Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ოთხი პიესა
ოთხი პიესა
ოთხი პიესა
Ebook302 pages1 hour

ოთხი პიესა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

თანამედროვე მწერლის კრებულში შესულია ფსიქოლოგიური პიესები "ველბის ცხოვრება" და "არჩი და ქეთ", პოსტმოდერნისტული "აქ, ნეაპოლში" და ერთაქტიანი რადიოპიესა "გაკვეთილი", შექმნილი 2005-2012 წლებში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJul 24, 2014
ოთხი პიესა

Read more from დიმიტრი უჩანეიშვილი

Related to ოთხი პიესა

Related ebooks

Reviews for ოთხი პიესა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ოთხი პიესა - დიმიტრი უჩანეიშვილი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    ველბის ცხოვრება

    არჩი და ქეთ

    აქ, ნეაპოლში!

    გაკვეთილი

    საავტორო უფლება

    iBooks © 2014 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცეებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    დიმიტრი უჩანეიშვილი – ოთხი პიესა.

    ველბის ცხოვრება

    მოქმედი პირები:

    ველბი, პოეტი;

    მინა, მისი მეუღლე;

    ალდო, ველბის მამა;

    ჯინა, ველბის დედა;

    ბრუნო, მენეჯერი;

    ექიმი რიჩო;

    პირველი ქალიშვილი

    მეორე ქალიშვილი

    ნათესავები

    მოქმედება I

    სცენა I

    (ოთახი. შუაზე დგას მაგიდა სკამებით. მარცხნივ - დაბალი მაგიდა და მის ორივე მხარეს თითო სავარძელი. სავარძლის უკან ლამფა. საპირისპირო კედელთან ძველებური ტელევიზორი პატარა ეკრანით. სიღრმეში ბუხარი ანთია. ალდო სავარძელში ზის, ჯინა მის კალთაში.)

    ჯინა: ალდო, ხომ კარგია, რომ დაფეხმძიმებას შევძლებ?

    ალდო: ეს არაჩვეულებრივია, საყვარელო და, იმავდროულად, აუხსნელი.

    ჯინა: რა არის აუხსნელი?

    ალდო: წარმოიდგინე, ვართ მხოლოდ მე და შენ, ორნი და რაღაც დროის შემდეგ პატარა გვემატება, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უკანასკნელ ხანს გამუდმებით ამის შესახებ ვფიქრობ.

    ჯინა: ჰო, ძალიან ბედნიერი ვარ. წელიწადიც არ გავა და ჩვენ გოგონას ჩავეხუტებით.

    (პაუზა)

    ალდო: მგონი ჯობს შვილი თქვა.

    ჯინა: ჰო, შვილი, გოგონა.

    ალდო: შესაძლოა ასეც იყოს.

    ჯინა: არა, ნამდვილად ასე იქნება.

    ალდო: არ გეგონოს, რომ წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რა გაძლევს ასეთი რწმენის საბაბს. ხომ შეიძლება ბიჭი გაჩნდეს?

    ჯინა: ბიჭი? (პაუზა.) არა. შეუძლებელია. მე მას ვხედავ. ვხედავ როგორია. იცი? ოქროსფერი თმები აქვს და ვარსკვლავებივით თვალები. ვიცი რა აცვია, ისიც ვიცი სად ვუყიდე. ვხედავ როგორ თამაშობს, მესმის რა საყვარლად ამახინჯებს სიტყვებს. იზრდება. კი, ნამდვილად გოგონა იქნება. სახელიც შერჩეული მაქვს.

    ალდო: უკვე სახელი. ვხედავ დიდი სურვილი გაქვს, მაგრამ სჯობს ახლავე გითხრა. დიდი სურვილი ზოგჯერ დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

    ჯინა: რას გულისხმობ?

