Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ერების ფსიქოლოგია
ერების ფსიქოლოგია
ერების ფსიქოლოგია
Ebook356 pages3 hours

ერების ფსიქოლოგია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ცნობილი ერუდიტის ნაშრომი დიდი სოციალური ჯგუფების ფსიქოლოგიური თვისებების შესწავლას ეძღვნება, ის მოგვითხრობს ისტორიული ერების წარმოშობისა და განვითარების, დიდი ადამიანებისა და იდეების, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურის როლის, და ცივილიზაციათა გადაშენების შესახებ. ეს წიგნი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა, დღემდე აქტუალურია მასების ფსიქოლოგიის სფეროში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 27, 2021
ერების ფსიქოლოგია

Read more from გუსტავ ლე ბონ

Related to ერების ფსიქოლოგია

Related ebooks

Reviews for ერების ფსიქოლოგია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings1 review

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

  • Rating: 5 out of 5 stars
    5/5
    უდაოდ კარგი ნაშრომია, შესაძლოა ერთგვარი წინასწარმეტყველებაც, რომელიც ერის ფსიქოლოგიასა და ხასიათზეა დაფუძნებული. ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და გაითვალისწინოს.

Book preview

ერების ფსიქოლოგია - გუსტავ ლე ბონ

გუსტავ ლე ბონ - ერების ფსიქოლოგია

Gustav le Bon - Les Lois Psychologiques de l'Évolution des Peuples

ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია.

მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

iBooks

ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

ტელ: (32) 2314424

ელფოსტა: info@ibooks.ge

www. iBooks.ge

FB: IBooks

სარჩევი

შესავალი. თანასწორობის თანამედროვე იდეები და ისტორიის ფსიქოლოგიური საფუძველი

ნაწილი პირველი. ერების ფსიქოლოგიური თვისებები

თავი პირველი. ერის სული

თავი მეორე. ერის ხასიათის ცვლილების საზღვრები

თავი მესამე. ერების ფსიქოლოგიური იერარქია   

თავი მეოთხე. ინდივიდებისა და ერების პროგრესული დიფერენცირება

თავი მეხუთე. ისტორიული ერების ჩამოყალიბება

ნაწილი მეორე. როგორ ვლინდება ერების ფსიქოლოგიური თვისებები მათი ცივილიზაციის განსხვავებულ ელემენტებში

თავი პირველი. ხალხების ისტორია, როგორც მათი ხასიათის შედეგი

თავი მეორე. ცივილიზაციის განსხვავებული ელემენტები, როგორც ხალხის სულის გარეგნული გამოვლინება

თავი მესამე. როგორ გარდაიქმნება ინსტიტუტები, რელიგია და ენები

თავი მეოთხე. როგორ გარდაიქმნება ხელოვნება

ნაწილი მესამე. როგორ იცვლება ერების ფსიქოლოგიური თვისებები

თავი პირველი. იდეების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

თავი მეორე. რელიგიური რწმენის როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

თავი მესამე. დიადი ადამიანების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

ნაწილი მეოთხე. ერების ხასიათის დაშლა და მათ დაცემა

თავი პირველი. როგორ ფერმკრთალდება და იფერფლება ცივილიზაციები

თავი მეორე. ზოგადი დასკვნები

შესავალი. თანასწორობის თანამედროვე იდეები და ისტორიის ფსიქოლოგიური საფუძველი

თანასწორობის იდეის წარმოშობა და განვითარება. - მისით გამოწვეული შედეგები. - რას მივიღებდით მისი გამოყენებით. მისი ამჟამინდელი გავლენა მასებზე. - წინამდებარე შრომით დასახული ამოცანები. - ერების ზოგადი ევოლუციის ძირითადი ფაქტორების კვლევა. - ხომ არ წარმოიშობა ეს ევოლუცია ინსტიტუტებში? - ხომ არ მოიცავს ყოველი ცივილიზაციის ელემენტები - ინსტიტუტები, ხელოვნება, აღმსარებლობა და ა.შ. - გარკვეულ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, რომელიც ყოველი ერისთვის ცალკეულად არის დამახასიათებელი? - შემთხვევითობის მნიშვნელობა ისტორიაში და უცვლელი კანონები. - მოცემულ სუბიექტში მემკვიდრეობითი იდეების შეცვლის სირთულე.

