Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ცისარტყელა
ცისარტყელა
ცისარტყელა
Ebook180 pages1 hour

ცისარტყელა

Rating: 4 out of 5 stars

4/5

()

Read preview

About this ebook

მშობლები მალხაზისა და ელიკოს დაქორწინებაზე თანხმდებიან, თუმცა დამოუკიდებელ ელიკოს ნიკო უყვარს... და მაინც, მალხაზის ცოლობას თანხმდება, მაგრამ ქორწილი ვერ უნდა შედგეს, რადგან ელიკო და მალხაზი ნათესავები არიან.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 25, 2020
ცისარტყელა

Related to ცისარტყელა

Related ebooks

Reviews for ცისარტყელა

Rating: 4 out of 5 stars
4/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ცისარტყელა - ავქსენტი ცაგარელი

    ავქსენტი ცაგარელი - ცისარტყელა

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წარმოსადგენი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    (დღევანდელი ვარამი) 

    კომედია ოთხ მოქმედებად. 

    წარმოსადგენი პირნი:

    სფირიდონ, შეძლებული კაცი, 55 წლისა

    სოფიო, ამისი ცოლი, 45 წლის

    მალხაზ, ამათი შვილობილი, კურსდამთავრებული, 26 წლის

    დიმიტრი, მემამულე, პოლკოვნიკი სამსახურს გარეშე, 60 წლის

    ევგენია, ამისი ცოლი, ძველი ლამაზი. 48 წლის

    ელიკო, ამათი შვილი, ინსტიტუტ-დამთავრებული, 18 წლის

    ანნა, ევგენიას გამზრდელი, ყრუ მოხუცი, 70 წლის

    დარია დაუდგრომელაძისა, 45 წლის

    ნიკო, აგრონომი, 28 წლის

    ნადენკა, კომანდირის ცოლი, კოხტა, 30 წლის 

    ვიკტორ გექტოროვიჩ, ბარონ დე კომბოსტინო, აფიცერი, 26 წლის

    დათიკო მწყერაძე, ჩოხოსანი კეთილშობილი, 27 წლის

    მოქმედება სწარმოებს: პირველი სოფელში, სფირიდონის სახლში, დანარჩენები ქალაქში (ტფილისში) დიმიტრის სახლში. 

    პირველი მოქმედება

    სცენა: სოფელი ზაფხულში, მამული სფირიდონისა. ხარდის ბუჩქბებით და სხვა ყვავილებით შემკული ბაღჩა. სდგას სტოლები და ბაღის სკამები, სახლი მარცხნივ არის (სცენიდან). შემოსავლელი გზა სცენის სიღრმეშია, საიდანაც ტევრი მოსჩანს. 

    პირველი სანახავი 

    სფირიდონ. (ზის სტოლთან, გაზეთს კითხულობს, თან ჩაის სვამს. მიატოვებს გაზეთს, ჩაფიქრდება, მერე ადგება და მჭმუნვარებით). ჯერ უბედური დრეიფუსის საქმეებმა გამოულაყეს მთელ ქვეყანას თავი, და ეხლა კიდევ საბრალო ბურების ბრძოლამ! რა არის, ღმერთმანი, როგორ არა რცხვენიან ინგლისს ამ პატარა ხალხის დაჩაგვრა! (დადის). ახირებულია, თქვენმა მზემ, ინგლისელების უგუნურება და თავხედობა: როგორ გაბედა ამ ერთი მუჭა მთიულების ბრბომ და ხელი შემოგვიბრუნაო! მერე ვის? ჩვენ, დიდებულს და უძლიერეს ინგლისელებსაო... მიეცი ძლიერება და გამარჯვება ყოველ სუსტს, უბრალოდ და უმართლოდ ძლიერისაგან დაჩაგრულს.. (ნიკო შემოდის). 