    ალდო: იმდენად დიდია შენი სურვილი, რომ ყველაფერი დაჩრდილა, რეალობას ფარდა ჩამოაფარა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სურვილს, მიუხედავად მისი ძალისა, მნიშვნელობა არ ენიჭება. სურვილი თავისთავად არაფერს ცვლის.

    ჯინა: ვერ ვხვდები.

    ალდო: ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ ან არ გავაჩინოთ, მაგრამ ვინ გაჩნდება, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მეც რომ იგივე ვისურვო, რაც შენ, მაინც ვერაფერს შევცვლით.

    ჯინა: რატომ?

    ალდო: დაფიქრდი. ჩვენი მხოლოდ სურვილია. მას იქით არაფერი.

    ჯინა: მე ხომ ძალიან მინდა?! როცა ძალიან გსურს, ხომ ყველაფერი გამოდის?!

    ალდო: მიწაზე დაეშვი. როდესაც ძალიან გსურს, მხოლოდ გგონია, რომ ეს გარდუვალად მოხდება, ამ დროს კი სურვილი შესაძლოა სურვილად დარჩეს. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეიძლება არ მოხდეს. ეს იგივეა, წვიმის წამოსვლა ისურვო. შეიძლება გაწვიმდეს, შეიძლება არ გაწვიმდეს, მაგრამ ამ მოვლენაზე ზემოქმედება არ შეგიძლია. მოხდება თუ არ მოხდება, ეს შენზე არ არის დამოკიდებული.

    (პაუზა)

    ჯინა (დათრგუნული): ესე იგი… წვიმა… როგორც წვიმა… ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა მართალი ხარ. მაგრამ ხომ შეიძლება ასე მოხდეს? (პაუზა) თუმცა შეიძლება არც მოხდეს. ჩვენ კი ვერაფერს შევცვლით.

    ალდო: ჰო, ვერც ჩვენ და ვერც სხვა.

    ჯინა: უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს… რაღაც დავკარგე. ოქროსფერი თმები, თვალები გაფერმკრთალდა, გაქრა… ვეღარ ვხედავ. ახლა რა უნდა ვქნათ?

    ალდო: რას გულისხმობ?

    ჯინა: იქნებ საერთოდ არ ღირს შვილის გაჩენა?

    ალდო: რატომ?

    ჯინა: ადამიანი უნდა მოვავლინოთ ქვეყანას და არც კი ვიცით, ვინ იქნება.

    ალდო: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება.

    ჯინა: როგორ თუ არ აქვს?

    ალდო: ვინც არ უნდა გაჩნდეს და როდესაც არ უნდა გაჩნდეს, ის შენი შვილი იქნება და შენ ის გეყვარება.

    ჯინა: როგორ? რომ არ… თუმცა არა. ო, ღმერთო! მადლობა ღმერთო! შენ მართალი ხარ, ალდო. ახლა უკვე მეც შენსავით ვფიქრობ. მივხვდი! თუკი გიყვარს, და მე ვიცი, რომ მიყვარს, უკვე მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაჩნდება და ახლა გაჩნდება თუ შემდეგ.

    ალდო: მაშ მოვავლინოთ ქვეყანას პატარა, რომელიც უამრავ სიხარულს მოგვიტანს.

    ჯინა: სიხარულს, სიხარულს მოგვიტანს ყველას.

    (სცენა ბნელდება, დაახლოებით ოც წამს სიჩუმეა, შემდეგ ისმის ახალდაბადებულის ტირილის ხმა, რაც ამდენივე ხანს გრძელდება.)

    სცენა II

    (დილაა. იგივე ოთახი. მაგიდის გვერდით დგას ოთხთვალა ეტლი, რომელშიც პატარა წევს. მაგიდასთან დგას ჯინა, ბოსტნეულს ხეხავს და დროდადრო ეტლს გაჰყურებს. შემოდის ალდო, კოსტუმი აცვია და ჰალსტუხი უკეთია. ყავას სვამს. სამუშაოდ წასასვლელად ემზადება.)