ერების ინსტიტუტთა ხელმძღვანელი იდეები უკიდურესად ხანგრძლივ ევოლუციას განიცდიან. წარმოიქმნებიან რა მდოვრედ, ისინი ასევე მდოვრედ ქრებიან. იქცევიან რა ცხად ცდომილებად განათლებული გონებებისთვის, ისინი კიდევ დიდხანს რჩებიან შეუდავებელ ჭეშმარიტებებად და კვლავ განაგრძნობენ გავლენას ხალხთა ბნელ მასებზე. თუკი ახალი იდეის ჩაგონება რთულია, არანაკლებ რთულია ძველის განადგურება. კაცობრიობა გამუდმებული სასოწარკვეთილებით არის ჩაფრენილი მკვდარ იდეებსა და მკვდარ ღმერთებს.

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც პოეტებმა და ფილოსოფოსებმა, რომლებიც უკიდურესად უბირები არიან ადამიანის პირველყოფილ ისტორიასთან, მის სულიერ აგებულებასთან და მემკვიდრეობითობის კანონებთან მიმართებით, სამყაროს ადამიანებისა და ერების თანასწორობის იდეა შესთავაზეს.

მასებისათვის ერთობ მომხიბვლელი ეს იდეა მალე მყარად დამკვიდრდა მათ სულში და არც ნაყოფის გამოღება დაახანა. მან ძველ საზოგადოებათა საფუძვლები შეარყია, ერთ-ერთი უსაზარლესი რევოლუცია და დასავლური სამყაროს მძიმე კონვულსია გამოიწვია, რისი დასასრული არც კი ჩანს.

უდავოა, რომ ინდივიდებისა და ერების გამმიჯვნელი ზოგი უთანასწორობა მეტისმეტად ცხადი იყო, რათა მათ სერიოზულად შევდავებოდით; მაგრამ, ადამიანები იოლად მშვიდდებოდნენ იმ აზრით, რომ ეს უთანასწორობა აღზრდის განსხვავებათა შედეგია და რომ ყველა ადამიანი თანაბრად გონიერი და კეთილი იბადება და მხოლოდ ინსტიტუტები რყვნიან მათ. ამის საწინააღმდეგო საშუალება ერთობ მარტივი გახლდათ: ინსტიტუტების გარდაქმნა და ყველა ადამიანისთვის თანაბარი აღზრდის უზრუნველყოფა. ამგვარად იქცა ინსტიტუტები და განათლება თანამედროვე დემოკრატიათა დიად პანაცეად, საშუალებად უთანასწორობის აღმოფხვრისა, რაც იმ დიადი პრინციპების შეურაცხმყოფელია, თანამედროვეობის ერთადერთ ღვთაებებს რომ წარმოადგენს.

თუმცა, მეცნიერების უახლესმა მიღწევებმა ეგალიტარულ თეორიათა სრული უნაყოფობა ცხადყვეს და დაამტკიცეს, რომ გონებრივი უფსკრული, რომელიც წარსულის მიერ არის შექმნილი ადამიანებსა და ერებს შორის, შესაძლოა მხოლოდ უკიდურესად დინჯი მემკვიდრეობითი დაგროვებებით ამოივსოს. თანამედროვე ფსიქოლოგიამ წარსულის მკაცრ გაკვეთილებთან ერთად გვიჩვენა, რომ აღზრდა და ინსიტუტები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებსა და ერებს არის მორგებული, შესაძლოა ერთობ საზიანო აღმოჩნდეს სხვებისთვის. მაგრამ, ფილოსოფოსთა ძალაუფლებას აღემატება მიმოქცევიდან ამოღება იმ იდეებისა, რომლებსაც მათ გაუღეს სამყაროს კარი, მას შემდეგ, რაც მათ სიცრუეში დარწმუნდებიან. როგორც ნაპირებს გადმოლახული მდინარე, რომელისაც ვერანაირი კაშხალი შეაჩერებს, იდეაც განაგრძობს თავის გამაუდაბურებელ, დიდებულ და საზარელ დენას.

