Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დუბროვსკი
დუბროვსკი
დუბროვსკი
Ebook209 pages1 hour

დუბროვსკი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"დუბროვსკი" - პუშკინის პროზის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც ეფუძნება მართლმსაჯულებით განაწყენებული კადნიერი თავადის ნადმვილ ისტორიას. მოთხრობა დღემდე რჩება სალიტერატურო წრეების კამათის საგნად, ლინგვისტებისთვის კი "დუბროვსკი" რუსული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
დუბროვსკი

Related to დუბროვსკი

Related ebooks

Reviews for დუბროვსკი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დუბროვსკი - ალექსანდრე პუშკინი

    ალექსანდრე პუშკინი - დუბროვსკი

    А.С. Пушкин - Дубровский

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის იროდიონ ქავჟარაძეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    პირველი ტომი

    პირველი თავი

    მეორე თავი

    მესამე თავი

    მეოთხე თავი

    მეხუთე თავი

    მეექვსე თავი

    მეშვიდე თავი

    მერვე თავი

    მეორე ტომი

    მეცხრე თავი

    მეათე თავი

    მეთეთრმეტე თავი

    მეთორმეტე თავი

    მეცამეტე თავი

    მეთოთხმეტე თავი

    მეთხუთმეტე თავი

    მეთექვსმეტე თავი

    მეჩვიდმეტე თავი

    მეთვრამეტე თავი

    მეცხრამეტე თავი

    შენიშვნები

    პირველი ტომი

    პირველი თავი

    რამდენიმე წლის წინათ თავის ერთ-ერთ მამულში სახლობდა ძველი რუსი მებატონე კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვი. სიმდიდრის, გვაროვნობისა და ნაცნობობის წყალობით დიდი გავლენა მოეხვეჭა გუბერნიებში, სადაც მამულები ჰქონდა. მეზობლები, გულის მოსაგებად, სიხარულით უსრულებდნენ უმცირეს ახირებას. გუბერნიის მოხელეებს მისი სახელის ხსენებაზე აცახცახებდათ. პირფერულად რომ ექცეოდნენ, ამას კირილა პეტროვიჩი ჯეროვან ხარკად რაცხდა. შინ მუდამ გამოულევლად ჰყავდა სტუმრები, რომლებიც მზად იყვნენ ბატონკაცურ უსაქმურობაში მხარი აებათ: ჩართულიყვნენ მის დაუცხრომელ, ხანდახან კი ბობოქრულ დროსტარებაში. ვერავინ უბედავდა, უარი შეეკადრებინა მიწვევაზე, ანდა გარკვეულ დღეებში სოფელ პოკროვსკოეში ჯეროვანი პატივით არ ხლებოდა. შინაურობაში კირილა პეტროვიჩი ყველა ზადს ავლენდა უწიგნური კაცისას. განებივრებული გახლდათ სუყველაფრით, რაც კი რამ გარს ერტყა, მიეჩვია ლაგამი მიეშვა თავისი ფიცხი ბუნების ყოველი აღტყინებისა და საკმაოდ შეზღუდული გონების ყოველი განაზრახისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მაგარი აგებულებისა იყო, სიმსუნაგის გამოისობით კვირაში ორჯერ შავ დღეში ვარდებოდა და ყოველ საღამოს გადაკრულში გახლდათ.

    კირილა პეტროვიჩის სახლის ერთ-ერთ ფლიგელში თექვსმეტი მოახლე ცხოვრობდა და თავიანთი სქესის კვალობაზე ხელსაქმობდნენ. ფლიგელის ფანჯრებს ხის ცხაური ეკრა და კარი კლიტით იკეტებოდა, გასაღებები კი კირილა პეტროვიჩს ჰქონდა. ახალგაზრდა განდეგილები დაწესებულ საათზე ბაღში ჩადიოდნენ და ორი ბებრუხანას მეთვალყურეობით სეირნობდნენ, კირილა პეტროვიჩი ამ ქალიშვილთაგან ზოგს დროდადრო ათხოვებდა და მათ ადგილზე სხვები მოჰყავდა.

    ტროეკუროვი გლეხებსა და შინაყმებს მკაცრად და თავის ქეიფზე ექცეოდა. ამის მიუხედავად, ისინი არ ეორგულებოდნენ. თავს იწონებდნენ ბატონის სიმდიდრით, სახელით და მისი ყოვლისმძლე მფარველობით გულმოცმულნი მეზობლებს ეყოყოჩებოდნენ ხოლმე.

