Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ოჯახი და სიყვარული
ოჯახი და სიყვარული
ოჯახი და სიყვარული
Ebook242 pages1 hour

ოჯახი და სიყვარული

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

კათოლიკურ პოზიციაზე მდგარი სიუსაკუ ენდო ოჯახისა და მის წინაშე წარმოშობილი პრობლემების ოჯახისავე გადასარჩენად მიმართულ ძალისხმევას აღწერს სიყვარულის ფონზე, რომელიც შეიძლება ოჯახის გარეთაც მყოფობდეს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
ოჯახი და სიყვარული

Related to ოჯახი და სიყვარული

Related ebooks

Reviews for ოჯახი და სიყვარული

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ოჯახი და სიყვარული - სიუსაკუ ენდო

    სარჩევი

    პრელუდია 

    ნოველა პირველი. სანიმუშო კაცის ცოლი

    ნოველა მეორე. არა მარტო ქმარი, არამედ მამაკაციც...

    ნოველა მესამე. სწორედ იმიტომ, რომ ცოლია

    ნოველა მეოთხე. მამაკაცის გული 

    ნოველა მეხუთე. ცოლქმრული ცხოვრების ბალანსი

    ნოველა მეექვსე. მე - იდეალური ცოლი ვარ! 

    ნოველა მეშვიდე. შენ ხარ იდეალური ცოლი? 

    ნოველა მერვე. ცოლი მოგზაურობს 

    ნოველა მეცხრე. საღამოს სტუმარი 

    ეპილოგი. ეპითალამა

    განმარტებები

    პრელუდია

    შარშან, ზაფხულის ერთ კვირა დღეს, კენკიტის ქალიშვილის პორტრეტი აჩვენეს. სურათი დიდი არაფერი იყო, ერთი უბრალო გოგო ჩანდა, კიმონო ეცვა, დივანზე იჯდა და მუთაქაზე მიწოლილი ნაძალადევად იღიმებოდა. დედა და ახლობლები კენკიტის ხშირად აჩვენებდნენ ხოლმე ქალიშვილების სურათებს, ეგებ რომელიმე მოეწონოს და ბოლოს და ბოლოს დაქორწინება ეღირსოსო.

    - რას იტყვი, კარგია? - ჰკითხა დედამ და შვილს ყურადღებით შეხედა. - დეიდა ოიასაც ძალიან მოეწონა. შენ სიგამხდრეს რას უყურებ, ცურვის ჩემპიონია.

    კენკიტიმ პასუხად რაღაც წაიბურტყუნა, შებრუნდა და ბაღში წყლით სავსე მინის მოზრდილ ქილას დააცქერდა, რომელშიც მზის სხივებით აფერადებული ოქროს თევზები დაცურავდნენ.

    დედა შვილის გვერდით იჯდა და ყურადღებით დასცქეროდა ფოტოსურათს. მერე ამოიოხრა და სურათი გვერდზე გადადო.

    დედა ყოველი ფოტოსურათის ნახვისას ოხრავს, მაშ არადა, თვითონ კენკიტი გაიცხელებს თავს. ცოტა როდი უნახავს ეს გაღიმებული ქალიშვილები, კიმონოიანებიც და ევროპულად ჩაცმულებიც, დამსხდრებიც და ფეხზე მდგომებიც, რანაირები აღარ შეხვედრია. ამ ფოტოსურათებით ბანქოს მთელი დასტა შეგროვდებოდა, ოღონდ მარტო ქალებისა. 

    - სულ წუნიაობ... მეტისმეტ არჩევანში ხარ... დარჩები ბერბიჭად და მერე ნახე! შენზე ვზრუნავთ, ვეძებთ, ვცდილობთ... პირდაპირ სამარცხვინოა!

    „ახლა კი ჭიანურივით გააბამს!" - გაიფიქრა კენკიტიმ. 

    დედის საყვედური მისთვის უცხო არ იყო. ყოველი საპატარძლოს უარყოფას უცვლელად მოსდევდა ეს გაჭიანურებული საყვედურები. დედა ახლაც საყვედურებს მოჰყვა. 

    - შენ რა, არასოდეს აპირებ ცოლის შერთვას?

    - როგორ თუ არასოდეს... 