იხილეთ, რაოდენ დაუმარცხებელია იდეის ძალა! ერთი ფსიქოლოგიც კი არ არსებობს, ერთი ოდნავ მაინც განათლებული სახელმწიფო მოხელე, განსაკუთრებით კი, მოგზაური, რომელსაც არ ეცოდინება, რამდენად მცდარია ადამიანთა თანასწორობის შესახებ ქიმერული წარმოდგენა, რომელმაც სამაყრო ამოაბრუნა, ევროპაში გიგანტური რევოლუცია წარმოშვა და ამერიკა სისხლისმღვრელ ომში ჩაითრია სამხრეთის შტატების ჩრდილო-ამერიკული კავშირისგან გამოყოფისათვის; არავის აქვს იმის უგულვებელყოფის ზნეობრივი უფლება, თუ რამდენად დამღუპველია ჩვენი ინსტიტუტები და განათლება უმდაბლესი ერებისთვის; ამავე დროს, ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება - სულ ცოტა, საფრანგეთში მაინც - ვინც ძალაუფლების მიღწევის შემდეგ საზოგადოებრივ შეხედულებასთან შეწინააღმდეგებას შეძლებდა და იგივე განათლებასა და იგივე ინსტიტუტებს მოითხოვდა ჩვენს კოლონიათა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. სისტემის გამოყენება, რომელიც თანასწორობის ჩვენი იდეიდან გამომდინარეობს, აკოტრებს მეტროპოლიას და თანდათანობით ჩვენი ყველა კოლონია სავალალო დაკნინებისკენ მიჰყავს; მაგრამ, პრინციპები, საიდანაც სისტემა საწყისს იღებს, ჯერ კიდევ შეურყეველია.

თუმცა, არის რა დაკნინებისგან შორს, თანასწორობის იდეა ზრდას განაგრძობს. ამ თანასწორობის სახელით სოციალიზმი, რომელმაც, როგორც ჩანს, მცირე ხანში დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა უნდა დაიმონოს, მათი ბედნიერების მიღწევას ესწრაფის. მისი სახელით თანამედროვე ქალი მამაკაცთან თანაბარ უფლებებსა და თანაბარ განათლებას მოითხოვს.

იმ პოლიტიკური და სოციალური გადატრიალებების შესახებ, რომლებიც თანასწორობის პრინციპებით არის წარმოშობილი, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანთა შესახებ, რომლებიც მან მომავალში უნდა წარმოშვას, მასები სრულებით არ ზრუნავენ, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პოლიტიკური ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ მათ იზრუნონ ამის შესახებ. თუმცა, თანამედროვეობის უმაღლესი მბრძანებელი - საზოგადოებრივი აზრია, და სრულიად შეუძლებელია, არ გაყვე მას.

რაიმე იდეის სოციალური მნიშვნელობის შეფასებისთვის მეტად უტყუარი საზომი არ არსებობს, ვიდრე ის ძალაუფლებაა, რომლითაც ის გონებებზე მოქმედებს. მასში მოქცეული ჭეშმარიტების ან სიცრუის ნაწილი საინტერესო შესაძლოა მხოლოდ ფილოსოფიური თვალსაზრისით იყოს. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტი ან ცრუ იდეა მასების გრძნობებში დაიბუდებს, თანდათანობით გამოვლინდება მისგან გამომდინარე ყველა შედეგი.

ამგვარად, განათლებისა და ინსტიტუტების მეშვეობით თანდათანობით შეუდგებიან თანასწორობის შესახებ თანამედროვე იდეის განხორციელებას. მათი მეშვეობით, ასწორებენ რა ბუნების უსამართლო კანონებს, ცდილობენ ერთ ფრომაში ჩამოასხან მარტინიკის, გვადელუპესა და სენეგალის ზანგების, ალჟირელი არაბებისა და აზიატთა ტვინები. ცხადია, რომ ეს სრულიად განუხურციელებლი ქიმერაა, მაგრამ ნუთუ ქიმერების გამუდმებული დადევნება არ იყო დღემდე ადამიანის მთავარი საქმიანობა? თანამედროვე ადამიანი გვერდს ვერ აუხვევს კანონებს, რომლებსც მისი წინაპრები ემორჩილებოდნენ.

