ! - ბგერა გულისწამღები სიყვარულისა და უკიდურესი სასოწარკვეთისა; ან მჭექარე უჰ! - ბგერა უეცარი სიხარულისა და აღშფოთებისა, უსაზღვრო აღფრთოვანებისა და უმძიმესი სევდისა; განა ეს ბგერები იმისათვის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1