    - ასე გამოდის... - და დედას თვალები უცბად ეშმაკურად აუციმციმ და, - აა, ვიცი! უკვე გეყოლება საცოლე! აბა რატომღა უმალავ დედას? 

    - არაფერსაც არ გიმალავ... და არც ვინმე საცოლე მყავს... ჯერჯერობით არა მყავს...

    ჩვენთვის რომ ვთქვათ, კენკიტი არც თვითონ ამბობდა უარს ცოლის შერთვაზე. აგერ უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა. დედა, რა თქმა უნდა, მართალია: ოცდაათ წელს აღარაფერი უკლია და მართლაც დროა, ოჯახს მოეკიდოს.

    მაგრამ ოჯახს მოკიდება არც ისეთი ადვილია. 

    ვინმე კარგი გოგო რომ შეხვედროდა და მოსწონებოდა, უყოყმანოდ დაქორწინდებოდა. მაგრამ აი ასე ფოტოსურათებით საცოლის ძებნა მეტისმეტად ძველმოდურია, დამამცირებელი, და თანამედროვე ახალგაზრდას აღარ შეშვენის.

    თუმცა მარტო ეს როდი აბრკოლებს. კენკიტის თვითონაც მოსწონს უცოლოდ ყოფნა, - ასე უფრო თავისუფალი ხარ. მოეკიდები ოჯახს და, მშვიდობით გალაღებულო ცხოვრებავ! სხვათა შორის, კანტორის თანამშრომლებიც ამასვე ეუბნებოდნენ უცოლოებს:

    - ნეტავი თქვენ, პირდაპირ ბედნიერები ხართ! მაგრამ ერთი დრო დიდხანს არ შეგრჩებათ, მალე დაოჯახდებით და თქვენც ეშმაკის მახეში გაყოფთ თავს.

    ზოგიერთები უარესსაც ეუბნებოდნენ: 

    - რაო, ბიჭუნებო, დაცოლიანება განიზრახეთ? ფერად პეპლებს ეთამაშებით? აბა, ჰა, თქვენ იცით! ოღონდ ანდაზა არ დაგავიწყდეთ: „ცოლსა ასი ცომი უნდა, ასნაირი საფანელი!" ჰოდა, მალე თქვენს კისერზეც იგრძნობთ ამას.

    ქალებზე ასეთი ბუნდოვანი წარმოდგენა კენკიტის საგონებელში აგდებდა. რა უნდა იყოს? ცოლქმრულ ცხოვრებას მარტო თანამშრომლები როდი ძრახავენ, ამასვე ამბობენ უკვე დაცოლშვილებული უნივერსიტეტის ამხანაგებიც, ყველანი ერთხმად გაიძახიან, ავჩქარდით, თორემ კიდევ შეგვეძლო დროს ტარებაო.

    კენკიტი მათს სიტყვებში ცოტა გადაჭარბებასაც ამჩნევდა, მაგრამ ისე ხშირად ესმოდა ასეთი საუბარი, რომ ძალაუნებურად მოუსვენრობა იპყრობდა. 

    „ცოტა უნდა დავიცადო, - ამბობდა თავისთვის, - ვიქნები ერთხანს კიდევ უცოლოდ, ასაჩქარებელი რა მაქვს!" 

    * * *

    ლურსმნის ფირმა, სადაც კენკიტი მუშაობს, ტოკიოს ვაგზლის გვერდით არის, მარუნოუტის რაიონში, და „ტოსინკოგიო" ჰქვია. ფირმას ქარხნები სხვა ქალაქებში - იახტასა და მორიოკაშიცა აქვს, მაგრამ კენკიტი აგერ უკვე ხუთი წელია მუშაობს და ერთხელაც არ ყოფილა იქ. მოსვლის დღიდანვე აღრიცხვის განყოფილებაში მოეწყო და თვეში ოცდახუთ ათას იენს იღებს. ასე რომ, ადგილით თავის უნივერსიტეტელ ამხანაგებს არ ჩამორჩება, რომლებიც სხვა ფირმებში მუშაობდნენ.