    მეორე სანახავი 

    იგივე და ნიკო 

    ნიკო. (შემოდის ბაღიდან) დილამშვიდობისათ, ბატონო!

    სფირიდონ. ოჰ, ჩემო ნიკო! მობძანდი! (ხელს მისცემს) დაჯექი, ჩემო ნიკო! (დასხდებიან) კაცო! ეს რას უშვრებიან საბრალო ბურებს, სინიდისი სადღაა?!

    ნიკო. (ღიმილით) იმას უშვრებიან, ბატონო, რომ, ხომ გაგიგონიათ ქართული ანდაზა: „ციკორა მოჰკლეს, რატომ ძმა არა გყავსო! „რა ვქნა, არა მყავსო" - , ამისი არ იყოს, ბურებსაც ესე ეუბნებიან: რატომ მშველელი არა გყავს და ღონიერი არა ხარო! მაშ ჩემი მონა უნდა იყოვო...

    სფირიდონ. აი შეურცხვათ ნამუსი! (პაუზა). მართლა, ნიკო, როგორ გაატარეთ წუხანდელი მეჯლისი? მალხაზს არაფერი არ უთქვამს.

    ნიკო. დიდის ამბით, ძალიან დრო გავატარეთ! დათიკოს ამბავი ხომ მოგეხსენებათ: ისე დაგვათრო მე და მალხაზი, რომ ბიჭებმა ძლივს მოგვიყვანეს სახლში.

    სფირიდონ. აბა დათიკო?

    ნიკო. ჩვენი... მწყერაძე. მეტის-მეტი დაუცხრომელია: ბატონო, ფხიზელია თუ მთვრალი, მშიერია თუ მაძღარი, სულ მღერის, ლხინობს, თამაშობს. დარდი და ნაღველი იმან არ იცის... ნამდვილი ბუნების უბრყვილო შვილია. 

    სფირიდონ. მერე რა გამოვიდა?.. რატომაც არა, ლხინი და დროს გატარება ყმაწვილი კაცისათვის ზოგჯერ და ზომაზე დასაძრახისი არ არის; მაგრამ გადაჭარბება კი, სწორე მოგახსენოთ, არავისი მოსაწონი არ არის! არამც თუ მოსაწონი, გასაკიცხია...

    ნიკო. მაგას რაღა თქმა უნდა.

    სფირიდონ. მაგის მამას კარგად ვიცნობდი, ძალიან რიგიანი კაცი იყო, და კარგი შეძლებაცა ჰქონდა. ეხლა, როგორც მესმის, მაგ თქვენ ჩინებულ დათიკოს მიუყვია მამულისათვის ხელი და აგირავებს და აგირავებს, რაც კი შეუძლიან, და ფულებს, ვინ იცის, რაში ფლანგავს.

    ნიკო. მარტო დათიკო არ სჩადის ეგრე. საუბედუროდ საქართველოში ვისაც კი ცოტა რამ მამული აბადია, იმას ეშურება, რომ მალე დააგირავოს და შეჭამოს. ეს განსაკუთრებით ითქმის ჩვენს კეთილშობილებზე. იმათ მამულის დაგირავება სენად გარდაექცათ. ჩვენდა სამწუხაროდ, გულახსნით უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს, გახსოვდეთ, ბატონო, რომ მოგახსენებთ „დღეს", - რომ დღეს ერთი უპირველეს მიზეზთაგანი ჩვენის, ე. ი. თავად-აზნაურობის დაქვეითებისა და დაცემისა სხვათა შორის სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანკია. ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა!..

    სფირიდონ. (წამოდგება, განცვიფრებით) ერიჰაა! ნასწავლი ყმაწვილი კაცი! რას ამბობ მაგას?! ნუთუ მაგ აზრისა ხარ ჩვენ ბანკზე? ნუთუ აქამდის არ დაჰკვირებიხარ იმ მოვლენას, რომ ბანკი ჩვენში ჩვენის კეთილ ცხოვრებისათვის ერთი უპირველესი სახსარია?!