სხვა ადგილას მე ვუჩვენე სავალალო შედეგები, რომლებიც ევროპულმა აღზრდამ და ინსტიტუტებმა იქონიეს უმდაბლეს ერებზე. ზუსტად ასევე, მე გადმოვეცი ქალების თანამედროვე განათლების შედეგები და ამ საკითხთან დაბრუნებას აღარ ვაპირებ. წინამდებარე ნაშრომში შესასწავლი საკითხები უფრო ზოგადი ხასიათისაა. გვერდს ვუვლით რა დეტალებს, ან ვეხებით რა მათ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი გადმოცემული პრინციპების დასამტკიცებლად იქნება აუცილებელი, მე გამოვიკვლევ ისტორიული ერების წარმოშობასა და სულიერ აგებულებას, ანუ ხელოვნური ერებისა, რომლებიც ისტორიულ ეპოქებში დაპყრობების, ემიგრაციისა და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევითობებით წარმოიქმნა, და შევეცდები დავამტკიცო, რომ მათი ისტორია ამ სულიერი აგებულებიდან გამომდინარეობს. მე დავადგენ ერების ხასიათის სიმტკიცისა და ცვალებადობის ხარისხს და ასევე შევეცდები გავარკვიო, მიემართებიან ინდივიდები და ერები თანასწორობისკენ თუ, პირიქით, ერთმანეთისგან სულ უფრო მეტად გამიჯვნისკენ უჭირავთ გეზი. დავამტკიცებ რა, რომ ელემენტები, რომლებისგანაცაა შედგენილი ცივილიზაცია (ხელოვნება, აღმსარებლობა, ინსტიტუტები) ეროვნული სულის უშუალო პროდუქტებს შეადგენს, და ამიტომ შეუძლებელია, რომ ერთი ერიდან მეორეს გადაეცეს, მე იმ გადაულახავ ძალებს განვსაზღვრავ, რომელთა მოქმედების შედეგად ფერმკრთალდება და იფერფლება ცივილიზაციები. ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მე არაერთხელ მომიწია აღმოსავლეთის შესახებ ჩემს შრომებში. ამ მცირეტანიან წიგნს, როგორც მათ შეკუმშულ სინთეზს, ისე უნდა შევხედოთ.

ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ხანგრძლივი მოგზაურობების შედეგად მივიღე, ის არის, რომ ყოველი ერი ისეთივე მდგრად სულიერ აგებულებას ფლობს, როგორიც მისი ანატომიური თავისებურებებია, და სწორედ აქედან წარმოიქმნება მისი გრძნობები, აზრები, ინსტიტუტები, მისი აღმსარებლობა და ხელოვნება. ტოკვილი და სხვა გამოჩენილი მოაზროვნეები ერების განვითარების მიზეზს მათ ინსტიტუტებში ეძებდნენ. მე კი სრულიად საპირისპიროში ვარ დარწმუნებული და ვიმედოვნებ დავამტკიცო, მოვიხმობ რა ამისათვის სწორედ იმ ქვეყნების მაგალითს, რომლებსც ტოკვილი შეისწავლიდა, რომ ინსტიტუტებს ცივილიზაციებზე ერთობ სუსტი გავლენა აქვთ.

უდავოა, რომ ერების ისტორია უკიდურესად განსხვავებული ფაქტორებით განისაზღვრება. ის სავსეა განსაკუთრებული მოვლენებით, შემთხვევითობებით, რომლებიც შესაძლოა მომხდარიყო და არც მომხდარიყო. მაგრამ, ამ შემთხვევითობებთან, ამ ირიბ გარემოებებთან ერთად არსებობს დიადი და უცვლელი კანონები, რომლებიც ყოველი ცივილიზაციის ზოგად სვლას მიმართავენ. ეს უცვლელი, ყველაზე ზოგადი და ყველაზე ძირითადი კანონები ერების სულიერი აგებულებიდან გამომდინარეობს. ერის ცხოვრება, მისი ინსტიტუტები, მისი აღმსარებლობა და ხელოვნება მისი უხილავი სულის ხილული პროდუქტებია. იმისათვის, რომ რომელიმე ერმა თავისი ინსტიტუტები გარდაქმნას, თავისი აღმსარებლობა და თავისი ხელოვნება, თავდაპირველად თავისი სული უნდა გადააკეთოს; იმისათვის, რომ თავისი ცივილიზაციის სხვისთვის გადაცემა შეძლოს, მას აუცილებლად უნდა შეეძლოს მისთვის თავისი სულის გადაცემაც. უდავოა, რომ ისტორია ამას სულაც არ გვეუბნება; მაგრამ, ჩვენ იოლად დავამტკიცებთ, რომ იწერს რა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს, მას შეცდომაში შეჰყავს საკუთარი თავი ცარიელი მოჩვენებითობით.

