Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია
საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია
საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია
Ebook141 pages45 minutes

საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

დიდი ქართველი ისტორიკოსის ნარკვევში ქართველ მეფეთა უფლებებია განხილული, მათი დამოკიდებულება "დიდგვარიან აზნაურებთან" და ამ უკანასკნელთა არცთუ უმნიშვნელო როლი ქვეყნის მართვაში თვით დავითისა და თამარის მეფობისას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJul 30, 2019
საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია

Read more from ივანე ჯავახიშვილი

Related to საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია

Related ebooks

Related categories

Reviews for საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია - ივანე ჯავახიშვილი

    ივანე ჯავახიშვილი - საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    შინაარსი

    თავი I. მეფობის აღდგენის ისტორია და ქართველ მოდგმის ტომთა შეერთება

    თავი II. საქართველოს მეფეების სახელმწიფოს იდეალი: თვითმპყრობელობა, მეფობის ღვთისნიერობა და ხელმწიფის გაღმერთება

    თავი III. „პატრონყმობა" საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ წეს-წყობილების დამახასიათებელია

    თავი IV. საქართველოს მეფის უფლება; რა საქმეები შეადგენდნენ მის „მართებასა და „განსაგებელს

    თავი V. საქართველოს მეფე თვითმპყრობელი იყო თუ არა?

    თავი VI. ბრძოლა აზნაურთა და საქართველოს მეფეების შორის ქვეყნის მართვა-გამგეობის უფლების გამო

    თავი VII. დიდებულ აზნაურთა პირველი პოლიტიკური გაფიცვა მთავრობის წინააღმდეგ

    თავი VIII. პოლიტიკური მოძრაობა და მეფის უფლების შეზღუდვა; პარლამენტის მსგავს დაწესებულების დაარსების მოთხოვნილება

    განმარტებები

    თავი პირველი

    საქართველოს მეფის უფლების შესწავლას ამ გამოკვლევაში ჩვენ უძველეს ხანიდან არ დავიწყებთ იმიტომ, რომ ამ ხანის შესახებ ჩვენი გამოკვლევა უკვე დაიბეჭდა ცალკე წიგნად და ვისაც სურს, შეუძლიან იქ აღმოიკითხოს თუ რა ნიადაგზე იყო დამყარებული უძველეს ხანაში მეფის უფლება და ქართველი ერის საზოგადოებრივი წესწყობილება. აქ ვიტყვი მხოლოდ გაკვრით, რომ მეფის უფლება საგვარეულო წესწყობილებაზე იყო დაფუძნებული და მე-IX-XIII საუკ. დროინდელ საქართველოს მეფის უფლებასთან პირდაპირი დამოკიდებულება არა ჰქონდა. ისტორიულ საბუთებიდან ჩანს, რომ ის საგვარეულო წესწყობილებაზე დამყარებული მეფის უფლება სპარსელებმა გააუქმეს კიდეც და ამის გამო მერმენდელ მეფობის უფლებასა და პირვანდელ დროის მეფობის შორის კავშირი არ არსებობდა. საგვარეულო წყობილებაზე დამყარებულ მეფის უფლების გაუქმებას ჩვენი უძველესი მემატიანე „მოქცევაჲ ქართლისჲ ასე მოგვითხრობს: „მეფობდა ბაკურ და კათალიკოზი იყო მაკარი... და ამის ბაკურისზევე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ (ე. თაყაიშვილი, სამი ისტ. ქრ. 33)... „სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს. (ibid. 34); შემდეგ მემატიანე უმატებს „და ნელადრჱ შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გურამ (ibid. 84); ამ ამბის მოთხრობის შემდეგ იგი მხოლოდ ერისთავებზე-ღა ლაპარაკობს და მეფეების შესახებ კრინტიც არა აქვს დაძრული. ამგვარად ჩვენ უძველეს მემატიანის სიტყვით, სპარსელებმა მეფის უფლება მოსპეს საქართველოში და ქვეყანას კარგა ხანს საკუთარი ხელმწიფე არა ჰყოლია. ჩვეულებრივ მიღებულ წელთა აღრიცხვით ბაკური 557-570 წლამდე მეფობდა, მაშასადამე 570 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო უმეფოდ დარჩენილა. მაგრამ ევსტატე მცხეთელის მარტვილობა გვიჩვენებს, რომ ზემომოყვანილი თარიღი სწორი არ უნდა იყოს; ამ მარტვილობაში საქართველოს მეფე სრულებით მოხსენებული არ არის. და ქვეყნის გამგედა და პატრონად სპარსეთის მთავრობის დანიშნული მოხელე მარზპანი ითვლებოდა; ამ გამგეს ექვემდებარებოდნენ საქართველოს ყველა წარჩინებული პირნი, რომელთაც მარტვილობის ავტორი „ქართლის მთავრებს ეძახის (იხ. საქართველოს სამოთხე, 315); ეს პირები ბრძანდებოდნენ: „ქართლის კათალიკოზი, ქართლისა მამასახლისი, ქართლის პიტიახში და სეფე წულნი (ibid 315). ევსტატე მცხეთელის მარტვილობა როგორც საისტორიო წყარო უმაღლეს ნდობის ღირსია (იხ. ამის შესახებ ჩემი და პროფ. პარნაკის გამოკვლევა Das Martyrum d. heiligen Eustatius von Mzchetha, ბერლინის სამეცნიერო აკადემიის მოამბეშია დაბეჭდილი. Z. K. P. A. W. 1901, XXXVIII), იგი 600 წ. ახლო ხანებშია დაწერილი, ხოლო ევსტატე მცხეთელი 544-5 წ. აწვალეს (ibid. გვ. 21). მაშასადამე 545 წელს ეტყობა მეფის უფლება საქართველოში უკვე გაუქმებული ყოფილა და „სპარსნი ქართლს უფლებდეს; ამის გამო ზემთმოყვანილი მეფობის მოსპობის თარიღი (570 წ.) სწორე არ უნდა იყოს, სპარსეთის მთავრობას, სჩანს, იგი მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარშივე მოუსპია. საქართველოში მეფობის გაუქმების შემდეგ თითქმის ორმა საუკუნემ გაიარა, სპარსეთის მთავრობამ, სასანელთა სამეფო გვარმაც თავისი დრო მოიჭამა და დაემხო; აღმოსავლეთით მომავალმა გამაჰმადიანებულმა არაბებმა ეს ერთ დროს შიშის ზარის დამცემი სახელმწიფო დაამარცხეს და დაიმორჩილეს. ბედმა საქართველოსაც იგივე ხვედრი არგუნა და ეხლა არაბებს ჩაუგდო ხელში. არაბების ბატონობის დროსაც ჩვენი ქვეყანა კარგა ხნის განმავლობაში უმეფოდ იყო: ეს ცხადადა სჩანს, როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ-დან, ისე სუმბატის ქრონიკიდან და აბოს ცხოვრებიდან; ქვეყნის გამგედ ხალიფას წარმომადგენელი ამირა ითვლებოდა; იგი ტფილისში იჯდა ხოლმე; ხოლო ადგილობრივ მკვიდრთა შორის უმთავრეს პირად ერისთავი ითვლებოდა (იხ. იგივე წყაროები). აბო თბილელის მარტვილობა საუცხოვოდ გვისურათებს, თუ რა შევიწროებულ მდგომარეობაში იყვნენ ჩაცვივნული ერისთავები: დევნა, საპყრობილე და თანამდებობის ჩამორთმევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ (საქართ. სამოთხე, გვ. 338, 139). საქართველოს მეფის გაუქმებული უფლება, როგორც ქვემოთ დავინახავთ,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1