    რვა საათზე გამოდის კენკიტი სახლიდან და ტოკიოს ვაგზლამდე ელექტრომატარებლით მიდის. ვაგონები ამ დროს გაჭედილია, მგზავრების უმეტესობა მოსამსახურეებია, მათ მუდამ საყელოგახამებული ქათქათა ხალათები აცვიათ. აქვე შეგხვდებათ კანტორის მუშაკი გოგოები და ზოგჯერ სტუდენტებიც. 

    სამი საათის მუშაობის შემდეგ შესვენება იწყება. თანამშრომლები სასახლის მოედანზე გამოიშლებიან, სადაც მწვანედ ჩამუქებულ არხში თავმომწონედ დაცურავენ გედები.

    ხალხი პირდაპირ გაზონებზე ჩამოსხდება ხოლმე. ყველგან სიცილი, საუბარი, ხორხოცი და გოგოების სიმღერა ისმის. ქარის მოტანილი წკრიალა ხმა კალმახის სხმარტალს წააგავს და ყმაწვილკაცებს უზომოდ აღელვებს.

    კენკიტი თრთოლვით ადევნებს თვალს გოგოებს. ვინ იცის, იქნებ ერთი მათგანი მისი ცოლიც გახდეს?

    ბალახში გულაღმა გაწოლილი თვალს ცას გაუშტერებს და ერთთავად იმაზე ფიქრობს. გუნებაში მის სახეს ხატავს, როგორია, რას აკეთებს? იაპონიაში სადღაც ხომ უნდა იყოს გოგო, რომელიც მისი ცოლი გახდება. ნეტავ კი აჩვენა, თუნდაც თვალი შეავლებინა. ჯერ ალბათ სულ მთლად გოგონაა.

    კენკიტიმ საათს დახედა: ჯერ ადრეა - პირველს ოცი წუთი აკლია. 

    ნეტა რას აკეთებს ამ დროს? სადილობს? ისვენებს? თუ სარკის წინ კეკლუცობს? ალბათ, ფიქრადაც არ მოსდის, რომ კენკიტი კუსუნოკი მისი ქმარი გახდება.

    თუმცაღა, ვინ იცის, შეიძლება ამ წუთს ისიც მასზე ფიქრობს. გოგონებიც ხომ ოცნებობენ თავიანთ მომავალ ქმრებზე? და აი ისიც ფიქრობს: ვინ არის? რამდენი წლისაა? როგორია შესახედად? მისი წარმოდგენით, რობერტ ფულერს, ან იუძო ოკაიამას უნდა ჰგავდეს.

    რა საოცარია: ქალსა და კაცს ერთმანეთისა არაფერი გაეგებათ, ერთმანეთის არსებობაც კი არ იციან, მაგრამ გაიცნობენ ერთიმეორეს და უცბად ისე დაახლოვდებიან, რომ დაზეც, ძმაზეც, შვილზეც და მშობლებზეც კი ახლობელნი ხდებიან.

    ოდესღაც კენკიტიმ ერთი ევროპელი მწერლის წიგნში ასეთი ფრაზა ამოიკითხა:

    „ახლად დაქორწინებულთაგან ზოგს თავიანთი თავი ერთმანეთისათვის შექმნილად მიაჩნია. მტკნარი უვიცობაა! ის კი არ იციან, რომ მათი შეხვედრაც ისეთივე შემთხვევითობაა, როგორც, მაგალითად, რესტორანში, ერთ მაგიდასთან სხდომა". 

    ეს სიტყვები ირონიულად ჟღერდა. ავტორი ხელაღებით დასცინოდა ქორწინებას. კენკიტი ჩაფიქრდა. დაე, იყოს წმინდა წყლის შემთხვევითობა მომავალ მეუღლეთა შეხვედრა. რა მოხდა მერე? პირიქით, ბედისწერის დიადი საიდუმლოც ხომ სწორედ აქ იმალება. 

    ამგვარ ოცნებაში გადიოდა შესვენება.

    მერე გახურებულ მუშაობაში ოცნებები დნებოდა და ილეოდა. ყურებში საწერი მანქანების კაკუნი და ტელეფონით საუბრის ნაწყვეტები ედგა. კენკიტი თავაუღებლად ჩაჰკირკიტებდა საწერს.