ერთხელ დიდი კონგრესის წინაშე წინამდებარე ნაშრომში განვითარებული ზოგი იდეის გადმოცემა მომიწია. კრება ყველა სახის გამოჩენილი ადამიანისგან შედგებოდა: მინისტრების, კოლონიათა გუბერნატორების, ადმირალების, პროფესორების, სწავლულებისგან, რომლებიც სხვადასხვა ერებს ეკუთვნოდნენ. მსგავს საკრებულოში ერთგვარი თანამოაზრეობის შეხვედრას მოველოდი ძირითად საკითხებთან მიმართებით. მაგრამ, ასეთი რამ არ მომხდარა. გამოთქმული შეხედულებები სრულიად არ აღმოჩნდა დამოკიდებული მათი კულტურულობის ხარისხზე, ვინც ამ შეხედულებებს გამოთქვამდა. ეს შეხედულებები უმთავრესად იმას გადმოცემდნენ, რაც იმ განსხვავებული ერების მემკვიდრეობით გრძნობებს შეადგენდა, რომელსაც ხსენებული კონგრესის წევრები ეკუთვნოდნენ. არასოდეს ისე ცხადი არ ყოფილა ჩემთვის, რომ ყოველი ერის ადამიანები, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობის განსხვავებისა, ფლობენ იდეების, ტრადიციების, გრძნობების, აზროვნების საშუალებათა ურღვევ მარაგს, რომელიც მათი წინაპრების არაცნობიერ მემკვიდრეობას შეადგენს, რომლის წინააღმდეგ ნებისმიერი არგუმენტი სრულიად უსუსურია.

სინამდვილეში ადამიანთა აზრები არა გონების გავლენით გარდაიქმნება. იდეები საკუთარი ზემოქმედების გავრცელებას მაშინ იწყებენ, როდესაც ისინი უკიდურესად დინჯი გადამუშავების შემდეგ გრძნობებად გარდაიქმნებიან და, შესაბამისად, არაცნობიერის ბნელ სფეროში შეაღწევენ, სადაც ჩვენი აზრების ჩამოყალიბება ხდება. იდეების ჩაგონებისთვის წიგნს სიტყვაზე მეტი ძალა არ გააჩნია. ასევე, არა დარწმუნების, არამედ უფრო ხშირად გართობის მიზნით ხარჯავენ თავის დროს ფილოსოფოსები წერისთვის. როგორც კი ადამიანი გარემოს იდეათა ჩვეულ წრეს ტოვებს, რომელშიც მას ცხოვრება უწევს, მან წინასწარ უნდა თქვას უარი ყოველგვარი სახის გავლენაზე და მკითხველთა ვიწრო წრით შემოიფარგლოს, ომლებიც იდამოუკიდებლად მივიდნენ იმ იდეებთან, რომლებიც მათი ანალოგიურია, რომლებსაც ის იცავს. მხოლოდ ურყევი მოციქულები ფლობენ ძალაუფლებას, აიძულონ სხვები მოსასმენად, აცურონ დინების საწინააღმდეგოდ და მთელ თაობათა იდეალები შეცვალონ, მაგრამ უფრო ხშირად ეს მათი აზრის სიმწირისა და ფანატიზმის გარკვეული ულუფის წყალობით ხდება, რაც სრულებით არ უნდა შეგვშურდეს.

Enjoying the preview?
Page 1 of 1