Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი
ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი
ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი
Ebook91 pages28 minutes

ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ნარკვევი კიდევ ერთი მცდელობაა დემოკრატიის ქრისტიანული ფესვების დემონსტრირებისა და ამ უკანასკნელის მორიგებისა თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებთან.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJul 23, 2019
ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი

Related to ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი

Related ebooks

Reviews for ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი - ანატოლ ლერუა-ბოლიე

    ანატოლ ლერუა-ბოლიე - ქრისტიანობა, დემოკრატია სოციალიზმი

    Anatole Leroy-Beaulieu - Christianisme, démocratie, socialisme

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ნესტორ ყუბანეიშვილს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ქრისტიანობა და დემოკრატია

    ქრისტიანობა და სოციალიზმი

    ქრისტიანობა და დემოკრატია

    I

    საკითხი, რომელსაც აქ განვიხილავ, არა იმ გვარია, რომ მის მნიშვნელობას ესაჭიროებოდეს მტკიცება. დღეს ამ საკითხით გართულნი არიან არა მარტო სწავლულნი და ფილოსოფოსნი, არამედ პოლიტიკოსნიც და სოციოლოგნიც.

    ჩემი გამოკვლევა აღნიშნული საკითხის უმთავრესი მხარეებისა იქმნება დამოუკიდებელი სკოლათა ცრუმორწმუნეობისა და პარტიათა ინტერესებისაგან.

    ქრისტიანობა არის რჯული, რომელიც ასულდგმულებდა დასავლეთის ცივილიზაციას და განაგებდა თანამედროვე ხალხთა განათლებას, ამასთან ერთად დემოკრატიაც ხომ დიდი პოლიტიკური და სოციალური ძალაა, რომელიც თავის მხრივაც ცდილობს დაიპყროს ქვეყანა, განაახლოს და გადაქმნას იგი, და ნუთუ მათ შორის აუცილებელია გამწვავებული მტრობა?

    სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ახლა ქრისტიანობა და დემოკრატია ერთმანეთ შორის იბრძვიან. ეს ბრძოლა არ ახალია, შეცდომა არ იქნება ვთქვათ, რომ ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია, მხოლოდ იგი საყოველთაო არაა.

    დემოკრატიას და ქრისტიანობის შორის ბრძოლით გარემოცულია მთელი მეცხრამეტე საუკუნე; შესაძლოა, აღნიშნული ბრძოლა მეცხრამეტე საუკუნს დამახასიათე ბელ თვისებადაც ჩავთვალოთ. ნამეტურ უკანასკნელ ასი წლის განმავლობაში მთელ ევროპაში განუწყვეტლად გაისმოდა ამ შეჯახების გრიალი. სად არის მიზეზი ამ ბრძოლისა? მუდმივია იგი? ორ მოწინააღმდეგეთა შორის უთანხმოება პირდაპირი შედეგია მათი არსებისა, ერთი მხრით ქრისტიანობის ძირითადი ცნებისა და მეორე მხრით დემოკრატიის საჭიროებისა? თუ, წინააღმდეგ, ის დამოკიდებულია ადგილობრივ გარემოებებზე, ისტორიულ მიზეზებზე, რომლებიც მუდამ ცვალებადნი არიან და რომელთა სრულიად გაქრობაც ადვილად შესაძლოა? სხვებრ რომ ვთქვათ, ნუ თუ იმდენად ეწინააღმდეგებიან ერთი მეორეს ქრისტიანობა და დემოკრატიის დოგმა, რომ მათი შეთანხმება უნდა ჩავთვალოთ განუხორციელებელ ოცნებად და ამიტომ აუცილებელია ამ ორ მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთის არჩევა?

    შეიძლება, ფიქრობენ, რომ, როცა ქრისტიანობაზე ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ უძველეს, უძლიერეს და თვით მრავალრიცხოვან რომის ეკლესიას. ეს მთლად ეგრე არ არის. დიაღ, უმთავრესად ბრძოლაა კატოლიკეთა ეკკლესიას და დემოკრატიას შორის, მაგრამ შეცდომა იქმნება, ვიფიქროთ, რომ თანამედროვე დემოკრატია ებრძვის მხოლოდ კატოლიკეთა ეკკლესიას. არა, ბრძოლას სრულიად სხვა აზრი აქვს. მართალია, რომის ეკკლესიის მოწინააღმდეგეთ სურთ თავისი მახვილი მოიმარჯვონ მხოლოდ რომის წინააღმდეგ; მაგრამ უკანასკვნელი წლების ისტორიის განხილვა ცხადად გვიჩვენებს, რომ დემოკრატიის მეთაურთაგან კატოლიკეთა ეკკლესიის წინააღმდეგ მოქნეული მახვილი წარემართება რომზე უფრო შორს, ვატიკანზე და პაპის სამკუთხოვან გვირგვინზე უფრო მაღლა; ვიტყვი უფრო აშკარად, ის მიმართულია სარწმუნოების და

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1