    ტროეკუროვის ყოველდღიური საქმიანობა გახლდათ ვრცელი სამფლობელოების შემოვლა, გაუთავებელი ნადიმები, ოინები, რომელთაც დღენიადაგ იგონებდა და რომელთა მსხვერპლნიც ჩვეულებრივად რომელიმე ახალი ნაცნობი იყო ხოლმე. ისე კი ამ ოინებს ძველი მეგობრებიც ყოველთვის ვერ არიდებდნენ თავს, გარდა ანდრეი გავრილოვიჩ დუბროვსკისა. ეს დუბროვსკი, სამსახურიდან გადამდგარი გვარდიის პორუჩიკი, ტროეკუროვის უახლოესი მეზობელი, სამოცდაათ სულს ფლობდა. და თუმცა ღირსეული მდგომარეობა არ ეჭირა, ტროეკუროვი პატივისცემით ეპყრობოდა მაშინ, როდესაც თვით უმაღლესი წოდების ხალხთან თავი ზვიადად ეჭირა. ისინი ერთ დროს სამსახურის ამხანაგები იყვნენ და ტროეკუროვმა გამოცდილებით უწყოდა დუბროვსკის მოუთმენლობისა და შეუპოვრობის ამბავი. გარემოებებმა კარგა ხნით დააცალკევა ორივე.

    დუბროვსკის სამეურნეო საქმეები უკუღმა წაუვიდა. იგი იძულებული გახდა, სამსახურიდან გადამდგარიყო და თავის უკანასკნელ სოფელში დამკვიდრებულიყო.

    შეიტყო თუ არა ეს კირილა პეტროვიჩმა, მფარველობა შესთავაზა, მაგრამ დუბროვსკიმ მადლი მოახსენა და დარჩა ხელმოკლე და თავისუფალი. გავიდა რამდენიმე წელი. ტროეკუროვი, უკვე გადამდგარი გენერალ-ანშეფი, თავის მამულს ეწვია. ამხანაგები ერთმანეთს შეხვდნენ და გაიხარეს. იქიდან მოკიდებული ყოველდღე განუყრელად იყვნენ.

    კირილა პეტროვიჩი, თავის სიცოცხლეში რომ სტუმრობით არავინ გაუბედნიერებია, ძველი ამხანაგის პატარა სახლს შინაურულად ეწვეოდა ხოლმე. ტროეკუროვი და დუბროვსკი ერთი კბილა იყვნენ, ერთი წოდების შვილები, ერთნაირად აღზრდილნი და ნაწილობრივ გუნებითაც და ზნითაც ჰგვანდნენ ერთმანეთს. ბედიც ერთნაირი ჰქონდათ რამდენადმე: ორივე სიყვარულით დაქორწინდა, დიდი ხანი არ გასულა და ორივე დაქვრივდა, ორივეს თითო შვილი დარჩა, - დუბროვსკის ვაჟი პეტერბურგში იზრდებოდა, კირილა პეტროვიჩის ქალი - მშობლისას, და კირილა პეტროვიჩი ხშირად ეტყოდა დუბროვსკის:

    - მისმინე, ძმაო, ანდრეი გავრილოვიჩ: თუ შენი ვალოდკა გზას დაადგა, მაშას გავატან, თუმცა მაგის ავლა-დიდება კურდღელს აეკიდება.

    ანდრეი გავრილოვიჩი თავს აქნევდა და პასუხად ამას ეუბნებოდა ჩვეულებრივ:

    - არა, კირილა პეტროვიჩ, სად ჩემი ვალოდკა და სად მარია კირილოვნას ქმრობა. მისთანა ღარიბი აზნაურისთვის უპრიანია ღარიბი აზნაურის ქალი მოიყვანოს და ოჯახის თავკაცი იყოს, ვიდრე გააზიზებული დიაცის მოურავად იქცეს.

    ყველას ეხარბებოდა ქედმაღალი ტროეკუროვისა და ხელმოკლე მეზობლის შეხმატკბილებულობა, თან აოცებდათ დუბროვსკის სითამამე, როცა კირილა პეტროვიჩის სუფრაზე მიუკიბ-მოუკიბავად გამოთქვამდა თავის მოსაზრებას და აინუნში არ აგდებდა, ეწინააღმდეგებოდა თუ არა იგი მასპინძლის აზრებს. ზოგი შეეცადა, მისთვის წაეხედნა და ჯეროვანი მორჩილებისათვის ზურგი ექცია, მაგრამ კირილა პეტროვიჩმა მათ ისე დაუფეთა ანგელოზები, სამარადჟამოდ წაართვა ამდაგვარი ცდის ხალისი და მარტო დუბროვსკი დარჩა საყოველთაო კანონისაგან ხელშეუვალი. მოულოდნელმა შემთხვევამ ყოველივე აწეწა და შეატრიალა.

