Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფერხული
ფერხული
ფერხული
Ebook145 pages47 minutes

ფერხული

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე.

"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 7, 2018
ფერხული

Related to ფერხული

Related ebooks

Reviews for ფერხული

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფერხული - ართურ შნიცლერი

    ართურ შნიცლერი - ფერხული

    Arthur Schnitzler - Reigen

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    I. მეძავი და ჯარისკაცი

    II. ჯარისკაცი და მოახლე

    III. მოახლე და ახალგაზრდა ბატონი

    IV. ახალგაზრდა ბატონი და ახალგაზრდა ქალბატონი

    V. ახალგაზრდა ქალბატონი და ქმარი

    VI. ქმარი და ახალგაზრდა ქალი

    VII. ახალგაზრდა ქალი და პოეტი

    VIII. პოეტი და მსახიობი ქალი

    IX. მსახიობი ქალი და გრაფი

    X. გრაფი და მეძავი

    მოქმედი პირნი:

    მეძავი

    ჯარისკაცი

    მოახლე

    ახალგაზრდა ბატონი

    ახალგაზრდა ქალბატონი

    ქმარი

    ახალგაზრდა ქალი

    პოეტი

    მსახიობი ქალი

    გრაფი

    I. მეძავი და ჯარისკაცი

    გვიანი საღამო. ხიდი დუნაიზე პარკთან ახლოს. ჯარისკაცი სტვენა-სტვენით მიუყვება გზას.

    მეძავი. აქეთ მოდი, ანგელოზო. (ჯარისკაცი თავს მოაბრუნებს, მაგრამ გზას განაგრძობს) არ გინდა, ჩემთან ერთად გაისეირნო?

    ჯარისკაცი. აჰა, როგორც ჩანს, ანგელოზი მე ვარ?!

    მეძავი. სხვა ვინ უნდა იყოს?! წამო, ჩემთან წავიდეთ. აქ არის, აქვე.

    ჯარისკაცი. დრო არ მაქვს, ყაზარმაში მაგვიანდება.

    მეძავი. არსად დაგეკარგება. ჩემთან კი უკეთესია.

    ჯარისკაცი (უახლოვდება). შეიძლება ეგრეც იყოს.

    მეძავი. ჩუ! პოლიციელმა არ გაიგონოს.

    ჯარისკაცი. კარგი ერთი! პოლიციელი! იარაღი მეც ხომ მაქვს?!

    მეძავი. მაშ, წავედით?

    ჯარისკაცი. მომეშვი, ფული არ მაქვს.

    მეძავი. ფული არ მინდა.

    ჯარისკაცი (მასთან ერთად ჩერდება ფანრის ქვეშ). ფული არ გინდა? ვინ ხარ?

    მეძავი. სამოქალაქოები მიხდიან ფულს, შენნაირებს უფასოდაც შეუძლიათ.

    ჯარისკაცი. აჰ, ესე იგი შენს შესახებ მიყვებოდა ჰუბერი.

    მეძავი. არანაირ ჰუბერს არ ვიცნობ.

    ჯარისკაცი. შენ უნდა იყო. დაგავიწყდა ალბათ, კაფეში რომ მოგხსნა, სამდინარო სადგურზე.

    მეძავი. ვის აღარ მოვუხსნივარ, ყველას რა დაიმახსოვრებს...

    ჯარისკაცი. კარგი, წამო, ოღონდ სწრაფად.

    მეძავი. უკვე აჩქარდი კიდეც?!

    ჯარისკაცი. რას ველოდოთ? ათ საათზე ნაწილში უნდა ვიყო.

    მეძავი. დიდი ხანია მსახურობ?

    ჯარისკაცი. ეგ შენ არ გეხება. შორს ხარ აქედან?

    მეძავი. ათი წუთის სავალია.

    ჯარისკაცი. არა, ჩემთვის მეტისმეტია. მოდი ერთი მაკოცე.

    მეძავი (კოცნის). ძლიერ მიყვარს ეს საქმე, თუ ვინმე მომეწონა.

    ჯარისკაცი. მერე მე რა?! არ წამოვალ შენთან, შორია.

    მეძავი. კარგი, მაშინ ხვალ საღამოს მოდი.

    ჯარისკაცი. კარგი. მოიტა მისამართი.

    მეძავი. ვიცი, რომ მომატყუებ და არ მოხვალ.