    ნიკო. (ადგება) როგორ არა, ბატონო, დავკვირებივარ კიდეც. და განუშორებელი ფიქრიც ყოფილა ჩემთვის ჩვენ ბანკზე ფიქრი, მაგრამ მაინც ერთი და იგივე დასკვნა გამომიყვანია, რომ დღეს ბანკი ქართველ თავად-აზნაურობისათვის დამღუპველია.

    სფირიდონ. (გულმოსული) ღვთის გულისათვის, ნუღარ გაბედავ ჩემთან მაგის გამეორებას!.. დიდად ვსწუხვარ, რომ მაგ აზრისა ხარ, როდესაც ყოველი წარჩინებული ქვეყანა და ხალხი ამგვარი ბანკების მოტრფიალენი არიან, ვინაიდან იგი, ბანკები არიან ერთად-ერთი სახსარი ხალხის კეთილდღეობისა და მხსნელი ეკონომიური დაცემისაგან.

    ნიკო. (სინანულის ღიმილით) კიდეც ეგ მაწუხებს, რომ მაგ აზრისა და მიხედულობისა გახლავართ. კიდეც მაგაზე მოგახსენებთ, რომ ბანკი, შეიძლება, ყველასათვის სასარგებლო იყოს, მხოლოდ ქართველებისათვის კი დიდი მავნე; კვალად მოგახსენებთ, დღეს. რისთვის? იმასაც მოგახსენებთ. არა მგონია, რომ დღეს ცოტად თუ ბევრად გაგებული კაცი, განვითარებულს არ ვიტყვი, მოიპოვებოდეს, რომ ბანკის დიდი მნიშვნელობა არ ესმოდეს. ბანკი, ჭეშმარიტად, დიდებული დაწესებულებაა; მაგრამ ბანკი იმას კი არ ნიშნავს, რომ „ავიღე და ვეღარ მოგეციო", რომ იტყვიან. უმეტესი ნაწილი ჩვენის კეთილშობილებისა ასე სარგებლობს ბანკით. განა ეს ასე უნდა იყოს! ბანკი ის დიდებული უანგარო დაწესებულებაა, რომელიც აძლევს საშუალებას და ამასთანავე დიდ შეღავათს კაცს, რომ მან თავის მამულს ვალები ახადოს, გაალამაზ-გაამშვენიეროს, კიდევაც სხვაც რამე შეიძინოს და ბანკს მადლობით დაუბრუნოს სესხი, და ამგვარად მამული არ ჩაუგდოს მოსისხლე ვაჭრებს ხელში. მერე ასე უყურებს ჩვენი თავად-აზნაურობა ბანკს? არა. მამულს რომ დააგირავებენ და ფულს აიღებენ, ბევრს დიდ სირცხვილად მიაჩნიათ, რომ ქალაქს გააცილონ ეს ფული, და აქვე რესტორანებში და სასტუმროებში ვარხალალოს ძახილით გაამტვერებენ ხოლმე. ამგვარად ფულიც ამაოდ მიდის და მამულიც იკარგება. აი ამაზე მოგახსენეთ, რომ დღეს ჩვენი ბანკი უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო.

    სფირიდონ. ახირებულია, თქვენმა მზემ! მერე ვისი რა ბრალია, ჩვენ რომ ბედოვლათები ვიყოთ და სიკეთით სარგებლობა არ ვიცოდეთ!

    ნიკო. სამწუხაროც ეგ გახლავთ. თუმცა გონების თვალით რომ შევხედოთ, არც ძალიან გასაკიცხია ჩვენი თავად-აზნაურობა, რომელიც იმ თავიდან, ე. ი. ბატონ-ყმობიდან, დაჩვეულია მუქთახორობას, უზრუნველობას, სხვისი ოფლით ცხოვრებას, და, გარჯას

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1