    კირილა პეტროვიჩი ერთხელ, შემოდგომის დამდეგს, შორეულ სანადირო სანახებში წასასვლელად ემზადებოდა. წინა დღეს მეძაღლეებსა და ჯილავდრებს დილის ხუთ საათზე მზადყოფნა უბრძანეს. კარავი და სამზარეულო ადრითვე გაგზავნეს იქ, სადაც კირილა პეტროვიჩს უნდა ესადილა. სტუმარ-მასპინძელი მწევარ-მეძებართა ეზოსკენ გაემართა, სადაც ხუთასზე მეტი მეძებარი და მწევარი სვესვიანად და თბილად ცხოვრობდა და კირილა პეტროვიჩის ხელგაშლილობას ხოტბას ასხამდა თავიანთ ძაღლურ ენაზე. აქვე გახლდათ ავადმყოფი ძაღლების ქსენონი და დავრდომილთა თავშესაფარი, რომელსაც შტაბ-მკურნალი ტიმოშკა მეთვალყურეობდა. იყო აგრეთვე განყოფილება, სადაც კეთილშობილი ძუკნები ლეკვებს ჰყრიდნენ და მათ ძუძუს აწოვებდნენ. კირილა პეტროვიჩს ეამაყებოდა ეს დიდებული დაწესებულება და ყოველი შემთხვევით სარგებლობდა, რომ ებაქიბუქა სტუმრებთან, რომელთაც უკვე ოცჯერ მაინც ჰქონდათ ნანახი აქაურობა. სტუმრებით, ტიმოშკასა და უფროსი მეძაღლეებით გარემოცული მწევარ-მეძებართა ეზოში მიდი-მოდიოდა, ჩერდებოდა ზოგიერთ ხულასთან, ხან ავადმყოფი ძაღლების ამბავს იძიებდა, ხან მეტ-ნაკლებად მკაცრ თუ სამართლიან შენიშვნებს ბრძანებდა, ხან ნაცნობ ძაღლებს ეძახდა და დაყვავებით ელაპარაკებოდა.

    სტუმრები თავიანთ მოვალეობად რაცხდნენ კირილა პეტროვიჩის მწევარ-მეძებართა ეზოს გამო აღტაცება გამოეხატათ, მარტო დუბროვსკი არ ძრავდა კრინტს და იქუფრებოდა. იგი თავგადადებული მონადირე იყო. თავისი ქონების ბარობაზე არ შეეძლო ორი მეძებრისა და ერთი წყვილი მწევრის მეტი ჰყოლოდა და გულს ვერ ერეოდა, რომ, ცოტა არ იყოს, არ შეშურებოდა ეს საუცხოო დაწესებულება.

    - რაო, რას იქუფრები, ძამიავ? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა, - თუ ჩემი მწევარ-მეძებართა ეზო თვალში არ მოგდის?

    - რას ამბობ, ჩინებულია, - მიუგო კუშტად დუბროვსკიმ, - მაგრამ საეჭვოა, თქვენი შინაყმები თქვენი ძაღლებივით ცხოვრობდნენ.

    ერთ-ერთმა მეძაღლემ მისი ნათქვამი ითაკილა:

    - ჩვენ, ღვთისა და ბატონის შეწევნით, ჩვენს ცხოვრებაზე საწუწუნო არა გვჭირს რა. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგ აზნაურსაც არ აწყენდა თავისი სახლ-კარი აქაურ რომელ ხულაზეც გინდა, იმაზე გაეცვალა, თავს უფრო კუჭსავსედაც იგრძნობდა და უფრო თბილადაც.

    ყმის უტიფარ შენიშვნაზე კირილა პეტროვიჩმა ხმამაღლა გაიცინა, ხოლო სტუმრებმა ხარხარით აუბეს მხარი, თუმცაღა იმის გულისხმაში კი იყვნენ, რომ მეძაღლის ხუმრობა შეიძლებოდა მათაც ხვდებოდა. დუბროვსკის ფერი წაუვიდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

    ამ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1