    ჯარისკაცი. რადგან ვთქვი - მოვალ.

    მეძავი. მისმინე, თუ გზა გეშორება, იქნებ იქ, ჰა? (დუნაისკენ მიუთითებს)

    ჯარისკაცი. ანუ?

    მეძავი. რა მოხდა... სიმშვიდეა... ამ დროს კაცის ჭაჭანება არ არის.

    ჯარისკაცი. რაღაც არ მომწონს.

    მეძავი. ჩემთან ერთად ყველგან მოგეწონება. მოდი ჰა. გადადებული საქმე ეშმაკისააო.

    ჯარისკაცი. მოდი, ოღონდ სწრაფად.

    მეძავი. ფრთხილად, აქ წყვდიადია. ფეხი თუ დაგიცდა, მდინარეში ამოყოფ თავს.

    ჯარისკაცი. იქნებ ჯობდეს კიდეც ეგრე.

    მეძავი. ჩუ! მოიცადე, სადღაც სკამი უნდა იყოს.

    ჯარისკაცი. გცოდნია აქაურობა.

    მეძავი. ეჰ, შენნაირი საყვარელი რომ მომცა!

    ჯარისკაცი. ეგეთთან წელში გაწყდებოდი.

    მეძავი. თვითონ არ გამწყდარიყო.

    ჯარისკაცი. ნუ მაცინებ...

    მეძავი, ჩუმად იყავი. ხანდახან პოლიციელმა აქაც იცის ცხვირის შემოყოფა. არც კი მჯერა, რომ აქ ვართ, ქალაქის ცენტრში.

    ჯარისკაცი. აქეთ მოდი, აქეთ.

    მეძავი. გაგიჟდი? ფეხი თუ დაგვიცდა, ორივე წყალში ვართ.

    ჯარისკაცი (ხელს წაავლებს). მოდი ერთი...

    მეძავი. კარგი, ოღონდ გამაგრდი.

    ჯარისკაცი. ნუ გეშინია...

    მეძავი. სკამზე უკეთესი იქნებოდა.

    ჯარისკაცი. რამ გაყო?! ჰა, მოძვრები?

    მეძავი. საით გეჩქარება?

    ჯარისკაცი. გითხარი - ყაზარმაში. მგონი, დავაგვიანე უკვე.

    მეძავი. არ მეტყვი, რა გქვია?

    ჯარისკაცი. რად გინდა?

    მეძავი. მე ლეოკადია მქვია.

    ჯარისკაცი. სახელიც ესეთი უნდა, არასოდეს მსმენია.

    მეძავი. ჰეი!

    ჯარისკაცი. რა გინდა?

    მეძავი. ხურდა მაინც მოგეცა, თორემ მეეზოვე არ შემიშვებს.

    ჯარისკაცი. მნახა რა არიფი! ნახვამდის, ლეოკადია...

    მეძავი. უჰ, შე პარაზიტო! თაღლითო! (მარტო რჩება)

    II. ჯარისკაცი და მოახლე

    ვენის პარკი „პრატერი". კვირა საღამო. გზა, რომელიც მდელოდან ბნელი ხეივნისკენ მიემართება. აქ ჯერ კიდევ ისმის არეული მუსიკა, რომელიც მდელოდან მოდის, მათ შორის ცნობილი პოლკა, რომელსაც სასულე ინსტრუმენტებზე ასრულებენ.

    მოახლე. ბოლოს და ბოლოს არ მეტყვით, საით მიიწევთ? (ჯარისკაცი ბრიყვულად და შეცბუნებული იცინის) შესანიშნავი იყო. მიყვარს ცეკვა. (ჯარისკაცი უეცრად ტანზე მოხვევს ხელს. მოახლე არ უძალიანდება) ახლა ხომ აღარ ვცეკვავთ. რატომ მომხვიეთ ხელი?

    ჯარისკაცი. რა გქვიათ? კატი?

    მოახლე. კატის მეტი არაფერი გახსოვთ.

    ჯარისკაცი. ოჰ, ვიცი, ვიცი... მარი?

    მოახლე. იცით, აქ ბნელა. მეშინია კიდეც.

    ჯარისკაცი. ჩემთან ნუ გეშინია! დედას ვუტირებ!

    მოახლე. საით მივდივართ? აქ ხომ არავინაა.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1