    ხუთ საათზე სამუშაო დღე იწურებოდა. მაგიდებზე ქაღალდებს აწესრიგებდნენ და წელში იმართებოდნენ. კენკიტი უკვე თავის თავს ეკუთვნოდა და რასაც მოინდომებდა, აისრულებდა ხოლმე.

    - ეი, სიბუკავა-სან, - შეუჩნდებოდა მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომ ძმაკაცს, - სინძიუკზე ხომ არ გაგვევლო, თითო კათხა ლუდი გადაგვეკრა?

    სიბუკავა ორ დღეს ზედიზედ საფინანსო განყოფილების თანამშრომელთან, ტაბესთან სვამდა და შინ ნაშუაღამევს ბრუნდებოდა, ამის გამო, ბუნებრივია, ცოლი, რაღა თქმა უნდა, შავ დღეს აყრიდა. სიბუკავამ თვითონ უამბო ეს ძმაკაცებს.

    - კარგი, ნუ მახელებ, - დაიღმიჭა სიბუკავა, - ხომ იცი, არ შემიძლია. ცოლი შინ აღარ შემიშვებს.

    - ავი ცოლი გყოლია!ხ

    - ავია თუ კეთილი, აბეზარი კია: ჯიჯღინი უყვარს... შენ რა, დედაკაცებს არ იცნობ, თუ?.. თუმცა რა გეცოდინება. ბედნიერი ხალხი ხართ ეს უცოლოები! 

    * * *

    ბედნიერები ხართ! ბედნიერები ხართ! მათ ვიღა უშლით ხელს, რომ ბედნიერები იყვნენ? ვინ უშლის გაყრას? მიქარავენ და ეგ არის! ასეა თუ ისე, რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ. მაგრამ როცა კენკიტი ამას პირში ეუბნებოდა თავის მეგობრებს, ისინი ჩვეულებრივ ან ხუმრობაში ატარებდნენ, ან ასეთ რაღაცას ეტყოდნენ: 

    - გაყრა სადავიდარაბო საქმეა, ვისა აქვს მაგის თავი.

    მაგრამ კენკიტის ვერ გააცურებენ. კარგად იცის, რომ ეს უბრალო ხერხია. ეტყობა ოჯახურ ცხოვრებაში არის რაღაც ძალიან მიმზიდველი, რის გამჟღავნებაც მათ არ უნდათ, თორემ მთელ სიცოცხლეს რატომ გაიმწარებდნენ. ოღონდ, კენკიტიმ არ იცოდა, რა იყო მასში მიმზიდველი.

    და როცა ცოლის მოყვანაზე ფიქრობდა, მის გამოუცდელ გულს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ეუფლებოდა. და განა მარტო მის გულს? ასევე ემართება ყველა უცოლო ახალგაზრდას: დაქორწინების უზომო სურვილი აქვთ და იგივე დაქორწინება აშინებთ კიდეც.

    ამას წინათ საფინანსო განყოფილების მუშაკი, ტაბე, სწორედ ის, ვისთანაც სიბუკავას უყვარდა ხოლმე გადაკვრა, საკეს სმისას კენკიტის გამოუტყდა: 

    - იცი, ვერაფრით ვერ გადამიწყვეტია ნაბესიმა-კუნის შერთვა. 

    სუმიკო ნაბესიმა, ფირმის სამდივნოს თანამშრომელი, საკმაოდ კარგი შესახედავი გოგო იყო. რა ხანია ხვდებოდა ტაბეს და ქორწილის დღეც უკვე დათქმული ჰქონდათ.

    - წაიჩხუბეთ? - ჰკითხა კენკიტიმ, - არაფერია, შერიგდებით! 

    - ოჰ, არა! გაიგე! მინდა, მაგრამ მეშინია... მერე ხომ სირცხვილით უნდა დავიწვა!.. 

    - სირცხვილით?

    - აბა რა! მან ჯერ კიდევ არ იცის... 

    ტაბეს უყვარდა სუმიკო, მაგრამ იმის გაფიქრებაზე, რომ სუმიკოს უნდა ერეცხა მისი ჭუჭყიანი თეთრეული, ფეხქვეშ მიწა უსკდებოდა.

    - გესმის, ჭუჭყიანი ნიფხვები... - ტაბე ამას სრულიად სერიოზულად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1