    ალდო: რას უმზადებ?

    ჯინა: ხილის და ბოსტნეულის პიურეს.

    ალდო: რისგან შედგება?

    ჯინა: ერთი სტაფილო, ნახევარი ჭარხალი და ორი ვაშლი.

    ალდო: ეგ თანაფარდობა ვინ დაადგინა?

    ჯინა: ექიმმა დიეტოლოგმა.

    ალდო: ორი ვაშლის ნაცვლად ერთი რომ მისცე ან სამი, რა მოხდება?

    ჯინა: არ ვიცი.

    ალდო: მან თუ იცის?

    ჯინა: ვინ?

    ალდო: ექიმმა.

    ჯინა: არც ეგ ვიცი, მაგრამ ასე თქვა, ყოველდღე უნდა მიიღოსო.

    ალდო: ნეტავ ვინმემ თუ იცის, ნახევარი ჭარხალი რომ დაამატო ან მეოთხედი სტაფილო, რა მოხდება? შეიცვლება მისი თვალის ფერი ან ტუჩის ფორმა?

    (ჯინა გაკვირვებულია)

    (ალდო უეცრად, თითქოს რაღაც აზრი ეწვიაო თავს) იქნებ ნიორიც შევურიოთ? ნიორი ხომ ძალიან სასარგებლოა?

    ჯინა: რას ამბობ?! არაფრით არ შეიძლება.

    ალდო: რატომ?

    ჯინა: ნაღვლის ბუშტს გაუღიზიანებს.

    (პაუზა)

    ალდო: რა უცნაურია?! როცა პატარას შესახებ საუბრობ, აზრადაც არ მოგდის, რომ მას ნაღვლის ბუშტი აქვს. ამ დროს კი ნაღვლის ბუშტიც აქვს, თირკმლებიც, ღვიძლიც, გულიც, ტვინიც და მრავალი სხვა რამ. ეს ყველაფერი უკვე აქვს.

    ჯინა: ჰო. სულ პაწაწინები … ჩემი პატარა. (პირჯვარს იწერს) ღმერთო, ჯანმრთელი მიმყოფე, მხოლოდ ამას გთხოვ. მხოლოდ ამას. სხვა არაფერი მინდა. (შეპარვით) ისე, თუ ჭკვიანი და მომხიბვლელიც იქნება, ამას რა აჯობებს? ნახე რა ლამაზი თმები აქვს, სქელი და მბრწყინავი.

    ალდო: ჰო, ძალიან. და თვალები? დააკვირდი, ნახშირივით შავი თვალები აქვს.

    ჯინა: ვიღაცას მიუგავს. მგონი ბაბუას.

    ალდო: რომელ ბაბუას?

    ჯინა: შენს მამას.

    ალდო: არა. მამაჩემს თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მას კი შავი. შენ მამაჩემის მხოლოდ ფოტო გაქვს ნანახი და ამიტომ გგონია ასე. თან შეხედე, ცხვირი, ტუჩები სულ სხვანაირი აქვს. არა, ვერავის ვამსგავსებ.

    ჯინა: მე კი მგონია, რომ ჰგავს. ვიღაცას ხომ უნდა ჰგავდეს?

    ალდო: არავის არ ჰგავს, არავის. ისეთია, როგორიც არის.

    სცენა III

    (საღამოა. იგივე ოთახი. ჯინა სავარძელში ზის, ფეხები შემოკეცილი აქვს, მაგიდისკენ არის გადახრილი, კალამი უჭირავს. ალდო მეორე სავარძელში ზის, წიგნს კითხულობს.)

    ჯინა: რა სულელური კროსვორდია?!

    ალდო (წიგნს თვალს არ აშორებს): რატომ?

    ჯინა: იტალიის პრემიერ მინისტრი 1945 წელს, შვიდი ასო.

    ალდო: რა არის ამაში სულელური?

    ჯინა: რა და ის, რომ 1945

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1